Goal.Ge

ევროპა ლიგა: კიდევ ერთი ინგლისური ფინალის მოლოდინში


ევროპა ლიგა: კიდევ ერთი ინგლისური ფინალის მოლოდინში

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე თავის ფინალისტებს ევროპა ლიგაც გამოავლენს. მთავარი საგზურისთვის იბრძოლებენ "ვალენსია" - "არსენალი" და "ჩელსი" - "აინტრახტი". გადავავლოთ თვალი 1/2 ფინალისტების მდგომარეობას.

ვალენსია - არსენალი

პირველი შეხვედრა "მეთოფეების" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა (3:1). ბევრის აზრით, "კანონირები" ცალი ფეხით ფინალში არიან, მაგრამ "ღამურები" დანებებას არ აპირებენ. ესპანური გუნდის ფინალში გასასვლელად, "მესტალიაზე" მინიმუმ 2:0 უნდა დაფიქსირდეს.

"განერებიც" და ვალენსიელებიც თავიანთ ჩემპიონატებში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. უნაი ემერის გუნდის ოთხეულში მოხვედრის ალბათობა საკმაოდ მცირეა. პრემიერ ლიგის ბოლო ტურში ფაქტიურად სასწაული უნდა მოხდეს იმისთვის, რომ "არსენალმა" მე-4 პოზიციიდან "ტოტენჰემი" ჩამოაგდოს.

რაც შეეხებათ "ღამურებს", მათი მდგომარეობა შედარებით უკეთესადაა. ლა ლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, "მესტალიელები" მეხუთე ადგილზე იმყოფებიან და უახლოეს კონკურენტ "ხეტაფეს" 3 ქულით ჩამორჩებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც "ვალენსიასთვის", ისე "მეთოფეებისთვისაც", ევროპა ლიგის მოგება შვება იქნებოდა.

ევროპა ლიგა: კიდევ ერთი ინგლისური ფინალის მოლოდინში

დანაკლისი

"ღამურების" ლაზარეთში იმყოფებიან დენის ჩერიშევი და ჟოფრეი კონდოგბია. რუსისა და ფრანგისთვისაც სეზონი უკვე დასრულებულია. რაც შეეხებათ "კანონირებს", მათი მედპუნქტი ბევრად უფრო გადატვირთულია: რემზი, ბელერინი, უელბეკი, სუარესი, ჰოლდინგი.

ურთიერთშეხვედრები

"ვალენსია" და "არსენალი" ერთმანეთს 6-ჯერ შეხვედრილან: 2-ჯერ "ღამურებმა" იმარჯვეს, 2-ჯერ "განერებმა", 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ 1980 წელს "მესტალიელებმა" "მეთოფეები" თასების მფლობელთა თასის ფინალში დაამარცხეს.

ევროპა ლიგა: კიდევ ერთი ინგლისური ფინალის მოლოდინში

სავარაუდო შემადგენლობები

ვალენსია - ნეტო, გარაი, პაულისტა, პიჩინი, გაია, პარეხო, კოკლენი, სოლერი, გუედეში, მორენო, მინა

არსენალი - ჩეხი, კოშელნი, მუსტაფი, პაპასტატოპულოსი, კოლაშინაჩი, ნილსი, გიუნდოზი, ჯაკა, მხითარიანი, ივობი, ლაკაზეტი

ჩელსი - აინტრახტი

პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ფავორიტები ლონდონელები არიან, თუმცა ფრანკფურტელებმა მიმდინარე სეზონში უკვე არაერთი სიურპრიზი შემოგვთავაზეს. ქომაგები ორი ინგლისური ფინალის მოლოდინში არიან, "არწივები" სხვანაირად ფიქრობენ.

დღევანდელ შეხვედრას მადრიდის "რეალის" წარმომადგენლები დიდი ყურადღებით დააკვირდებიან. ორივე გუნდშია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც "სამეფო კლუბის" სამიზნეს წარმოადგენს. საუბარია აზარსა და იოვიჩზე.

ევროპა ლიგა: კიდევ ერთი ინგლისური ფინალის მოლოდინში

დანაკლისი

"არისტოკრატთა" ლაზარეთში ოთხი მოთამაშეა. პირველ რიგში გამოსარჩევია კანტე და რუდიგერი, შემდეგ კი ოდოი, ამპადუ, ვან გინკელი და ბლეკმენი. "აინტრახტი" - ტავატა, ჰელერი, რუსსი, სტენდერა.

ევროპა ლიგა: კიდევ ერთი ინგლისური ფინალის მოლოდინში

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი - არისაბალაგა, ლუიზი, კრისტენსენი, ასპილიკუეტა, ემერსონი, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი, ლოფტუს-ჩიკი, ვილიანი, აზარი, ჟირუ

აინტრახტი - ტრაპი, აბრაჰამი, ჰინტერეგერი, ჰასებე, კოსტა, კოშტიჩი, როდე, ფერნანდესი, რებიჩი, გაჩინოვიჩი, იოვიჩი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

იუვენტუსმა ბერნარდესკის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსმა" ფედერიკო ბერნარდესკის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 11:48

დიბალას მომავალი გაირკვა - არგენტინელმა თანხმობა განაცხადა

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსი" პაულო დიბალას ასპარეზობით კმაყოფილი დარჩა.

დღეს, 11:41

მოლაპარაკებები დაიწყო - მატიჩი სერია ა-ში

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნემანია მატიჩი სერია ა-ში გადასვლასთან არის ახლოს.

დღეს, 11:33

მანჯუკიჩს მორიგი მსურველი გამოუჩნდა

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მარიო მანჯუკიჩს მორიგი მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 11:27

ესპანიოლის ყოფილი მცველი მესის დებიუტს იხსენებს: "უბრალო, არაფრით გამორჩეული მოთამაშე"

"ესპანიოლის" ყოფილმა მცველმა, დავიდ გარსიამ, ლიონელ მესის დებიუტი გაიხსენა:

დღეს, 11:18

რაკიტიჩის წარმოუდგენელი სტატისტიკა ბარსაში

"ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი თავისი გუნდისთვის ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ეს უმეტესობას ჰგონია.

დღეს, 11:00

ნაპოლის პრეზიდენტი: "მერტენსსა და კალეხონს ჩინეთში ნაგავში ცხოვრება თუ უნდათ, ეს მათი პრობლემაა"

"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, დრის მერტენსსა და ხოსე კალეხონზე ისაუბრა:

დღეს, 10:49

ვიდალმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ბარსელონას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

დღეს, 10:38

ნეიმარმა რონალდოს უპასუხა: "ჩემს თავს მხოლოდ მე თუ დავიცავ"

როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, ლეგენდარულმა რონალდომ, ნეიმარის ხშირი წაქცევების შესახებ ისაუბრა.

დღეს, 10:30

ზიდანისა და პოგბას შეხვედრა დუბაიში - ტრანსფერი ახლოვდება? [ფოტო]

როგორც მოგეხსენებათ, პოლ პოგბას ტრავმის გამო სანაკრებო მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია.

დღეს, 10:17

მამუკა გორგოძის ლელო ბარბაროსების რიგებში [VIDEO]

"ბარბაროსების" ერთადერთი ქართული ლელო.

დღეს, 03:08

თორნიკე შენგელიას მორიგი შედეგიანი მატჩი ევროლიგაში [VIDEO]

ევროლიგის მესამე ტურში ბასკონია ფენერბაჰჩეს სტუმრად დაუპირისპირდა და 87:80 წააგო.

დღეს, 02:48

ოფიციალურად: ელ კლასიკო გადაიდო

26 ოქტომბერს, ესპანეთს ჩემპიონატის გამორჩეული მატჩი უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო.

დღეს, 02:40

პუიოლმა ერთმანეთს ვან დეიკი და მესი შეადარა

ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა კარლეს პუიოლმა ერთმანეთს ვირჯილ ვან დეიკი და ლეო მესი შეადარა.

დღეს, 02:37

პოჩეტინომ იანვრის სატრანსფერო გეგმები განიხილა

გასული წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა "ტოტენჰემმა" ეს სეზონი ცუდად დაიწყო.

დღეს, 02:34

ინგლისური რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მარცხი ავსტრალიასთან [VIDEO]

შაბათს მსოფლიო თასის მეოთხედფინალური ეტაპი ინგლისისა და ავსტრალიის მატჩით გაიხსნება.

დღეს, 02:29

ჩელსის ფეხბურთელი: "ლამპარდმა ტრანსფერი დაბლოკა და გუნდიდან არ გამიშვა"

ლონდონის "ჩელსის" ახალგაზრდა ფეხბურთელი ბილი გილმორი ფრენკ ლამპარდზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 02:26

ვალვერდე: "ელ კლასიკო ბერნაბეუზე არ ჩატარდება!"

პოლიტიკური მიზეზების გამო, დიდია ალბათობა, რომ ელ კლასიკო გადაიდოს, ან ლოკაცია შეიცვალოს და კამპ ნოუს ნაცვლად სანტიაგო ბერნაბეუზე ჩატარდეს.

დღეს, 02:23

მანჩესტერის ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

დღეს, 02:19

იაპონიის ნაკრების მორაგბე: "ჩვენს გუნდში ფული მთავარი არ არის"

იაპონიის ნაკრების ბურჯი კეიტა ინაგაკი ანაზღაურების ნაკლებობას არაფრად აგდებს, იმ პირობებშიც კი, როცა იაპონიის ნაკრები მსოფლიო თასის მეოთხედფინალში გავიდა.

დღეს, 02:16

ტოპ 8 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბრიტანელი მორაგბე

ბრიტანულმა გამოცემა ruck.co.uk-მა ტოპ 8 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბრიტანელი მორაგბის სია შეადგინა.

დღეს, 02:05

სანჩესი: "პოჩეტინო პრემიერ ლიგაში ბოლო წლების საუკეთესო მწვრთნელია"

პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში ერთმანეთს "ტოტენჰემი" და "უოტფორდი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 02:01

უეფამ ლივერპული და მანჩესტერ სიტი დასაჯა

ცოტა ხნის წინ დადასტურებული ინფორმაციით, უეფამ "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" დასაჯა.

დღეს, 01:57

პსჟ-ს ორი ლიდერი დაუბრუნდა

საფრანგეთის ჩემპიონატში გაიმართება საინტერესო მატჩი "პსჟ"-სა და "ნიცას" შორის.

დღეს, 01:53

იტალიელების საინტერესო იდეა VAR-თან დაკავშირებით

იტალიელებმა ვიდეო-რეფერისთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო იდეა წამოჭრეს.

დღეს, 01:49

შოთა არველაძე: "ერთ მატჩს თუ არ ჩავთვლით, საქართველომ ყველა შეხვედრა ღ​ირსეულად ჩაატარა"

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ საქართველოს ნაკრების ასპარეზობა შეაფასა.

დღეს, 01:41

იაპონიის და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირება მსოფლიო თასამდე, რომელშიც აფრიკელებმა დამაჯერებლად იმარჯვეს [VIDEO]

კვირას მსოფლიო თასის მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს მასპინძელი იაპონია და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდებიან.

დღეს, 00:52

თინეიჯერი ავსტრალიელი მორაგბე ინგლისთან მატჩში რამდენიმე რეკორდს დაამყარებს

"ვოლაბების" ძირითად შემადგენლობაში იქნება უნიჭიერესი უკანახაზელი ჯორდან პეტაია, რომელმაც საქართველოსთან და ურუგვაისთან მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა.

გუშინ, 23:05

კანადელმა ვარსკვლავმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

კანადის ნაკრების გამორჩეულმა მოთამაშემ დითიეიჩ ვან დერ მერვემ საერთაშორისო კარიერა დაასრულა.

გუშინ, 23:02

ლიპარტელიანის სასწაული გდება და ისტორიული ჩემპიონობა! [VIDEO]

ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანმა გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა.

გუშინ, 22:48

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10