Goal.Ge

ფულის ტომრად წოდებული მოურა, რომელიც ორ მუნდიალზე არ წაიყვანეს - მან ისტორია დაწერა


ფულის ტომრად წოდებული მოურა, რომელიც ორ მუნდიალზე არ წაიყვანეს - მან ისტორია დაწერა

ჩემპიონთა ლიგის დაწყების წინ, გულშემატკივრების გონებაში ოთხი აქტუალური თემა ტრიალებდა. პირველი: რონალდუს ახალი მოტივაცია "იუვეს" სახით, მეორე: დააბრუნებს თუ არა მესი თასს "ბარსაში"? მესამე: როდის დაემხობა "რეალის" ჰეგემონია? მეოთხე: გვარდიოლას "სიტი" ევროსარბიელისთვის მომწიფდა.

ეს ყველაფერი სამმა გუნდმა გაანადგურა - "ლივერპულმა", "ტოტენჰემმა" და "აიაქსმა". სამწუხაროდ, ფინალში მე-3 ზედმეტია, ამიტომ აღნიშნული ტრიოდან ერთ-ერთს ტურნირის დატოვება მოუწია. მთავარი მატჩის მიღმა ამსტერდამელები დარჩნენ, რომლებიც შანსს 96-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ.

ფულის ტომრად წოდებული მოურა, რომელიც ორ მუნდიალზე არ წაიყვანეს - მან ისტორია დაწერა

ჰოლანდიურ-ინგლისურ დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე, საფეხბურთო სამყარომ სენსაციური სცენარით "ბარსელონას" დაცემა იხილა. ვეინალდუმმა და ორიგიმ გმირების წოდება მიიღეს, მაგრამ მოგვიანებით, გამოჩნდა მოთამაშე, რომელმაც მათი მიღწევა დაჩრდილა.

ფრაზა "შეუძლებელის შეძლება" დღითიდღე უფრო მასშტაბური ხდება. ამ დროისთვის შეუსრულებელი მისიის უკანასკნელი პერსონაჟი ლუკას მოურაა, ფეხბურთელი, რომელმაც ნიდერლანდელები შოკში ჩააგდო. ბრაზილიელმა 20-წლეულის საუკეთესო "აიაქსის" 0:1 და 2:0 ჰეტ-ტრიკით 41 წუთში გააბათილა.

აიაქსი-ტოტენჰემი 2:3 (მოურას ჰეტ-ტრიკი)



ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მთავარ შეხვედრებში მოწინავე როლებზე აღმოჩნდებოდნენ არა მესი ან რონალდუ, არამედ "ჩვეულებრივი მოკვდავები" - მოურა, ვეინალდუმი, ორიგი, სონი, ლორენტე, დე ლიგტი და ა.შ. აღნიშნულმა მოთამაშეებმა ფეხბურთი მიწაზე დაუშვეს, მადლობა მათ.

განსაკუთრებულ ყურადღებას ბრაზილიელი იმსახურებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ლუკასმა სამი გოლი გაიტანა. ამის გარდა, არსებობს ერთი საინტერესო ფაქტი - ჰარი კეინის ტრავმა რომ არა, სამხრეთ ამერიკელი შესაძლოა საერთოდ არ გამოჩენილიყო.

ფულის ტომრად წოდებული მოურა, რომელიც ორ მუნდიალზე არ წაიყვანეს - მან ისტორია დაწერა

დიახ, 26 წლის ვინგერი "ტოტენჰემში" სათადარიგო ფეხბურთელად ითვლება. მაურისიო პოჩეტინოს მოურა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოჰყავს და უნდა ითქვას, რომ ბრაზილიელს თავისი მენტორი არასდროს დაუღალატებია.

ლუკასი პოპულარობით მოზარდობიდანვე სარგებლობდა. 10-იანების დასაწყისში სამხრეთ ამერიკელის ხელში ჩასაგდებად "მანჩესტერი" და "ინტერი" იბრძოდნენ. "იუნაიტედსა" და "ნერიაძურის" დაინტერესების რეალური მიზეზი ჰქონდათ, მათ წინაშე ხომ ბრაზილიის 2012 წლის ჩემპიონატის მთავარი ტალანტი იყო.

ფულის ტომრად წოდებული მოურა, რომელიც ორ მუნდიალზე არ წაიყვანეს - მან ისტორია დაწერა

მოგვიანებით, ბრძოლაში "პარი სენ-ჟერმენი" ჩაერთო და მოურა თავისთან წაიყვანა. პარიზელთა წინადადება ბევრად უფრო სარფიანი აღმოჩნდა როგორც "სან პაულოსთვის", ისე თავად ფეხბურთელისთვისაც. ბრაზილიელს მორიგი ფულის ტომარა შეარქვეს და ის კრიტიკის მიკროსკოპის ქვეშ მოაქციეს.

მარტივად რომ მიხვდეთ, ლუკასს 7-8 წლის წინ ნეიმარის ან კოუტინიოს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. "პსჟ"-ში გადასვლის გამო, ბევრი მასში რონალდინიოსაც ხედავდა. პირდაპირ ვთქვათ: სამხრეთ ამერიკელმა ლიგა 1-ში ვერ გაამართლა.

ფულის ტომრად წოდებული მოურა, რომელიც ორ მუნდიალზე არ წაიყვანეს - მან ისტორია დაწერა

მოურამ პროგრესირება ვერ შეძლო და ის ჟონგლიორ ბრაზილიელად დარჩა. საფრანგეთის დედაქალაქის დატოვების მომენტში ლუკასი გუნდში უკვე ღრმა რეზერვისტადაც ითვლებოდა. ამის გარდა, შეჩერებული იქნა ფეხბურთელის საერთაშორისო კარიერაც.

2013 წლის შემდეგ, მოურა "სელესაოში" პრაქტიკულად აღარ გამოუძახებიათ, რის გამოც მან ორი მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა. გასაგებია, რომ იმ მომენტში მას იგივე ნეიმარი, კოუტინიო, ფირმინო, ვილიანი ან კოსტა აღემატებოდნენ, მაგრამ მათთან ერთად "პენტაკამპეონთა" სკამზე ხომ ფრედი, ბერნარდი, ჟო და ტაისონიც ისხდნენ.

ფულის ტომრად წოდებული მოურა, რომელიც ორ მუნდიალზე არ წაიყვანეს - მან ისტორია დაწერა

როგორც ვხედავთ, ლუკასი ეროვნულ გუნდში დილეტანტობას შეეწირა. "ტოტენჰემში" გადასვლით სამხრეთ ამერიკელმა კარიერის რეანიმირება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ 26 წლის ვინგერი ხშირ შემთხვევაში სკამზე რჩება, უმნიშვნელოვანესი გოლების გატანას ის მაინც ახერხებს.

თავად განსაჯეთ - ფაქტიურად პირველი ქულის მომტანი ბურთი ჩემპიონთა ლიგაზე "პსვ"-სთან, ჯგუფიდან გამსვლელი გოლი "ბარსელონასთან", დუბლი "მანჩესტერთან" და სეზონის მშვენება: ჰეტ-ტრიკი 1/2 ფინალში "აიაქსთან".

ბარსელონა-ტოტენჰემი 1:1 (მოურას გოლით ჰოტსპური ჯგუფიდან გადის)



საინტერესო ფაქტი - მოურა "ჰოტსპურის" უკანასკნელ შენაძენად დღემდე რჩება. ასეთია მისი ზღაპარი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მიმდინარე სეზონის მთავარი ბრაზილიელი სწორედ ლუკასია. საეჭვოა, რომ მოურას მიღწევა ვინმემ დაჩრდილოს, ფინალშიც კი.

ფულის ტომრად წოდებული მოურა, რომელიც ორ მუნდიალზე არ წაიყვანეს - მან ისტორია დაწერა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

შეთანხმება მიღწეულია - ხამესის მომავალი კლუბი ცნობილია

"რეალის" ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი ახალ კლუბში შემოწმებას მომავალ კვირაში გაივლის.

დღეს, 20:08

სილესენი: "ბარსელონაში სკამზე ჯდომას, ვალენსიაში თამაში მირჩევნია"

"ვალენსიას" ახალწვეულმა იასპერ სილესენმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 17:41

ბეილისა და სანეს შემდეგ, ბაიერნი ზააზე გადაერთო

მიუნხენის "ბაიერნი" აგრძელებს არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის შემცვლელების ძებნას.

დღეს, 17:25

რეალი ბეილთან მიმართებაში დათმობაზე წავა?

ESPN-ი გარეტ ბეილის მადრიდის "რეალიდან" წასვლის ახალ დეტალებს ავრცელებს.

დღეს, 17:18

იკარდის სანაცვლოდ ობამეიანგი, გადაწყვეტილება მიღებულია

Calciomercato-ს ცნობით, მაურო იკარდის ლონდონის "არსენალის" სახით ახალი მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 17:09

მატა პოგბას შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ხუან მატა პოლ პოგბას შესაძლო წასვლას გამოეხმაურა:

დღეს, 16:59

რომა მანოლასის შემცვლელად ორი კანდიდატს განიხილავს

როგორც მოგეხსენებათ, კოსტას მანოლასი "რომადან" "ნაპოლიში" გადავიდა.

დღეს, 16:40

გრიზმანმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერი შეაფასა

"ბარსელონას" ახალწვეულმა ანტუან გრიზმანმა ნეიმარის შესაძლო დაბრუნება შეაფასა:

დღეს, 16:33

ასენსიო ლივერპულში? რეალის პოზიცია ცნობილია

Cadena SAR-ის ცნობით, "ლივერპულს" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პირველი ხმაურიანი შენაძენის განხორციელების მცდელობა ჰქონდა.

დღეს, 16:24

ფალკაოსთვის ბრძოლაში მისი ყოფილი გუნდი ჩაერთო

ბოლო პერიოდში პრესაში აქტიურად იწერება იმის თაობაზე, რომ რადამელ ფალკაო "მონაკოს" ტოვებს.

დღეს, 16:15

მატიჩს სერია ა-ში მსურველი გამოუჩნდა

სატრანსფერო ექსპერტის, ტანკრედი პალმიერის განცხადებით, ნემანია მატიჩს სერია ა-ში მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 16:12

ჭიაბრიშვილი: "ასეთი დონის გუნდთან საბურთალოს ჯერ არ უთამაშია"

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "დინამო ზაგრებს" დაუპირისპირდება.

დღეს, 16:11

ტრანსფერები? არა, არ გამიგია - კლოპის შეცდომა და მოსალოდნელი სავალალო შედეგები

"ლივერპულის" ტრიუმფალური სეზონის შემდეგ, იურგენ კლოპი არ შეცვლილა.

დღეს, 15:24

წარმოუდგენელი ციფრი! რეალში გადასვლის დღიდან, ბეილმა 168 მატჩი გამოტოვა

ესპანური El Transistor საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 15:06

გრიზმანი: "მესი არ დამკავშირებია, სუარესი - კი"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა გუნდში ადაპტაციაზე ისაუბრა.

დღეს, 15:00

ჩინური პრესაც ადასტურებს! ბეილი ალექს ტეიშეირას გუნდში გადადის

ესპანური და ჩინური სპორტული წყაროები ერთხმად ამტკიცებენ, რომ სულ მალე ბეილი „ცზიანსუ სუნინის“ ფეხბურთელი გახდება.

დღეს, 14:56

აგენტი: "სავარძელში ვზივარ და გოლფს ვუყურებ, ბეილის მომავალი საერთოდ არ მაღელვებს"

როგორც ჩანს, გარეტ ბეილის გარდა, გოლფის ყურება მის აგენტსაც ძალიან უყვარს.

დღეს, 14:51

ნაბილ ფეკირის მომავალი კლუბი პრაქტიკულად ცნობილია

„ბეტისი“ ჯოვანი ლო ჩელსოს 60 მილიონად „ტოტენჰემში“ ყიდის, თავად კი ნაბილ ფეკირს 25-დ ყიდულობს.

დღეს, 14:46

"აირჩიე ამ ორი კლუბიდან ერთ-ერთი", - რეალი სებალიოსს აჩქარებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, დანი სებალიოსი, დიდი ალბათობით კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

დღეს, 14:42

მადრიდის რეალის სამწვრთნელო შტაბი როდრიგომ გააბრაზა

მადრიდის „რეალის“ სამწვრთნელო შტაბი როდრიგოს გოლის აღნიშვნამ გააბრაზა.

დღეს, 14:37

დე ლიგტი: "ამბობდნენ, რომ მანჩესტერმა მამაჩემის სიმსუქნის გამო დამიწუნა"

„იუვენტუსის“ ახალწვეულმა საინტერესო ინფორმაცია გაიხსენა.

დღეს, 14:29

მაურიციო სარიმ ტრანსფერები არ გამორიცხა

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი აღიარებს, რომ გუნდის შემადგენლობა გადატვირთულია, მაგრამ პრობლემური პოზიციებიც არის.

დღეს, 14:19

ვის შეხვდება საბურთალო დინამო ზაგრების ბარიერის დაძლევის შემთხვევაში?

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" დინამო ზაგრებს" დაუპირისპირდება.

დღეს, 14:10

რეალის 10 საუკეთესო ბომბარდირი 21-ე საუკუნეში

წარმოგიდგენთ მადრიდის "რეალის" 10 საუკეთესო ბომბარდირს 21-ე საუკუნეში.

დღეს, 13:26

"საშინლად მოვიქეცი", - სევილიას მცველმა საჯარო ბოდიში მოიხადა

„სევილიას“ მცველმა, ჯორის ნიანიონმა, „ლივერპულთან“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით ტვიტერში განცხადება გააკეთა.

დღეს, 13:09

რეალის მეკარე შესაძლოა რონალდოს გუნდში გადავიდეს

მადრიდის „რეალის“ უკრაინელი მეკარე ანდრეი ლუნინი შესაძლოა იჯარით „ვალიადოლიდში“ გადავიდეს.

დღეს, 13:07

"უბრალოდ სამარცხვინოა", - სევილიას ფეხბურთელი მილნერმაც გააკრიტიკა

„სევილიას“ ჯორის ნიანიონის დაჯარიმება უყურადღებოდ არც ჯეიმს მილნერმა დატოვა.

დღეს, 13:03

"ვფიქრობ, ეს მასზე რაღაცას მაინც ამბობს", - ვან დეიკი სევილიას ფეხბურთელმა გააბრაზა

„ლივერპულის“ ლიდერმა, ვირჯილ ვან დეიკმა, „სევილიასთან“ ამხანაგურ შეხვედრაში ჯორის ნიანიონის მიერ მიღებულ წითელ ბარატზე ისაუბრა.

დღეს, 12:58

სევილიას ფეხბურთელის საშინელი უხეშობა და წითელი ბარათი ლივერპულთან [VIDEO]

„ლივერპულთან“ ამხანაგურ შეხვედრაში „სევილიას“ ფეხბურთელმა ძალიან იუხეშა.

დღეს, 12:53

ფილიპე ლუისი: "მინდა, რომ ნეიმარმა კარიერა ბარსელონაში დაასრულოს"

მადრიდის „ატლეტიკოს“ ყოფილმა მცველმა, ფილიპე ლუისმა, იმედი გამოთქვა, რომ მისი თანამემამულე კარიერას „ბარსელონაში“ დაასრულებს.

დღეს, 12:48

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10