Goal.Ge

საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება: ბათუმი VS ხარები [პრევიუ]


საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება: ბათუმი VS ხარები [პრევიუ]

დღეს საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება.

დიდი 10-ის ფინალში "ბათუმი" რუსთავის "ხარებს" უმასპინძლებს და მათ შორის გამარჯვებული ტიტულს აღმართავს.

ბათუმის განვლილი გზა

აჭარლებმა მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს. ზღვისპირელებმა რეგულარულ გათამაშებაში 18 შეხვედრიდან 15 მოიგეს, სამჯერ დამარცხდნენ, 66 ქულა დააგროვეს და უახლოეს მდევარ "ხარებს" 6 ქულით გაასწრეს.

სათქმელია, რომ "ბათუმმა" სამი მატჩიდან ორი სწორედ დღევანდელ მოწინააღმდეგესთან წააგო, ხოლო ერთი შეხვედრა ბოლო ტურში "არმაზთან" დათმო, თუმცა იმ მატჩში ირაკლი ნინიძის და დავით გუგუშვილის გუნდმა მთლიანად გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა.

რეგულარულ გათამაშებაში პირველობის გამო, აჭარლები პლეი-ოფში პირდაპირ შესარჩევი ფინალიდან ჩაერთნენ, თანაც საშინაო მოედნის უპირატესობით. მათ "ხარებს" რევანში აუღეს, დამაჯერებლად 32:10 მოუგეს და შინ ფინალი დაიბევეს.

ხარების განვლილი გზა


"ხარებს" სეზონი ისევე დამაჯერებლად არ ჩაუტარებია, როგორც ეს "ბათუმმა" გააკეთა და პერიოდული ჩავარდნები ჰქონდათ. რუსთაველებმა გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგეს აუტსაიდერებთან, "არმიასთან" და "აკადემიასთან", თუმცა ორივე მატჩში სძლიეს ლიდერ "ბათუმს". მათ რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე, შარშანდელ ჩემპიონს "ლოკომოტივს" გადაუსწრეს და საბოლოო ჯამში 60 ქულით მეორე პოზიციაზე გავიდნენ. მამუკა მინდორაშვილის შეგირდებმა 18 შეხვედრიდან 13 მოიგეს, ოთხი წააგეს, ხოლო ერთ მატჩში ფრედ ითამაშეს.

რუსთაველები პლეი-ოფში შესარჩევი ფინალიდან ჩაერთვნენ და ბათუმში მასპინძლებთან უშანსოდ, 10:32 წააგეს, მაგრამ მეორე შანსი გამოიყენეს, რუსთავში გამართულ წინასწარ ფინალში მარნეულის "არმაზს" ძალიან დაძაბულ შეხვედრაში 27:21 სძლიეს და გადამწყვეტ თამაშში უფლება მოიპოვეს.

ისტორია

"ბათუმი" საქართველოს ჩემპიონი ორჯერ ყოფილა. აჭარლებმა საჩემპიონო ტიტული 1999 და 2002 წლებში მოიპოვებს. მაშინ გუნდი "დათვების" სახელით გამოდიოდა. ზღვისპირელები ოთხჯერ მეორე ადგილზე გავიდნენ, ხოლო ერთხელ ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ. ისინი უკანასკნელად ფინალში 2017 წელს იყვნენ, როდესაც "ჯიქთან" "მიხეილ მესხზე" წააგეს.

"ხარები" საქართველოს ჩემპიონი ერთადერთხელ, 1993 წელს გახდა, ხოლო მომდევნო წელს კი ფინალში "ლოკომოტივთან" დამარცხდა. 1997 წელს რუსთაველებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

წინასამატჩო მდგომარეობა


შემადგენლობის მხრივ ბათუმელებს პრობლემები არ აქვთ და უძლიერეს შემადგენლობას მოუყარეს თავი. მათ სასტარტო თხუთმეტეულში ერთბაშად ექვსი "ბორჯღალოსანია": გიორგი თხილაიშვილი, საბა შუბითიძე, ვაჟა ხუციშვილი, ლაშა ხმალაძე, სანდრო თოდუა და ანზორ სიჭინავა.

"ხარებს" გუნდში საქართველოს ნაკრების ერთადერთი წევრი ჰყავთ, თუმცა გიორგი კოშაძე წინა მატჩში დაშავდა და ფინალს გამოტოვებს. გარდა ამისა, 20-წლამდელთა ნაკრებში არიან ზურაბ ქავთარაძე და პაატა ბურჭულაძე.

ბათუმის შემადგენლობა

საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება: ბათუმი VS ხარები [პრევიუ]

ხარების შემადგენლობა

საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება: ბათუმი VS ხარები [პრევიუ]

ურთიერთშეხვედრები მიმდინარე სეზონში

II ტური, ბათუმი - ხარები 8:15




XI ტური, ხარები - ბათუმი 13:8



შესარჩევი ფინალი, ბათუმი - ხარები 32:10

I ტაიმი



II ტაიმი



მსაჯები

2006 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ჩემპიონატის ფინალს ქართველი მსაჯი განსჯის. ათი წლის განმავლობაში ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩს ფრანგი ან ირლანდიელი მსაჯები უძღვებოდნენ, ხოლო დღეს ეს სერია შეწყდება და მატჩს ქართველი რეფერები მოემსახურებიან.

მატჩის მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი იქნება, რომელსაც ჩინებული სეზონი ჰქონდა და ისეთ ტურნირებზე იმსაჯა, როგორებიცაა: კონტინენტის ფარი, ჩელენჯ ქაფი და 20-წლამდელთა 6 ერი, ხოლო ივნისში არგენტინაში გასამართ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ვიხილავთ. ამაშუკელს კიდეებიდან შოთა თევზაძე და სულხან ჩიხლაძე გაუძღვებიან.

სად ვუყუროთ

შეხვედრა 18 საათზე, ბათუმის სარაგბო არენაზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში ხილვა რაგბი TV-ზე შეგვეძლება.

გოგიტა ბუხაიძის ფოტო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სემედო კოპა დელ რეის ფინალს გამოტოვებს?!

ლა ლიგის ბოლო ტურში "ბარსელონა" "ეიბარს" ეთამაშებოდა. კატალონიელთა გუნდში სამწუხარო ამბავი მოხდა:

დღეს, 10:24

დღეს, ტოჩინოშინის ბრძოლა არ შედგება - ქართველს მოგება ავტომატურად ჩაეწერა

ქართველმა სპორტსმენმა დადებითი ბალანსი უბრძოლველად გაინაღდა.

დღეს, 10:12

ჰოლანდიას თაობა კვლავ ეზრდება - ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

როგორც ჩანს, ჰოლანდიის ნაკრები თაობათა წყვეტას არ უჩივის და საოცარი ფეხბურთელები მოსდის.

დღეს, 04:36

ზიდანის ცუდი შედეგი - პირველად მის კარიერაში

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ბეტისს" დაუპირისპირდა და შინ 0:2 დამარცხდა.

დღეს, 04:30

სისოკომ თავის მომავალზე ისაუბრა

"ტოტენჰემის" ფრანგმა ნახევარმცველმა მუსა სისოკომ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 04:27

გატუზო დონარუმას მადლობას უხდის

იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში "მილანი" "ფროსინონეს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 04:22

დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას არ დარდობს

იმის ფონზე, რომ ამ სეზონში "სიტიმ" სამი ტიტული მოიგო, კევინ დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას არ დარდობს.

დღეს, 04:19

მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესოდ დაასახელეს

როგორც მოსალოდნელი იყო, "პსჟ"-ს შემტევი კილიან მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

დღეს, 04:11

ასეც ხდება: შვარცნეგერს თავს დაესხნენ და პარკეტზე დაანარცხეს [VIDEO]

ცნობილ ამერიკელ ბოდიბილდერს, მსახიობს, პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს, არნოლდ შვარცნეგერს თავს დაესხნენ.

დღეს, 04:09

გვარდიოლა: "შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა შემდეგ წელს მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისახავს.

დღეს, 04:07

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა

ავსტრიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო მატჩი "შტურმსა" და "ზალცბურგს" შორის.

დღეს, 04:02

"...ან ახალი პროექტი" - მბაპემ პსჟ-დან წასვლა დააანონსა?

ახალგაზრდა ფრანგმა შემტევმა კილიან მბაპემ დაჯილდოების ცერემონიაზე თავის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 03:51

კიდევ ერთი დიდი დანაკლისი ნაკრებს? - გიორგი ლორიამ კვლავ ტრავმა მიიღო

ბუნდესლიგა 2-ის 34-ე ტურში "მაგდებურგი" "კიოლნს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

დღეს, 03:21

საკამათო მომენტები, რაც შესაძლოა ვიტ ჯორჯიას მოთამაშეების დაკავების მიზეზია [VIDEO]

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ გარიგებული თამაშებისთვის "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავეს.

დღეს, 01:25

სკანდალი - დინამოსთან მატჩის შემდეგ, გასახდელში პოლიციამ ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები დააკავა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში "ვიტ ჯორჯია" "დინამო ბათუმს" ესტუმრა და 2:0 დამარცხდა.

დღეს, 01:11

პირველი ასიანი - ატალანტას უნიკალური მიღწევა

2018/19 წლების სეზონი ბერგამოს "ატალანტასთვის" ფენომენალური და ისტორიულია!

დღეს, 00:33

ნაპოლიმ ინტერი 4:1 გაანადგურა [VIDEO]

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ვიცე-ჩემპიონმა "ნაპოლიმ" შინ მილანის "ინტერი" არ დაინდო.

დღეს, 00:27

ატალანტამ იუვენტუსთან არ წააგო და მესამეზე გადავიდა [VIDEO]

ბერგამოს "ატალანტასთვის" ზღაპრული სეზონი გრძელდება - ჯან პიერო გასპერინის გუნდმა ტურინიდან უმნიშვნელოვანესი ქულა წამოიღო.

დღეს, 00:25

"ჩევნი კარი მისთვის ღიაა" - დე როსის ბოკაში ეპატიჟებიან

"რომას" ლეგენდარულმა კაპიტანმა, დანიელე დე როსიმ, დედაქალაქის დატოვების შემდეგ ახალი საინტერესო შემოთავაზება მიიღო.

დღეს, 00:11

ლევერკუზენმა ჰავერტცის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

ლევერკუზენის "ბაიერის" სპორტულმა დირექტორმა გუნდის გამორჩეული ტალანტის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 00:04

არსენალმა მთავარი სატრანსფერო სამიზნე შეარჩია

ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობამ ახალი სეზონისთვის პრიორიტეტული ტრანსფერი შეარჩია.

დღეს, 00:01

სანჩო: "მომდევნო სეზონში მიზანი უკევ ჩემპიონობა იქნება!"

დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა შემტევი, ჯეიდონ სანჩო, მომდევნო სეზონში საკუთარი გუნდისგან უფრო დიდ წარმატებას ელოდება.

გუშინ, 23:57

ერთადერთი მოთამაშე იტალიიდან - პიონტეკი ევროპული ფეხბურთის ელიტაში შევიდა

"მილანის" ცენტრალური თავდამსხმელი, კშიშტოფ პიონტეკი, საუცხოო სეზონს ატარებს და შესანიშნავი შედეგიც დააფიქსირა.

გუშინ, 23:52

პელეს ულამაზესი "ფინტი" საქართველოს ჩემპიონატში, ბათუმის დინამოს ფეხბურთელის შესრულებით [VIDEO]

საქართველოს ჩემპიონატის მატჩში ბათუმის "დინამომ" "ვიტ ჯორჯია" 2:0 დაამარცხა.

გუშინ, 23:51

როისი: "ბაიერნმა ჩემპიონობა დაიმსახურა"

დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანმა და შემტევმა, მარკო როისმა, მიუნხენის "ბაიერნს" ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონობა მიულოცა.

გუშინ, 23:47

მარტინესი: "ბელგიის ნაკრების კარი კომპანისთვის კვლავ ღიაა"

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი, ვინსენ კომპანის "მანჩესტერ სიტიდან" წასვლას გამოეხმაურა.

გუშინ, 23:35

ბათუმი მოწოდების სიმაღლეზეა - მარტივი გამარჯვება და კვლავ ლიდერის სტატუსი [VIDEO]

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ერთმანეთს "დინამო ბათუმი" და "ვიტ ჯორჯია" დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 23:32

რიბერიმ თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ვინგერმა, ფრანკ რიბერიმ, თავის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 23:30

ბეილი - მოთამაშეებს: "რეალი 51 მილიონს გადამიხდის ან არსადაც არ წავალ!"

გარეთ ბეილმა საკუთარ თანაგუნდელებთან საუბარში დაასახელა პირობა, რომლის შემთხვევაშიც კლუბს დატოვებს.

გუშინ, 23:28

ისტორიაში პირველად - ბარსელონამ რეალთან სარეკორდო სხვაობა დააფიქსირა

ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის 2018/19 წლების სეზონი დასრულდა.

გუშინ, 23:21

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10