Goal.Ge

ისტორიაში საუკეთესო 15 ჯარიმა: რომელ ადგილზეა მესი?


ისტორიაში საუკეთესო 15 ჯარიმა:  რომელ ადგილზეა მესი?

გენიოსმა არგენტინელმა კამპ ნოუზე ლივერპულის წინააღმდეგ წარმოუდგენელი ჯარიმა გაიტანა. საინტერესოა, როგორ შეედრება მესის მიერ გატანილი ეს გოლი ფეხბურთის ისტორიაში გატანილ საუკეთესო საჯარიმოებს. წარმოგიდგენთ ყველა დროის საუკეთესო 15 საჯარიმო დარტყმას.

15. გარინჩა, ბრაზილია - ბულგარეთი

თუ გარინჩას და მეკარის პოზიციებს შევხედავთ, ალბათ, იფიქრებთ, რომ აქედან გატანა მარჯვენა ფეხით დამრტყმელს მხოლოდ ტერფის შიდა ნაწილიდან მოჭრილი ბურთით შეუძლია, თუმცა არა. გარინჩამ ტერფის გარეთა ნაწილით ბურთი შიგნიდან აუჭრა მეკარეს და წარმოუდგენელი გოლი გაიტანა, რომელმაც სელესაო 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში 2-0 დააწინაურა.



14. ლიონელ მესი, ბარსელონა - ლივერპული

'მხოლოდ მე-14? ესენი გიჟები არიან" იტყვის მავანი, თუმცა სანამ რაიმე პრეტენზიას გამოთქვამ, ჯერ ქვემოთ მოცემულ სიას კარგად გადახედე, თამასა ძალიან მაღალია. ამით მესის გოლი არ კნინდება, პირიქით, ეს იყო წარმოუდგენელი დარტყმა. ბარსელონა უკვე ამარცხებდა ლივერპულს ანგარიშით 2:0, მესის ეს შეუდარებელი საჯარიმო კი მისთვის ბლაუგრანას რიგებში მეექვსასე აღმოჩნდა.



13. ჰაქან ჩალჰანოღლუ, ჰამბურგი - ბორუსია დორტმუნდი

ეს ჯერ კიდევ ის დროა, როცა თურქი ნახევარმცველი ავტორიტეტს იხვეჭდა, როგორც ჯარიმების საუკეთესო დამრტყმელი. მიუხედავად იმისა, რომ კარამდე მთელი 42 მეტრი აშორებდა, ჩალჰანოღლუმ დორტმუნდის კარი უძლიერესი დარტყმით აიღო.



12. ლასე შონე, აიაქსი - ფეინოორდი

'პირველი 20 წუთი ყურადღებით იყავით. რაიმე სულელური შეცდომა არ დაუშვათ' - ალბათ, ეს იყო ფეინოორდის იმდროინდელი მწვრთნელის, ვან ბრონხოსტის მთავარი დავალება თავისი ფეხბურთელების მიმართ მატჩის დაწყებამდე... თუმცა, როგორც ხედავთ ბიჭებმა დავალება ვერ შეასრულეს და 1-ივე წუთზე ლასე შონეს ჯარიმის დარტყმის საშუალება მისცეს, რაც შემდეგ მოხდა კი ყველას გაგაოცებთ.



11. თეოფილოს ქუბილასი, პერუ - შოტლანდია

ყველაფერი ისე ჩანდა, რომ თეოფილოსს ეს ჯარიმა საერთოდ არ უნდა დაერტყა, მაგრამ როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ყველაფერი ერთი დიდი სპექტაკლის ნაწილი იყო და საბოლოო ჯამში, ქუბილასმა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში, ალბათ, საუკეთესო ჯარიმაც გაიტანა (ბოდიში ბექს)



10. პოლ გასკოინი, ტოტენჰემი - არსენალი

წარმოიდგინეთ სიტუაცია, FA თასის 1/2 ფინალში უემბლიზე თქვენი გუნდის ყველაზე დიდ მეტოქეს ეთამაშებით, უკვე 42-ე წუთია და თამაშში გოლი არ გასულა. უცბად კარიდან 40 მეტრის დაშორებით ჯარიმა ინიშნება. დაარტყამდით?

გასკოინიც ასე მოიქცა. რაკეტასავით გაუშვა ბურთი და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს დევიდ სიმანს ეს ბურთი უნდა მოეგერიებინა, იგი უშანსოდ დატოვა...



9. კრიშტიანუ რონალდუ, მანჩესტერი - პორტსმუთი

2007/08 წლების სეზონში კრიშტიანუ რონალდუ ნამდვილი მონსტრი იყო, მას ჯარიმა ჯარიმაზე გაჰქონდა, თუმცა პორტსმუთის წინააღმდეგ გატანილი გოლი ნამდვილად საუკეთესო იყო. 'ეს ჯარიმა უდავოდ საუკეთესოა, რაც პრემიერ ლიგაში ოდესმე მინახავს' - თქვა ამ გოლზე სერ ალექს ფერგიუსონმა მატჩის დასრულების შემდეგ.



8. ალვარო რეკობა, ინტერი - ბოლონია

გოლი რომ შესანიშნავია ამაზე ლაპარაკს არ დავიწყებ, თავადაც ხედავთ, უბრალოდ მინდა თქვენი ყურადღება ერთ სახალისო ფაქტზე გავამახვილო. დააკვირდით, როგორ ცდილობს ცოცხალი კედელი გოლის შეჩერებას, ისინი ჩვეულებრივად ახტნენ ბურთის დასაბლოკად, თუმცა მაშინვე გაიაზრეს, რომ აქ რაღაც 'ნიტო' იყო და მაშინვე კარისკენ მიიხედეს, გაეხვია თუ არა ბურთი ბადეში იმის სანახავად.



7. ჟუნინიო, ლიონი - ბაიერნი

ლეგენდარულ ჟუნინიოზე ყველას გსმენიათ და ალბათ, იმაშიც დამეთანხმებით, რომ მთელი ამ სიის შედგენა მხოლოდ მისი ჯარიმებითაც შეიძლებოდა... მისი "მკვდარი ბურთის" ტექნიკა ისევ აოცებს ფეხბურთის გულშემატკივრებს. ტრადიციულად, ჟუნინიოს ბურთთან შეხების დროს, იქმნება წარმოდგენა, რომ ბურთი კარს ძალიან დიდი მანძილით აცდება, თუმცა ნურას უკაცრავად !



6. პაულინიო, გუანგჟუ - კაშივა


დიახ, ეს ის პაულინიოა ტოტენჰემსა და ბარსელონაში რომ თამაშობდა. მართალია, ამ რაკურსით მთლად კარგად არ ჩანს რაოდენ რთული და მაგარი გოლი გაიტანა პაულინიომ, თუმცა ეს დარტყმა მაინც გამოიწვევს თქვენს გაოცებას... ისე, ჩინურად 'გამოიღე' როგორ არის?



5. დევიდ ბექემი, ინგლისი - საბერძნეთი


ზოგადად, როცა გოლებს ვაფასებთ, მათ მნიშვნელობასაც ვითვალისწინებთ ხოლმე, ხოდა გამონაკლისი არც ჯარიმებია. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისი საბერძნეთთან 2:1 მარცხდებოდა, როცა 93-ე წუთზე დევიდ ბექჰემმა ეს შედევრი შეასრულა.



4. მიკაელ ნილსონი, გოტერბორგი - პსვ

როცა ნილსონის ამ გოლს პირველად ნახავთ, იფიქრებთ, არაფერი განსაკუთრებულიო, მაგრამ დაელოდეთ გამეორებას, სადაც მშვენივრად ჩანს, როგორ შემოატარა ბურთი ცოცხალ კედელს ბურთი ნილსონმა და მეკარის ახლო კუთხეში მოათავსა.




3. რობერტო კარლოსი, ბრაზილია - საფრანგეთი


სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ რობერტო კარლოსი ჯარიმების ექსპერტი არასდროს ყოფილა, თუმცა მის მიერ საჯარიმოდან გატანილი გოლები მაინც ყველასთვის ცნობილია.

ამ სიაში მოხვდა 1997 წელს საფრანგეთის კარში გატანილი გოლი, რომლის მოსამზადებლად კარლოსს ზუსტად 10 წამი დასჭირდა, ბურთი თითქოს კარს რამდენიმე მეტრით უნდა აცილებოდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ბადეში აღმოჩნდა.





2. მოჰდ ფაიზ სუბრი, პენანგი - პაანგი


ფაიზმა 2016 წელს ამ გოლისთვის უეფას პუშკაშის ჯილდოც მიიღო, რომლის მოსაპოვებლადაც მესის, ნეიმარს, სოლ ნიგესსა და სხვა ვარსკვლავებს აჯობა. ეს წარმოუდგენელი ჯარიმა მალაიზიის სუპერ ლიგაში გავიდა.

გოლს ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება, უბრალოდ ჩართეთ ვიდეო და დატკბით... ისე, ამ კარში ორი მეკარეც რომ მდგარიყო, ალბათ, გოლი მაინც გავიდოდა.





1. ალეკსანდრ ალიევი, უკრაინა U20 - თურქეთი U20



სიშორე, სიძლიერე, სიზუსტე, მოჭრა და ძალიან სასიამოვნო ხარიხის შიდა ნაწილი - ეს ჯარიმა ყველა ამ კომპონენტს აკმაყოფილებს.

2005 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ალიევმა ეს წარმოუდგენელი ჯარიმა გაიტანა, თურქთა მეკარე სერქან კირინთილის კი უბრალოდ ამ ბრწყინვალე გოლის სანახავად მშვენიერი ხედი ჰქონდა, სხვა არ ვიცი რა შეიძლებოდა მას აქ მოეხერხებინა...



ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ზიდანი სერხიო რამოსს შეხვდა

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, კლუბის კაპიტანს, სერხიო რამოსს, პირადად შეხვდა.

დღეს, 01:10

ვინ გახდა სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი? რონალდუ მხოლოდ მეოთხეა

დღეს იტალიის ეროვნული ჩემპიონატის 2018/19 წლების სეზონი დასრულდა.

დღეს, 01:04

ბაიერნის პრეზიდენტი: "ბოატენგს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბი მოძებნოს"

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, ჟერომ ბოატენგს პირდაპირ კარისკენ მიუთითა.

დღეს, 00:54

"მან იცის როგორ მოიგოს ევროპა ლიგა" - ლუისმა ჩელსი გააფრთხილა

ლონდონის "ჩელსის" გამოცდილმა მცველმა, დავიდ ლუისმა, ევროპა ლიგის ფინალის წინ უნაი ემერის გამოცდილება შეაფასა.

დღეს, 00:44

ბასკმა გულშემატკივრებმა ტოპ 14-ში აღზევება გიჟურად აღნიშნეს [VIDEO]

ბასკმა გულშემატკივრებმა ტოპ 14-ში აღზევება გიჟურად აღნიშნეს [VIDEO]

დღეს, 00:42

რომა დანიელე დე როსის დაემშვიდობა [VIDEO]

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის დასკვნით ტურში "რომამ" საკუთარ მოედანზე "პარმა" მიიღო და 2:1 იმარჯვა.

დღეს, 00:35

დრამა იტალიაში: ატალანტა ლიგაზე გავიდა, ინტერი 81-ე წუთზე ნაინგოლანმა გადაარჩინა

სერია A-ს 2018-2019 წლების სეზონი დასრულდა და გაირკვა ოთხივე გუნდის ვინაობა, რომლებიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ.

დღეს, 00:29

ბექჰემის ულამაზესი გოლი და აღფრთოვანებული ფერგიუსონი [VIDEO]

"ბაიერნისა" და "მანჩესტერის" ლეგენდების მატჩში "იუნაიტედმა" 5:0 იმარჯვა.

დღეს, 00:25

VIDEO: სტამისთვის ამხანაგური მატჩი არ არსებობს - ჰოლანდიელმა ბაიერნის ფეხბურთელები აქეთ-იქით ისროლა

"ბაიერნისა" და "მანჩესტერის" ლეგენდები ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდნენ, სადაც "იუნაიტედმა" 5:0 იმარჯვა.

დღეს, 00:21

ვან პერსი: "კარიერაში ყველაზე დიდი კომპლიმენტი კლოპისგან მივიღე"

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ლეგენდარულმა რობინ ვან პერსიმ, დორტმუნდის "ბორუსიასთან" 2011 წლის დაპირისპირება გაიხსენა.

დღეს, 00:12

სოკრატისი: "ევროპა ლიგა მხითარიანისთვის უნდა მოვიგოთ!"

ლონდონის "არსენალის" ცენტრალურმა მცველმა, სოკრატის პაპასტატოპულოსმა, ევროპა ლიგის ფინალზე ისაუბრა.

დღეს, 00:06

3 ნახევარმცველი, რომლებიც ზაფხულში შესაძლოა პსჟ-მ დაიმატოს

"პსჟ" ამ ზაფხულს ნახევარდაცვის ხაზის ცენტრის გაძლიერებას აპირებს.

გუშინ, 23:47

რამოსმა შესაძლოა რეალი დატოვოს - რა პოზიცია უჭირავს ზიდანს?

"რეალის" მცველს, სერხიო რამოსს კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა.

გუშინ, 23:42

პსჟ-ს ექს-ფეხბურთელი, რომლის შეძენაც მანჩესტერს, რეალსა და ტოტენჰემს სურთ

სატრანსფერო ბაზარზე ევროპულ გრანდებს შორის დიდი ბრძოლა იწყება.

გუშინ, 23:38

ბენტეკემ დაასახელა საუკეთესო მწვრთნელი მათ შორის, ვისთან ერთადაც უმუშავია

"კრისტალ პალასის" თავდამსხმელი, კრისტიან ბენტეკე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 23:34

ატლეტიკომ ბენფიკას 80 მილიონი შესთავაზა - ლისაბონელთა პასუხი ცნობილია

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

გუშინ, 23:28

რეალის მეკარის, ანდრეი ლუნინის მომავალი გადაწყვეტილია

მადრიდის "რეალის" მეკარემ, ანდრეი ლუნინმა, რომელმაც ეს სეზონი არენდით, "ლეგანესში" გაატარა...

გუშინ, 21:58

მანე: "არასდროს მინახავს კლოპი ისეთი, როგორიც ბარსელონასთან მატჩამდე იყო"

სენეგალელმა შემტევმა მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:50

ტუხელი: "გულუბრყვილო ვიქნები, თუ დაგპირდებით, რომ ნეიმარიც და მბაპეც აუცილებლად დარჩებიან"

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, გუნდის ვარსკვლავების მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 21:45

ფული არაფერ შუაშია - რას ითხოვს დე ხეა მანჩესტერ იუნაიტედისგან?

ესპანეთის ნაკრების მეკარესა და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

გუშინ, 21:39

ბარსელონამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

უახლოეს მომავალში გუნდში ცვლილებები არ იგეგმება.

გუშინ, 21:36

უარი ბარსელონას - დე ლიგტმა საბოლოო გადაწყვეტილი მიიღო

ჰოლანდიელმა ვუნდერკინდმა სასურველი სათამაშო ადგილი შეარჩია.

გუშინ, 21:25

ნეიმარისა და მბაპეს მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

ცნობილი გახდა ის, თუ რას გეგმავენ "პსჟ"-ს თავდამსხმელები, კილიან მბაპე და ნეიმარი ამ ზაფხულს.

გუშინ, 20:43

დეპაი ლივერპულში? - გადაწყვეტილება მიღებულია

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

გუშინ, 20:37

ტუხელის მორიგი საინტერესო განცხადება ნეიმარისა და მბაპეს შესაძლო წასვლაზე

აქამდე არსებული ინფორმაციით, ნეიმარმა და კილიან მბაპემ შესაძლოა "პსჟ" დატოვონ.

გუშინ, 20:34

გვარდიოლა იუვენტუსში? - ტურინულ გრანდში ყველაფერს ნათელი მოჰფინეს

მოგეხსენებათ, აქამდე როგორც დაიწერა, "იუვენტუსი" პეპ გვარდიოლას იწვევს.

გუშინ, 20:29

"პრემიერ ლიგისა და ლა ლიგის გარდა, სხვა ლიგებიც არსებობს", - დე ლიგტი საკუთარ მომავალზე

მოგეხსენებათ, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ "აიაქსის" კაპიტანი, მატეის დე ლიგტი კლუბს დატოვებს.

გუშინ, 20:24

სანჩოს მომავალი გადაწყვეტილია - დორტმუნდში ოფიციალური განცხადება გააკეთეს

"დორტმუნდის" ამომავალი ვარსკვლავის, ჯეიდონ სანჩოს მომავალს ფარდა საბოლოოდ ახადეს.

გუშინ, 19:54

იუვენტუსმა მანჯუკიჩს ფასი დაადო - ხორვატის პოტენციური ახალი კლუბი

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, მარიო მანჯუკიჩმა ზაფხულში შესაძლოა ტურინული გრანდი დატოვოს.

გუშინ, 19:49

ჟოაო ფელიშმა საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

მოგეხსენებათ, "ბენფიკას" ამომავალი ვარსკვლავის დამატება არაერთ გრანდს სურს.

გუშინ, 19:44

ყველა სიახლე