Goal.Ge

შესანიშნავი ატმოსფერო ბათუმში და დამსახურებული ჩემპიონობა 17-წლიანი პაუზის შემდეგ


შესანიშნავი ატმოსფერო ბათუმში და დამსახურებული ჩემპიონობა 17-წლიანი პაუზის შემდეგ

"ბათუმი" საქართველოს 2018/2019 წლების სეზონის გამარჯვებულია.

აჭარულმა კლუბმა დიდი 10-ის ფინალში რუსთავის "ხარებს" უმასპინძლა და გადაჭედილი ტრიბუნების წინაშე, საქართველის ჩემპიონი მესამედ გახდა.

ზღვისპირელებმა 17-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვეს. შეხვედრამ კი როგორც მოსალოდნელი გახლდათ, უდიდესი ინტერესი გამოიწვია და გარდა იმისა, რომ ტრიბუნებზე ერთი ცარიელი ადგილიც არ იყო, მოედნის მიღმაც უამრავმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი და 2500 გულშემატკივარზე (ტრიბუნაზე 2500 ადამიანი ეტევა) გაცილებით მეტი დაესწრო გადამწყვეტ შეხვედრას.

შესანიშნავი ატმოსფერო ბათუმში და დამსახურებული ჩემპიონობა 17-წლიანი პაუზის შემდეგ

"ბათუმმა" მეტოქე უშანსოდ დაამარცხა. მათ მეტოქეს ოთხი ლელო დაუდეს, რომელთაგან ორი მამუკა ნინიძემ გარდასახა, ოთხი ჯარიმაც შემატა და აჭარლებმა 36 ქულა გააკეთეს. საპასუხოდ კი, ერთი გარდაუსახავი ლელო და ორი ჯარიმა მიიღეს. შესაბამისად, შეხვედრა 36:11 დასრულდა.

ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგიდანაც მშვენივრად ჩანს, რომ "ბათუმმა" მოწინააღმდეგეს შესარჩევი ფინალის მსგავსად, ამჯერადაც იოლად სძლია. მთლიანობაშიც, მთელი ჩემპიონატის განმავლობაში აჭარლები აშკარად გამორჩეულნი იყვნენ, სხვებზე ერთი თავით მაღლა იდგნენ და ტიტული აბსოლუტურად დამსახურებულად მოიპოვეს.

"ბათუმმა" "ხარებს" ფაქტობრივად ყველაფერში აჯობა. ზღვისპირელებმა შესარჩევი ფინალის მოგების შემდეგ, სამი კვირა დაისვენეს და ფიზიკურად შესანიშნავად იყვნენ მომზადებულნი. რუსთაველებს კი მხოლოდ ერთი კვირა ერგოთ დასვენება, თანაც ისეთი მძიმე შეხვედრის შემდეგ, როგორიც "არმაზთან" ჰქონდათ.

"ხარებს" ეტყობოდათ, რომ გადაღლილები იყვნენ, ფინალის წნეხსაც ვერ გაუძლეს და ვერც იმ გარემოს, გულშემატკივრობას, რომელიც "ბათუმს" ჰქონდა. აჭარლებმა სისტემურად ძალიან გამართულად ითამაშეს, ჰქონდათ მწყობრი დაცვა, სწრაფად წევდნენ ხაზს და იშვიათად აფუჭებდნენ ბოჭვებს, რაც იმაში აისახა, რომ მხოლოდ 11 ქულა გაუშვეს.

სტუმრებზე იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყოდით, დაცვაში საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვეს, იყო ბევრი არაზუსტი გადაცემა და ინდივიდუალურადაც, მოწინააღმდეგის გამოცდილ მორაგბეებთან გამკლავება უჭირდათ.

ირაკლი ნინიძის და დავით გუგუშვილის შეგირდები უკეთესები იყვნენ სტატიკაშიც, შერკინებაში ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, დაჩაგრეს მეტოქე და მოლშიც არაფერი დაეწუნებოდათ. ხაზმაც ძალიან კარგად ითამაშა და ამის დასტური, უკანახაზელების მიერ სამი გატანილი ლელო გახლავთ.

პირველ ტაიმში ერთადერთი ლელო ვიხილეთ, თუმცა "ბათუმმა" საწყის 40 წუთშივე სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, რადგან მამუკა ნინიძემ საწყის 25 წუთში ოთხი ჯარიმა გაუშვა, საპასუხოდ კი კობა ბუჯიაშვილმა ორი საჯარიმო შეასრულა ზუსტად. 29-ე წუთზე კი ლაშა ხმალაძემ მისთვის ჩვეულ სტილში, ფრთაზე ფეხით გადაკიდა ბურთი, სადაც ანზორ სიჭინავამ მოხსნა ბურთი, ლექსო მელიქიშვილს გაუმკლავდა და ბურთი ლელოში გადადო, ნინიძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ტაიმი 19:6 დასრულდა.

მეორე ნახევარი "ბათუმმა" ძალიან მძლავრი შეტევებით დაიწყო, მრავალი ფაზა აკინძეს და მეტოქის 5-იანში შევიდნენ, სადაც ზურაბ ერისთავმა იყოჩაღა და მძლავრი მიძალებით მეორე ლელო გაიტანა. 62-ე წუთზე ლექსო მელიქიშვილმა კი შეამცირა და 13 ქულამდე დაიყვანა სხვაობა, მაგრამ შეხვედრის ბედი აშკარად გადაწყვეტილი იყო. გაშვებული ლელოდან სამ წუთში, მოედანზე ხუთი წუთით ადრე გამოსულმა ნიკა ნინიძემ კიდევ ერთი ლელო გაიტანა, რომელიც მისმა მოგვარემ მამუკამ გარდასახა. მატჩის ბოლო წუთზე კი ანზორ სიჭინავამ დუბლი გაიფორმა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 36:11.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რაგბი TV-მ "ბათუმის" მგეზავი ლაშა ხმალაძე დაასახელა.

"ბათუმი" საქართველოს ჩემპიონი აქამდე ორჯერ ყოფილა. აჭარლებმა საჩემპიონო ტიტული 1999 და 2002 წლებში მოიპოვეს. მაშინ გუნდი "დათვების" სახელით გამოდიოდა.

და კიდევ ერთი რამ: 2006 წლის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატის ფინალში პირველად იმსაჯა ქართულმა სამსაჯო ბრიგადამ და მათ ამ საპატიო მისიას უმაღლეს დონეზე გაართვეს თავი. მთავარი არბიტრი ნიკა ამაშუკელი გახლდათ, რომელსაც კიდეებიდან სულხან ჩიხლაძე და შოთა თევზაძე დაეხმარნენ, ხოლო ვიდეორეფერი საბა აბულაშვილი იყო.

მატჩის მიმოხილვა


გოგიტა ბუხაიძის ფოტო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

როგორი იქნებოდა დინამო ზაგრების შემადგენლობა, ფეხბურთელები რომ არ გაეყიდა?

დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი "საბურთალოსა" და "დინამო ზაგრებს" შორის.

დღეს, 04:16

ნაპოლიმ 15-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ დღეს "ნაპოლიმ" 15 მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა.

დღეს, 04:11

შოუ: "სიტისთვის და ლივერპულისთვის ეს სეზონი მარტივი აღარ იქნება"

'მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ლუკ შოუ თვლის, რომ ეს სეზონი "ლივერპულისთვის" და "სიტისთვის" ადვილი აღარ იქნება.

დღეს, 04:08

ოფიციალურად: ფეკირი ლა ლიგაში ითამაშებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ლიონის" ლიდერი ნაბილ ფეკირი ლა ლიგაში ითამაშებს.

დღეს, 04:05

ზიდანი: "რატომ არ ითამაშა ბეილმა ბაიერნთან?"

საერთაშორისო საკლუბო ტურნირზე "ბაიერნი" "რეალს" დაუპირისპირდა და 3:2 იმარჯვა.

დღეს, 03:59

როდრი: "პრემიერ ლიგისთვის მზად ვარ"

"მანჩესტერ სიტის" ახალწვეული როდრი მიიჩნევს, რომ ის პრემიერ ლიგისთვის უკვე მზადაა.

დღეს, 03:56

კეინმა ტოტენჰემის ახალწვეული შეაქო: "გუნდს სწორედ ეს სჭირდებოდა"

"ტოტენჰემის" ლიდერმა ჰარი კეინმა გუნდის ახალწვეული, ნდომბელე შეაქო.

დღეს, 03:52

რაკიტიჩმა თავის მომავალზე ისაუბრა

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 03:36

ჩელსიმ ფეხბურთელი ბუნდესლიგაში გაუშვა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლონდონის "ჩელსიმ" ახალგაზრდა ფეხბურთელი ბუნდესლიგაში გაუშვა.

დღეს, 03:32

რონალდუს საქმეზე პროკურორებმა საბოლოო განაჩენი გამოიტანეს

2018 წლის ბოლოს საქმეზე გამოძიება თავიდან დაიწყო და დაახლოებით 10 თვის განმავლობაში გაგრძელდა.

დღეს, 01:02

იბრაჰიმოვიჩს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება

არ არის გამორიცხული, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.

გუშინ, 23:54

იბრაჰიმოვიჩმა MLS-ის მატჩში მეტოქეს თავის ქალა გაუტეხა [VIDEO]

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ლოს ანჯელესის" მცველს, მოჰამედ ელ-მონირს ტრავმა მიაყენა.

გუშინ, 23:43

ბაიერნი ბარსელონას ხმაურიან გაცვლას სთავაზობს

"ბაიერნის" მცველი, დავიდ ალაბა შესაძლოა "ბარსელონაში" გადავიდეს.

გუშინ, 23:37

ალდერვეირელდმა საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

"ტოტენჰემის" მცველმა, ტობი ალდერვეირელდმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 23:00

რეალი პოგბაზე უარს არ ამბობს - რას ცდილობენ მადრიდელები?

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 22:49

მსოფლიოს 50 ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბი Forbes-ის ვერსიით

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბის რეიტინგი გამოაქვეყნა.

გუშინ, 22:44

არსენალის ახალი შეთავაზება, იუვენტუსის პოზიცია ცნობილია

"არსენალმა" "იუვენტუსს" ახალი წინადადებით მიმართა, წერენ იტალიურ პრესაში.

გუშინ, 22:35

მილანი და ატლეტიკო 57 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ

უახლოეს პერიოდში "მილანი" "ატლეტიკოს" ფეხბურთელის ტრანსფერს დაადასტურებს.

გუშინ, 22:31

ინგლისელი ბიჭუნა: "მესი ისე იქცეოდა, როგორც ჩვეულებრივი მამა"

11 წლის ინგლისელი სკოლის მოსაწავლე, მაკენზი ო'ნეილი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 22:02

"ნეიმარი ბარსელონაში?", - გრიზმანი შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება

"ბარსელონას" ახალწვეული, ანტუან გრიზმანი ნეიმარის შესაძლო ტრანსფერს აფასებს.

გუშინ, 21:42

იუვენტუსმა მატუიდის ფასი დაადო - ფრანგს 4 მსურველი ჰყავს

"იუვენტუსის" ნახევარმცველმა, ბლეზ მატუიდიმ კარიერა შესაძლოა სხვა კლუბში გააგრძელოს.

გუშინ, 21:32

იკარდის თანხმობა - სად გადადის არგენტინელი?

მოგეხსენებათ, დიდი ალბათობით, მაურო იკარდი ამ ზაფხულს "ინტერს" დატოვებს.

გუშინ, 21:28

"ხელმძღვანელობას და ვალვერდეს ვესაუბრე", - რაკიტიჩი ალაპარაკდა

"ბარსელონას" ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 21:18

პრემიერ ლიგის ტოპ ფეხბურთელი ქამინგ აუთის გაკეთებას აპირებს

პრემიერ ლიგის ტოპ ფეხბურთელი ქამინგ აუთის გაკეთებას აპირებს, იუწყება The Sun.

გუშინ, 21:12

ოფიციალურად: აიაქსმა დე ლიგტის შემცვლელი იყიდა

"აიაქსმა" ოფიციალურ საიტზე მატეის დე ლიგტის შემცვლელის ტრანსფერი დაადასტურა.

გუშინ, 20:46

99%-ით გადაწყდა: ტოტენჰემმა მორიგი ტრანსფერი შეათანხმა

ძალიან მალე, "ტოტენჰემი" მორიგ საინტერესო ტრანსფერს დაადასტურებს.

გუშინ, 20:41

დე ხეას მორიგი მოთხოვნა - რა სურს ესპანელს?

მოგეხსენებათ, ძალიან მალე, დავიდ დე ხეა "მანჩესტერთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

გუშინ, 20:34

ვის შეხვდებიან დინამო და ჩიხურა შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში?

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო" და "ჩიხურა" თავიანთ მატჩებს 25 ივლისს გამართავენ.

გუშინ, 20:29

დინამო ზაგრების მწვრთნელი: "საბურთალოს ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს, გამოვარჩევდი ერთს"

ხვალ გაიმართება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი "საბურთალოსა" და "დინამო ზაგრებს" შორის.

გუშინ, 20:26

რუმენიგე: "არ ვიცი, არის თუ არა გვარდიოლა საქმის კურსში"

"ბაიერნის" თავმჯდომარე, კარლ-ჰაინც რუმენიგე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 20:26

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10