Goal.Ge

ევროპული ფეხბურთის ისტორიაში 10 საუკეთესო ქამ-ბექი


ევროპული ფეხბურთის ისტორიაში 10 საუკეთესო ქამ-ბექი

მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში წარმოუდგენელი ქამ-ბექები ვიხილეთ, წარმოგიდგენთ ევროპული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო დუელებს.

10. რეალი - დერბი, 1975/76 (1-4, 5-1)



ბრაიან კლაფის დიდებული ერის დროს, დეივ მაქაიმ მადრიდის რეალს ჰეთ-თრიქი შეუსრულა და ქანთიმ 4-1 დაამარცხა სამეფო კლუბი. ნახევარმცველი არჩი გემილი იხსენებს: "მატჩამდე 2 დღით ადრე ჩავედით და ქალაქი კარგად დავათვალიერეთ, ახლა ვფიქრობ, რომ საათების განმავლობაში მადრიდში ხეტიალი კარგი აზრი ნამდვილად არ იყო".

მათი სიამოვნება არც ისე დიდი ხანი გაგრძელდა, ბერნაბეუზე შეკრებილი 120,000 გულშემატკივრის წინ დერბი 5:1 დამარცხდა.

9. აიაქსი - პანათინაიკოსი, 1995/96 (0-1, 3-0)

ევროპული ფეხბურთის ისტორიაში 10 საუკეთესო ქამ-ბექი


ათენის ოლიმპიურ სტადიონზე შეკრებილმა 77,000-მა გულშემატკივარმა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველი მატჩის მოგება იზეიმა (1-0). თუმცა მათი სიხარული ამაო აღმოჩნდა, ლიტმანენის სწრაფი გოლით აიაქსი მალევე დაწინაურდა, ამას შემდეგ მოჰყვა კიდევ ორი ბურთი და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში, 3:0 დაფიქსირდა. აიაქსი პირველი გუნდი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც პირველი მატჩის წაგების შემდეგ სერიის მოგება შეძლო.

8. ოდენსე - რეალი, 1994/95 (2-3, 2-0)



მადრიდის რეალს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთადერთხელ აქვს სერია წაგებული მაშინ, როცა გასვლაზე პირველი შეხვედრა მოიგო. ეს დანიურ ოდენსესთან მოხდა. მას შემდეგ, რც დანიაში ბლანკოსმა 3-2 იმარჯვა, ყველას ეგონა, რომ რეალი ამ წყვილის უპირობო გამარჯვებული იყო, ინტრიგა იმდენად ცოტა იყო, რომ ბერნაბეუზე მხოლოდ 30,000 გულშემატკივარი მივიდა. მარტინ ბისგაარდმა მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე სანტი კანიზარესის კარი აიღო და ორი მატჩის ჯამში 4-3 მოაგებინა ოდენსეს.

7. მეცი - ბარსელონა, 1984/85 (2-4, 4-1)



თასების მფლობელთა თასის საფრანგეთში გამართულ პირველ მატჩში, ბარსელონამ მეცის წინააღმდეგ 4:1 იმარჯვა, კატალონიელთა ვარსკვლავი ბერნ შუსტერი ხუმრობდა კიდეც "მიეცით ლორი მეცის ფეხბურთელებს იმ საჩუქრებისთვის, რომელიც ამაღამ გაგვიკეთეს". ფრანგული მხარე იმდენად უიმედოდ იყო, რომ ბარსელონაში მეორე თამაშის გასაშუქებლად არცერთი ტელევიზია ან რადიო არ გაუშვია.

პირველ ტაიმში გატანილ 2 უპასუხო გოლს მეორე ტაიმის სწრაფი გოლი მოჰგყვა, იუგოსლავიელმა ფორვარდმა ტონი კურბოსმა ბარსას ჰეთ-თრიქი შეუსრულა, 4:1. ფრანგების მეკარე მიშელ ეტორი იხსენებს "საფინალო სასტვენის შემდეგ შუსტერთან მივედი და ვკითხე, სად არის შენი ლორი ახლა?", მემგონი მან ფრანგული არ იცის, თუმცა იმ ღამით ყველაფერი ესმოდა.

6. ინტერი - ბაიერნი, 2010/11 (0-1, 3-2)



თითქოს წინა წელს ბაიერნის ფინალში დამარცხება საკმარისი არ იყო, ინტერი პირველი გუნდი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც საკუთარ მოედანზე პირველი მატჩის წაგების შემდეგ სერია მოიგო.

ალიანს არენაზე მარიო გომესის გოლის წყალობით ბაიერნი წინ გაიჭრა, მალევე სამუელ ეტოომ წონასწორობა აღადგინა, თუმცა ტაიმის ბოლომდე ტომას მიულერმა კიდევ ერთხელ მოახერხა ბავარიელთა წინ გაყვანა. მეორე ტაიმში, ყველასგან მოულოდნელად, ინტერმა 2 გოლი გაიტანა და გასვლაზე გატანილი გოლების უპირატესობით შემდეგ ეტაპზე გავიდა.

5. ბაიერ უერდინგენი - დინამო დრეზდენი, 1985/86 (0-2, 7-3)



დასავლეთ-აღმოსავლეთ გერმანიის გუნდები ერტმანეთს თასების მფლობელთა თასის 1/4 ფინალში შეხვდნენ, სადაც ნამდვილი სასწაული მოხდა. დინამო დრეზდენმა საკუთარ მოედანზე პირველი მატჩი 2:0 იმარჯვა, უერდინგენში გამართულ საპასუხო მატჩში კი 60-ე წუთამდე 3:1-ს იგებდა, როცა მასპინძლებმა დარჩენილ 30 წუთში 6 გოლის გატანა მოახერხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. დრეზდენის ფორვარდი ფრანკ ლიმპანი ამ მატჩის შემდეგ გდრ-დან გაიქცა და აღარასდროს დაბრუნებულა, მწვრთნელი კლაუს სამერი კი ერის შერცხვენის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.


4. მონაკო - რეალი, 2003/04 (2-4, 3-1)

ევროპული ფეხბურთის ისტორიაში 10 საუკეთესო ქამ-ბექი


როცა რეალმა ფერნანდო მორიენტესი მონაკოში გაანათხოვრა, რას იფიქრებდნენ, რომ სწორედ ის გამოაგდებდა ბლანკოსს ჩემპიონთა ლიგიდან !? ჟიულის დუბლითა და მორიენტესის გოლით მონაკომ რეალი საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა და გასვლაზე გატანილი გოლების წყალობით მომდევნო ეტაპზე გავიდა.

3. დეპორტივო - მილანი, 2003/04 (1-4, 4-0)



"ცხოვრებაში ერთადერთხელ დავეჭვდი, ხომ არ ჰქონდა ჩვენ მეტქოეებს დოპინგი მიღებული?" - თქვა ანდრეა პირლომ მილანი - დეპორტივოს მატჩის გახსენებისას. სან სიროზე 4:1 მოგებული მატჩის შემდეგ მილანი გალიციაში დაეცა. ვალტერ პანდიანის, ხუან კარლოს ვალერონის, ალბერტ ლუქესა და ფრანის გოლები საკმარისი აღმოჩნდა, რომ ხავიერ ირურეტას წინასწარმეტყველება ამხდარიყო.

2. ბარსელონა - რომა, 2017/18 (4-1, 3-0)



უკანასკნელ 3 სეზონში ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგაზე დრამატული სერიები შემოგვთავაზა. ამ 3-დან 2-ში კი თავად დამარცხდა.

კამპ ნოუზე ბარსელონამ რომა 4:1 გაანადგურა. ედინ ჯეკოს მიერ 80-ე წუთზე გატანილმა გოლმა რომაელებს იმედი ჩაუსახა, თუმცა 87-ე წუთზე სუარესის საპასუხო გოლმა ყველანაირი სასოება გაუქრო გლადიატორებს.

სტადიო ოლიმპიკოზე ედინ ჯეკომ მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ტერ შტეგენის კარი აიღო და სხვაობა კვლავ 2-მდე შეამცირა. მატჩის დასრულებამდე 30 წუთით ადრე დე როსის პენალტმა კი სტუმრები ცოტა არ იყოს აანერვიულა. შემდეგ კი იყო 82-ე წუთზე მოწოდებული კუთხური და კოსტას მანოლასის თაურით ანგარიში 3:0 გახდა.

1. პსჟ - ბარსელონა, 2016/17 (4-0, 1-6)



ყველაფერი დასრულდა. ბარსელონა მოკვდა. დაიმარხა. 4 წლიანი მცდელობის შემდეგ კი როგორც იქნა პსჟ 1/4 ფინალებს გასცდა - ასეთი იყო მედიის შეფასებები პირველი მატჩის შემდეგ.

ალბათ, პარიზელები პირველი მატჩის უკეთეს შედეგზე ვერც იოცნებებდნენ. ორივე ტაიმში 2-2 გოლი გაუტანეს ბარსელონას და საპასუხოდ 0 მიიღეს. ფეხბურთის ისტორიაში არცერთ გუნდს არ გაუნიავებია 4 ბურთიანი უპირატესობა, როგორ მოახერხა პსჟ-მ?

თითქოს ყველაფერი წინასწარ დაწერილი სცენარით განვითარდა: სუარესმა სწრაფი გოლი გაიტანა, ლაივინ კურზავამ კი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. ლიონელ მესიმ შესვენებიდან 5 წუთის შემდეგ პენალტი გაიტანა. 3-0. მატჩის დასრულებამდე 40 წუთი იყო დასრულებული და თითქოს ყველაფერი უკვე ადვილი ჩანდა.

თუმცა შემდეგ მოხდა დიდი უბედურება: ედინსონ კავანიმ კატალონიელთა ოცნებები დაასამარა. ბოლო 27 წუთში ბარსელონას 3 გოლი უნდა გაეტანა ისე რომ საკუთარ კარში არ გაეშვა. კარგი, ამ კალკულაციებს მნიშვნელობა არ აქ: 88-ე წუთზე ნეიმარმა ჯარიმა გაიტანა, 91-ზე პსჟ-ს კარში მეორე პენალტი დაინიშნა. ბოლოს კი 95-ე წუთზე სერხი რობერტომ ტრაპს აჯობა. ჰიჰი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რაბიოსთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

As-ის ცნობით, ადრიენ რაბიოსთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა.

დღეს, 17:07

ხავი: "მესი უმაღლეს დონეზე კიდევ 3-4 წელი ითამაშებს"

"ბარსელონას" ლეგენდამ ხავი ერნანდესმა ლიონელ მესიზე ისაუბრა:

დღეს, 16:52

მაკგრეგორი: "რევანში აუცილებლად შედგება"

UFC-ის მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვთან შესაძლო რევანშზე ისაუბრა:

დღეს, 16:40

მანჩესტერმა ყველა აბონემენტი რეკორდულ დროში გაყიდა

მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონი წარუმატებლად ჩაატარა, კლუბის პოპულარობა არ დავარდნილა.

დღეს, 16:28

კროოსის გარეშე და მხოლოდ ერთი თავდამსხმელით - გერმანიის ნაკრების განაცხადი ცნობილია

იოაჰიმ ლიოვმა ევრო 2020-ს შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა.

დღეს, 15:12

სად სურს სტერლინგს კარიერის გაგრძელება, სიტიდან წასვლის შემდეგ?

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, რაჰიმ სტერლინგმა, ისაუბრა, თუ სად ისურვებდა კარიერის გაგრძელებას "სიტის" შემდეგ.

დღეს, 14:22

ვინისიუსი მომდევნო სეზონს რეალში არ გაატარებს?!

ესპანური გამოცემა AS საინტერესო განცხადებას ავრცელებს.

დღეს, 14:16

ნაჩოს მომავალი გადაწყვეტილია - Marca

სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მადრიდის "რეალთან" კონტრაქტს ნაჩო ფერნანდესიც გაახანგრძლივებს.

დღეს, 13:44

გუნდოგანმა ლეროი სანეს ბაიერნში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, ილკაი გუნდოგანმა, ლეროი სანეს "ბაიერნში" შესაძლო გადასვლაე ისაუბრა.

დღეს, 13:36

ვან პერსიმ ევროპა ლიგის ფინალზე პროგნოზი გააკეთა

ჰოლანდიელმა ექს-ფეხბურთელმა ევროპა ლიგის ფინალზე ისაუბრა.

დღეს, 13:24

ოფიციალურად: ტორგან აზარი დორტმუნდის ფეხბურთელია

დორტმუნდის "ბორუსიას" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით...

დღეს, 13:16

მეორე სამწუხარო მარცხი ნაცუ ბაშოზე! ოძეკობამდე კვლავ 1 მოგებაა [VIDEO]

სამწუხაროდ ქართველმა სპორტსმენმა ნაცუ ბაშოზე მეორე მარცხი იწვნია.

დღეს, 12:36

ხამეს როდრიგესმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports-ის გერმანული ვერსია, იტყობინება...

დღეს, 12:20

ბარსელონამ დე ლიგტის მოლაპარაკებებზე კონტროლი დაკარგა

ინფორმაციას თავად კატალონიური გამოცემა იტყობინება.

დღეს, 12:16

დე ხეას საბოლოო უარი მანჩესტერს - მეკარემ წასვლა გადაწყვიტა

მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

დღეს, 12:13

ტოტენჰემმა სებალოსს დაუმიზნა - რეალმა თავისი ფასი დაასახელა

"ტოტენჰემმა" მადრიდის "რეალის" ნახევარმცველს დაუმიზნა.

დღეს, 12:06

ემერიმ დაასახელა გუნდი, რომლისგანაც არსენალმა მაგალითი უნდა აიღოს

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა "ლივერპულს" უნდა მიბაძოს.

დღეს, 11:47

მანჩესტერი ატლეტიკოს ნახევარმცველში 50 მილიონ ევროს იხდის

მადრიდის "ატლეტიკოს" საყრდენმა ნახევარმცველმა კარიერა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს.

დღეს, 11:43

ჩეხმა ჩელსიში დაბრუნების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

"არსენალის" მეკარემ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

დღეს, 11:34

დრენტე: "რობინიოს მადრიდში საკუთარი სარდაფი ღამის კლუბად ჰქონდა გადაკეთებული"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, როისტონ დრენტემ, მადრიდულ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

დღეს, 11:27

5 ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო მოიარა

ფეხბურთელების მრავალი კატეგორია არსებობს, „მოგზაური“ ფეხბურთელები კი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კატეგორიაა.

დღეს, 04:29

წმენდა გრძელდება - დინამო თბილისი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა

"დინამო თბილისის" ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, გასაკვირი არა, რომ გუნდს ფეხბურთელები ტოვებენ.

დღეს, 04:07

ბენ იედერის საოცარი სტატისტიკა, რითიც მხოლოდ მესის ჩამორჩება

ესპანეთის ჩემპიონატი დასრულდა და მისი გამარჯვებული კატალონიის "ბარსელონა" გახდა.

დღეს, 04:04

სერია ა-ს ბოლო ტურში იუვენტუსს ფეხბურთელი დააკლდება

იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ტურინის "იუვენტუსი" "სამპდორიას" დაუპირისპირდება.

დღეს, 03:58

იტალიური პრესა: გვარდიოლა იტალიაშია და იუვნტუსის ხელმძღვანელებს შეხვდა

როგორც იტალიური პრესა იუწყება, პეპ გვარდიოლას იტალიაში ვიზიტი ტურინის "იუვენტუსს" უკავშირდება.

დღეს, 03:55

ოფიციალურად: ალესანდრო ნესტა გაათავისუფლეს

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო ნესტა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

დღეს, 03:52

კლერმონმა, საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებში მოთამაშე ქართველი შეინარჩუნა

კლერმონმა, საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებში მოთამაშე ქართველი შეინარჩუნა

დღეს, 03:49

შესნი: "ეს იუვენტუსისთვის დიდებული შენაძენია"

ოფიციალურად დადასტურდა, რომ "არსენალის" ნახევარმცველი აარონ რემსი კარიერას ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელებს.

დღეს, 03:45

უცნაური ფაქტი: ფეხბურთელი მოედანზე 90-ე წუთზე გამოვიდა, გაიტანა და ისევ გავიდა

ჩინეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი "შენჟენსა" და "იიგფანგის" შორის, სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

დღეს, 03:42

ლენსტერი ფინალს დანაკლისით ხვდება

ლენსტერი ფინალს დანაკლისით ხვდება

დღეს, 03:35

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10