Goal.Ge

2019 წლის საუკეთესო სერიალი - სიტისა და ლივერპულის თრილერი ციფრებში


2019 წლის საუკეთესო სერიალი - სიტისა და ლივერპულის თრილერი ციფრებში

პრემიერ ლიგის ისტორიის განმავლობაში ჩემპიონის ვინაობა უკანასკნელ ტურში რვაჯერ გარკვეულა. სამ შემთხვევაში ერთ-ერთ მთავარ როლში "მანჩესტერ სიტი" ყოფილა. "ქალაქელებისთვის" რბოლა წარმატებით 2012-სა და 2014-ში დასრულდა, გამონაკლისი არც მიმდინარე სეზონი აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ "ლურჯებს" "ლივერპულის" სახით სერიოზული და ღირსეული მოწინააღმდეგე ჰყავდათ, გამარჯვებულები მაინც ისინი გამოვიდნენ. ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა "წითლები" მხოლოდ 20 წუთით გაანებივრეს, ანუ მაშინ, როდესაც "ბრაიტონმა" გაუტანა "სიტის", მერსისაიდელებმა" კი შეუგდეს "ვულვზს".

2019 წლის საუკეთესო სერიალი - სიტისა და ლივერპულის თრილერი ციფრებში

მსგავსი სცენარით ჩემპიონები 97 ქულით "სკაუზერები" ხდებოდნენ - "ენფილდზე" სწორედ ასეთი ოცნება სუფევდა. მანჩესტერელებმა "თოლიებთან" შეხვედრაში მალევე მოახერხეს წონასწორობის აღდგენა, წინ გაჭრაც და გამანადგურებელი ანგარიშის დაფიქსირებაც.

მატჩის 63-ე წუთისთვის აღარავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ სეზონს პირველ ადგილზე "ქალაქელები" დაასრულებდნენ და არა იურგენ კლოპის ბიჭები. ბოლო ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურებოდა: პირველი ადგილი - "სიტი" (98 ქულა), მეორე - "ლივერპული" (97), შემდეგ კი დანარჩენები.

2019 წლის საუკეთესო სერიალი - სიტისა და ლივერპულის თრილერი ციფრებში

"ქალაქელებმა" და "წითლებმა" უბრალოდ გაანადგურეს ე.წ. დიდი ექვსეული. შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში ექვსეული ორეულად იქცა. "ეტიჰადელებმა" უშუალო კონკურენტებთან 25 ქულა მოიპოვეს, (10 მატჩი, 8 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება), მერსისაიდელებმა: 19 (10 მატჩი, 5 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება).

აღსანიშნავია, რომ 3 მარტის შემდეგ, გვარდიოლასა და კლოპის გუნდებს ქულები არ დაუკარგავთ, უფრო სწორედ, აღნიშნულ დღეს თავისი შეხვედრა მხოლოდ "სკაუზერებმა" ვერ მოიგეს. იმის შემდეგ, მანჩესტერის ლურჯ ნაწილსა და "ენფილდზე", 3-3 ქულა ავტომატურად ირიცხებოდა.

2019 წლის საუკეთესო სერიალი - სიტისა და ლივერპულის თრილერი ციფრებში

"სიტიმ" უკანასკნელ 14 შეხვედრაში იმარჯვა, "ლივერპულმა" კი ცხრაში. დასანანი ფაქტი "წითლებისთვის" - მერსისაიდელები თავისი 97 ქულით პრემიერ ლიგის 25 სეზონში ჩემპიონები იქნებოდნენ.

სხვა სტატისტიკა - პირველად ინგლისის უმაღლესი დივიზიონის ისტორიაში (არამხოლოდ პრემიერ ლიგა), 95-ქულიან ნიშნულს ორმა გუნდმა გადააბიჯა. ახლა კი ცოტა ცინიზმი: "ქალაქელებმა" 38 ტურში ჯამში 16 ქულა დაკარგეს, მათმა მეზობელმა "იუნაიტედმა" ქულების აღნიშნული რაოდენობა 12 ტურში გაფლანგა.

2019 წლის საუკეთესო სერიალი - სიტისა და ლივერპულის თრილერი ციფრებში

"ლურჯებმა" დაამარცხეს პრემიერ ლიგის თითოეული გუნდი, "სკაუზერებმაც" ყველა, "ეტიჰადელების" გარდა. მე-2 ადგილოსან "ლივერპულსა" და მე-3 ადგილოსან "ტოტენჰემს" შორის დაშორებამ 25 ქულა შეადგინა, მაშინ, როდესაც 7-ზე მყოფი "ვულვზი" მე-17 "ბრაიტონს" 21 ქულით ასწრებს.

გვარდიოლას გუნდის რეკორდები - 198 ქულა ორი სეზონის ჯამში. "სიტიმ" დაამხო ლონდონის "ჩელსის" რეკორდი, რომელმაც 2004-2006 წლებში 186 ქულა აიღო. ცალკე აღნიშნვის ღირსი არიან "ქალაქელებისა" და "წითლების" მეკარეები: ალისონმა და ედერსონმა 20 მშრალი მატჩი ჩაატარეს.

2019 წლის საუკეთესო სერიალი - სიტისა და ლივერპულის თრილერი ციფრებში

"ლურჯებმა" ტიტულის დაცვა შეძლეს. ბოლოს მსგავსი რამ 10 წლის წინ მოხდა, მაშინ, როდესაც პრემიერ ლიგა ზედიზედ ორჯერ კრიშტიანუ რონალდუს "იუნაიტედმა" მოიგო. ეპლ-ი არ არის ერთადერთი ლიგა, სადაც 90+ ქულა ჩემპიონობისთვის საკმარისი არაა.

2009-2010 წლის სეზონში მადრიდის "რეალი" 96 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. შარშან, მაურიციო სარის "ნაპოლი" 91 ქულით აგრეთვე ვიცე-ჩემპიონი გახდა. იტალიელმა აღნიშნულის თაობაზე უკვე გაიხუმრა.

2019 წლის საუკეთესო სერიალი - სიტისა და ლივერპულის თრილერი ციფრებში

გვარდიოლასა და კლოპის შერკინება 0:0 და 2:1 დასრულდა. "ეტიჰადელების" გამარჯვების მომენტში მერსისაიდელები მომავალ ჩემპიონებს შვიდი ქულით უსწრებდნენ. "სიტისთან" განცდილი მარცხი "სკაუზერებისთვის" ეპლ-ში პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა.

"ენფილდელებმა" ქულების რაოდენობით თავიანთ ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს (97). აქამდე "ლივერპულის" მწვერვალი 88 ქულა იყო. ამის გარდა, 53 ქულა უშუალოდ შინ, აგრეთვე საუკეთესო შედეგია, მაგრამ მანჩესტერელებმა აქაც იპირველეს: 54 ქულა.

2019 წლის საუკეთესო სერიალი - სიტისა და ლივერპულის თრილერი ციფრებში

ცალკე აღნიშნვის ღირსია "ქალაქელთა" შედეგიანობა კონკრეტულად 2019 წელს - 18 შეხვედრა, 17 გამარჯვება და მხოლოდ ერთი მარცხი. ბოლოს კი ყველაზე მთავარი - საჩემპიონო რბოლამ ურთიერთპატივისცემის თანხლებით ჩაიარა.

იყო დრო, როდესაც ფერგიუსონის, ვენგერის, მოურინიოსა და ბენიტესის ამბიციების გამოხატვის ხელოვნება პირდაპირ თრეშ კატეგორიაში ვარდებოდა. გვარდიოლამ და კლოპმა ამ კომპონენტშიც აჯობეს წინამორბედებს.

2019 წლის საუკეთესო სერიალი - სიტისა და ლივერპულის თრილერი ციფრებში

"უძლიერესი გუნდების წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ "ვაუ"-ს ეფექტი მხოლოდ ორმა დამიტოვა - მესი, სუარესი, ნეიმარის "ბარსელონამ" და კლოპის "ლივერპულმა". ისინი წარმოუდგენლად ასპარეზობენ." - პეპი იურგენის შესახებ.

"როგორ შეიძლება გვარდიოლას არდაფასება? ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ კატალონიელმა ჩვენ შეგვაქო." - იურგენი პეპის შესახებ.

2019 წლის საუკეთესო სერიალი - სიტისა და ლივერპულის თრილერი ციფრებში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ოფიციალურად: აიაქსმა დე ლიგტის შემცვლელი იყიდა

"აიაქსმა" ოფიციალურ საიტზე მატეის დე ლიგტის შემცვლელის ტრანსფერი დაადასტურა.

დღეს, 20:46

99%-ით გადაწყდა: ტოტენჰემმა მორიგი ტრანსფერი შეათანხმა

ძალიან მალე, "ტოტენჰემი" მორიგ საინტერესო ტრანსფერს დაადასტურებს.

დღეს, 20:41

დე ხეას მორიგი მოთხოვნა - რა სურს ესპანელს?

მოგეხსენებათ, ძალიან მალე, დავიდ დე ხეა "მანჩესტერთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

დღეს, 20:34

ვის შეხვდებიან დინამო და ჩიხურა შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში?

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო" და "ჩიხურა" თავიანთ მატჩებს 25 ივლისს გამართავენ.

დღეს, 20:29

დინამო ზაგრების მწვრთნელი: "საბურთალოს ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს, გამოვარჩევდი ერთს"

ხვალ გაიმართება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი "საბურთალოსა" და "დინამო ზაგრებს" შორის.

დღეს, 20:26

რუმენიგე: "არ ვიცი, არის თუ არა გვარდიოლა საქმის კურსში"

"ბაიერნის" თავმჯდომარე, კარლ-ჰაინც რუმენიგე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 20:26

90 მილიონი და ფეხბურთელი: რეალის შეთავაზება პსჟ-ს

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

დღეს, 20:12

შეთანხმება მიღწეულია - ხამესის მომავალი კლუბი ცნობილია

"რეალის" ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი ახალ კლუბში შემოწმებას მომავალ კვირაში გაივლის.

დღეს, 20:08

სილესენი: "ბარსელონაში სკამზე ჯდომას, ვალენსიაში თამაში მირჩევნია"

"ვალენსიას" ახალწვეულმა იასპერ სილესენმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 17:41

ბეილისა და სანეს შემდეგ, ბაიერნი ზააზე გადაერთო

მიუნხენის "ბაიერნი" აგრძელებს არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის შემცვლელების ძებნას.

დღეს, 17:25

რეალი ბეილთან მიმართებაში დათმობაზე წავა?

ESPN-ი გარეტ ბეილის მადრიდის "რეალიდან" წასვლის ახალ დეტალებს ავრცელებს.

დღეს, 17:18

იკარდის სანაცვლოდ ობამეიანგი, გადაწყვეტილება მიღებულია

Calciomercato-ს ცნობით, მაურო იკარდის ლონდონის "არსენალის" სახით ახალი მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 17:09

მატა პოგბას შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ხუან მატა პოლ პოგბას შესაძლო წასვლას გამოეხმაურა:

დღეს, 16:59

რომა მანოლასის შემცვლელად ორი კანდიდატს განიხილავს

როგორც მოგეხსენებათ, კოსტას მანოლასი "რომადან" "ნაპოლიში" გადავიდა.

დღეს, 16:40

გრიზმანმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერი შეაფასა

"ბარსელონას" ახალწვეულმა ანტუან გრიზმანმა ნეიმარის შესაძლო დაბრუნება შეაფასა:

დღეს, 16:33

ასენსიო ლივერპულში? რეალის პოზიცია ცნობილია

Cadena SAR-ის ცნობით, "ლივერპულს" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პირველი ხმაურიანი შენაძენის განხორციელების მცდელობა ჰქონდა.

დღეს, 16:24

ფალკაოსთვის ბრძოლაში მისი ყოფილი გუნდი ჩაერთო

ბოლო პერიოდში პრესაში აქტიურად იწერება იმის თაობაზე, რომ რადამელ ფალკაო "მონაკოს" ტოვებს.

დღეს, 16:15

მატიჩს სერია ა-ში მსურველი გამოუჩნდა

სატრანსფერო ექსპერტის, ტანკრედი პალმიერის განცხადებით, ნემანია მატიჩს სერია ა-ში მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 16:12

ჭიაბრიშვილი: "ასეთი დონის გუნდთან საბურთალოს ჯერ არ უთამაშია"

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "დინამო ზაგრებს" დაუპირისპირდება.

დღეს, 16:11

ტრანსფერები? არა, არ გამიგია - კლოპის შეცდომა და მოსალოდნელი სავალალო შედეგები

"ლივერპულის" ტრიუმფალური სეზონის შემდეგ, იურგენ კლოპი არ შეცვლილა.

დღეს, 15:24

წარმოუდგენელი ციფრი! რეალში გადასვლის დღიდან, ბეილმა 168 მატჩი გამოტოვა

ესპანური El Transistor საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 15:06

გრიზმანი: "მესი არ დამკავშირებია, სუარესი - კი"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა გუნდში ადაპტაციაზე ისაუბრა.

დღეს, 15:00

ჩინური პრესაც ადასტურებს! ბეილი ალექს ტეიშეირას გუნდში გადადის

ესპანური და ჩინური სპორტული წყაროები ერთხმად ამტკიცებენ, რომ სულ მალე ბეილი „ცზიანსუ სუნინის“ ფეხბურთელი გახდება.

დღეს, 14:56

აგენტი: "სავარძელში ვზივარ და გოლფს ვუყურებ, ბეილის მომავალი საერთოდ არ მაღელვებს"

როგორც ჩანს, გარეტ ბეილის გარდა, გოლფის ყურება მის აგენტსაც ძალიან უყვარს.

დღეს, 14:51

ნაბილ ფეკირის მომავალი კლუბი პრაქტიკულად ცნობილია

„ბეტისი“ ჯოვანი ლო ჩელსოს 60 მილიონად „ტოტენჰემში“ ყიდის, თავად კი ნაბილ ფეკირს 25-დ ყიდულობს.

დღეს, 14:46

"აირჩიე ამ ორი კლუბიდან ერთ-ერთი", - რეალი სებალიოსს აჩქარებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, დანი სებალიოსი, დიდი ალბათობით კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

დღეს, 14:42

მადრიდის რეალის სამწვრთნელო შტაბი როდრიგომ გააბრაზა

მადრიდის „რეალის“ სამწვრთნელო შტაბი როდრიგოს გოლის აღნიშვნამ გააბრაზა.

დღეს, 14:37

დე ლიგტი: "ამბობდნენ, რომ მანჩესტერმა მამაჩემის სიმსუქნის გამო დამიწუნა"

„იუვენტუსის“ ახალწვეულმა საინტერესო ინფორმაცია გაიხსენა.

დღეს, 14:29

მაურიციო სარიმ ტრანსფერები არ გამორიცხა

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი აღიარებს, რომ გუნდის შემადგენლობა გადატვირთულია, მაგრამ პრობლემური პოზიციებიც არის.

დღეს, 14:19

ვის შეხვდება საბურთალო დინამო ზაგრების ბარიერის დაძლევის შემთხვევაში?

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" დინამო ზაგრებს" დაუპირისპირდება.

დღეს, 14:10

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10