ლუი საა: "ფერგიუსონის წასვლის შემდეგ მანჩესტერი იგივე ვეღარ იქნება"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ლუი საამ, "წითელ ეშმაკებს" სერ ალექს ფერგიუსონის დავიწყებისკენ მოუწოდა.
"სრულიად მჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" დაბრუნდება, მაგრამ უნდა გაიგოთ, რომ ფეხბურთში სერ ალექს ფერგიუსონის მსგავსი აღარავინ იქნება.
სიურპრიზის ელემენტი უკვე გაქრა, აღარ არის. ეს სამუშაოა, რომელიც მწვრთნელმა უნდა შეასრულოს და გუნდი განავითაროს", - განმარტა 40 წლის ფრანგმა.
ლუი საა მანკუნიანელების რიგებში 2004-08 წლებში ირიცხებოდა და 124 თამაშში 42 გოლი გაიტანა.
ლეგენდარული სერ ალექსი კი "მანჩესტერ იუნაიტედს" 27 წელი ხელმძღვანელობდა და კლუბი 2013 წელს დატოვა.
შოტლანდიელის შემდეგ "იუნაიტედში" დევიდ მოიესმა, ლუი ვან გაალმა, ჟოზე მოურინიომ და ბოლოს ოლე გუნარ სოლსკიაერმა იმუშავეს, მაგრამ ვერცერთმა მიაღწია წარმატებას.