Goal.Ge

ერთ-გუნდიანი ჩემპიონატიდან დიდ ექვსეულამდე - როგორ გახდა პრემიერ ლიგა ფეხბურთის NBA?


ერთ-გუნდიანი ჩემპიონატიდან დიდ ექვსეულამდე - როგორ გახდა პრემიერ ლიგა ფეხბურთის NBA?

2018-2019 წლის საფეხბურთო სეზონი ინგლისური გუნდების კარნახით წარიმართა. "რეალის" ჰეგემონია დაემხო, "ბარსელონამ" სამ-ბურთიანი უპირატესობა ტრადიციულად გაანიავა, "იუვეს" ტრიუმფი კი კვლავ გადაიდო.

მოწინავე პოზიციებზე პრემიერ ლიგა აღმოჩნდა. ნისლიანი ალბიონის წარმომადგენლებმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული საჩემპიონო რბოლა შემოგვთავაზეს. "სიტი" და "ლივერპული" ბოლო წუთამდე იბრძოდნენ და საბოლოოდ გამარჯვებულები მანჩესტერელები გამოვიდნენ.

ერთ-გუნდიანი ჩემპიონატიდან დიდ ექვსეულამდე - როგორ გახდა პრემიერ ლიგა ფეხბურთის NBA?

"წითლებმა" 97 ქულა დააგროვეს, მაგრამ პირველი ადგილისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მერსისაიდელები ყველაზე შედეგიანი ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, წინა მიღწევა "რეალს" ეკუთვნოდა (96 ქულა). პარალელურად კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის 4 გრანდი იბრძოდა.

"ტოტენჰემი", "ჩელსი", "არსენალი", "იუნაიტედის" კვარტეტიდან ყველაზე წარუმატებლად "ეშმაკებმა" იასპარეზეს. "მანიუმ" 37-ე ტურში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა. ამის გარდა, "მანკუნიანელები" ლიგის 1/4 ფინალში "ბარსასთან" განადგურდნენ.

ერთ-გუნდიანი ჩემპიონატიდან დიდ ექვსეულამდე - როგორ გახდა პრემიერ ლიგა ფეხბურთის NBA?

დიახ, "ემიუმ" ფიასკო განიცადა, მაგრამ მოურინიო/სოლსკიაერის გუნდმა რამდენიმე მომენტით თავი მაინც დაგვამახსოვრა. გამოსარჩევია "იუვენტუსის" დამარცხება ტურინში და სენსაციური ქამბექი "პსჟ"-სთან. როგორც ვხედავთ, ბედნიერების წუთები "ოლდ ტრაფორდზეც" იყო.

"იუნაიტედის" კონკურენტებმა თავიანთი გულშემატკივრები არნახულად გააბედნიერეს. "ტოტენჰემი": მე-3 ადგილი და პირველად ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალი. "ჩელსი": მე-4 ადგილი და ევროპა ლიგის ფინალი. "არსენალი": ევროპა ლიგის ფინალი.

ერთ-გუნდიანი ჩემპიონატიდან დიდ ექვსეულამდე - როგორ გახდა პრემიერ ლიგა ფეხბურთის NBA?

"დეზები" და "არისტოკრატები" ჩემპიონთა ლიგაზე უკვე არიან. იმ შემთხვევაში, თუ ევროპა ლიგას მოიგებენ "მეთოფეები" და არა "ლურჯები", ინგლისს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მე-5 გუნდიც ეყოლება.

არ უნდა დაგვავიწყდეს ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალი, რომელიც აგრეთვე ბრიტანულია: "ლივერპული" - "ჰოტსპური". პრემიერ ლიგამ მიმდინარე სეზონში ლა ლიგა დაჩრდილა, რადგან "რეალი", "ბარსა", "ატლეტიკო" და "სევილია" თავის შესაფერის ევროთასებს ვეღარ მიისაკუთრებენ.

ერთ-გუნდიანი ჩემპიონატიდან დიდ ექვსეულამდე - როგორ გახდა პრემიერ ლიგა ფეხბურთის NBA?

გულშემატკივარმა ექვსეულის ძალა იხილა არა მხოლოდ ნისლიან ალბიონზე, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით. ეპლ-ი არის ჩემპიონატი, რომელიც საფეხბურთო NBA-ს გვაგონებს. დიახ, ინგლისში ვერ იხილავთ ესპანურ, იტალიურ და გერმანულ გრანდებს, მაგრამ ალბიონზე მოწყენილობას ისედაც არ უჩივიან.

პრემიერ ლიგის პირველი გალაქტიკოსი "მანჩესტერ იუნაიტედი" აღმოჩნდა, რომელიც 90-იანებში ბრიტანეთში უკონკურენტო იყო. წამიერი გაელვება "არსენალსა" და "ბლექბერნსაც" ჰქონდა, მაგრამ ეს "ეშმაკების" მოდუნებით უფრო იყო განპირობებული.

ერთ-გუნდიანი ჩემპიონატიდან დიდ ექვსეულამდე - როგორ გახდა პრემიერ ლიგა ფეხბურთის NBA?

მე-20 საუკუნის მიწურულს "მანიუმ" ჩემპიონთა ლიგასაც გამოჰკრა ხელი. როგორი იყო ახალი ათასწლეული? მოძლიერებული "მეთოფეები", გუნდი-სენსაცია "ლიდსი" და დანარჩენებიც ცოტ-ცოტა. "მანკუნიანელები" უკონკურენტოები იყვნენ იმ დრომდე, სანამ ეპლ-ში პირველი ხელოვნური გრანდი არ შეიქმნა.

საუბარია "ჩელსიზე", რომელმაც რომან აბრამოვიჩის პატრონაჟით "ემიუს" ჰეგემონია სრულფასოვნად დაამხო. "არისტოკრატები" ზედიზედ ორჯერ გახდნენ ჩემპიონები, "მანჩესტერი" კი ერთ-ერთი ფავორიტის წოდებამდე დაქვეითდა.

ერთ-გუნდიანი ჩემპიონატიდან დიდ ექვსეულამდე - როგორ გახდა პრემიერ ლიგა ფეხბურთის NBA?

პარალელურად, პირველად 21-ე საუკუნეში საფეხბურთო სამყარომ ძლიერი "ლივერპული" იხილა. "წითლებმა" სენსაციურად ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, რაც ევროპულ ელიტაში დამკვიდრებას ნიშნავდა. არ უნდა დაგვავიწყდეს "არსენალიც", რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო მარადიული მე-4 ადგილოსანი.

ერთი სიტყვით, პრემიერ ლიგაში ოთხეული შედგა. შეიძლება ითქვას, რომ ხოსეპ გვარდიოლას "ბარსელონამდე", ევროპული ფეხბურთის მთვარე სწორედ ინგლისის გარშემო ტრიალებდა.

ერთ-გუნდიანი ჩემპიონატიდან დიდ ექვსეულამდე - როგორ გახდა პრემიერ ლიგა ფეხბურთის NBA?

თავად განსაჯეთ: 2005 წლის ჩემპიონთა ლიგა - გამარჯვებული: "ლივერპული". 2006 - ფინალისტი: "არსენალი". 2007 - ფინალისტი: "ლივერპული". 2008 - ინგლისური ფინალი. 2009 - ფინალისტი: "მანჩესტერი". ბრიტანელთა ჰეგემონია მესიმ და გენიალურმა კატალონიელებმა დაასრულეს.

10-იანების დაწყებასთან ერთად, პრემიერ ლიგის ეფექტურობამ იკლო. "იუნაიტედში" დაიწყო დაღმასვლა, რომელიც დღემდე გრძელდება. "არსენალი" გუნდ-მემად იქცა, "ლივერპული" კი შესუსტდა.

ერთ-გუნდიანი ჩემპიონატიდან დიდ ექვსეულამდე - როგორ გახდა პრემიერ ლიგა ფეხბურთის NBA?

მდგომარეობა ხანმოკლე პერიოდით მხოლოდ "ჩელსიმ" გამოასწორა, რომელმაც 2012 წელს თავის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამის გარდა, ნისლიანმა ალბიონმა ახალი პერსონაჟები იხილა: კიდევ ერთი ხელოვნური გრანდი "სიტი" და სელფ-მეიდი "ტოტენჰემი".

მანჩესტერელების პროგრესს საფუძველი მანჩინიმ და პელეგრინიმ ჩაუყარეს, "ჰოტსპურის" - რედნაპმა. მოგვიანებით, გვარდიოლამ და პოჩეტინომ "ქალაქელებისა" და "დეზების" პოტენციალი აბსოლუტში აიყვანეს, შედეგად: ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და დასამახსოვრებელი მატჩი ფეხბურთის ისტორიაში.

ტოტენჰემი-სიტი 4:3



კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც ზუსტად იცის სიტყვა განვითარების მნიშვნელობა არის "ლივერპული". იურგენ კლოპმა "წითელი ლუზერებისგან" გამოძერწა კოლექტივი, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა. ველოდებით ლამაზი სეზონის ეპიკურ დასასრულს, რა თქმა უნდა ინგლისური კოლორიტით.

ერთ-გუნდიანი ჩემპიონატიდან დიდ ექვსეულამდე - როგორ გახდა პრემიერ ლიგა ფეხბურთის NBA?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

90 მილიონი და ფეხბურთელი: რეალის შეთავაზება პსჟ-ს

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

დღეს, 20:12

შეთანხმება მიღწეულია - ხამესის მომავალი კლუბი ცნობილია

"რეალის" ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი ახალ კლუბში შემოწმებას მომავალ კვირაში გაივლის.

დღეს, 20:08

სილესენი: "ბარსელონაში სკამზე ჯდომას, ვალენსიაში თამაში მირჩევნია"

"ვალენსიას" ახალწვეულმა იასპერ სილესენმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 17:41

ბეილისა და სანეს შემდეგ, ბაიერნი ზააზე გადაერთო

მიუნხენის "ბაიერნი" აგრძელებს არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის შემცვლელების ძებნას.

დღეს, 17:25

რეალი ბეილთან მიმართებაში დათმობაზე წავა?

ESPN-ი გარეტ ბეილის მადრიდის "რეალიდან" წასვლის ახალ დეტალებს ავრცელებს.

დღეს, 17:18

იკარდის სანაცვლოდ ობამეიანგი, გადაწყვეტილება მიღებულია

Calciomercato-ს ცნობით, მაურო იკარდის ლონდონის "არსენალის" სახით ახალი მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 17:09

მატა პოგბას შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ხუან მატა პოლ პოგბას შესაძლო წასვლას გამოეხმაურა:

დღეს, 16:59

რომა მანოლასის შემცვლელად ორი კანდიდატს განიხილავს

როგორც მოგეხსენებათ, კოსტას მანოლასი "რომადან" "ნაპოლიში" გადავიდა.

დღეს, 16:40

გრიზმანმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერი შეაფასა

"ბარსელონას" ახალწვეულმა ანტუან გრიზმანმა ნეიმარის შესაძლო დაბრუნება შეაფასა:

დღეს, 16:33

ასენსიო ლივერპულში? რეალის პოზიცია ცნობილია

Cadena SAR-ის ცნობით, "ლივერპულს" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პირველი ხმაურიანი შენაძენის განხორციელების მცდელობა ჰქონდა.

დღეს, 16:24

ფალკაოსთვის ბრძოლაში მისი ყოფილი გუნდი ჩაერთო

ბოლო პერიოდში პრესაში აქტიურად იწერება იმის თაობაზე, რომ რადამელ ფალკაო "მონაკოს" ტოვებს.

დღეს, 16:15

მატიჩს სერია ა-ში მსურველი გამოუჩნდა

სატრანსფერო ექსპერტის, ტანკრედი პალმიერის განცხადებით, ნემანია მატიჩს სერია ა-ში მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 16:12

ჭიაბრიშვილი: "ასეთი დონის გუნდთან საბურთალოს ჯერ არ უთამაშია"

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "დინამო ზაგრებს" დაუპირისპირდება.

დღეს, 16:11

ტრანსფერები? არა, არ გამიგია - კლოპის შეცდომა და მოსალოდნელი სავალალო შედეგები

"ლივერპულის" ტრიუმფალური სეზონის შემდეგ, იურგენ კლოპი არ შეცვლილა.

დღეს, 15:24

წარმოუდგენელი ციფრი! რეალში გადასვლის დღიდან, ბეილმა 168 მატჩი გამოტოვა

ესპანური El Transistor საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 15:06

გრიზმანი: "მესი არ დამკავშირებია, სუარესი - კი"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა გუნდში ადაპტაციაზე ისაუბრა.

დღეს, 15:00

ჩინური პრესაც ადასტურებს! ბეილი ალექს ტეიშეირას გუნდში გადადის

ესპანური და ჩინური სპორტული წყაროები ერთხმად ამტკიცებენ, რომ სულ მალე ბეილი „ცზიანსუ სუნინის“ ფეხბურთელი გახდება.

დღეს, 14:56

აგენტი: "სავარძელში ვზივარ და გოლფს ვუყურებ, ბეილის მომავალი საერთოდ არ მაღელვებს"

როგორც ჩანს, გარეტ ბეილის გარდა, გოლფის ყურება მის აგენტსაც ძალიან უყვარს.

დღეს, 14:51

ნაბილ ფეკირის მომავალი კლუბი პრაქტიკულად ცნობილია

„ბეტისი“ ჯოვანი ლო ჩელსოს 60 მილიონად „ტოტენჰემში“ ყიდის, თავად კი ნაბილ ფეკირს 25-დ ყიდულობს.

დღეს, 14:46

"აირჩიე ამ ორი კლუბიდან ერთ-ერთი", - რეალი სებალიოსს აჩქარებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, დანი სებალიოსი, დიდი ალბათობით კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

დღეს, 14:42

მადრიდის რეალის სამწვრთნელო შტაბი როდრიგომ გააბრაზა

მადრიდის „რეალის“ სამწვრთნელო შტაბი როდრიგოს გოლის აღნიშვნამ გააბრაზა.

დღეს, 14:37

დე ლიგტი: "ამბობდნენ, რომ მანჩესტერმა მამაჩემის სიმსუქნის გამო დამიწუნა"

„იუვენტუსის“ ახალწვეულმა საინტერესო ინფორმაცია გაიხსენა.

დღეს, 14:29

მაურიციო სარიმ ტრანსფერები არ გამორიცხა

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი აღიარებს, რომ გუნდის შემადგენლობა გადატვირთულია, მაგრამ პრობლემური პოზიციებიც არის.

დღეს, 14:19

ვის შეხვდება საბურთალო დინამო ზაგრების ბარიერის დაძლევის შემთხვევაში?

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" დინამო ზაგრებს" დაუპირისპირდება.

დღეს, 14:10

რეალის 10 საუკეთესო ბომბარდირი 21-ე საუკუნეში

წარმოგიდგენთ მადრიდის "რეალის" 10 საუკეთესო ბომბარდირს 21-ე საუკუნეში.

დღეს, 13:26

"საშინლად მოვიქეცი", - სევილიას მცველმა საჯარო ბოდიში მოიხადა

„სევილიას“ მცველმა, ჯორის ნიანიონმა, „ლივერპულთან“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით ტვიტერში განცხადება გააკეთა.

დღეს, 13:09

რეალის მეკარე შესაძლოა რონალდოს გუნდში გადავიდეს

მადრიდის „რეალის“ უკრაინელი მეკარე ანდრეი ლუნინი შესაძლოა იჯარით „ვალიადოლიდში“ გადავიდეს.

დღეს, 13:07

"უბრალოდ სამარცხვინოა", - სევილიას ფეხბურთელი მილნერმაც გააკრიტიკა

„სევილიას“ ჯორის ნიანიონის დაჯარიმება უყურადღებოდ არც ჯეიმს მილნერმა დატოვა.

დღეს, 13:03

"ვფიქრობ, ეს მასზე რაღაცას მაინც ამბობს", - ვან დეიკი სევილიას ფეხბურთელმა გააბრაზა

„ლივერპულის“ ლიდერმა, ვირჯილ ვან დეიკმა, „სევილიასთან“ ამხანაგურ შეხვედრაში ჯორის ნიანიონის მიერ მიღებულ წითელ ბარატზე ისაუბრა.

დღეს, 12:58

სევილიას ფეხბურთელის საშინელი უხეშობა და წითელი ბარათი ლივერპულთან [VIDEO]

„ლივერპულთან“ ამხანაგურ შეხვედრაში „სევილიას“ ფეხბურთელმა ძალიან იუხეშა.

დღეს, 12:53

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10