Goal.Ge

"ვიცოდით, რომ ბათუმიდან საჩემპიონო თასს არავის გავატანდით" - ინტერვიუ ხვიჩა ბუჯიაშვილთან



დიდი 10-ის 2018/2019 წლების სეზონი "ბათუმის" ტრიუმფით დასრულდა.

აჭარულმა გუნდმა ჯერ რეგულარულ ჩემპიონატში იმარჯვა დამაჯერებლად, შემდეგ კი პლეი-ოფში "ხარები" ჯერ შესარჩევ ფინალში დაამარცხა უშანსოდ, შემდეგ კი იმავე გუნდს ფინალში სძლია დიდი სხვაობით (36:11) და 2002 წლის შემდეგ ოქროს მედლებს პირველად დაეუფლა, სულ კი საქართველოს ჩემპიონობა მესამედ იზეიმა.

"ბათუმს" ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და მიმდინარე სეზონში ნამდვილად ბევრი მორაგბის გამოყოფა შეიძლება. ერთ-ერთი ასეთი კი ხვიჩა ბუჯიაშვილი გახლავთ, რომელმაც მიმდინარე სეზონში ცხრა ლელოს გატანა მოახერხა და ამ მაჩვენებლით, მთელს ჩემპიონატში მხოლოდ "ლოკომოტიველ" დაჩი კოპაძეს ჩამორჩა, რომელმაც ერთით მეტი ლელო დადო.

"ბათუმის" მესამეხაზელს GOAL.GE დაუკავშირდა და საჩემპიონო სეზონის შეჯამება სთხოვა, რომლის ხილვაც აქვე შეგიძლიათ.

- პირველ რიგში ჩემპიონობას გილოცავთ. როგორი ემოცია იყო, როდესაც გააცნობიერეთ, რომ საქართველოს ჩემპიონი გახდით. თანაც, "ბათუმმა" ამის გაკეთება 17-წლიანი პაუზის შემდეგ, საკუთარ მოედანზე გადაჭედილი ტრიბუნების ფონზე მოახერხა.

- ძალიან დიდი ემოცია განვიცადეთ. ყველანი ერთად სიამაყით სავსე ვიყავით. მითუმეტეს, როცა ამდენი გულშემატკივარი გვიმაგრებდა ზურგს.

- "ხარებმა" რეგულარულ გათამაშებაში ორჯერვე მოგიგოთ, მაგრამ ჯერ შესარჩევ ფინალში, შემდეგ კი დიდ ფინალში მეტოქეს შანსი არ დაუტოვეთ. რის ხარჯზე შეძელით ამ ორი გამარჯვების და საბოლოოდ ტიტულის მოპოვება?

- კარგად შევისწავლეთ მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი მხარეები. ორი კვირა შეკრებაზე ვიყავით, ვემზადებოდით ამ თამაშებისთის და კიდევ უფრო შევთამაშდით. ვფიქრობ, ამან დიდი გარდატეხა მოახდინა. ზუსტად ვიცოდით, რომ აქედან საჩემპიონო თასს არავის გავატანდით.

- "არმაზთან" მძიმე მატჩის შემდეგ, მეტოქეს ფინალისთვის დასასვენებლად მხოლოდ ერთი კვირა ჰქონდა, თქვენ კი სამი კვირა დაისვენეთ. შენი აზრით, ამან რამდენად მოახდინა მატჩზე გავლენა და რამდენად დიდი უპირატესობა შეუქმნა "ბათუმს"?

- რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის დიდი პლიუსია იყო. ჩვენ როდესაც უკვე ფინალში ვიყავით გასულნი და შეკრებაზე ვემზადებოდით, "ხარები" "არმაზს" ფინალის საგზურისთვის ეთამაშებოდა. ჩვენ კი მთელი სეზონი იმისთვის ვემზადებოდით, რომ პირველ ადგილზე დაგვესრულებინა ჩემპიონატი.


"ვიცოდით, რომ ბათუმიდან საჩემპიონო თასს არავის გავატანდით" - ინტერვიუ ხვიჩა ბუჯიაშვილთან

- სეზონის მიმდინარეობას რომ გადავხედოთ, აბსოლუტურად ყველა გუნდს რაღაც ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ ეს "ბათუმს" არ ეხება. სეზონი ერთი ამოსუნთქვით, ძალიან სტაბილურად, მაღალ დონეზე ჩაატარეთ და პირველი ადგილი, რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდეთ. როგორ მოახერხეთ ასე სტაბილურად თამაში? შენი აზრით, რისი დამსახურებაა ეს?

- ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. ჩვენს გუნდში დიდი გამოცდილების მქონე მორაგბეები არიან. მთელი სეზონი პირველი თამაშიდან მოყოლებული, ჩვენი მიზანი იყო ჩემპიონობა, ყოველი თამაში ამას ემსახურებოდა. ბევრმა შრომამ და მუშაობამ შედეგი გამოიღო.

- მომდევნო წელს ევროთასებზე უნდა ითამაშოთ. როგორ ფიქრობ, შეძლებს "ბათუმი" და გააუმჯობესებს იმ შედეგს, რომელიც შარშან დააფიქსირა კონტინენტის ფარზე?

- კონტინენტის ფარზე ჩვენ კარგი შედეგი დავაფიქსირეთ. ვფიქრობ, წლევანდელი "ბათუმი" უფრო ძლიერია და უკეთეს შედეგსაც ვაჩვენებთ, თუ კონტინენტის ფარი ისევ ჩატარდება.

- მიმდინარე სეზონში ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში არ იყავი, ხშირად შეცვლიდან შემოდიოდი, თუმცა გუნდისთვის ძალიან მნიშნელოვანი მოთამაშე ხარ, რისი დასტურიც ცხრა გატანილი ლელოა, რითაც მხოლოდ დაჩი კოპაძეს ჩამორჩი ერთი ლელოთი. რამდენად კმაყოფილი დარჩი საკუთარი თამაშით განვლილ სეზონში და ასევე გვითხარი, ხომ არ იყო მწვრთნელების ტაქტიკა, შენი მეორე ტაიმისთვის გადანახვა და გუნდის გაძლიერება, როდესაც მეტოქეები უკვე დაღლილნი იყვნენ?

- ჩემი სეზონით კმაყოფილი ვარ, მაგრამ იდეალური რა თქმა უნდა არ იყო. ჩვენს გუნდში დიდი კონკურენციაა და ბუნებრივია, რომ შეცვლები ხდება. მწვრთნელბის ტაქტიკაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, რომ სათამაშო დრო ჩვენს შორის მეტნაკლებად თანაბრად გადანაწილდა.

- სეზონის განსაკუთრებულ მომენტად რომელს თვლი, რა თქმა უნდა ფინალის გარდა. რომელი მატჩი გახსენდება განსაკუთრებულად და რატომ?

- ალბათ "ლოკომოტივთან" გამართული მატჩები. მოქმედი ჩემპიონი იყო და ყველაზე ძლიერ კონკურენტად მათ აღვიქვამდით.

- მიმართე გულშემატკივარს და უთხარი, რაც გსურს.

- "ბათუმს" ნამდვილად განსაკუთრებული გულშემტკივარი ჰყავს, ფინალზე სავსე სტადიონმა და ოვაციებმა ფსიქოლოგიურად ძალიან გაგვამხნევა. მათგან მხარდაჭერას მომავალშიც ველით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ზიდანი სერხიო რამოსს შეხვდა

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, კლუბის კაპიტანს, სერხიო რამოსს, პირადად შეხვდა.

დღეს, 01:10

ვინ გახდა სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი? რონალდუ მხოლოდ მეოთხეა

დღეს იტალიის ეროვნული ჩემპიონატის 2018/19 წლების სეზონი დასრულდა.

დღეს, 01:04

ბაიერნის პრეზიდენტი: "ბოატენგს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბი მოძებნოს"

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, ჟერომ ბოატენგს პირდაპირ კარისკენ მიუთითა.

დღეს, 00:54

"მან იცის როგორ მოიგოს ევროპა ლიგა" - ლუისმა ჩელსი გააფრთხილა

ლონდონის "ჩელსის" გამოცდილმა მცველმა, დავიდ ლუისმა, ევროპა ლიგის ფინალის წინ უნაი ემერის გამოცდილება შეაფასა.

დღეს, 00:44

ბასკმა გულშემატკივრებმა ტოპ 14-ში აღზევება გიჟურად აღნიშნეს [VIDEO]

ბასკმა გულშემატკივრებმა ტოპ 14-ში აღზევება გიჟურად აღნიშნეს [VIDEO]

დღეს, 00:42

რომა დანიელე დე როსის დაემშვიდობა [VIDEO]

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის დასკვნით ტურში "რომამ" საკუთარ მოედანზე "პარმა" მიიღო და 2:1 იმარჯვა.

დღეს, 00:35

დრამა იტალიაში: ატალანტა ლიგაზე გავიდა, ინტერი 81-ე წუთზე ნაინგოლანმა გადაარჩინა

სერია A-ს 2018-2019 წლების სეზონი დასრულდა და გაირკვა ოთხივე გუნდის ვინაობა, რომლებიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ.

დღეს, 00:29

ბექჰემის ულამაზესი გოლი და აღფრთოვანებული ფერგიუსონი [VIDEO]

"ბაიერნისა" და "მანჩესტერის" ლეგენდების მატჩში "იუნაიტედმა" 5:0 იმარჯვა.

დღეს, 00:25

VIDEO: სტამისთვის ამხანაგური მატჩი არ არსებობს - ჰოლანდიელმა ბაიერნის ფეხბურთელები აქეთ-იქით ისროლა

"ბაიერნისა" და "მანჩესტერის" ლეგენდები ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდნენ, სადაც "იუნაიტედმა" 5:0 იმარჯვა.

დღეს, 00:21

ვან პერსი: "კარიერაში ყველაზე დიდი კომპლიმენტი კლოპისგან მივიღე"

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ლეგენდარულმა რობინ ვან პერსიმ, დორტმუნდის "ბორუსიასთან" 2011 წლის დაპირისპირება გაიხსენა.

დღეს, 00:12

სოკრატისი: "ევროპა ლიგა მხითარიანისთვის უნდა მოვიგოთ!"

ლონდონის "არსენალის" ცენტრალურმა მცველმა, სოკრატის პაპასტატოპულოსმა, ევროპა ლიგის ფინალზე ისაუბრა.

დღეს, 00:06

3 ნახევარმცველი, რომლებიც ზაფხულში შესაძლოა პსჟ-მ დაიმატოს

"პსჟ" ამ ზაფხულს ნახევარდაცვის ხაზის ცენტრის გაძლიერებას აპირებს.

გუშინ, 23:47

რამოსმა შესაძლოა რეალი დატოვოს - რა პოზიცია უჭირავს ზიდანს?

"რეალის" მცველს, სერხიო რამოსს კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა.

გუშინ, 23:42

პსჟ-ს ექს-ფეხბურთელი, რომლის შეძენაც მანჩესტერს, რეალსა და ტოტენჰემს სურთ

სატრანსფერო ბაზარზე ევროპულ გრანდებს შორის დიდი ბრძოლა იწყება.

გუშინ, 23:38

ბენტეკემ დაასახელა საუკეთესო მწვრთნელი მათ შორის, ვისთან ერთადაც უმუშავია

"კრისტალ პალასის" თავდამსხმელი, კრისტიან ბენტეკე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 23:34

ატლეტიკომ ბენფიკას 80 მილიონი შესთავაზა - ლისაბონელთა პასუხი ცნობილია

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

გუშინ, 23:28

რეალის მეკარის, ანდრეი ლუნინის მომავალი გადაწყვეტილია

მადრიდის "რეალის" მეკარემ, ანდრეი ლუნინმა, რომელმაც ეს სეზონი არენდით, "ლეგანესში" გაატარა...

გუშინ, 21:58

მანე: "არასდროს მინახავს კლოპი ისეთი, როგორიც ბარსელონასთან მატჩამდე იყო"

სენეგალელმა შემტევმა მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:50

ტუხელი: "გულუბრყვილო ვიქნები, თუ დაგპირდებით, რომ ნეიმარიც და მბაპეც აუცილებლად დარჩებიან"

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, გუნდის ვარსკვლავების მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 21:45

ფული არაფერ შუაშია - რას ითხოვს დე ხეა მანჩესტერ იუნაიტედისგან?

ესპანეთის ნაკრების მეკარესა და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

გუშინ, 21:39

ბარსელონამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

უახლოეს მომავალში გუნდში ცვლილებები არ იგეგმება.

გუშინ, 21:36

უარი ბარსელონას - დე ლიგტმა საბოლოო გადაწყვეტილი მიიღო

ჰოლანდიელმა ვუნდერკინდმა სასურველი სათამაშო ადგილი შეარჩია.

გუშინ, 21:25

ნეიმარისა და მბაპეს მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

ცნობილი გახდა ის, თუ რას გეგმავენ "პსჟ"-ს თავდამსხმელები, კილიან მბაპე და ნეიმარი ამ ზაფხულს.

გუშინ, 20:43

დეპაი ლივერპულში? - გადაწყვეტილება მიღებულია

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

გუშინ, 20:37

ტუხელის მორიგი საინტერესო განცხადება ნეიმარისა და მბაპეს შესაძლო წასვლაზე

აქამდე არსებული ინფორმაციით, ნეიმარმა და კილიან მბაპემ შესაძლოა "პსჟ" დატოვონ.

გუშინ, 20:34

გვარდიოლა იუვენტუსში? - ტურინულ გრანდში ყველაფერს ნათელი მოჰფინეს

მოგეხსენებათ, აქამდე როგორც დაიწერა, "იუვენტუსი" პეპ გვარდიოლას იწვევს.

გუშინ, 20:29

"პრემიერ ლიგისა და ლა ლიგის გარდა, სხვა ლიგებიც არსებობს", - დე ლიგტი საკუთარ მომავალზე

მოგეხსენებათ, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ "აიაქსის" კაპიტანი, მატეის დე ლიგტი კლუბს დატოვებს.

გუშინ, 20:24

სანჩოს მომავალი გადაწყვეტილია - დორტმუნდში ოფიციალური განცხადება გააკეთეს

"დორტმუნდის" ამომავალი ვარსკვლავის, ჯეიდონ სანჩოს მომავალს ფარდა საბოლოოდ ახადეს.

გუშინ, 19:54

იუვენტუსმა მანჯუკიჩს ფასი დაადო - ხორვატის პოტენციური ახალი კლუბი

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, მარიო მანჯუკიჩმა ზაფხულში შესაძლოა ტურინული გრანდი დატოვოს.

გუშინ, 19:49

ჟოაო ფელიშმა საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

მოგეხსენებათ, "ბენფიკას" ამომავალი ვარსკვლავის დამატება არაერთ გრანდს სურს.

გუშინ, 19:44

ყველა სიახლე