Goal.Ge

ეგოისტურად ერთგული რომაელი გლადიატორი - დე როსის მარადიული უარი რეალსა და ეპლ-ის გრანდებს


ეგოისტურად ერთგული რომაელი გლადიატორი - დე როსის მარადიული უარი რეალსა და ეპლ-ის გრანდებს

დანიელე დე როსი ყოველთვის რჩებოდა "რომას" ერთგული, ეგოისტურადაც კი. იტალიელი თავის საუკეთესო წლებში ევროპული ტოპ კლუბების ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სამიზნე იყო. "მგლების" შუახაზელის გადმობირებას ცდილობდნენ "რეალი" და პრემიერ ლიგის გრანდები, მაგრამ ამაოდ.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აპენინელის თამაშის კითხვის უნარი, უზუსტესი ვერტიკალური გადაცემები და სამაგალითო ბრძოლისუნარიანობა "ჯალოროსოს" ფარგლებს არ გამცდარა. დე როსის ეშინოდა, რომ კალჩოს დედაქალაქისგან მოშორებით, ის თავის ინდივიდუალიზმს დაკარგავდა.

ეგოისტურად ერთგული რომაელი გლადიატორი - დე როსის მარადიული უარი რეალსა და ეპლ-ის გრანდებს

იტალიელი საკუთარი მამის შეცდომებზე სწავლობდა, რომელიც მთელ კარიერას სერია C-ს გუნდებში ატარებდა, მაგრამ დამკვიდრებას ვერსად ახერხებდა. რაც შეეხება დანიელეს, ის ადრეული ასაკიდანვე "გლადიატორად" იქცა.

ზოგადად, რომაელებს მდიდარი არჩევანი არ გააჩნიათ, ქალაქი ორ ნაწილად იყოფა - წითლად ("მგლები") და ლურჯად ("ლაციო"). აპენინელს "ჯალოროსოსადმი" სიყვარული ბავშვობიდანვე თან სდევს. ყველაფერში დამნაშავე ბიძამისია, რომელმაც "გლადიატორთა" მომავალ კაპიტანს სწორედ "რომას" მაისური აჩუქა.

ეგოისტურად ერთგული რომაელი გლადიატორი - დე როსის მარადიული უარი რეალსა და ეპლ-ის გრანდებს

დე როსი 12 წლის ასაკში "სტადიო ოლიმპიკოზე" უკვე ბურთის მიმწოდებლის როლში აღმოჩნდა. ეს ხდებოდა 1996 წელს, როდესაც "მგლები" მილანის "ინტერთან" უეფას თასზე გამსვლელის ვინაობას არკვევდნენ. ლუიჯი დი ბიაჯოს გოლის წყალობით, "ჯალოროსომ" იმარჯვა. დანიელე როგორც ნამდვილი ულტრასი, ისე ზეიმობდა.

რამდენიმე წლის შემდეგ, იტალიელი მთავარ გუნდამდეც მომწიფდა. მისი დებიუტი 2001 წლის ოქტომბერში შედგა, ფაბიო კაპელოს თავკაცობის ქვეშ. ერთი სეზონით ადრე, დედაქალაქელებმა ჯერჯერობით ბოლო სკუდეტო გაიფორმეს. აპენინელი ახალგაზრდა ისტორიულ მომენტს სულ რაღაც რამდენიმე თვით აცდა.

ეგოისტურად ერთგული რომაელი გლადიატორი - დე როსის მარადიული უარი რეალსა და ეპლ-ის გრანდებს

დე როსი დროთა განმავლობაში "გლადიატორთა" წამყვან ფიგურად და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ იუნიორად იქცა. იტალიელის სტატუსი "სკუადრა აძურაში" გამოძახებითაც განმტკიცდა.

დანიელე 21 წლის ასაკისთვის უკვე ეროვნული გუნდის სრულფასოვანი წევრი იყო, რომელსაც გამოვლილი ჰქონდა ახალგაზრდულ ევრო 2004-ზე ჩემპიონობა და ოლიმპიადა. ორი წლის შემდეგ, აპენინელი მუნდიალის ტრიუმფატორიც გახდება.

ეგოისტურად ერთგული რომაელი გლადიატორი - დე როსის მარადიული უარი რეალსა და ეპლ-ის გრანდებს

რომაელზე მთელი ევროპა ნადირობდა. "მგლების" ოფისს სისტემატურად სტუმრობდნენ "რეალის", "მანჩესტერისა" და სხვა ტოპ-კლუბების წარმომადგენლები, მაგრამ დე როსი მათ ყოველთვის უარით ისტუმრებდა. "ჯალოროსოს" გულშემატკივრები მის ერთგულებას აფასებდნენ.

დედაქალაქელებმა დროთა განმავლობაში იტალიელს "Capitan Futuro" ("მომავლის კაპიტანი") შეარქვეს, რაც ნიშნავდა იმას, რომ ფრანჩესკო ტოტის წასვლის შემდეგ, "გლადიატორებს" სწორედ დანიელე წარუძღვებოდა წინ.

ეგოისტურად ერთგული რომაელი გლადიატორი - დე როსის მარადიული უარი რეალსა და ეპლ-ის გრანდებს

სამწუხაროდ, აპენინელის დაწინაურების პროცესი გაიწელა, რადგან "იმპერატორმა" "ოლიმპიკო" 40 წლამდე არ დატოვა. რომაელთა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის კარიერის დასრულების მომენტში, დე როსი უკვე 33 წლის იყო.

ცნობისთვის, ანალოგიური სიტუაცია მოხდა "ინტერნაციონალეშიც", ძანეტისა და კამბიასოს მიმართებაში. ფრანჩესკოს ან იგივე ხავიერისგან განსხვავებით, დანიელეს საყვარელ გუნდში 40 წლამდე თამაშის ბედნიერება არ მიეცა. გადაწყვეტილი ამბავია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, იტალიელი "მგლებს" დატოვებს.

ეგოისტურად ერთგული რომაელი გლადიატორი - დე როსის მარადიული უარი რეალსა და ეპლ-ის გრანდებს

აპენინელი დიდი ალბათობით MLS-ის კლუბ "ნიუ-იორკ სიტიში" გადავა, რომელსაც რეკომენდაცია ანდრეა პირლომ გაუწია. მიუხედავად იმისა, რომ "ჯალოროსოს" ვეტერანის კარიერა ტიტულებით მდიდარი არ იყო, მან მაინც ძალიან ბევრი რამ გამოიარა.

დე როსიმ იხილა - მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფი, იტალიური ფეხბურთის კორუფციაში განადგურება, "რეალის" "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაცემა, 7:1 (თანაც არაერთი), ევროპის ჩემპიონატის ფინალი, ტოტის წასვლა, "ბარსას" განადგურება, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი და ა.შ.

ეგოისტურად ერთგული რომაელი გლადიატორი - დე როსის მარადიული უარი რეალსა და ეპლ-ის გრანდებს

იტალიელის თვალწინ უამრავი ვარსკვლავი ჩამოყალიბდა - კასანოთი დაწყებული, სალაჰითა და ალისონით დამთავრებული. ასეთია უკანასკნელი რომაელი გლადიატორის დიდებული გზა.

ეგოისტურად ერთგული რომაელი გლადიატორი - დე როსის მარადიული უარი რეალსა და ეპლ-ის გრანდებს

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ოფიციალურად: აიაქსმა დე ლიგტის შემცვლელი იყიდა

"აიაქსმა" ოფიციალურ საიტზე მატეის დე ლიგტის შემცვლელის ტრანსფერი დაადასტურა.

დღეს, 20:46

99%-ით გადაწყდა: ტოტენჰემმა მორიგი ტრანსფერი შეათანხმა

ძალიან მალე, "ტოტენჰემი" მორიგ საინტერესო ტრანსფერს დაადასტურებს.

დღეს, 20:41

დე ხეას მორიგი მოთხოვნა - რა სურს ესპანელს?

მოგეხსენებათ, ძალიან მალე, დავიდ დე ხეა "მანჩესტერთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

დღეს, 20:34

ვის შეხვდებიან დინამო და ჩიხურა შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში?

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო" და "ჩიხურა" თავიანთ მატჩებს 25 ივლისს გამართავენ.

დღეს, 20:29

დინამო ზაგრების მწვრთნელი: "საბურთალოს ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს, გამოვარჩევდი ერთს"

ხვალ გაიმართება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი "საბურთალოსა" და "დინამო ზაგრებს" შორის.

დღეს, 20:26

რუმენიგე: "არ ვიცი, არის თუ არა გვარდიოლა საქმის კურსში"

"ბაიერნის" თავმჯდომარე, კარლ-ჰაინც რუმენიგე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 20:26

90 მილიონი და ფეხბურთელი: რეალის შეთავაზება პსჟ-ს

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

დღეს, 20:12

შეთანხმება მიღწეულია - ხამესის მომავალი კლუბი ცნობილია

"რეალის" ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი ახალ კლუბში შემოწმებას მომავალ კვირაში გაივლის.

დღეს, 20:08

სილესენი: "ბარსელონაში სკამზე ჯდომას, ვალენსიაში თამაში მირჩევნია"

"ვალენსიას" ახალწვეულმა იასპერ სილესენმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 17:41

ბეილისა და სანეს შემდეგ, ბაიერნი ზააზე გადაერთო

მიუნხენის "ბაიერნი" აგრძელებს არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის შემცვლელების ძებნას.

დღეს, 17:25

რეალი ბეილთან მიმართებაში დათმობაზე წავა?

ESPN-ი გარეტ ბეილის მადრიდის "რეალიდან" წასვლის ახალ დეტალებს ავრცელებს.

დღეს, 17:18

იკარდის სანაცვლოდ ობამეიანგი, გადაწყვეტილება მიღებულია

Calciomercato-ს ცნობით, მაურო იკარდის ლონდონის "არსენალის" სახით ახალი მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 17:09

მატა პოგბას შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ხუან მატა პოლ პოგბას შესაძლო წასვლას გამოეხმაურა:

დღეს, 16:59

რომა მანოლასის შემცვლელად ორი კანდიდატს განიხილავს

როგორც მოგეხსენებათ, კოსტას მანოლასი "რომადან" "ნაპოლიში" გადავიდა.

დღეს, 16:40

გრიზმანმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერი შეაფასა

"ბარსელონას" ახალწვეულმა ანტუან გრიზმანმა ნეიმარის შესაძლო დაბრუნება შეაფასა:

დღეს, 16:33

ასენსიო ლივერპულში? რეალის პოზიცია ცნობილია

Cadena SAR-ის ცნობით, "ლივერპულს" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პირველი ხმაურიანი შენაძენის განხორციელების მცდელობა ჰქონდა.

დღეს, 16:24

ფალკაოსთვის ბრძოლაში მისი ყოფილი გუნდი ჩაერთო

ბოლო პერიოდში პრესაში აქტიურად იწერება იმის თაობაზე, რომ რადამელ ფალკაო "მონაკოს" ტოვებს.

დღეს, 16:15

მატიჩს სერია ა-ში მსურველი გამოუჩნდა

სატრანსფერო ექსპერტის, ტანკრედი პალმიერის განცხადებით, ნემანია მატიჩს სერია ა-ში მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 16:12

ჭიაბრიშვილი: "ასეთი დონის გუნდთან საბურთალოს ჯერ არ უთამაშია"

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "დინამო ზაგრებს" დაუპირისპირდება.

დღეს, 16:11

ტრანსფერები? არა, არ გამიგია - კლოპის შეცდომა და მოსალოდნელი სავალალო შედეგები

"ლივერპულის" ტრიუმფალური სეზონის შემდეგ, იურგენ კლოპი არ შეცვლილა.

დღეს, 15:24

წარმოუდგენელი ციფრი! რეალში გადასვლის დღიდან, ბეილმა 168 მატჩი გამოტოვა

ესპანური El Transistor საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 15:06

გრიზმანი: "მესი არ დამკავშირებია, სუარესი - კი"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა გუნდში ადაპტაციაზე ისაუბრა.

დღეს, 15:00

ჩინური პრესაც ადასტურებს! ბეილი ალექს ტეიშეირას გუნდში გადადის

ესპანური და ჩინური სპორტული წყაროები ერთხმად ამტკიცებენ, რომ სულ მალე ბეილი „ცზიანსუ სუნინის“ ფეხბურთელი გახდება.

დღეს, 14:56

აგენტი: "სავარძელში ვზივარ და გოლფს ვუყურებ, ბეილის მომავალი საერთოდ არ მაღელვებს"

როგორც ჩანს, გარეტ ბეილის გარდა, გოლფის ყურება მის აგენტსაც ძალიან უყვარს.

დღეს, 14:51

ნაბილ ფეკირის მომავალი კლუბი პრაქტიკულად ცნობილია

„ბეტისი“ ჯოვანი ლო ჩელსოს 60 მილიონად „ტოტენჰემში“ ყიდის, თავად კი ნაბილ ფეკირს 25-დ ყიდულობს.

დღეს, 14:46

"აირჩიე ამ ორი კლუბიდან ერთ-ერთი", - რეალი სებალიოსს აჩქარებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, დანი სებალიოსი, დიდი ალბათობით კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

დღეს, 14:42

მადრიდის რეალის სამწვრთნელო შტაბი როდრიგომ გააბრაზა

მადრიდის „რეალის“ სამწვრთნელო შტაბი როდრიგოს გოლის აღნიშვნამ გააბრაზა.

დღეს, 14:37

დე ლიგტი: "ამბობდნენ, რომ მანჩესტერმა მამაჩემის სიმსუქნის გამო დამიწუნა"

„იუვენტუსის“ ახალწვეულმა საინტერესო ინფორმაცია გაიხსენა.

დღეს, 14:29

მაურიციო სარიმ ტრანსფერები არ გამორიცხა

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი აღიარებს, რომ გუნდის შემადგენლობა გადატვირთულია, მაგრამ პრობლემური პოზიციებიც არის.

დღეს, 14:19

ვის შეხვდება საბურთალო დინამო ზაგრების ბარიერის დაძლევის შემთხვევაში?

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" დინამო ზაგრებს" დაუპირისპირდება.

დღეს, 14:10

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10