Goal.Ge

"ეს იყო სიძულვილის სიტყვები, ადამიანები სექსუალურ ორიენტაციას არ ვირჩევთ" - გეი მსაჯი ისრაელ ფოლაუზე საუბრობს



უკანასკნელი ერთი თვეა, რაც სარაგბო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, ისრაელ ფოლაუს ამბავი გახლავთ.

როგორც მოგეხსენებათ, ფოლაუმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მორაგბე წერდა, რომ ჰომოსექსუალებს, მეძავეებს, მოღალატეებს და ლოთებს ჯოჯოხეთი ელოდათ, თუ ისინი ცოდვებს არ მოინანიებდნენ და ქრისტეს გზას არ აირჩევდნენ.

ამის გამო, დამოუკიდებელმა სადისციპლინო კომიტეტმა სამდღიანი მუშაობის შემდეგ ფოლაუ დამნაშავედ ცნო და ავსტრალიის რაგბის კავშირმა ისრაელ ფოლაუს 4-მილიონიანი კონტრაქტის ანულირება მოახდინა. 30 წლის მორაგბეს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 72 საათი ჰქონდა, საიდანაც 24 საათი გავიდა.

ფოლაუს მოკვეთამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მორაგბეების და რაგბიში მოღვაწე ადამიანების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას საერთოდ არ ეთანხმება და თვლიან, რომ "იზიმ" საკუთარი აზრი დააფიქსირა, ასე კი მას სიტყვის თავისუფლებას და რელიგიურ რწმენას უზღუდავენ, თუმცა გარკვეული ჯგუფი სრულიად საპირისპიროს ფიქრობს და მიიჩნევს, რომ ავსტრალიელი ვარსკვლავი სასჯელს იმსახურებდა და მიღებული გადაწყვეტილება სწორია.

ერთ-ერთი ასეთი ავტორიტეტული ადამიანი ნაიჯელ ოუენსი გახლავთ. მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული მსაჯი, ხოლო ბევრის ვერსიით სულაც საუკეთესო. სწორედ მან იმსაჯა 2015 წლის მსოფლიო თასის ფინალი, რომელშიც ახალმა ზელანდიამ ავსტრალიას მოუგო და იმ მატჩში ფოლაუმაც ითამაშა.

ნაიჯელ ოუენსი, რომელიც უმაღლესი დონის მსაჯობის გარდა, საკუთარი პოზიტიურობით და იუმორით გამოირჩევა, გულშემატკივარს ძალიან უყვარს და მისი მსაჯობის დროს არაერთხელ გაუმხიარულებია გადაჭედილი სტადიონი.

47 წლის უელსელი რეფერი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელია, რაც სარაგბო სამყაროსთვის დიდი ხანია ცნობილია. მან 2007 წელს აღიარა, რომ გეი არის და როგორც აღნიშნა, მისთვის ფოლაუს კომენტარი საკმაოდ მტკივნეული იყო, ისევე როგორც ბევრი იმ ადამიანისთვის, რომლებიც რაგბს თამაშობენ და ჰომოსექსუალები არიან.

"ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი ავსტრალიის რაგბის კავშირისგან. ჩემი აზრით ისინი მოიქცნენ ისე, როგორი გზითაც შეეძლოთ წასულიყვნენ.

ეს არის მკაფიო გზავნილი, რომ რწმენის ასეთი ფორმით გამოხატვა არის ძალიან, ძალიან მტკივნეული და არ არის მისაღები დღევანდელი საზოგადოებისთვის. რაგბი არის ყველას სპორტი, რაც იმას გულისხმობს, რომ მე შემიძლია ამ სპორტის ნაწილი ვიყო. როდესაც შენ ამ სპორტში მოღვაწეობ, პატივი უნდა სცე იმ ადამიანებს, რომლებიც აქ არიან ჩართულები.

მე პატივს ვცემ მათ რელიგიას, მათ რწმენას და ერთადერთი, რაც მინდა მათ ვთხოვო, არის ის, რომ პატივი სცენ სხვა ადამიანების ცხოვრებას და გაიგონ, რომ სექსუალურ ორიენტაციას ადამიანები არ ირჩევენ.

მე არ შემიძლია ავირჩიო ჩემი სექსუალური ორიენტაცია, მაგრამ მე შემიძლია ავირჩიო ჩემი რელიგია, ავირჩიო როგორი ადამიანი ვიქნები, კარგი თუ ცუდი, რომელ სპორტს ვითამაშებ და კიდევ უამრავი რაღაცის არჩევა შეგვიძლია ცხოვრებაში, მაგრამ სექსუალური ორიენტაცია არის ერთ-ერთი რაღაც, რასაც ადამიანი ვერ აირჩევს და მინდა, რომ ეს ყველასთვის გასაგები იყოს.

ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. არავინ არის იმ ფაქტით მოხარული, რომ ვიღაც კარგავს თავის სამსახურს და თავის კარიერას",
- ციტირებს ნაიჯელ ოუენსის სიტყვებს ავსტრალიური გამოცემა foxsports-ი.

გეტყვით, რომ ნაიჯელ ოუენსი სექტემბერში იაპონიაში გაემგზავრება და 2019 წლის მსოფლიო თასზე მოედნის მსაჯი იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ზუსტად ერთი წლის წინ: სან ხოსე ვაკო ყაზაიშვილის შედევრს იხსენებს [VIDEO]

სან ხოსეს ოფიციალური გვერდი ამ გუნდის ქართველი შემტევის, ვაკო ყაზაიშვილის გოლს იხსენებს.

დღეს, 03:18

ქართველები ევროპა ლიგაზე: დვალის ფრე და ქვილითაიას გამარჯვება

დღეს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართა, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმაც ითამაშეს.

დღეს, 03:12

რეალის საშინელი სტატისტიკა რამოსის გარეშე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" "პსჟ"-სთან 0:3 დამარცხდა.

დღეს, 03:07

რივალდო რეალის ცუდ თამაშს ეხმაურება

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" "პსჟ"-სთან 0:3 განადგურდა.

დღეს, 03:03

ბარსელონას ხელმძღვანელი: "ვიყიდით თუ არა ნეიმარს შემდეგ წელს?"

ამ ზაფხულს, "ბარსელონა" ნეიმარის შეძენასთან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.

დღეს, 02:36

სოლსკიაერი: "ახალგაზრდებზე შანსის მიცემამ გაამართლა"

"ასტანასთან" მოგებული 1:0 მატჩის შემდეგ კომენტარი "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა სოლსკიაერმა გააკეთა.

დღეს, 02:33

არსენალის საკამ ევროტურნირებზე რემსის შედეგი გაიმეორა

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "არსენალი" "აინტრახტს" ესტუმრა და 0:3 გაანადგურა.

დღეს, 02:26

მანჩესტერის 17 წლის ფეხბურთელი ისტორიაში შევიდა

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "მანჩესტერ იუნაიტედი" "ასტანას" შეხვდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 02:21

მანჩესტერმა ასტანა 17 წლის ფეხბურთელის გოლით დაამარცხა [VIDEO]

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ასტანას" დაუპირისპირდა.

დღეს, 00:52

ბასილაშვილმა მეცის ტურნირი წარმატებით დაიწყო

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირის წარმატებით დაიწყო.

გუშინ, 23:39

რივალდო: "თუ ფატი წარმატებას მიაღწევს, ნეიმარის შეძენას აზრი აღარ ექნება"

"ბარსელონას" ექს-ფეხბურთელმა, რივალდომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემტევ ანსუმანე ფატიზე ისაუბრა.

გუშინ, 23:16

მორიგი აღმოჩენა - ჰალანდის შეძენა უკვე 3 ევროპულ გრანდს სურს

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

გუშინ, 23:11

"ვინ არის უკეთესი?", - ვერონმა მესისა და მარადონაზე ისაუბრა

ყოფილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, ხუან სებასტიან ვერონმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:05

ევროპა ლიგაც დაიწყო - არსენალმა სტუმრად აინტრახტი გაანადგურა [VIDEO]

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "აინტრახტი" შინ "არსენალთან" დამარცხდა - 0:3.

გუშინ, 22:56

რონალდუმ თავისი ჟესტი ახსნა, რომელიც ატლეტიკოს ფანებს უჩვენა [ფოტო]

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ თავის ჟესტზე გააკეთა კომენტარი.

გუშინ, 22:52

ყველაფერი დასრულდა - ოდოის მომავალი ოფიციალურად გაირკვა

მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს "ჩელსის" ახალგაზრდა თავდამსხმელის დამატებას "ბაიერნი" ცდილობდა.

გუშინ, 22:19

მიზეზი, რის გამოც დე ლიგტმა ბარსელონას იუვენტუსი არჩია

მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს მატეის დე ლიგტმა "ბარსელონას" "იუვენტუსი" ამჯობინა.

გუშინ, 22:15

ბარსელონას დირექტორმა განმარტა, თუ რატომ ვერ შეძლო კლუბმა ნეიმარის დაბრუნება

"ბარსელონას" დირექტორმა განაცხადა, რომ კატალონიელებმა ნეიმარის ხელში ჩასაგდებად ყველაფერი გააკეთეს.

გუშინ, 22:00

ჰიონესი: "ნოიერი ტერ შტეგენზე ბევრად უკეთესია"

"ბაიერნის" ექს-პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა გერმანიის ნაკრების გოლკიპერებს შორის არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:51

რეალს ზიდანის გათავისუფლება სოლიდური თანხა დაუჯდება

"რეალს" ზინედინ ზიდანისთვის სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევს, თუ მის გათავისუფლებას გადაწყვეტს.

გუშინ, 21:42

ჩელსი ორ ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

"ჩელსის" ხელმძღვანელობა გუნდის ორ ფეხბურთელს ახალ ხელშეკრულებას სთავაზობს.

გუშინ, 21:09

ფერდინანდი: "შესაძლოა, აზარის ტრანსფერი მალევე წარუმატებლად მონათლონ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მცველმა, რიო ფერდინანდმა "რეალში" თავდამსხმელ ედენ აზარის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 21:06

"ამის განხილვა აღარ მსურს", - ნოიერი დაიღალა

"ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების გოლკიპერმა, მანუელ ნოიერმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:58

კაკა: "ვფიქრობ, ნეიმარისთვის კარგია, რომ პსჟ-ში დარჩა"

"მილანისა" და ბრაზილიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, კაკამ "პსჟ"-ს ფორვარდ ნეიმარზე ისაუბრა.

გუშინ, 20:50

ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა.

გუშინ, 20:46

როგორი იქნება დინამო თბილისის შემადგენლობა ლევან მჭედლიძესთან ერთად?

საინტერესოა, როგორი იქნება დინამოელთა სასტარტო შემადგენლობა, მისი დამატების შემდეგ.

გუშინ, 18:48

ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე დინამო თბილისის ფეხბურთელია

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ამიერიდან ლევან მჭედლიძე "დინამო თბილისის" მაისურს მოირგებს.

გუშინ, 18:34

დე ლიგტმა ატლეტიკოსთან მატჩი შეაფასა

ტურინის "იუვენტუსის" ახალწვეულმა მატეის დე ლიგტმა მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩი შეაფასა:

გუშინ, 17:35

შაქირი: "ლივერპულში ცოტას ვთამაშობ, მაგრამ ბედნიერი ვარ"

"ლივერპულის" შემტევმა ჯერდან შაქირიმ თავის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 17:16

ნედვედმა დიბალას მომავალზე ისაუბრა

ტურინის "იუვენტუსის" ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა პაულო დიბალაზე ისაუბრა:

გუშინ, 16:58

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10