» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

დინამო ბათუმს მალე ახალი მფლობელი ეყოლება


დინამო ბათუმს მალე ახალი მფლობელი ეყოლება

აჭარის მთავრობა მერიას სთხოვს, კლუბ „დინამო ბათუმის“ ასპროცენტიანი წილი საკუთრებაში გადასცეს, მთავრობა კლუბის გასხვისებას გეგმავს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერიას წერილობით უკვე მიმართა. კლუბს, პირდაპირი წესით, შპს „ლამინი ჯგუფს“ 49-წლიანი მართვის უფლებით გადასცემენ. სანაცვლოდ მმართველს ყოველწლიურად 100 000 ლარის გადახდა მოუწევს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

შპს „დინამო ბათუმის“ საკუთრებაშია 72 626 კვ.მ [7,2 ჰექტარი] ტერიტორია, რომელზეც ანგისის ბაზაა განთავსებული.

მერიაში ამ თემაზე უკვე იმსჯელეს და თანხმობისთვის ბათუმის საკრებულოს მიმართეს, საკრებულომ კი ეს საკითხი მომავალი სხდომის დღის წესრიგში ჩასვა. სხდომა 24 მაისსაა ჩანიშნული.
„ლამინი ჯგუფი“ 2013 წელს დაფუძნებული კომპანიაა. მისი ასპროცენტიანი წილის მფლობელი ქეთინო ბერიძეა, ხოლო კომპანიის დირექტორი – არჩილ ბერიძე, რომელსაც აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, ის მთავრობასთან თანასაკუთრებაში ფლობს შპს „ახალ ტექნოლოგიას“. მას აქვს ასევე სამშენებლო ბიზნესი.

ბათუმის „დინამოს“ გასხვისების პირობის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში, სავალდებულოა კლუბის მართვისა და განვითარების კონცეფციის შემუშავება. ეს კონცეფცია ახალმა მმართველმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უნდა შეათანხმოს.

წინასწარი პირობით, განვითარების კონცეფცია უნდა მოიცავდეს ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას, სადაც განთავსებული იქნება საცხოვრებელი არანაკლებ ორმოც ბავშვზე; მათთვის გათვალისწინებული უნდა იყოს თეორიული მეცადინეობისთვის საჭირო ფართობი და ტექნიკური აღჭურვილობა. მწვრთნელებისთვის საჭირო საცხოვრებელი და სამუშაო ფართობები, კვებისა და სამედიცინო მომსახურების ბლოკი, სარეაბილიტაციო ცენტრი, საკონფერენციო და სავარჯიშო დარბაზები.

წილის ახალმა მმართველმა ქონების გადაცემიდან ექვს თვეში უნდა შეძლოს მიწის ნაკვეთის გენერალური გეგმის შემუშავება [გრგ], შვიდი თვის ვადაში კი უნდა მოამზადოს პროექტის ვიზუალური ესკიზი და შესათანხმებლად წარუდგინოს მესაკუთრეს. გარდა ამისა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის შემდეგ მზად უნდა ჰქონდეს ყველა საჭირო დოკუმენტი მშენებლობის ნებართვის მისაღებად. ამის შემდეგ კი წილის მმართველმა უნდა დაიწყოს მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით, რომელიც სამ წელში უნდა დაასრულოს.

სარგებლობის პერიოდის განმავლობაში კომპანიამ უნდა უზრუნველყოს საფეხბურთო კლუბში ყოველწლიურად არანაკლებ 500 000 ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელება, შეინარჩუნოს საბავშვო აკადემია, უზრუნველყოს მისი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას ან ფიფას სტანდარტებით ფუნქციონირება.

წინასწარ გაწერილი პირობების მიხედვით, კლუბი ბათუმის „დინამო“ ვალდებული იქნება ყოველწლიურად გაიაროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისთვის დადგენილი ლიცენზირება და მონაწილეობა მიიღოს ჩემპიონატებში.

წილის მმართველმა პროექტისთვის არანაკლებ 9 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და შესაბამისი ანგარიშები ყოველწლიურად წარუდგინოს ქონების მესაკუთრეს. ამ ყველაფრის დასაზღვევად კი მთავრობა 200 000-ლარიან საბანკო გარანტიას ითხოვს 38 თვის ვადით.

წყარო: netgazeti.ge

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"მესის ჯორდანთან ბევრი საერთო აქვს", - ბიგლია

არგენტინის ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა, ლუკას ბიგლიამ ლიონელ მესის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 19:17

ჰენდერსონი: "სეზონის უცნაური დასასრული გველის"

"ლივერპულის" კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის განახლების შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 19:03

კოვაჩი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

Bild-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ნიკო კოვაჩს საკმაოდ საინტერესო მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 18:43

არტურმა ბარსელონასა და იუვენტუსს საბოლოო პასუხი შეუთვალა

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა,

დღეს, 18:27

"სანჩო დიდი ტალანტია და უდიდეს პოტენციალს ფლობს", - ბაიერნის მწვრთნელი

"ბაიერნის" მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა "დორტმუნდის" გარემარბ ჯეიდონ სანჩოზე ისაუბრა.

დღეს, 16:35

რამოსის მეუღლის სექსუალური ფოტო: ის ქმარზე 8 წლით უფროსია

პილარ რუბიომ, "რეალის" მცველის, სერხიო რამოსის მეუღლემ, სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა.

დღეს, 15:46

მანჩესტერ სიტის სანეს პოტენციური შემცვლელის ფასი შეუთვალეს

მოგეხსენებათ, არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში ლეროი სანე "ბაიერნში" გადავიდეს.

დღეს, 15:39

ვილიანისთვის ზაფხულში ორი კლუბი იბრძოლებს

მოგეხსენებათ, "ჩელსის" შემტევ ნახევარმცველს, ვილიანს კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება.

დღეს, 15:30

"წარმოუდგენლად კარგი ფეხბურთელია", - კანი სანჩოს შესაძლო ტრანსფერზე

"ბაიერნის" საბჭოს წევრმა, ოლივერ კანმა "დორტმუნდის" გარემარბ ჯეიდონ სანჩოზე ისაუბრა.

დღეს, 15:27

თარიღი და ცვლილება ფორმატში - საქართველოს ჩემპიონატის განახლების დეტალები

კორონავირუსის გამო, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი უკვე 2 თვეზე მეტია შეჩერებულია.

დღეს, 15:17

"მესი მის შევსებას შეძლებს", - არგენტინის ნაკრების მწვრთნელი ლაუტაროზე საუბრობს

არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესზე ისაუბრა.

დღეს, 14:53

იუვენტუსი პიანიჩს ბარსელონაში მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაუშვებს

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ხელმძღვანელობას "იუვენტუსის" ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი სურს.

დღეს, 14:47

დორტმუნდმა მანჩესტერ იუნაიტედს სატრანსფერო ბრძოლა მოუგო

"დორტმუნდმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" 16 წლის ინგლისელი ვუნდერკინდისთვის ბრძოლა მოუგო.

დღეს, 14:38

"არ მესმის, რატომ მისტვენენ რეალის გულშემატკივრები", - ბეილის ემოციური განცხადება

"რეალის" უელსელმა თავდამსხმელმა, გარეტ ბეილმა კლუბის გულშემატკივრებზე ისაუბრა.

დღეს, 14:31

კოუტინიოს მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, ფილიპე კოუტინიო იჯარის წესით "ბაიერნის" ღირსებას იცავს.

დღეს, 13:55

ბეილი: "არასოდეს ვგეგმავდი ასეთ დონემდე მიღწევას"

"რეალის" შემტევმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა მოტივაციას აძლევდა საკუთარ თავს კარიერის მანძილზე.

დღეს, 13:49

"ლივერპული მანქანაა", - მბაპემ კლოპის გუნდი აქო და ადიდა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ განაცხადა, რომ ამ სეზონში "ლივერპულის" თამაშით მოიხიბლა.

დღეს, 13:36

საქმეში რამდენიმე კლუბია ჩართული, ხამესმა არჩევანი უკვე გააკეთა

დიდი ალბათობით, "რეალის" ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი ზაფხულში კლუბს დატოვებს.

დღეს, 13:29

მიზეზები, რომელთა გამოც იუვენტუსს პოგბას შეძენაში ეჭვი ეპარება

"მანჩესტერის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას "იუვენტუსში" ტრანსფერი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

დღეს, 12:53

"ორი მისაბაძი მაგალითი მყავს", - მბაპემ თავისი კუმირები დაასახელა

"პსჟ"-სა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ თავის კუმირებზე ისაუბრა.

დღეს, 12:48

"მისი დიდი გულშემატკივარი ვარ", - რობენმა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

"ბაიერნის" ექს-თავდამსხმელმა, არიენ რობენმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 12:37

ვარანი: "რეალს დიდი ხანია არ უთამაშია და ყველაფრის მოგება გვინდა"

"რეალის" ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა სეზონის განახლების მოლოდინებზე ისაუბრა.

დღეს, 12:31

"განადგურებული ვიყავი", - უილშირი ვან პერსის მანჩესტერში გადასვლას იხსენებს

"არსენალის" ექს-ნახევარმცველმა რობინ ვან პერსის "მანჩესტერ იუნაიტედში" წასვლა გაიხსენა.

დღეს, 11:50

ტიაგო სილვას კონტრაქტი იწურება, პსჟ-მ გადაწყვეტილება მიიღო

"პსჟ"-ს ცენტრალურ მცველს, ტიაგო სილვას ივნისის ბოლოს კონტრაქტის ვადა ეწურება.

დღეს, 11:40

რეალი ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ოფიციალურად აღარ დაადასტურებს

"რეალის" ხელმძღვანელობამ საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება MARCA.

დღეს, 11:20

კაბალიერომ კორონავირუსის გამო კანტეს შიშებზე ისაუბრა

"ჩელსის" გოლკიპერი, ვილი კაბალიერო თანაგუნდელ ნ'გოლო კანტეს მხარს უჭერს.

დღეს, 11:00

სოლსკიაერმა იგალოს მომავალზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი ოდიონ იგალოს მომავალზე ალაპარაკდა.

დღეს, 10:50

"დე ბრუინი შეიძლება წავიდეს", - მანჩესტერ სიტის ექს-ფეხბურთელი

"მანჩესტერ სიტის" ექს-მცველი, ჯოლეონ ლესკოტი კევინ დე ბრუინის მომავალზე საუბრობს.

დღეს, 10:40

აგენტი ტიაგო სილვას მომავალზე ალაპარაკდა

"პსჟ"-ს მცველის, ტიაგო სილვას აგენტი მიიჩნევს, რომ ბრაზილიელს შეუძლია კიდევ 5 წელიწადი ითამაშოს.

დღეს, 10:20

MARCA: კაზემიროს მომავალი გაირკვა

გავრცელებული ინფორმაციით, "რეალის" ნახევარმცველის, კაზემიროს მომავალი გადაწყდა.

დღეს, 10:00
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10