Goal.Ge

ზუსტად 11 წლის წინ - პირველი ინგლისური ფინალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში


ზუსტად 11 წლის წინ - პირველი ინგლისური ფინალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

წლევანდელი ევროსეზონი დასრულდება ინგლისური სანახაობით - ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს "ლივერპული" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საფეხბურთო სამყაროს ცენტრად ნისლიანი ალბიონი მოგვევლინება.

11 წლის წინ, ევროპის საუკეთესო გუნდის წოდებისთვის აგრეთვე პრემიერ ლიგის წარმომადგენლები იბრძოდნენ. გულშემატკივარმა იხილა სერ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო მოდელისა (თაობა 92-თან ბოდიში) და გუნდი-სიურპრიზის, ლონდონის "ჩელსის" თრილერი.

ზუსტად 11 წლის წინ - პირველი ინგლისური ფინალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

რატომ იყო "არისტოკრატების" ფინალში გასვლა მოულოდნელობა? "ლურჯების" თანამედროვე ისტორია რომან აბრამოვიჩით იწყება, სწორედ რუსი მილიარდერის შემდეგ მოექცა "სტემფორდ ბრიჯი" ყურადღების ცენტრში.

სლავმა უეფას თასის საგზურის მაძიებლისგან ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე კოლექტივი ჩამოაყალიბა, როგორც ფინანსურად, ისე შემადგენლობითაც. დროგბა, ლამპარდი, ტერი, ჩეხი, ბალაკი, ანელკა, კოული და ა.შ. "ჩელსი" სრულიად დამსახურებულად ატარებდა დედაქალაქის ნომერ პირველი გუნდის ტიტულს.

ზუსტად 11 წლის წინ - პირველი ინგლისური ფინალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

ლონდონელთა წარმატების მთავარი შემმოქმედი იმ დროს ჯერ კიდევ "განსაკუთრებული", ჟოზე მოურინიო იყო. პორტუგალიელმა "არისტოკრატებს" ზედიზედ ორჯერ ეპლ-ის ტიტული მოაგებინა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, "პორტოდან" - "ინტერამდე", ევროპა მოუსთვის მიუღწეველ წერტილად რჩებოდა.

"ლურჯებს" ჩაგრავდა ფორმის პიკში მყოფი რონალდინიო და რაფაელ ბენიტესის "ლივერპული". აღსანიშნავია, რომ ფინალს "ჩელსიმ" სწორედ პირენეელი მწვრთნელის გარეშე მიაღწია. ლონდონელებს სეზონის მთავარი მატჩი აჩუქა არა ოდიოზურმა მოურინიომ, არამედ ანდერდოგმა ავრაამ გრანტმა.

ზუსტად 11 წლის წინ - პირველი ინგლისური ფინალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

საქმე იმაშია, რომ სეზონის სტარტი "არისტოკრატებს" კატასტროფული გამოუვიდათ და უკვე 20 სექტემბრისთვის პორტუგალიელი სპეციალისტი სამსახურის გარეშე დარჩა. აბრამოვიჩი სეზონის გადარჩენის გეგმის შემუშავებას შეუდგა.

რუსს სურდა, რომ "ლურჯებს" სეზონი დაესრულებინათ რაც შეიძლება წინ, როგორც პრემიერ ლიგაში, ისე ევროპაშიც. რომანმა საამისოდ დროებით გრანტი მოიყვანა. იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ებრაელი ჩემპიონთა ლიგაზე ჟოზეზე უკეთეს შედეგს დადებდა.

ზუსტად 11 წლის წინ - პირველი ინგლისური ფინალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

ავრაამის თავკაცობით "ჩელსიმ" ჯგუფური ეტაპი პირველი ადგილით გადალახა. შემდეგ ლონდონელებმა ბრძოლას გამოთიშეს "ოლიმპიაკოსი" და "ფენერბახჩე", ბოლოს კი კულმინაცია: მოუს მთავარი ღამის კოშმარის, "ლივერპულის" დამარცხება.

შედეგად - პირველად თავისი არსებობის ისტორიაში, "არისტოკრატები" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ. რაც შეეხება "მანჩესტერს", "იუნაიტედის" წარმატება სენსაცია ნამდვილად არ იყო. "ეშმაკები" მთელ ევროპას შიშის ზარს სცემდნენ.

ზუსტად 11 წლის წინ - პირველი ინგლისური ფინალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

ფენომენალურ ფორმაში მყოფი კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც ჯადოქრობის გემო რუნისა და ტევესსაც გაანდო. მათ გარდა - სქოულზი/გიგსის ერთ-ერთი ბოლო აკორდი, საუკეთესო კონდიციებში არსებული ვიდიჩი-ფერდინანდის დუეტი და რა თქმა უნდა, ედვინ ვან დერ სარი, რომელმაც მეორე ახალგაზრდობა განიცადა.

თითქმის სრულყოფილად ჩატარებული ჯგუფური ეტაპის შემდეგ, "მანიუმ" გადალახა "ლიონის", "რომასა" და "ბარსელონას" ბარიერი. დიახ, იყო დრო, როდესაც კატალონიელები "მანკუნიანელებს" წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. დღეს, აღნიშნული სცენარი წარმოუდგენლად ჟღერს.

ზუსტად 11 წლის წინ - პირველი ინგლისური ფინალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

მივადექით უშუალოდ კულმინაციას. წვიმიანი მოსკოვური საღამო და პრემიერ ლიგის ბენეფისი. ანგარიში გახსნა იმდროინდელმა საუკეთესო ფეხბურთელმა - რონალდუმ. პორტუგალიელს ლამპარდმა უპასუხა, რის შემდეგაც გოლები აღარ გასულა.

შეხვედრა საკმაოდ ხისტად მიმდინარეობდა, ლიუბოშ მიხელს 8 ყვითელისა და ერთი წითელი ბარათის ჩვენება მოუწია. მოედანი დროგბამ დატოვა, მაგრამ საბედნიეროდ, ეს ყველაფერი მხოლოდ 116-ე წუთზე მოხდა, როდესაც საფეხბურთო სამყაროს გონება უკვე პენალტების სერიაზე იყო გადატანილი.

ზუსტად 11 წლის წინ - პირველი ინგლისური ფინალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

11-მეტრიანების დარტყმის პროცესი ჰოლივუდური თრილერის საუკეთესო ტრადიციებში წარიმართა - წვიმიანი ღამე, დაძაბულობის პიკი, საუკეთესო ფეხბურთელი (რონალდუ) მომენტს ვერ იყენებს და გუნდს აღალატებს.

"ჩელსი" ჩემპიონობისგან ერთ ნაბიჯში იმყოფება, მაგრამ მოულოდნელად, გუნდის ლიდერსა და კაპიტანს ტერის უცურდება ფეხი და შანსები კვლავ თანაბარი ხდება. "მანჩესტერმა" ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა, ლონდონელები კი მორალურად განადგურდნენ.

ზუსტად 11 წლის წინ - პირველი ინგლისური ფინალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

ჯონის შემდეგ, თავის შანსს ანელკაც ვერ იყენებს, რის შედეგადაც, ტიტულს "იუნაიტედი" ეუფლება. ასეთი იყო ალბიონური ციებ-ცხელება ევროპაში. ველოდებით მეორე ნაწილს, მაგრამ ამჯერად უკვე "ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" შესრულებით.

გავიხსენოთ პირველი ინგლისური ფინალი: მანჩესტერი - ჩელსი 1:1 (პენ. 6:5)


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მანჩესტერ სიტიმ მორიგი ტრანსფერი შეათანხმა - MARCA

"მანჩესტერ სიტი" უახლოეს დღეებში საკმაოდ საინტერესო ტრანსფერს დაადასტურებს.

გუშინ, 23:32

ოფიციალურად: ბარსელონამ მორიგი ტრანსფერი განახორციელა

აღნიშნულ ინფორმაციას კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალური საიტი ავრცელებს.

გუშინ, 23:01

"პარიზში ბედნიერი არასოდეს ყოფილა", - ნეიმარის პსჟ-დან წასვლა ახლოვდება

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელს, ნეიმარს პარიზული კლუბის დატოვება სურს.

გუშინ, 22:52

რივალდო ნეიმარის ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებას ეხმაურება

"ბარსელონას" ექს-ფორვარდმა, რივალდომ "პსჟ"-ს ფორვარდ ნეიმარის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 22:46

ნეიმარი ბარსელონაში? - კატალონიელთა ფეხბურთელების პოზიცია ცნობილია

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, ნეიმარი, არ არის გამორიცხული, "ბარსელონაში" დაბრუნდეს.

გუშინ, 21:59

რამდენი მილიონი გამოყო მანჩესტერმა ზაფხულის ტრანსფერებისთვის?

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა ESPN ავრცელებს.

გუშინ, 21:53

ოფიციალურად: რეალმა რაული დააწინაურა

"რეალის" ლეგენდარული ფეხბურთელი, რაულ გონსალეს ბლანკო დააწინაურეს.

გუშინ, 21:46

ორი ფეხბურთელი, რომელთა ხილვაც მილანში ახალ მწვრთნელს სურს

მოგეხსენებათ, "მილანის" ახალი მთავარი მწვრთნელი მარკო ჯამპაოლო გახდა.

გუშინ, 21:38

რაბიოს იუვენტუსში ტრანსფერი ჩაშლის პირასაა, მიზეზი ცნობილია

"პსჟ"-ს ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს "იუვენტუსში" ტრანსფერი ჩაშლის პირასაა.

გუშინ, 21:33

ოფიციალურად: იუვენტუსმა ამ ზაფხულს პირველი ფეხბურთელი გაყიდა

აღნიშნულ ინფორმაციას ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალური საიტი ავრცელებს.

გუშინ, 20:51

ხამესის ნაპოლიში ტრანსფერი გადაწყვეტილია? - კოლუმბიელის განცხადება

"რეალისა" და კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა "ნაპოლიზე" ისაუბრა.

გუშინ, 20:46

პრაქტიკულად გადაწყდა: რეალის ამომავალი ვარსკვლავის მომავალი კლუბი ცნობილია

"რეალის" ამომავალი ვარსკვლავი, მარტინ ედეგორი მადრიდულ გრანდს ტოვებს.

გუშინ, 20:41

"ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - ჩელსის წამყვანი ფიგურა იუვენტუსში გადადის?

არ არის გამორიცხული, "ჩელსის" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა "იუვენტუსში" ვიხილოთ.

გუშინ, 20:34

სად გააგრძელებს კარიერას ფერნანდეში? - პორტუგალიელს 4 გრანდი ეპატიჟება

"სპორტინგის" ნახევარმცველ ბრუნო ფერნანდეშზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება.

გუშინ, 20:27

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში მორიგი გოლი გაიტანა [VIDEO]

ცოტა ხნის წინ დასრულდა ამხანაგური შეხვედრა "ჰელსინგბორგსა" და "გიოტებორგს" შორის.

გუშინ, 19:47

რეალის 3 ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც მილანს სურს

"მილანი" შემადგენლობის გაძლიერებას მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებით გეგმავს.

გუშინ, 19:39

იუვენტუსში პოგბას შესაძლო დაბრუნებაზე განცხადება გააკეთეს

"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერზე ისაუბრა.

გუშინ, 19:33

იუვენტუსი რეალის მორიგ ფეხბურთელს უმიზნებს - AS

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 19:28

ლევან ყენია: "ევროტურნირებზე ქართულ გუნდთან ერთად? - ყველაფრისთვის მზად ვარ"

ქართველმა ფეხბურთელმა ლევან ყენიამ ლუქსემბურგის "დუდელანჯი" ოფიციალურად დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.

გუშინ, 19:21

ლევანდოვსკი: "ბაიერნში ამ ტრანსფერის განხორციელებას სულმოუთქმელად ელიან"

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:21

ესაუბრა თუ არა მენდი პოგბას ან მბაპეს რეალში შესაძლო გადასვლაზე?

"რეალის" ახალწვეულმა, ფერლან მენდიმ მადრიდული კლუბის პოტენციური ტრანსფერები შეაფასა.

გუშინ, 19:16

ბარსელონამ დემბელეს მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

ესპანური პრესის ცნობით, "ბარსელონას" გარემარბ უსმან დემბელეს მომავალი გადაწყვეტილია.

გუშინ, 18:36

სარის იუვენტუსში შესაძლოა ჩელსის ერთ-ერთი ფეხბურთელიც მიჰყვეს

მაურისიო სარის შემდეგ, "იუვენტუსს" "ჩელსიდან" შესაძლოა ერთ-ერთი ფეხბურთელიც შეუერთდეს.

გუშინ, 18:29

მანჩესტერ იუნაიტედმა 55 მილიონ ფუნტიანი ტრანსფერი შეათანხმა

აღსანიშნავია, რომ ამ ფეხბურთელის შეძენა პირადად ოლე გუნარ სოლსკიაერს სურდა.

გუშინ, 18:19

ოფიციალურად: ინტერმა ერთდროულად ორი ტრანსფერი განახორციელა

"ინტერი" ოფიციალურ საიტზე ორი ფეხბურთელის კონტრაქტის შესყიდვას ადასტურებს.

გუშინ, 18:14

იუვენტუსს საინტერესო ტრანსფერი ჩაეშალა

გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსს" საინტერესო ტრანსფერი ჩაეშალა.

გუშინ, 18:08

პსჟ-მ იუვენტუსი უარით გაისტუმრა

ფრანგული პრესის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენმა" მარკინიოსის ტურინის "იუვენტუსში" ტრანსფერი ჩაშალა.

გუშინ, 17:46

მამუკა კობახიძის შემდეგ, ტორპედო კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა

რამდენიმე დღის წინ, მამუკა კობახიძემ "ტორპედო" დატოვა და კარიერას "დინამო ბათუმში" გააგრძელებს.

გუშინ, 17:37

ბილია: "მუნდიალზე განცდილი ფიასკო სამპაოლის ბრალია"

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ლუკას ბილიამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა.

გუშინ, 17:23

რა თანხა გამოუყვეს სოლსკიაერს ტრანსფერებისთვის?

ESPN-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ულე-გუნარ სოლსკიაერს ტრანსფერებისთვის ფული გამოუყო.

გუშინ, 17:09

ყველა სიახლე