21-ე საუკუნის ყველაზე სუსტი რეალი - ზღაპრის დასასრული თუ უბრალოდ პაუზა?


21-ე საუკუნის ყველაზე სუსტი რეალი - ზღაპრის დასასრული თუ უბრალოდ პაუზა?

საშინაო მარცხი "ბეტისთან" ლა ლიგის ბოლო ტურში - მადრიდის "რეალის" კოშმარული სეზონის ლოგიკური დასასრული. "სამეფო კლუბმა" კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სუსტი მხარეები: არაორგანიზებულობა, ლიდერის არყოფნა, ამოწურული ინდივიდუალიზმი, უსარგებლო ცვლილებები და ა.შ.

შემოდგომაზე "ბლანკოსის" ფეილებს აწერდნენ კრიშტიანუ რონალდუს წასვლასა და გარეტ ბეილის ცუდ ფორმას. გაზაფხულზე კი მიზეზებს აღარავინ ეძებდა, "თეთრების" ქომაგებს უბრალოდ ერთი სული ჰქონდათ, თუ როდის დასრულდებოდა სეზონი.

21-ე საუკუნის ყველაზე სუსტი რეალი - ზღაპრის დასასრული თუ უბრალოდ პაუზა?

უელსელმა მართლაც ვერ ითავა გუნდის ლიდერობა, მაგრამ "ელ გალაქტიკო" ბრიტანელის გარეშეც კოშმარულად გამოიყურებოდა. სამწუხარო ის არის, რომ "სანტიაგო ბერნაბეუს" ე.წ. განტევების ვაცად სწორედ 11 ნომერი იქცა. შავი პიარი 29 წლის შემტევის წინააღმდეგ თითქოს დაგეგმილად მუშაობდა.

პირველმა ხმა ტიბო კურტუამ ამოიღო, რომელმაც განაცხადა, რომ ბეილი თურმე საერთო შეკრებებზე არ დადის. ბელგიელის საქმე მარსელომ გააგრძელა, თანაც უფრო სერიოზული პრეტენზიით: "რეალში" გატარებული 6 წლის მანძილზე, უელსელმა ესპანური არ ან ვერ აითვისა.

21-ე საუკუნის ყველაზე სუსტი რეალი - ზღაპრის დასასრული თუ უბრალოდ პაუზა?

მადრიდელების უკმაყოფილება საფუძვლიანი იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ გარეტის გარდა სხვა ყველა დანარჩენი ძველებურად იასპარეზებდა. ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, მოწოდების სიმაღლეზე მხოლოდ კარიმ ბენზემა აღმოჩნდა.

დანარჩენები გადამწვარი ან ვადაგასული პროდუქტების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, განსაკუთრებით ეს მარსელოზე ითქმის. ბრაზილიელმა უბრალოდ ამაზრზენი სეზონი ჩაატარა, მას ნოუნეიმმა სერხიო რეგილონმაც კი აჯობა.

21-ე საუკუნის ყველაზე სუსტი რეალი - ზღაპრის დასასრული თუ უბრალოდ პაუზა?

სამხრეთ ამერიკელის ფეილები რატომღაც არავის ახსენდება, ყველას მხოლოდ ბეილის წარუმატებლობები აკერია პირზე. ვერ ვიტყვით იმასაც, რომ "სამეფო კლუბში" კურტუას ტრანსფერმა გაამართლა. ფაქტია, "ბლანკოსის" კარის ხაზი უფრო ეფექტური არ გამხდარა.

ბელგიელმა მიმდინარე სეზონში 35 შეხვედრა ჩაატარა, მშრალად მხოლოდ 10 დასრულდა. საერთო ჯამში მაინც საწყის წერტილში ვბრუნდებით, ანუ რონალდუს გაყიდვის მომენტში. "გალაქტიკო" თავისი საუკეთესო ფეხბურთელის წასვლისთვის უბრალოდ მზად არ აღმოჩნდა, მოგვიანებით კი მისი ჩანაცვლებაც ვერ მოხერხდა.

21-ე საუკუნის ყველაზე სუსტი რეალი - ზღაპრის დასასრული თუ უბრალოდ პაუზა?

ზოგადად, პორტუგალიელის დონის მოთამაშის შემცვლელის პოვნა მარტივი საქმე არ არის. მსგავსი საკითხები ერთ ზაფხულში ერთი ვარსკვლავის ყიდვით არ გვარდება. უცნაური და საინტერესოა, თუ რატომ არ გაითვალისწინა ეს ფლორენტინო პერესმა.

ყველაზე გასაკვირი კი ის არის, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ზემოაღნიშნული ერთი ვარსკვლავიც არ მოსულა. "რეალში" ელოდებოდნენ აზარს, მბაპეს, ნეიმარს ან სალაჰს, მაგრამ მოვიდა მარიანო დიასი.

21-ე საუკუნის ყველაზე სუსტი რეალი - ზღაპრის დასასრული თუ უბრალოდ პაუზა?

დიახ, დომინიკელს არც არავინ აღიქვამდა კრიშტიანუს შემცვლელად, მაგრამ ფაქტია, რომ რონის შვიდი ნომერი ახლა სწორედ კარიბელის ზურგს ამშვენებს. მოკლედ, მადრიდი "ურონალდოობამ" დაღუპა, თუმცა პირენეელი არ არის ერთადერთი, ვინც "სამეფო კლუბიდან" წასვლით თავისუფალი ადგილი დატოვა.

"ბლანკოსში" ვერ მოხერხდა ზინედინ ზიდანის ჩანაცვლებაც. პირდაპირ ვთქვათ, ზიზუს დანიშნვა 2016 წელს ყველა დროის საუკეთესო ავანტიურა აღმოჩნდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფრანგ გამოუცდელ მწვრთნელს ჩემპიონთა ლიგის მოგება ხასიათში გადაეზრდებოდა.

21-ე საუკუნის ყველაზე სუსტი რეალი - ზღაპრის დასასრული თუ უბრალოდ პაუზა?

46 წლის სპეციალისტის წასვლის შემდეგ, პერესმა ჩვეულ კურსს არ გადაუხვია და კვლავ ანდერდოგი მოიყვანა, თანაც ორი - ხულენ ლოპეტეგი, შემდეგ კი სანტიაგო სოლარი. დიახ, პირველი "გალაქტიკომდე" ესპანეთს წვრთნიდა, მაგრამ ევროპელ სპეციალისტთა ელიტაში ის არასდროს ყოფილა.

რაც შეეხება არგენტინელს, "თეთრების" თავკაცობამდე მან ზიდანის მსგავსი გზა გაიარა. ლოპეტეგიმ, ისევე როგორც სოლარიმ კრახი განიცადა, რის შემდეგაც ფლორენტინო მივიდა დასკვნამდე: ზიზუ არის უნიკუმი და არა ერთ-ერთი რიგითი.

21-ე საუკუნის ყველაზე სუსტი რეალი - ზღაპრის დასასრული თუ უბრალოდ პაუზა?

ესპანელ ბიზნესმენს კვლავ მოუწია ფრანგის დაბრუნება. ობიექტურად, "სანტიაგო ბერნაბეუზე" მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა. "რეალი" კვლავინდებურად კოჭლობდა, როგორც მთლიანი გუნდი, ისე მისი თითოეული მოთამაშეც (ბენზემა გამონაკლისია).

ზინედინს არც არავინ თხოვდა ლა ლიგაში ტრიუმფსა და დროის უკან გადახვევით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას. მადრიდში პრიორიტეტული აღმოჩნდა სხვა საკითხები: სეზონის ჩამთავრება კიდევ ზედმეტი ფეილების გარეშე და გზად წამსვლელთა/დამრჩენთა სიის შედგენა.

21-ე საუკუნის ყველაზე სუსტი რეალი - ზღაპრის დასასრული თუ უბრალოდ პაუზა?

პირველი ამოცანა მართალია მტკივნეულად, მაგრამ მაინც ამოიხსნა - "სამეფო კლუბმა" მესამე ადგილი არავის დაუთმო, რითაც თავისი პროგრამა მინიმუმი (პრინციპში მაქსიმუმიც) შეასრულა. რაც შეეხება მე-2 საკითხს, ზიდანი მუშაობს.

98%-ით გადაწყვეტილია, რომ "ბლანკოსს" დატოვებენ ბეილი და ნავასი. სად აღმოჩნდებიან ისინი? ეს უკვე ცალკე საკითხია. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას ზიზუ სხვა ათვალწუნებულებსაც დაასახელებს.

21-ე საუკუნის ყველაზე სუსტი რეალი - ზღაპრის დასასრული თუ უბრალოდ პაუზა?

ფრანგის დაბრუნება პირველ რიგში კავშირშია ახალ, ხმამაღალ სახელებთან. ჩვენ უკვე გვსმენია "გალაქტიკოსების" 500-მილიონიანი საშოპინგო ბიუჯეტის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს აზარის, ერიქსენის, პოგბასა და კიდევ რამდენიმე ვარსკვლავის გაფორმებას.

ერთი სიტყვით, გაისად "ახალი რეალი" გველის. ვნახოთ, განახლდება თუ არა ევროპაში მადრიდელთა ბატონობა ან იქნებ ზინედინის ჯადოქრობას ვადა გაუვიდა? პასუხს ერთ წელში გავიგებთ, იგივე დროსა და ადგილას.

21-ე საუკუნის ყველაზე სუსტი რეალი - ზღაპრის დასასრული თუ უბრალოდ პაუზა?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ზაფხულის 5 მთავარი სპორტული მოვლენა

ზაფხულში სპორტული ტურნირების უმრავლესობა შესვენებას იღებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულშემატკივრებისთვის ეს თვეები მოსაწყენია.

დღეს, 16:16

დღევანდელი მატჩის შემდეგ, ტორპედოს ფეხბურთელი დინამო ბათუმში გადავა

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში, "დინამო ბათუმსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის შედგება.

დღეს, 16:15

ოფიციალურად: დერბიმ ჩელსის მწვანე აუნთო!

„დერბიმ“ ოფიციალურ საიტზე განაცხადა, რომ ფრენკ ლამპარდს „ჩელსისთან“ მოლაპარაკებების უფლება დართო.

დღეს, 15:36

პამელა ანდერსონმა ადილ რამის ღალატზე ისაუბრა და ფეხბურთელს საშინელება უწოდა

ცნობილმა მსახიობმა და ფოტომოდელმა, პამელა ანდერსონმა, ინსტაგრამში ექს-ბოიფრენდის, ადილ რამის ღალატზე ისაუბრა.

დღეს, 15:27

"მას აღზრდა აკლია" - რონალდუ და მწვრთნელებთან კონფლიქტი, რა იქნება სარისთან?

მაურიციო სარის პრეზენტაცია ტურინის "იუვენტუსში" უკვე შედგა.

დღეს, 14:14

რაბიოს ახალი კლუბი ცნობილია - ინფორმაციის დადასტურებას ხვალ ელიან

სულ მალე, ფრანგი ნახევარმცველი ტრანსფერს დათანხმდება.

დღეს, 14:09

პრაქტიკულად შეთანხმებულია - პსჟ-მ პირველი ტრანსფერი შეათანხმა

თომას ტუხელის გუნდი ესპანელ შემტევ ნახევარმცველს იმატებს.

დღეს, 14:05

იგუაინს არც სარის მოსვლამ უშველა - იუვენტუსი არგენტინელს იშორებს

„იუვენტუსს“ გონსალო იგუაინის თაობაზე შემოთავაზებები ჯერ არ მიუღია.

დღეს, 14:01

კოპა ამერიკას ერთადერთი გუნდი, რომელიც მეოთხედფინალში მოგების გარეშე გავიდა

პარაგვაი მეოთხედფინალში ჯგუფში ვერც ერთი მატჩის ვერ მოგების მიუხედავად გავიდა.

დღეს, 13:05

კოპა ამერიკა 2019 - ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია: ვინ ვის შევხდება და როდის?

სამხრეთ ამერიკის პირველობის ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა.

დღეს, 12:59

სევილიას კაპიტნის სამკლაურზე რეიესის და პუერტას გვარები ეწერება

კლუბი თავის აღზრდილ გარდაცვლილ ფეხბურთელებს პატივს მიაგებს.

დღეს, 12:36

კოუტინიო: "პრესაში რაც იწერება ტყუილია, მაგრამ ის, რომ არ ვიცი, ხვალ რა მელის - სიმართლეა"

ბრაზილიის ნაკრების და „ბარსელონას“ ნახევარმცველმა საკუთარ მომავალზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

დღეს, 12:31

დანი ალვეში შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს

ბრაზილიელმა განაპირა მცველმა კარიერა შესაძლოა სერია ა-ში გააგრძელოს.

დღეს, 12:23

ვისი ჩართვა სურს პსჟ-ს მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერში?

„პარი სენ-ჟერმენმა“ სერბ ნახევარმცველს დაუმიზნა.

დღეს, 12:14

სატრანსფერო ომი იუვენტუსსა და ნაპოლის შორის

„ნაპოლისა“ და „იუვენტუსს“ შორის ბრძოლა არამხოლოდ სერია ა-ს ფარგლებში მიმდინარეობს.

დღეს, 11:07

ვინ არის ტიბო კურტუას ახალი თვალისმომჭრელი შეყვარებული? [ფოტოები]

მადრიდის „რეალის“ ბელგიელი მეკარე, ტიბო კურტუა, იბიცაზე, იტალიელ მოდელთან ერთად შენიშნეს.

დღეს, 10:59

რეალი ნაპოლის ესპანელი ნახევარმცველით კვლავ დაინტერესდა

მადრიდის „რეალი“ „ნაპოლის“ ესპანელი ნახევამცველით ინტერესდება.

დღეს, 10:50

პრომესი: "შემდეგი ნაბიჯის გადადგმას ასე სწრაფად არ ვაპირებდი, მაგრამ..."

„აიაქსის“ ახალწვეულმა ჰოლანდიაში გადაბარგების შეგრძნებები გაგვიზიარა.

დღეს, 10:46

კურიოზი: სუარესი პენალტს იმის გამო ითხოვდა, რომ მეკარემ ბურთი ხელით მოიგერია [VIDEO]

კოპა ამერიკას ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში კურიოზული ეპიზოდი დაფიქსირდა.

დღეს, 10:41

მანე: "ალბათ, ერთადერთი ფეხბურთელი ვარ, ვინც PlayStation-ის თამაში არ იცის"

„ლივერპულის“ სენეგალელი შემტევის თქმით, მასზე პოპულარულობამ არანაირად არ იმოქმედა.

დღეს, 10:35

ჯერარდი: "როდესაც ლივერპულში თამაში შევწყვიტე, ჩემს ცხოვრებაში სიცარიელემ დაისადგურა"

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ მშობლიური კლუბიდან წასვლა გაიხსენა.

დღეს, 10:29

მიზეზი, რის გამოც სანემ ბაიერნი იუარა - ფეხბურთელი განაწყენებულია

ლეროი სანემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 10:22

მესი: "ყველა მინდორი, რომელზეც ვითამაშეთ, საშინელ მდგომარეობაში იყო"

არგენტინის ნაკრების ლიდერმა, ლიონელ მესიმ, ბრაზილიის სტადიონებზე მოედნის საფარი გააკრიტიკა.

დღეს, 10:17

მესი: "არგენტინის ნაკრებისთვის კოპა ამერიკა ახლა იწყება"

კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინის ნაკრებმა ყატარი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

დღეს, 03:58

მანე: "ჩემპიონთა ლიგის თასს აფრიკის თასში გავცვლიდი"

მიმდინარეობს აფრიკის თასის გათამაშება, სადაც სენეგალის ნაკრებიც თამაშობს, სადიო მანესთან ერთად.

დღეს, 03:55

ვან გაალი: "მესიმ თავის თავს უნდა ჰკითხოს, რატომ ვერ მოიგო უფრო მეტი ჩემპიონთა ლიგა"

ჰოლანდიელი სპეციალისტი ლუი ვან გაალი "ბარსელონას" ლიდერზე, ლეო მესიზე საუბრობს.

დღეს, 03:52

იუვენტუსმა რაბიოსთან შეათანხმა

ტურინის "იუვენტუსმა" რაბიოსთან უკვე შეათანხმა, საინტერესოა, რა ბედი ელის მატიას დე ლიხტს.

დღეს, 03:46

პსჟ სერია ა-ს ერთ–ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს იმატებს

გავლენიანი იტალიური გამოცემების ცნობით, "პსჟ" მზადაა სერია ა-ს ერთ–ერთი გამორჩეული ფეხბურთელი დაიმატოს.

დღეს, 03:44

სუარსი ბარსელონადან სელტაში გადადის

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი დენის სუარესი "სელტაში" გადასვლას აპირებს.

დღეს, 03:41

"ზიდანთან არ მისაუბრია", - ხამესმა თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა

იტალიური პრესის ცნობით, ხამეს როდრიგესი შემდეგ სეზონს იტალიურ "ნაპოლიში" გაატარებს.

დღეს, 03:36

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10