Goal.Ge

ზუსტად 5 წლის წინ - მადრიდმა ევროპული ფეხბურთის დედაქალაქის სტატუსი დაიბრუნა


ზუსტად 5 წლის წინ - მადრიდმა ევროპული ფეხბურთის დედაქალაქის სტატუსი დაიბრუნა

2014 წლის 24 მაისი, ლისაბონი - ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მთავარი შეხვედრა გამორჩეული რამდენიმე მიზეზის გამო იყო. პირველი: 12-წლიანი პაუზის შემდეგ, ერთ-ერთ მთავარ როლში მადრიდის "რეალი" აღმოჩნდა.

მეორე: "სამეფო კლუბმა" 24 მაისს თასი ერთხელ უკვე აღმართა (2000 წელს, "ვალენსიასთან"). მესამე: "ბლანკოსს" დაუპირისპირდა მეზობელი "ატლეტიკო", ანუ პირველად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, გამარჯვებულის ვინაობას ერთი ქალაქის წარმომადგენლები წყვეტდნენ.

ზუსტად 5 წლის წინ - მადრიდმა ევროპული ფეხბურთის დედაქალაქის სტატუსი დაიბრუნა

დიახ, თუ აქამდე ორიგინალურად ერთი ქვეყნის ბინადრების ბრძოლა ითვლებოდა, ესპანეთის დედაქალაქელებმა უფრო ღრმად შეტოპეს. მოვლენების მსგავსს განვითარებას არავინ ელოდა, განსაკუთრებით ეს "როხიბლანკოზე" ითქმის.

2014 წლისთვის "ინდიელები" ჯერ კიდევ ანდერდოგებად ითვლებოდნენ, რომელთა მაქსიმუმი ევროპა ლიგის მოგება მოიაზრებოდა. რაც შეეხება "თეთრ-წითელთა" განვლილ გზას: წარმატებულად გადაგორებული უსუსტესი ჯგუფი ("ზენიტი", "პორტო", "აუსტრია"), შემდეგ კი "მილანის" უკანასკნელი აჩრდილის განადგურება.

ზუსტად 5 წლის წინ - მადრიდმა ევროპული ფეხბურთის დედაქალაქის სტატუსი დაიბრუნა

დიეგო სიმეონეს გუნდს სერიოზულად ჯერ კიდევ არავინ აღიქვამდა. გარდატეხა მოხდა 1/4 ფინალში, როდესაც "ატლეტიკომ" ბრძოლას "ბარსელონა" გამოთიშა. "ინდიელებმა" კატალონიელებს ჯერ კიდევ მრისხანე ჟოზე მოურინიოს ლონდონის "ჩელსიც" მიაყოლეს.

"როხიბლანკო" ევროპული ფეხბურთის ახალ სენსაციად იქცა, "თეთრ-წითლები" 1974 წლის შემდეგ ხომ ლიგის ფინალში არ ყოფილან. სიმეონემ შექმნა პროექტი, რომელიც დღემდე ეფექტურია. რაც შეეხება "რეალს", "სამეფო კლუბის" სირთულებიით სავსე გზა ცალკე აღნიშნვის თემაა.

ზუსტად 5 წლის წინ - მადრიდმა ევროპული ფეხბურთის დედაქალაქის სტატუსი დაიბრუნა

"ბლანკოსი" 2002 წლის შემდეგ, ფინალში არ უნახავთ. "ელ გალაქტიკოში" იდებოდა ასტრონომიული ფული, მოდიოდნენ ახალი ვარსკვლავები და ტოპ-მწვრთნელები, მაგრამ ამაოდ. "თეთრების" სრულფასოვანი რეანიმირება შეძლო ჩემპიონთა ლიგის მთავარმა ექსპერტმა: კარლო ანჩელოტიმ.

"რეალმა" თავის გზაზე ჯგუფში ჩატოვა ტურინის "იუვენტუსი", შემდეგ კი მიწასთან გაასწორა ბუნდესლიგა ("შალკე", "დორტმუნდი", "ბაიერნი"). რაც შეეხება უშუალოდ ფინალს, ის არნახულად დრამატული გამოდგა.

ზუსტად 5 წლის წინ - მადრიდმა ევროპული ფეხბურთის დედაქალაქის სტატუსი დაიბრუნა

მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად მოიაზრებოდა "სამეფო კლუბი", 57 წუთის განმავლობაში ტიტულთან ახლოს "ატლეტიკო" იმყოფებოდა. "ინდიელებმა" გოდინის ეფექტურობისა და კასილასის უხეში შეცდომის წყალობით ანგარიში 36-ე წუთზე გახსნეს.

"ბლანკოსი" მთელი თამაშის განმავლობაში ცდილობდა "თეთრ-წითლების" კარების აღებას, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. შეხვედრის მთავარი ჰაილაითი: 93-ე წუთზე ჩამოწოდებული კუთხური. როდესაც "როხიბლანკოს" პირველი ისტორიული ტიტულისგან წამებიღა აშორებდა, სერხიო რამოსმა წონასწორობა აღადგინა.

ზუსტად 5 წლის წინ - მადრიდმა ევროპული ფეხბურთის დედაქალაქის სტატუსი დაიბრუნა

სიმეონე, ისევე როგორც მთელი საფეხბურთო სამყარო შოკში ჩავარდა - "გალაქტიკოსები" თამაშში დაბრუნდნენ. მატჩი გადავიდა დამატებით დროში, სადაც დომინირებდა უკვე ერთი გუნდი: "რეალი". "სამეფო კლუბმა" ბოლო 10 წუთში 3 გოლი გაიტანა და მეზობელი გაანადგურა.

"ბლანკოსი" მოგვიანებით წარმატებულ სვლას გაგრძელებს, მაგრამ უკვე ანჩელოტის გარეშე. მადრიდული დერბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში კიდევ ერთხელ განმეორდება, თუმცა ნაკლები დრამატიზმით. ეს ყველაფერი სულ სხვა ისტორიაა, "გალაქტიკოსების" მე-10 თასი კი სხვა.

გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, რეალი - ატლეტიკო 4:1


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

არგენტინის მომდევნო მატჩი თბილისის დროით გამთენიისას დაიწყება

2019 წლის კოპა ამერიკის გათამაშება ბრაზილიაში მიმდინარეობს.

გუშინ, 23:57

რომელი ჩემპიონატებია უეფას პირველ პოზიციებზე? - ლა ლიგა მაინც უკონკურენტოა

2018-2019 წლების სეზონი დასრულდა და UEFA-მ რეიტინგი საბოლოოდ შეაჯამა.

გუშინ, 23:49

"მბაპე რეალში?", - პსჟ-ს დირექტორმა ყველაფერს ფარდა ახადა

სავარაუდოა, რომ ზაფხულში საფრანგეთს ნეიმარი დატოვებს და "პსჟ" გუნდის კიდევ ერთ ლიდერს არ დათმობს.

გუშინ, 23:41

რა ღირს ნეიმარი დღეს?

2 წლის წინ, ნეიმარმა "ბარსელონა" დატოვა და "პარი სენ ჟერმენში" გადავიდა.

გუშინ, 23:38

5 გუნდი, სადაც შესაძლოა ნეიმარი გადავიდეს

"ნეიმარისთვის აქ მოსვლა არავის დაუძალებია", - ეს განცხადება "პარი სენ ჟერმენის" დირექტორმა, ნასერ ალ ხელაიფმა გააკეთა.

გუშინ, 23:34

კოუტინიო ბარსელონას ტოვებს - უარი მანჩესტერს

ცნობილი გამოცემა Sky Sports თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ფელიპე კოუტინიო ზაფხულში "ბარსელონას" დატოვებას გეგმავს.

გუშინ, 23:29

როცა 50 მილიონად ბისაკასაც ვერ ყიდულობ...

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Sky Sports თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "კრისტალ პალასმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უარი შეუთვალა.

გუშინ, 23:27

საქართველოს ნაკრებმა ფიჯი ბოლო წამზე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე დარჩა!

საქართველოს ნაკრებმა ფიჯი ბოლო წამზე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე დარჩა!

გუშინ, 22:29

16 წლის ტალანტი, რომლის შეძენაც რეალსა და ბარსელონას სურთ

სატრანსფერო ბაზარზე "რეალსა" და "ბარსელონას" შორის ბრძოლა იწყება.

გუშინ, 22:13

მთავარი პრობლემა, რომელიც პოგბას რეალში ტრანსფერს უშლის ხელს

"რეალი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ პოგბას შეძენითაა დაინტერესებული.

გუშინ, 22:08

TOP 10: ყველაზე ბოროტმოქმედი პირები სპორტიდან ESPN-ის ვერსიით

ESPN-მ სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო რეიტინგი გამოაქვეყნა.

გუშინ, 22:03

გასვლის რეალური შანსი: ჩიხურას 5 სავარაუდო მეტოქე ევროპა ლიგაზე

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში საჩხერის "ჩიხურას" შედარებით მარტივი მეტოქეები შეხვდა.

გუშინ, 21:50

ჩელსიმ ლამპარდსა და დერბის შეთავაზება გაუმზადა

"ჩელსი" "დერბის" მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის მიწვევას გეგმავს.

გუშინ, 21:46

ტორპედოს სავარაუდო მეტოქეები ევროპა ლიგაზე

ცნობილია იმ 5 გუნდის ვინაობა, რომლებიც შესაძლოა ქუთაისის "ტორპედოს" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდეს.

გუშინ, 21:46

ჩელსიმ ატლეტიკოსა და ბარსელონას პასუხი შეუთვალა - Sky Sports

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

გუშინ, 21:39

მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი შეთანხმდნენ!

"მანჩესტერ სიტი" და "იუვენტუსი" მცველ ჟოაო კანსელოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

გუშინ, 21:36

ევროპა ლიგაზე დინამო თბილისის 5 სავარაუდო მეტოქე ცნობილია

"დინამოს" სავარაუდო მეტოქეები ევროპა ლიგაზე.

გუშინ, 21:34

კენჭისყრის წინ: ჩემპიონთა ლიგაზე საბურთალოს 5 სავარაუდო მეტოქე ცნობილია

ხხვალ გაიმართება ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების წილისყრა.

გუშინ, 21:26

ტოტიმ რომადან წასვლის მიზეზები დაასახელა - ემოციური განცხადება

დღეს, 17 მაისს, "რომას" ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.

გუშინ, 20:53

კოუტინიო მანჩესტერ იუნაიტედში? - ყველაფერი გადაწყდა

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

გუშინ, 20:45

პსჟ-ს პრეზიდენტი: "ნეიმარისთვის კონტრაქტის გაფორმება არავის დაუძალებია"

"პსჟ"-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ გუნდის თავდამსხმელ ნეიმარზე ისაუბრა.

გუშინ, 20:40

იუვენტუსს სარის გადაბირება კაპიკები დაუჯდა

იტალიურ პრესაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება.

გუშინ, 20:34

შეთანხმება მიღწეულია - მატას მომავალი პრაქტიკულად გადაწყდა

მოგეხსენებათ, ხუან მატას "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის ვადა 1 ივლისს ეწურება.

გუშინ, 20:28

ბარსელონამ სემედუს მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

"ბარსელონას" მცველ ნელსონ სემედუსადმი ინტერესს "იუვენტუსი" და "ატლეტიკო" იჩენენ.

გუშინ, 20:25

ბეილი ბაიერნში? - უელსელის აგენტმა ყველაფერს ფარდა ახადა

აქამდე არსებული ინფორმაციით, "რეალის" თავდამსხმელი შესაძლოა "ბაიერნში" ვიხილოთ.

გუშინ, 20:21

ხვალ რეალი კიდევ ერთ ფეხბურთელს წარადგენს

"რეალის" ხელმძღვანელობამ მორიგი

გუშინ, 19:44

ზიდანი რეალიდან მორიგ ფეხბურთელს უშვებს - AS

დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს მადრიდის "რეალს" არაერთი ფეხბურთელი დატოვებს.

გუშინ, 19:37

ატლეტიკო საკუთარი სატრანსფერო რეკორდის დასამხობად ემზადება

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.

გუშინ, 19:31

ვიდალი ბარსელონას ტოვებს? - ჩილელმა ზღაპრული წინადადება მიიღო

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა ამ ზაფხულს შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 19:24

მანჩესტერმა ერერასა და პოგბას შემცვლელებს ბარსელონაში მიაგნო

ანდერ ერერას შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა პოლ პოგბაც დაკარგოს.

გუშინ, 19:21

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10