Goal.Ge

ზუსტად 14 წლის წინ - 21-ე საუკუნის ჯერჯერობით ყველაზე დრამატული და დაუჯერებელი ფინალი


ზუსტად 14 წლის წინ - 21-ე საუკუნის ჯერჯერობით ყველაზე დრამატული და დაუჯერებელი ფინალი

2005 წლის 25 მაისს საფეხბურთო სამყარომ 21-ე საუკუნის ჯერჯერობით ყველაზე დრამატული და წარმოუდგენელი ჩემპიონთა ლიგის ფინალი იხილა. გახსოვთ "მანჩესტერი" - "ბაიერნის" ლეგენდარული დუელი? "ლივერპულმა" და "მილანმა" უფრო ღრმად შეტოპეს.

საუკეთესოს ვინაობას ორ უკიდურესობაში მყოფი გუნდები არკვევდნენ. "როსონერი" - ყოველგვარი გადამეტების გარეშე, ძველი კონტინენტის უძლიერესი კლუბი, როგორც შედეგებით, ისე შემადგენლობითაც. "წითლები" - გუნდი, რომელიც ნამდვილ გამოცანად იქცა.

ზუსტად 14 წლის წინ - 21-ე საუკუნის ჯერჯერობით ყველაზე დრამატული და დაუჯერებელი ფინალი

აღსანიშნავია, რომ მერსისაიდელებს ფავორიტად არავინ აღიქვამდა და უნდა ითქვას, თავდაპირველად საამისო მიზეზი რეალურად არსებობდა, თანაც არაერთი. "სკაუზერები" არც ისე ძლიერი ჯგუფიდან "სენსაციურად" გავიდნენ.

თავად განსაჯეთ - ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი შეხვედრის 86-ე წუთამდე რაფაელ ბენიტესის გუნდი მესამე ადგილზე იმყოფებოდა. "ენფილდი" უკვე უეფას თასზე გადასვლისთვის ემზადებოდა, როდესაც სტივენ ჯერარდმა "ლივერპული" 1/8 ფინალში მაინც გაათრია.

ჯერარდის გადამწყვეტი გოლი ოლიმპიაკოსის კარში



"წითლებმა" სასურველი ანგარიშით დაამარცხეს პირდაპირი კონკურენტი - "ოლიმპიაკოსი". აღსანიშნავია, რომ პირველი ადგილის დაკავება მერსისაიდელებმა მაინც ვერ მოახერხეს. პარალელურად პრემიერ ლიგაში "სკაუზერები" ძალიან კოჭლობდნენ და 4-ეულში შესვლას ვერ ახერხებდნენ, ამის შესახებ მოგვიანებით.

სწორედ ამიტომ არ აღიქვამდნენ ბენიტესის გუნდს სერიოზულად. მდგომარეობა არც ლევერკუზენის "ბაიერის" დამარცხების შემდეგ შეიცვალა. გარდატეხა შედგა 1/8 ფინალში, როდესაც "ენფილდზე" დაეცა ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი: ტურინის "იუვენტუსი".

ლივერპული - იუვენტუსი 2:1



"ლივერპულმა" კიდევ უფრო შესუსტებული შემადგენლობით მრისხანე მოწინააღმდეგე პირწმინდად დაჩაგრა. "ბებერი ქალბატონის" ბარიერის დაძლევის შემდეგ, "წითლებმა" ბრძოლას გამოთიშეს იმ დროს ჯერ კიდევ ახალბედა ხელოვნური გრანდი: ლონდონის "ჩელსი".

აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში მერსისაიდელთა წარმატებაში უდიდესი როლი ლუის გარსიამ ითამაშა. ესპანელის გასროლა "ბიანკონერის" კარში იქცა კლასიკად, ისევე როგორც მისი გოლი-მოჩვენება "არისტოკრატებთან".

ლივერპული - ჩელსი 1:0



ასეთი იყო "სკაუზერების" გზა ფინალამდე. რაც შეეხება "მილანს", რონალდინიოს ერთ უსიამოვნო გარღვევას თუ არ ჩავთვლით, "როსონერის" ჯგუფში პრობლემა არ ჰქონია. შედეგად, პირველი ადგილი, სრულიად დამსახურებულად.

ბენიტესის გუნდთან დაჯახებამდე, "შავ-წითლებმა" ფავორიტის სტატუსში აჯობეს "მანჩესტერს", "ინტერსა" და "პსვ"-ს. ვერ ვიტყვით, რომ ლომბარდიელთა გზაზე რაიმე განსაკუთრებული ხდებოდა, "ნერიაძურის" აჯანყებულ ქომაგებს თუ არ ჩავთვლით, ანჩელოტის კოლექტივი უბრალოდ თავის მრისხანებას ამტკიცებდა.

ზუსტად 14 წლის წინ - 21-ე საუკუნის ჯერჯერობით ყველაზე დრამატული და დაუჯერებელი ფინალი

დიახ, კახა კალაძე ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი იყო. ქართველმა საერთო ჯამში მოედანზე გაატარა 363 წუთი, თუმცა ფინალში ჩვენი თანამემამულე სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, "მილანი" აშკარა ფავორიტის სტატუსით სარგებლობდა.

საკმარისია ერთმანეთს დაცვისა და თავდამსხმის ხაზი შევადაროთ. "როსონერის" უკანა ხაზი - მალდინი, კაფუ, ნესტა სტამი; შეტევა - შევჩენკო, კაკა, კრესპო. "ლივერპულის" დაცვა - კარაგერი, ჰიუპია, ფინანი, ტრაორე; წინა ხაზი - გარსია, ბაროში, კიუელი.

ზუსტად 14 წლის წინ - 21-ე საუკუნის ჯერჯერობით ყველაზე დრამატული და დაუჯერებელი ფინალი

ერთი სიტყვით, კლასში სხვაობას მხოლოდ უსინათლო თუ ვერ შეამჩნევდა. "შავ-წითლები" თავიანთი ოსტატობის დემონსტრირებას შეხვედრის დებიუტშივე შეუდგნენ და 47-ე წამზე ანგარიში უკვე 1:0 იყო. პირველი ტაიმის ბოლოსთვის კი მერსისაიდელები დარბეულების როლში აღმოჩნდნენ (3:0).

არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ლომბარდიელები ჩემპიონთა ლიგას მეშვიდედ დაეუფლებოდნენ. ბევრმა ტელევიზორი გამორთო და ზოგი სტადიონიდანაც კი წავიდა. ამ ადამიანებმა დაუშვეს ფატალური ჩეცდომა, რადგან "წითლების" სასწაული ვერ იხილეს.

ზუსტად 14 წლის წინ - 21-ე საუკუნის ჯერჯერობით ყველაზე დრამატული და დაუჯერებელი ფინალი

შეხვედრის მეორე ნახევარი აღმოჩნდა პირველის სრული ანტონიმი - "სკაუზერებმა" გამოიღვიძეს და ანჩელოტის გუნდის სამ-ბურთიანი უპირატესობა ექვს წუთში გააბათილეს. 60-ე წუთისთვის ტაბლოზე უკვე 3:3 ციმციმებდა.

მილანელთა მორალურ განადგურებაზე ლაპარაკს აზრიც არ აქვს, ყველაფერი ისეთაც ნათელი იყო. რაც შეეხებათ ბენიტესის ბიჭებს, დომინანტების როლში ამჯერად სწორედ ისინი აღმოჩნდნენ. მატჩის დარჩენილი ნაწილი და დამატებითი დრო "ლივერპულის" კარნახით წარიმართა.

ზუსტად 14 წლის წინ - 21-ე საუკუნის ჯერჯერობით ყველაზე დრამატული და დაუჯერებელი ფინალი

პენალტების სერიაში კი იერჯი დუდეკმა "როსონერის" გაუბედურებული წევრები კიდევ უფრო დიდ ლუზერებად აქცია. "წითლებმა" შეუძლებელი შეძლეს და 99%-ით წაგებული მატჩი შემოატრიალეს. აღსანიშნავია, რომ ორი წლის შემდეგ ლომბარდიელები აიღებენ რევანშს, მაგრამ ნაკლები ეფექტურობით.

გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, მილანი - ლივერპული 3:3 (პენ. 2:3)


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დიდი საჩუქარი რაგბის გულშემატკივარს!

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

20-09-2019, 21:42

"ამაზე ვოცნებობ", - ხავი ბარსელონაში დაბრუნებაზე ალაპარაკდა

"ბარსელონას" ექს-ნახევარმცველი, ხავი ერნანდესი კატალონიურ გრანდში დაბრუნებაზე ალაპარაკდა.

დღეს, 22:23

ლუკა ზარანდიას საგოლე გადაცემა გენტის წინააღმდეგ [VIDEO]

ლუკა ზარანდიას საგოლე გადაცემა გენტის წინააღმდეგ [VIDEO]

დღეს, 22:16

ქულები კვლავ დაიკარგა - დორტმუნდმა აინტრახტს ვერ მოუგო [VIDEO]

ბუნდესლიგის მე-5 ტურის ეგიდით, "დორტმუნდი" ფრანკფურტის "აინტრახტს" ეწვია.

დღეს, 22:00

ვაკო გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატში გაიტანა [VIDEO]

პოლონეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში "ლეგია" "კრაკოვიას" ესტუმრა და მეტოქე 1:2 დაამარცხა.

დღეს, 21:46

გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრანპრი მოიგო

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრანპრი მოიგო.

დღეს, 21:38

კაცნაკლულმა არსენალმა ასტონ ვილასთან საოცარი მატჩი მოიგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-6 ტურის ეგიდით, "არსენალმა" "ემირეიტსზე" "ასტონ ვილას" უმასპინძლა.

დღეს, 21:32

ზედიზედ მე-6 გამარჯვება! - ლივერპულმა სტუმრად ჩელსის მოუგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-6 ტურის ეგიდით, "ჩელსიმ" "სტემფორდ ბრიჯზე" "ლივერპულს" უმასპინძლა.

დღეს, 21:25

ხავი: "მესის შეუძლია ფანტასტიკური მცველი იყოს"

"ბარსელონას" ექს-ნახევარმცველმა, ხავი ერნანდესმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:17

მოურინიო: "მანჩესტერისთვის ჩლ-ზე დაბრუნება დიდი მიღწევა იქნებოდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:12

ნოიერმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

"ბაიერნის" გოლკიპერმა, მანუელ ნოიერმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 21:06

შეხვედრა დაგეგმილია - რა ბედი ელის პოგბას?

"მანჩესტერ იუნაიტედი" უახლოეს კვირებში მინო რაიოლას შეხვდება, ნახევარმცველ პოლ პოგბას აგენტს.

დღეს, 21:06

იუვენტუსმა დიბალას გაყიდვა გადაწყვიტა, მიზეზი - რონალდუ

"იუვენტუსი" ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე თავდამსხმელ პაულო დიბალას გაყიდვას ეცდება.

დღეს, 20:32

ბარსელონაში ვალვერდეს დღეები დათვლილია

"ბარსელონას" არაერთმა ფეხბურთელმა მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდესადმი ნდობა დაკარგა.

დღეს, 20:27

ტალანტი, რომლის შეძენაც ექვს ევროპულ კლუბს სურს

"ბოკა ხუნიორსის" ნახევარმცველ აგუსტინ ალმენდრას შეძენა ერთდროულად რამდენიმე ტოპ-კლუბს სურს.

დღეს, 20:20

საქართველო მსოფლიო თასს უძლიერესი უელსის წინააღმდეგ იწყებს [პრევიუ]

მსოფლიო თასის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა "ტოიოტა სთედიუმზე" გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები უელსს დაუპირისპირდება.

დღეს, 20:17

ფატის არა ესპანეთის, არამედ პორტუგალიის ნაკრებში თამაში სურდა

ბორი ფატიმ, "ბარსელონას" 16 წლის თავდამსხმელ ანსუ ფატის მამამ, საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:15

გვარდიოლას მეუღლე ესპანეთში დაბრუნდა, მიზეზი ცნობილია

კრისტინა გვარდიოლა, "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მეუღლე, ესპანეთში დაბრუნდა.

დღეს, 20:04

ნაპოლიმ სტუმრად ლეჩე გაანადგურა [VIDEO]

სერია ა-ს მე-4 ტურში "ნაპოლიმ" "ლეჩე" 1:4 გაანადგურა.

დღეს, 19:00

მორიგი ფეხის დაცდენა - მანჩესტერი ვესტ ჰემთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-6 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად "ვესტ ჰემთან" დამარცხდა.

დღეს, 18:54

მხოლოდ მეოთხე ფეხბურთელი ისტორიაში - კოუტინიოს მიღწევა

„ბაიერნში“ განათხოვრებული „ბარსელონას“ შემტევი, ფილიპე კოუტინიო, „კიოლნთან“ მატჩში გატანილი გოლით ისტორიაში შევიდა.

დღეს, 17:16

ბექა ლომთაძემ ფინალში რუსი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა!

ყაზახეთში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში, სადაც ქართველები წარმატებით გამოდიან.

დღეს, 17:16

"რაღაც უცნაური ხდება", - ბარსელონაში სიტუაცია ირევა

ESPN იტყობინება, რომ „ბარსელონას“ არაერთი ფეხბურთელი ერნესტო ვალვერდესადმი ნდობას კარგავს.

დღეს, 16:30

ჩემბერლენი: "სალაჰი არ ღორობს? გაგიჟდით? სადიო მანეს მაინც ჰკითხეთ"

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა, მოჰამედ სალაჰზე იხუმრა.

დღეს, 14:57

სევილია - რეალი: ბუკმეიკერებმა მიზერული ფავორიტი დაასახელეს

დღეს, ლა ლიგის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს „სევილია“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდებიან.

დღეს, 14:51

კონტე: "ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობამ მილანური დერბი მოგვაგებინა"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა „დერბი დელა მადონინას“ მოგების შემდეგ, მატჩი შეაფასა.

დღეს, 14:46

სარი: "ბევრი ცვლილების გამო ბალანსი დავკარგეთ"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, „ვერონასთან“ გამარჯვება (2:1) შეაფასა.

დღეს, 13:50

ბალოტელი: "ასეთი წონა ბოლოს მანჩესტერ სიტიში მქონდა"

იტალიური „ბრეშიას“ თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ, აღნიშნა, რომ ძალიან კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება.

დღეს, 13:36

"წაგება ფეხბურთის ნაწილია", - გვარდიოლა 8:0-ს მოგების შემდეგ

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, „უოტფორდის“ 8:0 დამარცხება შეაფასა.

დღეს, 11:38

მარტიდან უმუშევარი სოლარი სამსახურს 2020-ში დაუბრუნდება?

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, სანტი სოლარიმ, შესაძლოა დევიდ ბექჰემის გუნდი „ჩაიბაროს.

დღეს, 11:34

ყველა სიახლე