» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ბარსელონა ენფილდზე განცდილი კატასტროფის დავიწყებას ზედიზედ მეხუთე თასით შეეცდება


ბარსელონა ენფილდზე განცდილი კატასტროფის დავიწყებას ზედიზედ მეხუთე თასით შეეცდება

ესპანურ სეზონს ოფიციალურად სამეფო თასის ფინალი დახურავს, რომელშიც ერთმანეთს "ბარსელონა" და "ვალენსია" დაუპირისპირდებიან.

მატჩი "ბეტისის" სტადიონზე, "ბენიტო ვილიამარინზე", თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

აშკარაა, რომ მატჩის ფავორიტი ტურნირის მოქმედი მფლობელი, "ბარსელონაა", მაგრამ მატჩის დაწყებამდე "ვალენსიას" ჩამოწერა არ ივარგებს. საფეხბურთო ისტორიას ბევრი შემთხვევა ახსოვს, როდესაც "ანდერდოგი" ერთ კონკრეტულ შეხვედრაზე ისე განეწყობოდა, რომ ნამდვილ სასწაულსაც გვთავაზობდა.

"ვალენსიამ" სეზონი საშინლად დაიწყო და მარსელინო ფაქტობრივად გათავისუფლებისგან ერთ ნაბიჯში იყო, მაგრამ სეზონის 100%-ით გადარჩენა მოხერხდა. გარდა იმისა, რომ "ღამურებმა" სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი დაიკავეს და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ, გუნდმა ასევე ევროპა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა და სამეფო თასის ფინალშიც გავიდა. განურჩევლად "ბარსელონასთან" ნაჩვენები შედეგისა, კლუბისთვის ეს სეზონი მაინც წარმატებულად ჩაითვლება.

ბარსელონა ენფილდზე განცდილი კატასტროფის დავიწყებას ზედიზედ მეხუთე თასით შეეცდება

რაც შეეხება "ბარსელონას", გუნდმა მორიგი უცნაური სეზონი ჩაატარა. ჩემპიონები გახდნენ, მაგრამ კვლავ შერცხვნენ ჩემპიონთა ლიგაზე და არსებობს მოსაზრება, რომ "ენფილდზე" განცდილ დამცირებას გუნდი თასის მოგებითაც კი ვერ დაივიწყებს.

კატალონიელთა ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს, მხარს სახალხოდ უჭერს. თუმცა, ბევრი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ თასის მოგების გამო ხდება, ფინალის წაგება კი - მწვრთნელის შეცვლის იდეალური ვარიანტი იქნება.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს - ეს ორი გუნდი ამ სეზონში ერთმანეთს ორჯერ შეხვდა და ორივე მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1 "მესტალიაზე" და 2:2 "კამპ ნოუზე". კაატლონიელები მატჩს გაუძღვებიან და ტერიტორიულ უპირატესობასაც მოიპოვებენ, ნომინალური სტუმრები საკუთარ შანსს კონტრშეტევებზე დაუცდიან.

ისევ და ისევ, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ლეო მესიზეც, რომელმაც გუშინ 2015 წლის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა და არ დამალა, რომ ერთადერთი, რაც თავში უტრიალებს, "ენფილდზე" განცდილი წაგებაა: "ოქროს ბუცი? სიმართლე გითხრათ, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, ერთადერთი, რაც თავში მიტრიალებს, განცდილი წაგებაა." არგენტინელმა ეს მარცხი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში განცდილ წაგებასაც კი გაუტოლა, მოყენებული ტკივილის მხრივ.

თუ მესი თავის თამაშს იპოვის, არ აქვს მნიშვნელობა, რა ტაქტიკურ მონახაზს მოიფიქრებს მარსელინო და როგორი იქნება მისი სამოტივაციო სიტყვები - მოტივირებული და კარგ ფორმაში მყოფი მესი ტაქტიკაზე მაღლა დგება, თანაც, თითქმის ყოველთვის.

"ბარსელონამ" დაადასტურა, რომ გუნდს ფინალში ძირითადი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ვერ დაეხმარება. ტრავმის გამო შეხვედრას ლუის სუარესიც გამოტოვებს, რომელმაც მომჯობინება ვერ მოასწრო. საეჭვოა ასევე უსმან დემბელეს და არტურის მონაწილეობა. ბრაზილიელი ნახევარმცველის ნაცვლად, მატჩს ძირითადში, ალბათ, არტურო ვიდალი დაიწყებს.

"ვალენსიას" ერთადერთი დანაკლისი კი დენის ჩერიშევია, რომელიც დაზიანებას კარგა ხანია ებრძვის.

ფაქტები:


"ბარსელონა" კოპა დელ რეის ფინალს 41-დ ითამაშებს და ჯერჯეობით, გუნდს 30 ტიტული აქვს მოპოვებული, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. მოგების შემთხვევაში, კაატლონიელები თასს ზედიზედ მეხუთედ აწევენ.

უკანასკნელად, "ბლაუგრანამ" თასის ფინალი 2014 წელს, მადრიდის "რეალთან" წააგო (1:2).

"ვალენსია" ანგარიშზე კი 9 ფინალია, საიდანაც გუნდმა 7-ს მოგება მოახერხა. უკანასკნელი წარმატება კოპა დელ რეიზე 2008 წლით თარიღდება.

ფინალისაკენ მიმავალ გზაზე "ბარსელონამ" "კულტურალ ლეონესა" (ორი მატჩის ჯამში 5-1), "ლევანტე" (4-2), "სევილია" (6-3) და "რეალი" (4-1) ჩამოიტოვა. საინტერესოა, რომ "ლევანტესთან" და "სევილიასთან" გუნდმა პირველი მატჩები სტუმრად წააგო (2-1 და 2-0) თუმცა, საკუთარ მოედანზე ვალენსიელებს 3-0 მოუგო, სევილიელებს კი 6-1.

რაც შეეხება "ვალენსიას", გუნდმა ჯერ "ებრო" (3-1) ჩამოიტოვა, შემდეგ "ხიხონი" (4-2), "ხეტაფე" (3-2) და ფინალის მასპინძელი "ბეტისი" (3-2).

სავარაუდო შემადგენლობები:


"ბარსელონა": სილესენი - სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა - ბუსკეტსი, ვიდალი, რაკიტიჩი - მესი, მალკომი, კოუტინიო

"ვალენსია": დომენექი - ვასი, გაბრიელი, გარაი, გაია - კარლოს სოლერი, პარეხო, კონდოგბია - გუედეში, როდრიგო, გამეირო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ბეილი: "არასოდეს ვგეგმავდი ასეთ დონემდე მიღწევას, უბრალოდ საუთჰემპტონში თამაში მინდოდა"

"რეალის" შემტევმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა მოტივაციას აძლევდა საკუთარ თავს კარიერის მანძილზე.

დღეს, 13:49

"ლივერპული მანქანაა", - მბაპემ კლოპის გუნდი აქო და ადიდა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ განაცხადა, რომ ამ სეზონში "ლივერპულის" თამაშით მოიხიბლა.

დღეს, 13:36

საქმეში რამდენიმე კლუბია ჩართული, ხამესმა არჩევანი უკვე გააკეთა

დიდი ალბათობით, "რეალის" ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი ზაფხულში კლუბს დატოვებს.

დღეს, 13:29

მიზეზები, რომელთა გამოც იუვენტუსს პოგბას შეძენაში ეჭვი ეპარება

"მანჩესტერის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას "იუვენტუსში" ტრანსფერი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

დღეს, 12:53

"ორი მისაბაძი მაგალითი მყავს", - მბაპემ თავისი კუმირები დაასახელა

"პსჟ"-სა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ თავის კუმირებზე ისაუბრა.

დღეს, 12:48

"მისი დიდი გულშემატკივარი ვარ", - რობენმა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

"ბაიერნის" ექს-თავდამსხმელმა, არიენ რობენმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 12:37

ვარანი: "რეალს დიდი ხანია არ უთამაშია და ყველაფრის მოგება გვინდა"

"რეალის" ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა სეზონის განახლების მოლოდინებზე ისაუბრა.

დღეს, 12:31

"განადგურებული ვიყავი", - უილშირი ვან პერსის მანჩესტერში გადასვლას იხსენებს

"არსენალის" ექს-ნახევარმცველმა რობინ ვან პერსის "მანჩესტერ იუნაიტედში" წასვლა გაიხსენა.

დღეს, 11:50

ტიაგო სილვას კონტრაქტი იწურება, პსჟ-მ გადაწყვეტილება მიიღო

"პსჟ"-ს ცენტრალურ მცველს, ტიაგო სილვას ივნისის ბოლოს კონტრაქტის ვადა ეწურება.

დღეს, 11:40

რეალი ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ოფიციალურად აღარ დაადასტურებს

"რეალის" ხელმძღვანელობამ საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება MARCA.

დღეს, 11:20

კაბალიერომ კორონავირუსის გამო კანტეს შიშებზე ისაუბრა

"ჩელსის" გოლკიპერი, ვილი კაბალიერო თანაგუნდელ ნ'გოლო კანტეს მხარს უჭერს.

დღეს, 11:00

სოლსკიაერმა იგალოს მომავალზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი ოდიონ იგალოს მომავალზე ალაპარაკდა.

დღეს, 10:50

"დე ბრუინი შეიძლება წავიდეს", - მანჩესტერ სიტის ექს-ფეხბურთელი

"მანჩესტერ სიტის" ექს-მცველი, ჯოლეონ ლესკოტი კევინ დე ბრუინის მომავალზე საუბრობს.

დღეს, 10:40

აგენტი ტიაგო სილვას მომავალზე ალაპარაკდა

"პსჟ"-ს მცველის, ტიაგო სილვას აგენტი მიიჩნევს, რომ ბრაზილიელს შეუძლია კიდევ 5 წელიწადი ითამაშოს.

დღეს, 10:20

MARCA: კაზემიროს მომავალი გაირკვა

გავრცელებული ინფორმაციით, "რეალის" ნახევარმცველის, კაზემიროს მომავალი გადაწყდა.

დღეს, 10:00

დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმის ახალ სტადიონზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა [VIDEO]

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

დღეს, 05:11

არც მბაპე, არც ნეიმარი, არც კავანი - ვეტერანმა ბრაზილიელმა პსჟ-ს საუკეთესო მოთამაშე დაასახელა

ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პაულო ცეზარმა "პსჟ"-ს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

დღეს, 05:09

მბაპე: "ლივერპული მანქანაა"

თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი კილიან მბაპე "ლივერპულს" აქებს.

დღეს, 05:01

ფლიკმა გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა

მიუნხელელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ამ შეხვედრაში რეკორდიც დაამყარა.

დღეს, 04:58

მბაპე: "კარიერაში 2 რამის მოგება მსურს"

"პსჟ"-ს ფრანგი ლიდერი კილიან მბაპე თავის მიზნებზე საუბრობს და საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 04:56

როგორი იყო მონაკოს შემადგენლობა, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა?

ზუსტად 16 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს "მონაკო" და "პორტო" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 04:44

ფლიკი: "კარგია, რომ უკვე ჩემპიონობაზე საუბრობთ"

გუშინდელი მატჩის შემდეგ კომენტარი "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა გააკეთა.

დღეს, 03:42

დორტმუნდის მწვრთნელი: "ფრეს მაინც ვიმსახურებდით, ტიტულის მოგება გაჭირდება"

ტურის ცენტრალურ მატჩში მიუნხენის "ბაიერნმა" ზუსტად "დორტმუნდი" 0:1 დაამარცხა.

დღეს, 03:30

სერია ა-მ ჩემპიონატის განახლების თარიღი და მატჩები დაამტკიცა

სერია ა-მ სეზონის განახლებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:49

ზიდანმა რეინიერი უპრაქტიკობისგან იხსნა

„კასტილიას“ ახალგაზრდა შემტევი, რეინიერ ჟესუსი, მადრიდის „რეალის“ პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებს.

გუშინ, 23:45

"გამოიცანით, ვინ არის?", - გრიზმანმა ვარცხნილობა შეიცვალა [ფოტოები]

„ბარსელონას“ შემტევი, ანტუან გრიზმანი, ვარჯიშზე საინტერესო ვარცხნილობით გამოცხადდა.

გუშინ, 23:40

"ფეხბურთი მზად არ არის", - ბარსელონამ მესის ვარჯიშის ვიდეო გამოაქვეყნა [VIDEO]

„ბარსელონას“ პრესსამსახურმა ვარჯიშის ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რომელზეც ლიონელ მესი თავის შესაძლებლობებს დემონსტრირებს.

გუშინ, 23:36

კორონავირუსით დაინფიცირება პრემიერ ლიგის მორიგმა ფეხბურთელმა თავად დაადასტურა

ინგლისური „ბორნმუთის“ მეკარემ, არონ რემსდეილმა, კორონავირუსით დაინფიცირება თავადვე დაადასტურა.

გუშინ, 23:32

ლა ლიგამ დაადასტურა, თუ როგორ აპირებს უმაყურებლო სტადიონებზე სიჩუმის აღმოფხვრას

ესპანეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელობა, ტრიბუნებზე გულშემატკივართა არყოფნას ორიგინალურად შეავსებს.

გუშინ, 23:26

კიმიხი: "მატჩამდე გვითხრეს, რომ ბიურკის ასეთ რამ ახასიათებდა - კარიერის საუკეთესო გოლი გავიტანე"

„ბაიერნის“ მცველმა, ჯოშუა კიმიხმა, „ბორუსიასთან“ გატანილი ულამაზესი გოლი შეაფასა.

გუშინ, 23:21
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10