Goal.Ge

ზუსტად 16 წლის წინ - ქართველმა იტალიურ ფინალში ჩემპიონთა ლიგა მოიგო


ზუსტად 16 წლის წინ - ქართველმა იტალიურ ფინალში ჩემპიონთა ლიგა მოიგო

90-იანები - 21-ე საუკუნის დასაწყისი: სერია ა-ს დომინირების პერიოდი. ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე იმყოფებოდნენ კალჩოს წარმომადგენლები, რომელთა მოღვაწეობის პიკი 2003 წლით თარიღდება. სწორედ მაშინ შედგა დიდი ხნის წინ დაგეგმილი იტალიური ფინალი.

საუკეთესო გუნდის წოდებისთვის იბრძოდნენ "მილანი" და "იუვენტუსი". აღსანიშნავია, რომ ორივე კლუბის გზა სავსე იყო სირთულეებითა და მოულოდნელი შედეგებით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: "როსონერის" შემადგენლობაში ირიცხებოდა ქართველი მოთამაშე: კახა კალაძე.

ზუსტად 16 წლის წინ - ქართველმა იტალიურ ფინალში ჩემპიონთა ლიგა მოიგო

ჩვენი თანამემამულე "შავ-წითლების" ძირითადი შემადგენლობის სრულფასოვანი წევრი იყო, რომელმაც 17 შესაძლო შეხვედრიდან მონაწილეობა 13-ში მიიღო. "ჯვაროსნების" ყოფილმა კაპიტანმა ლომბარდიელებთან ერთად ჯგუფში ჩატოვა "ბაიერნი" და გაანადგურა "დეპორტივო".

ამის გარდა, კარლო ანჩელოტის გუნდს ვერ გაუძლო "დორტმუნდმა" და "აიაქსმა". ცნობისთვის, ამსტერდამელები 1/2 ფინალში გასვლის შანსს განმეორებითი შეხვედრის 90-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ. ინძაგი და ტომასონი რომ არა, "მილანს" 1/4 ფინალის შემდეგ ვეღარ ვიხილავდით.

მილანი - აიაქსი 3:2



"როსონერიმ" გააღწია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ოთხეულში, სადაც მას ელოდებოდა ორი თანამემამულე - "იუვენტუსი" და "ინტერი", მათთან ერთად კი მოქმედი ჩემპიონი: მადრიდის "რეალი". "შავ-წითლებს" ფინალის საგზურისთვის ბრძოლა მეზობლებთან მოუწიათ.

ისტორიაში პირველი დერბი დელა მადონინა ევროპაში ანჩელოტის შეგირდების გამარჯვებით დასრულდა. "მილანმა" "ნერიაძურის" მხოლოდ სტუმრად გატანილი ნომინალური გოლის წყალობით აჯობა. აღნიშნული ბურთის ავტორი გამოდგა ვინ, თუ არა ანდრეი შევჩენკო.

ზუსტად 16 წლის წინ - ქართველმა იტალიურ ფინალში ჩემპიონთა ლიგა მოიგო

პირველად 1995 წლის შემდეგ, "როსონერი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში აღმოჩნდა. რაც შეეხებათ ტურინელებს, არც ისე ძლიერი ორი ჯგუფური ეტაპის გადალახვით (დიახ, იმ დროს ტურნირის ფორმატი ითვალისწინებდა ორ ჯგუფურ ეტაპსა და შემდეგ 1/4 ფინალს), "ბებერმა ქალბატონმა" "ბარსელონასა" და "რეალს" აჯობა.

ორივე დუელი არნახულად დრამატული გამოდგა. კატალონიელებთან ბრძოლაში "ბიანკონერიმ" გამარჯვების გოლი გაიტანა დამატებული დროის 114-ე წუთზე, მადრიდელებთან კი "შავ-თეთრებმა" პაველ ნედვედის ოქროს ბურთის მომტანი გოლის წყალობით ქამბექი გამოადნეს.

იუვენტუსი - რეალი 3:1



აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ფინალი არც ისე სანახაობრივი გამოდგა. გულშემატკივარმა 120 წუთის განმავლობაში იხილა 25 დარტყმა, კარში მხოლოდ 8 და 0-ები ტაბლოზე. გამარჯვებული გამოვლინდა პენალტების სერიაში, რომელშიც მონაწილეობა კალაძემაც მიიღო.

ქართველმა თავისი შანსი სამწუხაროდ ვერ გამოიყენა, მაგრამ ამის მიუხედავად, თასი სწორედ "მილანმა" აღმართა. მადლობა შევჩენკოსა და დიდას. კახა გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი აღნიშნული ტიტულით. 4 წლის შემდეგ, კალაძის კოლექცია კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგის თასით შეივსება.

მილანი - იუვენტუსი 0:0 (პენ. 3:2)


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მანჩესტერ იუნაიტედმა ორი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ამოირჩია

მანკუნიანელებმა მთავარი სატრანსფერო სამიზნეები დაისახეს.

დღეს, 01:29

მისი უდიდებულესობა ჩემპიონთა ლიგა ასპარეზზე ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება

სამთვიანი პაუზის შემდეგ, ასპარეზზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება.

დღეს, 01:17

დე იონგი: "რა ვისწავლე ბარსელონაში? სამ კვირაში ცხრიანში ყუმბარისებული დარტყმების შესწავლა რთულია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა, კატალონიელთა საჩემპიონთალიგო მეტოქეებზე ისაუბრა.

დღეს, 00:54

ოფიციალურად: პსჟ-ს რეალთან სამივე ლიდერი გამოაკლდება

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი „რეალს“ ლიდერების გარეშე დაუპირისპირდება.

დღეს, 00:48

"ევროპაში საუკეთესოები ვერანაირად ვერ ვიქნებით", - კლოპმა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ გუნდის წოდება კონკურენტს მიაკუთვნა.

დღეს, 00:45

კასილასმა ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პროცესი

ლეგენდარულმა ესპანელმა გოლკიპერმა, იკერ კასილასმა, გაუზიარა პრესას, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პერიოდი ინფარქტის შემდეგ.

დღეს, 00:41

ლიორენტე: "ძალიან გაბრაზებული ვარ და შურისძიება მინდა"

„ნაპოლის“ ახალწვეულმა, ფერნანდო ლიორენტემ, „ლივერპულზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების გამო შურისძიებას აპირებს.

დღეს, 00:39

მბაპე: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი, კილიან მბაპე, იმედგაცრუებულია იმით, რომ თავის გუნდს „რეალთან“ მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

დღეს, 00:35

კლოპმა ლივერპული შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით დატოვოს - აგენტიც ალაპარაკდა

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდში მეხუთე სეზონი დაიწყო და სასტარტო 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა.

დღეს, 00:27

ფატი კიდევ ორ რეკორდთან არის ახლოს

"ბარსელონას" ვუნდერკინდი ანსუმანე ფატი კიდევ ორ რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 23:24

კოუტინიო: "ბაიერნი ბარსელონასა და ლივერპულზე მეტად ჰგავს ერთ ოჯახს"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 23:09

კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 23:00

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი: "ფირმინოს გაყიდვა მესისა და რონალდუს ფასადაც არ ღირს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმეინ ჯენასმა რობერტო ფირმინოზე ისაუბრა:

გუშინ, 22:47

როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

გუშინ, 22:36

ნეიმარი: "პსჟ-ს ქომაგებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:11

ნავასი: "რეალი უკვე წარსულშია"

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა კეილორ ნავასმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:59

დე ხეა: "მანჩესტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, დავიდ დე ხეამ პირველი კომენტარი გააკეთა:

გუშინ, 21:18

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა:

გუშინ, 21:03

კლოპის აგენტი: "იურგენი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს"

იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კორიცკემ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 20:51

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მინო რაიოლა მკაცრად გააკრიტიკა:

გუშინ, 20:38

ფატი ბარსელონას შესაძლოა 7 მატჩით დაემშვიდობოს

ანსუ ფატიმ შესაძლოა "ბარსელონას" უახლოესი შვიდი შეხვედრა გამოტოვოს.

გუშინ, 20:16

დე ბრუინი: "5-ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

გუშინ, 20:00

სენ-პიერი: "ფერგიუსონმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა"

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა ტონი ფერგიუსონზე ისაუბრა:

გუშინ, 19:49

ჰესკი: "ჯერარდმა და ლამპარდმა სამსახური კანის ფერის გამო მიიღეს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ საკმაოდ პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:38

ითამაშებს თუ არა მესი დორტმუნდთან? - ბარსას განაცხადი ცნობილია

"ბარსელონას" განაცხადი დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრისთვის ცნობილია.

გუშინ, 19:27

ოფიციალურად: დავიდ დე ხეას მომავალი გადაწყვეტილია

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურ საიტზე დავიდ დე ხეასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

გუშინ, 18:18

"14 დეკემბერი, დუბლინი", - მაკგრეგორმა დაბრუნება დააანონსა?

UFC-ს ნახევარმსუბუქი და მსუბუქი წონების ირლანდიელმა ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

გუშინ, 18:03

კოუტინიომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ დაეხმარა ბაიერნში ადაპტაციის გავლაში

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 17:12

1 მილიარდი ევრო! - მილანი შესაძლოა Louis Vuitton-მა იყიდოს

კომპანია Louis Vuitton Mo?t Hennessy-ის ჯგუფის პრეზიდენტი, ბერნარ არნო შესაძლოა "მილანის" ახალი მფლობელი გახდეს.

გუშინ, 17:06

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10