ავტორიზაცია

ევროპა ლიგაზე დინამოს, ტორპედოს და ჩიხურას მეტოქეები ცნობილია

ევროპა ლიგაზე დინამოს, ტორპედოს და ჩიხურას მეტოქეები ცნობილია
თარიღი 18 ივნ 2019, 17:51
რამდენიმე წუთის წინ, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დასრულდა.

წელს, ევროპა ლიგაზე ჩვენი ქვეყნის სახელს "დინამო თბილისი" "ჩიხურა" და "ტორპედო" დაიცავენ.

პირველი მატჩები 11 ივლისს გაიმართება, განმეორებით კი ზუსტად ერთ კვირაში.

"დინამო თბილისი" "ლა ფლორიტასა" და "ენგორდანს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, "ტორპედო" "ორდაბასს", "ჩიხურა" კი "ფოლას."