ავტორიზაცია

ევროპა ლიგაზე ტორპედოს და ჩიხურას საშინაო მატჩები ერთ დღეს აქვთ - სად ითამაშებენ გუნდები?

ევროპა ლიგაზე ტორპედოს და ჩიხურას საშინაო მატჩები ერთ დღეს აქვთ - სად ითამაშებენ გუნდები?
თარიღი 19 ივნ 2019, 00:58
დღეს გაიმართა ევროპა ლიგის წილისყრა, სადაც ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.

"დინამო თბილისი" "ლა ფლორიტასა" და "ენგორდანს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, "ტორპედო" "ორდაბასს", "ჩიხურა" კი "ფოლას."

ცნობილია, რომ პირველ შეხვედრას დინამოელები 11 ივლისს შინ გამართავენ, "ტორპედო" და "ჩიხურა" კი სტუმრად.

შესაბამისად, განმეორებით შეხვედრაში იმერული გუნდები ერთ დღეს ითამაშებენ.

წესით, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ორივე გუნდს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა ჩაეტარებინა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, რადგან მათი თამაშები ერთ დღეს ემთხვევა, 18 ივლისს, განმეორებით მატჩს "ჩიხურა" "დინამო არენაზე", "ტორპედო" კი მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავს.