ავტორიზაცია

ეროვნული ლიგა - მე-18 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგა - მე-18 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით
თარიღი 19 ივნ 2019, 02:14
გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

რუსთავი - დილა 2:1
საბურთალო - სიონი 2:1
ტორპედო - ჩიხურა 5:3
ლოკომოტივი - დინამო ბთ 1:0
დინამო თბ - ვიტ ჯორჯია 2:1

მიხეილ ალავიძე (დინამო ბათუმი): მიუხედავად მარცხისა, ბათუმელთა მეკარე კვლავ ბრწყინვალედ იდგა. "ლოკომოტივთან" მან რამდენიმე რთული სეივი გააკეთა, ბოლოს კი გუნდი მანაც ვერ გადაარჩინა.

ირაკლი კომახიძე (ლოკომოტივი): კომახიძე ბათუმთან მატჩში საკმაოდ აქტიური იყო. მარცხენა ფლანგზე ის შეტევებში ერთვებოდა და დაცვაშიც ნორმალურად გაისარჯა.

სანდრო გურეშიძე (ლოკომოტივი): გურეშიძემ ამ სეზონში ერთ–ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა და ბათუმთან სტაბილურად იდგა.

გიორგი ქიმაძე (ტორპედო): ჩიხურასთან მოგებულ მატჩში ქიმაძე ყველაზე სასარგებლო მოთამაშე იყო - დუბლი და საგოლე გადაცემა.

თორნიკე გორგიაშვილი (საბურთალო): ჭიაბრიშვილმა ძირითადში ადგილი გორგიაშვილს არგო, რომელმაც დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა და გოლიც გაიტანა.

პაატა კიტეიშვილი (რუსთავი): კიტეიშვილს წელს ბევრი სათამაში დრო არ ეძლევა ხოლმე, თუმცა ახალგაზრდა ნახევარმცველმა "დილასთან" თავისი შანსი გამოიყენა და გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ბიძინა მახარობლიძე (ჩიხურა): როცა "ჩიხურა" 4:0 აგებდა, მახარობლიძემ გუნდს ულიდერა და თავისი ყოფილი გუნდის კარში დუბლი გაიფორმა.

ლევან შენგელია (დინამო თბ): შენგელია "დინამოს" მხსნელად კიდევ ერთხელ მოევლინა. ბოლო წუთზე გუნდმა მისი სუპერ დარტყმით მოიგო.

გრიგოლ დოლიძე (ტორპედო): ვეტერანმა ტორპედოელმა "ჩიხურასთან" მატჩში 2 საგოლე გადაცემა და ერთი გოლი მიითვალა.

ნიკალაი ყიფიანი (რუსთავი): ყიფიანი ნელ-ნელა "რუსთავში" ფეხს იკიდებს. მან "დილას" დამარცხებაში თავისი წვლილი შეიტანა და გოლი გაიტანა.

ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი): სიხარულიძე ბათუმთან მატჩის გმირი გამოდგა. მან მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა და "ლოკომოტივს" მოაგებინა.

ეროვნული ლიგა - მე-18 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგა - მე-18 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით