Goal.Ge

მტრის ბანაკში გადასვლა, განრისხებული იუვეს ფანები და იკარდის გაშვება - კონტე დაინიშნა!


მტრის ბანაკში გადასვლა, განრისხებული იუვეს ფანები და იკარდის გაშვება - კონტე დაინიშნა!

როგორც მოგეხსენებათ, ანტონიო კონტე მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი გახდა. "ნერიაძურიმ" იტალიელი სპეციალისტის დანიშნვა მოკლე დროში განახორციელა. გუშინ, "შავ-ლურჯები" ლუჩანო სპალეტიმ დატოვა, დღეს, ლომბარდიელებს უკვე ახალი დამრიგებელი ჰყავთ.

ერთი შეხედვით, კონტეს "ჯუზეპე მეაცაზე" მოსვლა უცნაურია და ალოგიკურიც კი, ანტონიო ხომ სამაგალითო "იუვენტინო" იყო (ყოველ შემთხვევაში აქამდე). იტალიელმა ფეხბურთელობისას ტურინულ კლუბს 13 წელი დაუთმო. ის კაპიტნობდა "ბებერ ქალბატონს" და მისთვის ტიტულებს იგებდა.

მტრის ბანაკში გადასვლა, განრისხებული იუვეს ფანები და იკარდის გაშვება - კონტე დაინიშნა!

მწვრთნელობის პერიოდში კი აპენინელმა სახელი სწორედ "ბიანკონერიში" გაითქვა. "შავ-თეთრების" აღმასვლა კონტეს უკავშირდება. ანტონიომდე "იუვე" მე-7 ადგილს ვერ სცდებოდა, მისი დანიშნვის შემდეგ კი ტურინში გამარჯვებების სერიამ დაისადგურა.

თავად განსაჯეთ - ზედიზედ სამი სკუდეტო და ქვეყნის საუკეთესო გუნდის სახელის დაბრუნება. მასიმილიანო ალეგრიმ რეალურად უბრალოდ გააგრძელა კონტეს გზა. მოკლედ, ანტონიოს "ბებერი ქალბატონის" წინაშე დამსახურებები ნამდვილად აქვს.

მტრის ბანაკში გადასვლა, განრისხებული იუვეს ფანები და იკარდის გაშვება - კონტე დაინიშნა!

ისმის კითხვა - რა უნდა ასეთ ადამიანს მოსისხლე "ინტერნაციონალეში"? ეს იგივეა, რომ ხოსეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" შემდეგ, მადრიდის "რეალში" წავიდეს. წარმოიდგინეთ "ბარსელონას" გულშემატკივრების რეაქცია.

"ბიანკონერის" ქომაგები არნახულად განრისხებულები არიან, ისინი უკვე ითხოვენ იტალიელისთვის საჩემპიონო ვარსკვლავის ჩამორთმევას. 49 წლის სპეციალისტმა ძალიან კარგად იცოდა, თუ რაზე და სად მიდიოდა. როგორც ჩანს, მას "შავ-თეთრებისთვის" ზურგის შექცევის რეალური მიზეზი ჰქონდა.

მტრის ბანაკში გადასვლა, განრისხებული იუვეს ფანები და იკარდის გაშვება - კონტე დაინიშნა!

რაიმე კონფლიქტის შესახებ არაფერია ცნობილი, აპენინელის "იუვენტუსში" დაბრუნება უბრალოდ ვერ ან არ მოხერხდა. არადა ეს ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, ალეგრის წასვლის შემდეგ, ტურინელები მაღალი დონის სპეციალისტს ეძებენ.

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, "ბებერი ქალბატონის" მწვრთნელობას უწინასწარმეტყველებენ მაურიციო სარის და არა "ინტერნაციონალეს" ახალდანიშნულ დამრიგებელს. საეჭვოა, რომ მილანელთა ოფერს "ბიანკონერის" ვარიანტი დაეჩრდილა ან ლონდონის "ჩელსის" ამჟამინდელი მენეჯერი თავიდანვე პრიორიტეტული ყოფილიყო.

მტრის ბანაკში გადასვლა, განრისხებული იუვეს ფანები და იკარდის გაშვება - კონტე დაინიშნა!

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კონტესა და "იუვენტუსს" შორის შავმა კატამ გაირბინა. არაა გამორიცხული, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც წლების წინ მათი თანამშრომლობა შეწყდა. ახლა კი ტურინი გვერდზე გადავდოთ და ყურადღება "ნერიაძურის" დავუთმოთ.

როგორ აპირებს იტალიელი "შავ-ლურჯების" ფეხზე წამოყენებას? რა თქმა უნდა სიმკაცრითა და ერთსულოვნებით. ანტონიოსთვის მთავარი გუნდურობაა, ასე იყო "ბიანკონერიში", "სკუადრა აძურასა" და "ჩელსიშიც". სწორედ ამიტომ, აპენინელი ახლავე ითხოვს მაურო იკარდის გაშვებას.

მტრის ბანაკში გადასვლა, განრისხებული იუვეს ფანები და იკარდის გაშვება - კონტე დაინიშნა!

არგენტინელი ითვლებოდა ლომბარდიელთა კაპიტნად, ლიდერად და სიმბოლოდ, თუმცა ორ თვეში თავდამსხმელი "ჯუზეპე მეაცას" ყველაზე საძულველ პიროვნებად იქცა. სამხრეთ ამერიკელი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე, თუმცა მენტალური თვალსაზრისით იკარდი სირცხვილის ცრემლებს იწვევს.

არაა გამორიცხული, რომ მაუროს მიჰყვეს კიდევ ერთი მეამბოხე - რაჯა ნაინგოლანი. მიუხედავად იმისა, რომ ბელგიელი გამოსწორების გზას დაადგა, კონტეს შავ სიაში დიდი ალბათობით ის მაინც არის. რაც შეეხებათ მომსვლელებს, "ინტერი" არგენტინელი ფორვარდის ჩანაცვლებაზე უკვე მუშაობს.

მტრის ბანაკში გადასვლა, განრისხებული იუვეს ფანები და იკარდის გაშვება - კონტე დაინიშნა!

კანდიდატებს შორის არიან ლუკაკუ, ძეკო და საპატა. იმ შემთხვევაში, თუ მილანელები ივან პერიშიჩსაც დაემშვიდობებიან, მის ნაცვლად ფედერიკო კიეზა მოვა. ჯერჯერობით ასეთია "ნერიაძურის" გარშემო სატრანსფერო ციებ-ცხელება. ველოდებით ახალ სახელებს და მომავალ სეზონში როგორც იქნა სტაბილურ "ინტერს".

მტრის ბანაკში გადასვლა, განრისხებული იუვეს ფანები და იკარდის გაშვება - კონტე დაინიშნა!

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დიდი საჩუქარი რაგბის გულშემატკივარს!

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

20-09-2019, 21:42

"ამაზე ვოცნებობ", - ხავი ბარსელონაში დაბრუნებაზე ალაპარაკდა

"ბარსელონას" ექს-ნახევარმცველი, ხავი ერნანდესი კატალონიურ გრანდში დაბრუნებაზე ალაპარაკდა.

დღეს, 22:23

ლუკა ზარანდიას საგოლე გადაცემა გენტის წინააღმდეგ [VIDEO]

ლუკა ზარანდიას საგოლე გადაცემა გენტის წინააღმდეგ [VIDEO]

დღეს, 22:16

ქულები კვლავ დაიკარგა - დორტმუნდმა აინტრახტს ვერ მოუგო [VIDEO]

ბუნდესლიგის მე-5 ტურის ეგიდით, "დორტმუნდი" ფრანკფურტის "აინტრახტს" ეწვია.

დღეს, 22:00

ვაკო გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატში გაიტანა [VIDEO]

პოლონეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში "ლეგია" "კრაკოვიას" ესტუმრა და მეტოქე 1:2 დაამარცხა.

დღეს, 21:46

გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრანპრი მოიგო

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრანპრი მოიგო.

დღეს, 21:38

კაცნაკლულმა არსენალმა ასტონ ვილასთან საოცარი მატჩი მოიგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-6 ტურის ეგიდით, "არსენალმა" "ემირეიტსზე" "ასტონ ვილას" უმასპინძლა.

დღეს, 21:32

ზედიზედ მე-6 გამარჯვება! - ლივერპულმა სტუმრად ჩელსის მოუგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-6 ტურის ეგიდით, "ჩელსიმ" "სტემფორდ ბრიჯზე" "ლივერპულს" უმასპინძლა.

დღეს, 21:25

ხავი: "მესის შეუძლია ფანტასტიკური მცველი იყოს"

"ბარსელონას" ექს-ნახევარმცველმა, ხავი ერნანდესმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:17

მოურინიო: "მანჩესტერისთვის ჩლ-ზე დაბრუნება დიდი მიღწევა იქნებოდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:12

ნოიერმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

"ბაიერნის" გოლკიპერმა, მანუელ ნოიერმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 21:06

იუვენტუსმა დიბალას გაყიდვა გადაწყვიტა, მიზეზი - რონალდუ

"იუვენტუსი" ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე თავდამსხმელ პაულო დიბალას გაყიდვას ეცდება.

დღეს, 20:32

ბარსელონაში ვალვერდეს დღეები დათვლილია

"ბარსელონას" არაერთმა ფეხბურთელმა მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდესადმი ნდობა დაკარგა.

დღეს, 20:27

ტალანტი, რომლის შეძენაც ექვს ევროპულ კლუბს სურს

"ბოკა ხუნიორსის" ნახევარმცველ აგუსტინ ალმენდრას შეძენა ერთდროულად რამდენიმე ტოპ-კლუბს სურს.

დღეს, 20:20

საქართველო მსოფლიო თასს უძლიერესი უელსის წინააღმდეგ იწყებს [პრევიუ]

მსოფლიო თასის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა "ტოიოტა სთედიუმზე" გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები უელსს დაუპირისპირდება.

დღეს, 20:17

ფატის არა ესპანეთის, არამედ პორტუგალიის ნაკრებში თამაში სურდა

ბორი ფატიმ, "ბარსელონას" 16 წლის თავდამსხმელ ანსუ ფატის მამამ, საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:15

გვარდიოლას მეუღლე ესპანეთში დაბრუნდა, მიზეზი ცნობილია

კრისტინა გვარდიოლა, "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მეუღლე, ესპანეთში დაბრუნდა.

დღეს, 20:04

ნაპოლიმ სტუმრად ლეჩე გაანადგურა [VIDEO]

სერია ა-ს მე-4 ტურში "ნაპოლიმ" "ლეჩე" 1:4 გაანადგურა.

დღეს, 19:00

მორიგი ფეხის დაცდენა - მანჩესტერი ვესტ ჰემთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-6 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად "ვესტ ჰემთან" დამარცხდა.

დღეს, 18:54

მხოლოდ მეოთხე ფეხბურთელი ისტორიაში - კოუტინიოს მიღწევა

„ბაიერნში“ განათხოვრებული „ბარსელონას“ შემტევი, ფილიპე კოუტინიო, „კიოლნთან“ მატჩში გატანილი გოლით ისტორიაში შევიდა.

დღეს, 17:16

ბექა ლომთაძემ ფინალში რუსი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა!

ყაზახეთში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში, სადაც ქართველები წარმატებით გამოდიან.

დღეს, 17:16

"რაღაც უცნაური ხდება", - ბარსელონაში სიტუაცია ირევა

ESPN იტყობინება, რომ „ბარსელონას“ არაერთი ფეხბურთელი ერნესტო ვალვერდესადმი ნდობას კარგავს.

დღეს, 16:30

ჩემბერლენი: "სალაჰი არ ღორობს? გაგიჟდით? სადიო მანეს მაინც ჰკითხეთ"

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა, მოჰამედ სალაჰზე იხუმრა.

დღეს, 14:57

სევილია - რეალი: ბუკმეიკერებმა მიზერული ფავორიტი დაასახელეს

დღეს, ლა ლიგის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს „სევილია“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდებიან.

დღეს, 14:51

კონტე: "ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობამ მილანური დერბი მოგვაგებინა"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა „დერბი დელა მადონინას“ მოგების შემდეგ, მატჩი შეაფასა.

დღეს, 14:46

სარი: "ბევრი ცვლილების გამო ბალანსი დავკარგეთ"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, „ვერონასთან“ გამარჯვება (2:1) შეაფასა.

დღეს, 13:50

ბალოტელი: "ასეთი წონა ბოლოს მანჩესტერ სიტიში მქონდა"

იტალიური „ბრეშიას“ თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ, აღნიშნა, რომ ძალიან კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება.

დღეს, 13:36

"წაგება ფეხბურთის ნაწილია", - გვარდიოლა 8:0-ს მოგების შემდეგ

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, „უოტფორდის“ 8:0 დამარცხება შეაფასა.

დღეს, 11:38

მარტიდან უმუშევარი სოლარი სამსახურს 2020-ში დაუბრუნდება?

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, სანტი სოლარიმ, შესაძლოა დევიდ ბექჰემის გუნდი „ჩაიბაროს.

დღეს, 11:34

"გრანადას გაცილებით მეტის გატანა შეეძლო", - ვალვერდემ მარცხი შეაფასა

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, „გრანადასთან“ წაგება შეაფასა.

დღეს, 10:44

ყველა სიახლე