Goal.Ge

6 წლის წინ, კლოპი პოჩეტინოს როლში აღმოჩნდა - მსგავსება ორ პერიოდს შორის


6 წლის წინ, კლოპი პოჩეტინოს როლში აღმოჩნდა - მსგავსება ორ პერიოდს შორის

"ტოტენჰემის" გზა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ანომალიური და ეპიკურია. თავად განსაჯეთ, "ინტერის" "პსვ"-სთან სენსაციური ფეილი რომ არა, "ჰოტსპურს" ევროპა ლიგაზე ვიხილავდით. აქედან გამომდინარე, არ შედგებოდა 8-გოლიანი თრილერი "სიტისთან" და უკვე ლეგენდად ქცეული ქამბექი "აიაქსთან".

"დეზებმა" თავიანთი პერფომანსით გამოადნეს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სენსაცია, მაგრამ როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ექვსი წლის წინ, დაახლოებით იგივე მარშრუტი იურგენ კლოპის დორტმუნდის "ბორუსიამ" გამოიარა.

6 წლის წინ, კლოპი პოჩეტინოს როლში აღმოჩნდა - მსგავსება ორ პერიოდს შორის

2012 წლის ზაფხულში "ფუტკრებმა" დაკარგეს შინჯი კაგავა და მათი სატრანსფერო ბიუჯეტი მიზერულ 26 მილიონ ევროს შეადგენდა. რაც შეეხებათ "შავ-ყვითლების" მეტოქეებს: მოურინიოს "რეალი", ჯერ კიდევ გამოუცდელი "სიტი" და განწირული "აიაქსი".

ახლა კი გაიხსენეთ, ვინ დაამარცხეს ლონდონელებმა მიმდინარე სეზონში ფინალამდე. ვესტფალიელების გარდა, სიკვდილის ჯგუფს თავი მადრიდელებმაც დააღწიეს. მანჩესტერელები და ამსტერდამელები კი ბრძოლას გამოეთიშნენ (როგორი სიმბოლურია, არა?).

6 წლის წინ, კლოპი პოჩეტინოს როლში აღმოჩნდა - მსგავსება ორ პერიოდს შორის

"სპურსის" მსგავსად, სასწაულებს კლოპის ბიჭებიც ახდენდნენ. გაიხსენეთ შეხვედრა "მალაგასთან" (93-ე წუთზე მოპოვებული საგზური) და მიწასთან გასწორებული "სამეფო კლუბი" (ლევანდოვსკის პოკერი). ბოლოს კი მთავარი პარალელი: ფინალი.

"მამლების" მოწინააღმდეგე აღმოჩნდა მასზე უფრო მდიდარი და ტიტულოვანი თანამემამულე - "ლივერპული". "დორტმუნდისა" და "ბაიერნის" მიმართებაშიც იგივე პრინციპი მოქმედებდა. წელს, ფავორიტად "წითლები" მოიაზრებოდნენ, მაშინ, მიუნხენელები.

6 წლის წინ, კლოპი პოჩეტინოს როლში აღმოჩნდა - მსგავსება ორ პერიოდს შორის

ანდერდოგის როლში მყოფი კლოპი მაესტრო იუპ ჰაინკესთან დამარცხდა. ხალხი იძახდა, რომ "რეკორდმაისტერის" ჩემპიონობა გარდაუვალი იყო, "ბორუსიამ" კი ფინალში გასვლით თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს უკვე გადააბიჯა.

"ფუტკრები" უდიდესი პოტენციალის მქონე კოლექტივი იყო, მაგრამ "ბავარიას" მონოპოლიამ პერსპექტიული კლუბი გაანადგურა. რამდენიმე წლის შემდეგ, კლოპი წავიდა პრემიერ ლიგაში და შექმნა გარემო, რომელსაც წინ ვერავის უსაზღვრო ფინანსური შესაძლებლობები ვერ აღუდგა.

6 წლის წინ, კლოპი პოჩეტინოს როლში აღმოჩნდა - მსგავსება ორ პერიოდს შორის

პოჩეტინოს გუნდს "შავ-ყვითლების" ბედის გაზიარება არ უწერია (ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით). "ტოტენჰემს" არ ჰყავს თავისი "ბაიერნი" და ამასთან ერთად, "ჰოტსპური" წარმატებით "რეალის" შეტევებსაც კი იგერიებს. კეინი უკვე შენარჩუნებულია და ჰარის გზას ნელნელა ერიქსენიც ადგება.

წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა ვესტფალიაში ლევანდოვსკის, გიოტცესა და ჰუმელსის დარჩენის შემთხვევაში. კლოპის ბანდა განაგრძობდა პროგრესირებას და მომავალში ჩემპიონთა ლიგას აუცილებლად დაეუფლებოდა. ცუდი მხოლოდ ის არის, რომ იურგენის "ლივერპულს" დიდი ალბათობით ვერასდროს ვიხილავდით.

6 წლის წინ, კლოპი პოჩეტინოს როლში აღმოჩნდა - მსგავსება ორ პერიოდს შორის

ეს ყველაფერი მხოლოდ თეორიებია და სიმართლე ის არის, რომ სამი წაგებული ფინალის შემდეგ, გერმანელი სპეციალისტი თავის ევროთასს როგორც იქნა დაეუფლა. რაც შეეხება პოჩეტინოს, ვინ იცის, იქნებ 2025 წელს კლოპის როლში უკვე თავად არგენტინელი აღმოჩნდეს. საინტერესოა, ვინ მოირგებს მაურისიოს ამპლუას.

გავიხსენოთ კიდევ ერთხელ ჩემპიონთა ლიგის განვლილი ფინალი - ლივერპული-ტოტენჰემი 2:0


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სად გააგრძელებს კარიერას ალვეში? - ბრაზილიელს მსურველი უკვე ჰყავს

მოგეხსენებათ, აქამდე, დანი ალვეშმა "პარი სენ ჟერმენიდან" წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 21:15

ინსინიე და ალანი მიდიან? - ნაპოლის ოფიციალური განცხადება

აქამდე არსებული ინფორმაციით, ლორენცო ინსინიემ და ალანმა შესაძლოა ამ ზაფხულს "ნაპოლი" დატოვონ.

დღეს, 21:00

გურამ თუშიშვილმა ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა და ოქრო მოიგო!

მძიმე წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ასპარეზობა ტრიუმფით დაასრულა.

დღეს, 20:52

იუვენტუსმა შეთავაზება გაზარდა - რამდენს მიიღებს წლიურად დე ლიგტი?

"აიაქსის" ცენტრალური მცველი, მატეის დე ლიგტი ტურინის "იუვენტუსში" გადასვლასთან ახლოსაა.

დღეს, 20:45

ფეხბურთელი, რომელსაც პსჟ ალვეშის წასვლის შემდეგ ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

მოგეხსენებათ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ დანი ალვეშმა "პარი სენ ჟერმენი" დატოვა.

დღეს, 20:30

ლემარმა საკუთარ მომავალს ფარდა ახადა - ფრანგის მომავალი გადაწყვეტილია

"ატლეტიკოს" ნახევარმცველმა, ტომას ლემარმა საკუთარ მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:15

არსენალმა მთავარი სატრანსფერო სამიზნე შეარჩია - ვის შეიძენს ემერი?

ლონდონის "არსენალი" ამ ზაფხულს საკმაოდ საინტერესო ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს.

დღეს, 20:00

"ბედნიერი უნდა იყოს", - ტიაგო სილვა პსჟ-დან ნეიმარის შესაძლო წასვლას ეხმაურება

"პსჟ"-ს მცველმა, ტიაგო სილვამ თანაგუნდელ და თანამემამულე ნეიმარს ყველაფერი საუკეთესო უსურვა.

დღეს, 19:45

90 მლნ ევრო ცენტრალურ მცველში - სიტი ისტორიულ ტრანსფერს ამზადებს!

პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი" ამ ზაფხულს საკმაოდ ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

დღეს, 19:30

ლიპარტელიანი ფინალში რუს მეტოქესთან დამარცხდა და ვერცხლი აიღო

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა ასპარეზობა დაასრულა.

დღეს, 19:22

აიაქსის მორიგი ფეხბურთელი პსჟ-ს რადარზე - პარიზელები არ ისვენებენ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პსჟ" შემადგენლობის სერიოზულად გაძლიერებას გეგმავს.

დღეს, 19:15

ოფიციალურად: შეთანხმება მიღწეულია, სან სირო დაინგრევა

"მილანმა" და "ინტერმა" ახალი სტადიონის მშენებლობა დაადასტურეს.

დღეს, 19:06

ცნობილი გახდა, თუ რამდენი დატოვა ბერძნულ კურორტზე რონალდუმ "ჩაის" სახით

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ბერძნულ კურორტ კოსტა-ნავარინოზე დაისვენა.

დღეს, 19:00

დავით მუჯირი: "ამ ეტაპზე ქართულ კლუბებს არაფერი ემუქრებათ"

რუსული პრესა იუწყება, რომ უეფამ ქართული კლუბები ანტი-რუსული პროპაგანდის გამო უნდა დასაჯოს.

დღეს, 18:32

ჟორჟინიო იუვენტუსში? სარიმ გადაწყვეტილება მიიღო

მაურიციო სარის ტურინის "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ, ბევრს აინტერესებდა, წაიყვანდა თუ არა იტალიელი თავისთან ჟორჟინიოს.

დღეს, 17:53

ჯილარდინო: "ჯამპაოლოს ხელში პიონტეკი ერთ-ერთი საუკეთესო გახდება"

"მილანის" ყოფილმა თავდამსხმელმა ალბერტო ჯილარდინომ მარკო ჯამპაოლოზე ისაუბრა:

დღეს, 17:32

ლიპიმ სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ სერია ა-ში მოსალოდნელი სასკუდეტო ბრძოლა შეაფასა:

დღეს, 17:16

ნეიმარის პოგბაზე გაცვლა - რამდენად რეალურია ეს ტრანსფერი?

როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენის" დატოვების მომენტს მოუთმენლად ელის,

დღეს, 17:00

ვიდიჩმა ყველაზე უხერხული მეტოქე გაიხსენა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა ნემანია ვიდიჩმა დაასახელა ყველაზე უხერხული მეტოქე თავის კარიერაში:

დღეს, 16:51

იუვენტუსმა კუადრადოს ფასი დაადო

ცნობილი ფაქტია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტურინის "იუვენტუსს" რამდენიმე მოთამაშე დატოვებს.

დღეს, 16:36

UFC-ის პრეზიდენტი: "კონორი იჩხუბებს ახლა ან არასდროს"

UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაიტმა კონორ მაკგრეგორზე ისაუბრა:

დღეს, 16:22

მესის 10 საუკეთესო მატჩი არგენტინის ნაკრებში

დღეს, 24 ივნისს ლიონელ მესის დაბადების დღეა. ვულოცავთ არგენტინელ ლეგენდას და ვიხსენებთ ლეოს საუკეთესო მატჩებს ეროვნული გუნდის მაისურით.

დღეს, 15:57

იკარდის დუბლიორი, რომელიც სკალონის არგენტინაში ყველაზე შედეგიანია - ვინ არის ლაუტარო?

სამი წლის წინ, ევროპის მთავარ ტალანტების სასაფლაოზე, ანუ მილანის "ინტერში" მორიგი სამხრეთ ამერიკელი ვუნდერკინდი მოვიდა.

დღეს, 14:44

უეფას ოფიციალური პასუხი ქართული კლუბების შესაძლო დისკვალიფიკაციაზე

"უეფამ" საქართველოში მომხდარ ინციდენტებზე ოფიციალური კომენტარი გააკეთა.

დღეს, 14:17

მეკარე, რომლის ხილვაც სარის იუვენტუსში სურს

ტურინული გრანდის ახალი დამრიგებელი სატრანსფერო სამიზნეების შერჩევას განაგრძობს.

დღეს, 14:15

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთში პრობლემა ექნებათ?" - რუსი აგენტი ქართული გუნდების ჟესტს ეხმაურება

ცნობილ რუს აგენტს ალექსეი საფონოვს ჰკითხეს, შეექმნება თუ არა რუსეთში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს პრობლემები, ამ ამბების შემდეგ.

დღეს, 14:02

რეალის მორიგი ფეხბურთელი მილანის რადარზე

ბოლო პერიოდში, „როსონერის“ „სამეფო კლუბის“ არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს.

დღეს, 14:00

"ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს გოგონამ ნეიმარი გააუპატიურა და არა პირიქით", - ადვოკატი

გოგონას ადვოკატი, რომელიც ნეიმარს გაუპატიურებაში სდებს ბრალს, საკუთარი კლიენტის მდგომაროებაზე საუბრობს.

დღეს, 13:40

ხამესი: "ჯერაც არ ვიცი, სად ვითამაშებ"

მადრიდის „რეალის“ და კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 13:20

აიაქსმა სევილიას შემტევი გადაიბირა - De Telegraaf

„სევილიას“ შემტევი ნახევარმცველი, კვინსი პრომესი, კარიერას სამშობლოში გააგრძელებს.

დღეს, 13:00

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10