Goal.Ge

სევილიას სიმბოლო მადრიდული გვირგვინითა და ლონდონური თოფით - რეიესის 10 გამორჩეული მომენტი


სევილიას სიმბოლო მადრიდული გვირგვინითა და ლონდონური თოფით - რეიესის 10 გამორჩეული მომენტი

1 ივნისს საფეხბურთო სამყარო იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოლოდინში, თუმცა სპორტული ზეიმი დაჩრდილა საზარელმა და სამწუხარო ფაქტმა - ხოსე ანტონიო რეიესი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. ესპანელმა გადაჭარბებული სიჩქარის გამო თავისი Mercedes Brabus S550-ი ვერ დაიმორჩილა და ავარია განიცადა.

გავიხსენოთ გარდაცვლილი ფეხბურთელის გამორჩეული მომენტები, რეიესმა თავისი წარუშლელი კვალი ნამდვილად დატოვა.

სევილიას სიმბოლო მადრიდული გვირგვინითა და ლონდონური თოფით - რეიესის 10 გამორჩეული მომენტი

გაბრწყინება სევილიაში

ესპანელი თამაშობდა "რეალში", "ატლეტიკოსა" და "არსენალში", თუმცა მისი კარიერის მთავარი კლუბი უდავოდ "სევილიაა". ხოსე ანტონიოს გზა დაიწყო სწორედ "დალაქების" რიგებში, სადაც ის კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

პირენეელი 16 წლის ასაკში უკვე ანდალუსიელთა ძირითად შემადგენლობაში იდგა და უმაღლეს დივიზიონში გადასვლისთვის იბრძოდა. "თეთრ-წითლებმა" მიზანს მიაღწიეს და 2001 წელს ისინი ლა ლიგაში აღზევდნენ. რეიესმა "სევილიას" პრიმერაში დამკვიდრებაში ითამაშა უდიდესი როლი, მასზე ევროპაში ალაპარაკდნენ.

სევილიას სიმბოლო მადრიდული გვირგვინითა და ლონდონური თოფით - რეიესის 10 გამორჩეული მომენტი

დაუმარცხებელი არსენალის წევრი

ესპანელზე ნადირობდა რამდენიმე გუნდი, თუმცა ყველას ლონდონის "არსენალმა" აჯობა. ეს მოხდა 2004 წლის ზამთარში, ანუ მაშინ, როდესაც "მეთოფეები" თავიანთ ლეგენდარულ დაუმარცხებელ სეზონს ატარებდნენ. ხოსემ აღნიშნულ შუალედში 13 მატჩისა და 2 გოლის გატანა მოასწრო.

რეიესი გახდა პირველი ესპანელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ტიტულით. ამის გარდა, "პორტსმუთის" კარში პირენეელის ბურთი რომ არა, "კანონირები" წაგების გარეშე წელს ვერ ჩაამთავრებდნენ.

სევილიას სიმბოლო მადრიდული გვირგვინითა და ლონდონური თოფით - რეიესის 10 გამორჩეული მომენტი

ჩემპიონთა ლიგის ერთადერთი ფინალი

ორი წლის შემდეგ, რეიესი ევროპული ფეხბურთის მთავარ საკლუბო მიღწევას მუახლოვდა. "განერებმა" თავის გზაზე გადალახეს "აიაქსის", "რეალის", "იუვენტუსისა" და "ვილიარეალის" ბარიერი. არსენ ვენგერის გუნდის ბოლო მეტოქე ფორმის პიკში მყოფი რონალდინიოს "ბარსელონა" აღმოჩნდა.

ესპანელი "არსენალის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, თუმცა ფინალში ის სათადარიგოთა სკამზე დარჩა. ლონდონელები 1:2 დამარცხდნენ, ხოსე ანტონიო კი მოედანზე მხოლოდ 85-ე წუთზე გამოჩნდა. სამწუხაროდ, პირენეელმა მატჩის შემოტრიალება ვერ მოახერხა.

სევილიას სიმბოლო მადრიდული გვირგვინითა და ლონდონური თოფით - რეიესის 10 გამორჩეული მომენტი

2006 წლის მუნდიალი

რეიესმა 2002 წელს თანამემამულე 19-წლამდელებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ერთი წლის შემდეგ, ესპანელი უკვე მთავარი გუნდისთვისაც მომწიფდა. ხოსემ "ფურია როხაში" საერთო ჯამში ჩაატარა 21 მატჩი და გაიტანა 4 გოლი.

ის არის 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. სამწუხაროდ, ლუის არაგონესმა რეიესი ათამაშა მხოლოდ ერთ შეხვედრაში - საუდის არაბეთთან ჯგუფურ ეტაპზე. ცნობისთვის, მატჩის ერთადერთი გოლი სწორედ ხოსეს ასისტით გავიდა. ამით, პირენეელის საერთაშორისო კარიერა დასრულდა.

სევილიას სიმბოლო მადრიდული გვირგვინითა და ლონდონური თოფით - რეიესის 10 გამორჩეული მომენტი

რეალი და ჩემპიონობის მომტანი დუბლი

2006 წლის ზაფხულში მადრიდში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა და "სამეფო კლუბს" სათავეში რამონ კალდერონი ჩაუდგა. "ბლანკოსის" ახალი უფროსი ეწინააღმდეგებოდა ფლორენტინო პერესის "გალაქტიკოსთა" იდეოლოგიას და მას გუნდის განვითარების თავისი გეგმა ჰქონდა.

კალდერონმა აქცენტი გააკეთა ახალგაზრდებზე და ის დიდ ყურადღებას ესპანელ ფეხბურთელებს უთმობდა. სწორედ ამიტომ რამონის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე რეიესი აღმოჩნდა. "თეთრებმა" ხოსე გადმოიყვანეს იჯარით, საპირისპირო მიმართულებით კი ჟულიო ბაპტისტა წავიდა.

სევილიას სიმბოლო მადრიდული გვირგვინითა და ლონდონური თოფით - რეიესის 10 გამორჩეული მომენტი

აღსანიშნავია, რომ წლების წინ, პირენეელი "სევილიაში" სწორედ ბრაზილიელმა შეცვალა. რეიესი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ასპარეზობდა გარდამავალი სტაბილურობით, თუმცა "რეალის" ქომაგებისთვის თავის შეყვარება ესპანელმა მაინც შეძლო. მიზეზი: საჩემპიონო გოლი.

დიახ, სწორედ ხოსე ანტონიოს დუბლის წყალობით, მადრიდმა ლა ლიგის ბოლო ტურში დაამარცხა "მალიორკა" და გაიფორმა 30-ე ჩემპიონობა. აღსანიშნავია, რომ პირენეელმა ეს ყველაფერი შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ გააკეთა.

რეიესის ოქროს გასროლა



ატლეტიკო და გოლი სუპერთასის ფინალში

მიუხედავად იმისა, რომ რეიესმა "სამეფო კლუბს" მოუტანა ოქრო, კალდერონმა ფეხბურთელი არ გამოისყიდა და ის "ბლანკოსის" მეზობელ "ინდიელთა" ბანაკში აღმოჩნდა. ესპანელმა "როხიბლანკოსთან" ერთად 4 ტიტული მოიგო.

ხოსე ანტონიოს "თეთრ-წითელი" კარიერის მთავარი ჰაილაითი - გოლი სუპერთასის შეხვედრაში მილანის "ინტერის" კარში. "ატლეტიკომ" "ნერიაძური" დაამარცხა როგორც ევროპა ლიგის გამარჯვებულმა. აღსანიშნავია, რომ პირენეელთან ერთად, მადრიდელები აღნიშნულ ტიტულს კიდევ ერთხელ მოიგებენ.

სევილიას სიმბოლო მადრიდული გვირგვინითა და ლონდონური თოფით - რეიესის 10 გამორჩეული მომენტი

შეხვედრა კარიერის მთავარ მწვრთნელთან

რეიესის სადებიუტო სეზონი "როხიბლანკოში" არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, რის გამოც "ინდიელებს" მისი ლისაბონის "ბენფიკაში" განათხოვრება მოუწიათ. "არწივებს" იმ დროს წვრთნიდა კიკე სანჩეს ფლორესი, რომელმაც თანამემამულე ვინგერში ძველი ცეცხლი აანთო.

ესპანელ დამრიგებელს მოგვიანებით "ატლეტიკოში" დაუძახებენ. ფლორესის ნომერ პირველი საქმე ხოსე ანტონიოს მადრიდში დაბრუნება იქნება. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მათი დუეტი აღდგა, ამჯერად "ესპანიოლში".

სევილიას სიმბოლო მადრიდული გვირგვინითა და ლონდონური თოფით - რეიესის 10 გამორჩეული მომენტი

სახლში დაბრუნება და რეკორდები

2012 წელს პირენეელი დაბრუნდა სახლში - "სევილიაში", სადაც მან კიდევ ხუთი სეზონი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში "დალაქებმა" მოახდინეს ფურორი და ევროპა ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოიგეს. რეიესს საერთო ჯამში მოუგროვდა ევროპა ლიგის 5 ტიტული (2 "ატლეტიკოსთან" ერთად). მასზე მეტი, არავის აქვს.

სევილიას სიმბოლო მადრიდული გვირგვინითა და ლონდონური თოფით - რეიესის 10 გამორჩეული მომენტი

დამსახურებული პენსია

შეიძლება ითქვას, რომ 2017 წლის შემდეგ, ესპანელი დიდ ფეხბურთს ჩამოშორდა და დამსახურებულად პენსიაზე გავიდა. ხოსე ანტონიო ბურთს აგორებდა სეგუნდასა და ჩინეთში. მისი ბოლო გუნდი "ესტრემადურა" იყო.

სევილიას ყველა დროის საუკეთესო 11-ეული

2018 წლის თებერვალში Marca-მ გამოაქვეყნა "დალაქების" ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული. მარადონას, ალვეშისა და რაკიტიჩის გვერდით, ანდალუსიელთა გუნდში რეიესიც აღმოჩნდა. 253 მატჩი, 40 გოლი, 10 სეზონი, 4 ტიტული, ესპანელმა თავისი ადგილი დამსახურებულად დაიკავა.

სევილიას სიმბოლო მადრიდული გვირგვინითა და ლონდონური თოფით - რეიესის 10 გამორჩეული მომენტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მანჩესტერ სიტიმ მორიგი ტრანსფერი შეათანხმა - MARCA

"მანჩესტერ სიტი" უახლოეს დღეებში საკმაოდ საინტერესო ტრანსფერს დაადასტურებს.

გუშინ, 23:32

ოფიციალურად: ბარსელონამ მორიგი ტრანსფერი განახორციელა

აღნიშნულ ინფორმაციას კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალური საიტი ავრცელებს.

გუშინ, 23:01

"პარიზში ბედნიერი არასოდეს ყოფილა", - ნეიმარის პსჟ-დან წასვლა ახლოვდება

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელს, ნეიმარს პარიზული კლუბის დატოვება სურს.

გუშინ, 22:52

რივალდო ნეიმარის ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებას ეხმაურება

"ბარსელონას" ექს-ფორვარდმა, რივალდომ "პსჟ"-ს ფორვარდ ნეიმარის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 22:46

ნეიმარი ბარსელონაში? - კატალონიელთა ფეხბურთელების პოზიცია ცნობილია

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, ნეიმარი, არ არის გამორიცხული, "ბარსელონაში" დაბრუნდეს.

გუშინ, 21:59

რამდენი მილიონი გამოყო მანჩესტერმა ზაფხულის ტრანსფერებისთვის?

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა ESPN ავრცელებს.

გუშინ, 21:53

ოფიციალურად: რეალმა რაული დააწინაურა

"რეალის" ლეგენდარული ფეხბურთელი, რაულ გონსალეს ბლანკო დააწინაურეს.

გუშინ, 21:46

ორი ფეხბურთელი, რომელთა ხილვაც მილანში ახალ მწვრთნელს სურს

მოგეხსენებათ, "მილანის" ახალი მთავარი მწვრთნელი მარკო ჯამპაოლო გახდა.

გუშინ, 21:38

რაბიოს იუვენტუსში ტრანსფერი ჩაშლის პირასაა, მიზეზი ცნობილია

"პსჟ"-ს ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს "იუვენტუსში" ტრანსფერი ჩაშლის პირასაა.

გუშინ, 21:33

ოფიციალურად: იუვენტუსმა ამ ზაფხულს პირველი ფეხბურთელი გაყიდა

აღნიშნულ ინფორმაციას ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალური საიტი ავრცელებს.

გუშინ, 20:51

ხამესის ნაპოლიში ტრანსფერი გადაწყვეტილია? - კოლუმბიელის განცხადება

"რეალისა" და კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა "ნაპოლიზე" ისაუბრა.

გუშინ, 20:46

პრაქტიკულად გადაწყდა: რეალის ამომავალი ვარსკვლავის მომავალი კლუბი ცნობილია

"რეალის" ამომავალი ვარსკვლავი, მარტინ ედეგორი მადრიდულ გრანდს ტოვებს.

გუშინ, 20:41

"ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - ჩელსის წამყვანი ფიგურა იუვენტუსში გადადის?

არ არის გამორიცხული, "ჩელსის" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა "იუვენტუსში" ვიხილოთ.

გუშინ, 20:34

სად გააგრძელებს კარიერას ფერნანდეში? - პორტუგალიელს 4 გრანდი ეპატიჟება

"სპორტინგის" ნახევარმცველ ბრუნო ფერნანდეშზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება.

გუშინ, 20:27

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში მორიგი გოლი გაიტანა [VIDEO]

ცოტა ხნის წინ დასრულდა ამხანაგური შეხვედრა "ჰელსინგბორგსა" და "გიოტებორგს" შორის.

გუშინ, 19:47

რეალის 3 ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც მილანს სურს

"მილანი" შემადგენლობის გაძლიერებას მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებით გეგმავს.

გუშინ, 19:39

იუვენტუსში პოგბას შესაძლო დაბრუნებაზე განცხადება გააკეთეს

"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერზე ისაუბრა.

გუშინ, 19:33

იუვენტუსი რეალის მორიგ ფეხბურთელს უმიზნებს - AS

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 19:28

ლევან ყენია: "ევროტურნირებზე ქართულ გუნდთან ერთად? - ყველაფრისთვის მზად ვარ"

ქართველმა ფეხბურთელმა ლევან ყენიამ ლუქსემბურგის "დუდელანჯი" ოფიციალურად დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.

გუშინ, 19:21

ლევანდოვსკი: "ბაიერნში ამ ტრანსფერის განხორციელებას სულმოუთქმელად ელიან"

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:21

ესაუბრა თუ არა მენდი პოგბას ან მბაპეს რეალში შესაძლო გადასვლაზე?

"რეალის" ახალწვეულმა, ფერლან მენდიმ მადრიდული კლუბის პოტენციური ტრანსფერები შეაფასა.

გუშინ, 19:16

ბარსელონამ დემბელეს მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

ესპანური პრესის ცნობით, "ბარსელონას" გარემარბ უსმან დემბელეს მომავალი გადაწყვეტილია.

გუშინ, 18:36

სარის იუვენტუსში შესაძლოა ჩელსის ერთ-ერთი ფეხბურთელიც მიჰყვეს

მაურისიო სარის შემდეგ, "იუვენტუსს" "ჩელსიდან" შესაძლოა ერთ-ერთი ფეხბურთელიც შეუერთდეს.

გუშინ, 18:29

მანჩესტერ იუნაიტედმა 55 მილიონ ფუნტიანი ტრანსფერი შეათანხმა

აღსანიშნავია, რომ ამ ფეხბურთელის შეძენა პირადად ოლე გუნარ სოლსკიაერს სურდა.

გუშინ, 18:19

ოფიციალურად: ინტერმა ერთდროულად ორი ტრანსფერი განახორციელა

"ინტერი" ოფიციალურ საიტზე ორი ფეხბურთელის კონტრაქტის შესყიდვას ადასტურებს.

გუშინ, 18:14

იუვენტუსს საინტერესო ტრანსფერი ჩაეშალა

გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსს" საინტერესო ტრანსფერი ჩაეშალა.

გუშინ, 18:08

პსჟ-მ იუვენტუსი უარით გაისტუმრა

ფრანგული პრესის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენმა" მარკინიოსის ტურინის "იუვენტუსში" ტრანსფერი ჩაშალა.

გუშინ, 17:46

მამუკა კობახიძის შემდეგ, ტორპედო კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა

რამდენიმე დღის წინ, მამუკა კობახიძემ "ტორპედო" დატოვა და კარიერას "დინამო ბათუმში" გააგრძელებს.

გუშინ, 17:37

ბილია: "მუნდიალზე განცდილი ფიასკო სამპაოლის ბრალია"

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ლუკას ბილიამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა.

გუშინ, 17:23

რა თანხა გამოუყვეს სოლსკიაერს ტრანსფერებისთვის?

ESPN-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ულე-გუნარ სოლსკიაერს ტრანსფერებისთვის ფული გამოუყო.

გუშინ, 17:09

ყველა სიახლე