Goal.Ge

პრემიერ ლიგის მოგება, ოქროს ბურთი ენფილდზე, ტრებლი - ლივერპულის სამომავლო მიზნები


პრემიერ ლიგის მოგება, ოქროს ბურთი ენფილდზე, ტრებლი - ლივერპულის სამომავლო მიზნები

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, "ლივერპულის" გარშემო სუფევდა ბედნიერება და სიხარული, მაგრამ მთავარი ემოცია მაინც შვება იყო. უტიტულო შვიდწლეული დასრულდა, "წითლების" საუკეთესო სეზონი მხოლოდ ქულებში არ გამოიხატა, იურგენ კლოპი როგორც იქნა გამარჯვებული გახდა.

ვერ ვიტყვით, რომ სანახაობრივი თვალსაზრისით ფინალმა გაამართლა. მოხდა ლოგიკური კანონზომიერება - თასი მერსისაიდელებმა წაიღეს. რა ელით "სკაუზერებს" მომავალში? ევროპის მთავარი ტიტულის დაუფლების მიუხედავად, "ენფილდზე" უმოტივაციო მომენტი არ იქნება.

პრემიერ ლიგის მოგება, ოქროს ბურთი ენფილდზე, ტრებლი - ლივერპულის სამომავლო მიზნები

კლოპის ბიჭებს აუსრულებელი ოცნებები ნამდვილად აქვთ. უდავოა, რომ გაისად "ლივერპულის" მთავარი მიზანი პრემიერ ლიგის მოგება იქნება. ჩემპიონთა ლიგა კარგია, მაგრამ ეს ტიტული "წითლებისთვის" რაფაელ ბენიტესსაც მოუპოვებია.

იურგენი ჯერჯერობით მხოლოდ გაუტოლდა ესპანელს, მერსისაიდელთა ისტორიაში კი ბევრად უფრო ტიტულოვანი მწვრთნელებიც ყოფილან (პეისლი, შენკლი, დალგლიში). ეპლ-ში პირველობის შემთხვევაში, გერმანელი მათ მიუახლოვდება.

პრემიერ ლიგის მოგება, ოქროს ბურთი ენფილდზე, ტრებლი - ლივერპულის სამომავლო მიზნები

"სკაუზერებს" ჩემპიონობა ჰაერივით სჭირდებათ და საამისოდ არსებობს რამდენიმე მიზეზი - პირველი: ნისლიან ალბიონზე ტრიუმფი 1990 წლის შემდეგ არ ყოფილა; მეორე: "ენფილდის" ბოლო ჩემპიონობის მომენტში ფორმატი პრემიერ ლიგა ჯერ კიდევ ჯერ არ არსებობდა; მესამე და შემაჯამებელი: უბრალოდ დროა.

"მანჩესტერ სიტის" სახით კლოპის შეგირდებს ბრწყინვალე კონკურენტი ჰყავთ. ვინ იცის, პირველი ადგილისთვის ბრძოლაში იქნებ სხვა გუნდიც გამოირიოს, ამ შემთხვევაში "ლივერპულისთვის" მოგება კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება.

პრემიერ ლიგის მოგება, ოქროს ბურთი ენფილდზე, ტრებლი - ლივერპულის სამომავლო მიზნები

ევროპაში მადრიდის "რეალის" ჰეგემონია დაემხო. ერთი წლის წინ, "სამეფო კლუბმა" "წითლებიც" იმსხვერპლა. ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის, იგივე რამ ინდივიდუალური ჯილდოების ასპარეზზეც ითქმის. მოდრიჩის ოქროს ბურთი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ მესი/რონალდუს გარდა, შანსი სხვებსაც აქვთ.

ნუთუ შემდეგი ოქროს ბურთის მფლობელი მერსისაიდელი აღმოჩნდება? "სკაუზერებს" კანდიდატები ჰყოფნით - ვან დეიკი, სალაჰი, მანეც კი. დიახ, ინდივიდუალური თვალსაზრისით ლეომ ჩაატარა სუპერ-სეზონი, მაგრამ სად იყო არგენტინელი "ენფილდზე", როდესაც მისი გუნდი კატასტროფას განიცდიდა?

პრემიერ ლიგის მოგება, ოქროს ბურთი ენფილდზე, ტრებლი - ლივერპულის სამომავლო მიზნები

რაც შეეხება კრიშტიანუს, პორტუგალიელთან ბოდიში, მაგრამ მხოლოდ სკუდეტო პირველობისთვის საკმარისი არ არის. კლოპის გუნდში ღირსეული პერსონაჟები ნამდვილად არსებობენ, მითუმეტეს მოდრიჩის პირველობამ გვაჩვენა, რომ ხალხს სიახლეები სწყურია.

ერთი რამ ნათელია - იმ შემთხვევაში, თუ კოპა ამერიკა ჩაივლის ლიონელის ჰეგემონიის გარეშე, "ბარსელონას" ლიდერს 2019 წელზე ხელს ჩააქნევინებენ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. საერთო ჯამში კი წესით მომავალი სეზონი "ლივერპულისთვის" კიდევ უფრო საინტერესო უნდა აღმოჩნდეს.

პრემიერ ლიგის მოგება, ოქროს ბურთი ენფილდზე, ტრებლი - ლივერპულის სამომავლო მიზნები

"წითლები" ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იძახდნენ, რომ გაისად ისინი ყველა ტიტულისთვის იბრძოლებენ. ნომერ პირველი გეგმა - პრემიერ ლიგაა, ნაკლებად მნიშვნელოვანი ინგლისის თასების დაუფლებაც სირთულე არ იქნება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, განმეორება? რატომაც არა!

პრემიერ ლიგის მოგება, ოქროს ბურთი ენფილდზე, ტრებლი - ლივერპულის სამომავლო მიზნები

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რომელ ფეხბურთელებს ეძებენ Pornhub-ზე ყველაზე ხშირად? - ტოპ ათეული

პოპულარულმა პორნოგრაფიულმა პორტალმა, Pornhub-მა საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა.

დღეს, 20:33

134 წლის კლუბი ლიკვიდაციას დედლაინამდე ორი საათით ადრე გადაურჩა

ინგლისის ლიგა 1-ის ბინადარმა კლუბმა, "ბერიმ" შესაძლოა არსებობა განაგრძოს, იტყობინება ბრიტანული გამოცემა Talksport.

დღეს, 20:23

მორიგი გაფუჭებული პენალტი - მანჩესტერი 93-ე წუთზე დამარცხდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-3 ტურის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" "კრისტალ პალასი" მიიღო და დამარცხდა - 1:2.

დღეს, 20:01

ვან დეიკმა ყველაზე ძლიერი თანაგუნდელი დაასახელა

"ლივერპულის" მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია.

დღეს, 18:16

რონალდუ: "მესის ჩლ-ზე რეალის გამარჯვებები აღიზიანებდა, მე კი - მისი ტიტულები"

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ "ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესისთან კონკურენცია გაიხსენა.

დღეს, 18:11

"შესანიშნავი ფეხბურთელია", - ზიდანმა ბეილზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

"რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი თავდამსხმელ გარეტ ბეილის უმაღლეს დონეზე დაბრუნებას ელოდება.

დღეს, 18:06

ტრანსფერი შეთანხმებულია - ბარსელონას კიდევ ერთი ფეხბურთელი ტოვებს

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Sport.es წერს, უახლოეს პერიოდში "ბარსელონას" ფეხბურთელი დატოვებს.

დღეს, 18:01

ქეცბაია: "ჩემს მოსვლამდე, საქართველოს ნაკრებს ერთი მოგება ჰქონდა, ჩემი მოსვლის შემდეგ კი 13"

"ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში გატარებულ პერიოდს იხსენებს.

დღეს, 17:54

ლამპარდის პირველი გამარჯვება! - ჩელსიმ უხვგოლიან მატჩში მოიგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-3 ტურის ეგიდით, "ჩელსიმ" სტუმრად, სტადიონ "ქეროუ როუდზე" "ნორვიჩს" მოუგო - 3:2.

დღეს, 17:32

რამოსი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა - რა გეგმები აქვს ესპანელს?

"რეალის" მცველმა და კაპიტანმა, სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით, კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს.

დღეს, 17:25

პსჟ-ს მორიგი სამიზნე - ტრანსფერზე მუშაობა დაწყებულია

როგორც ჩანს, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "პარი სენ ჟერმენის" მუშაობა არ დასრულებულა.

დღეს, 17:20

მილანის მორიგი შეთავაზება ატლეტიკოს, დეტალები ცნობილია

"მილანმა" "ატლეტიკოს" შემტევ ანხელ კორეას ტრანსფერის თაობაზე შეთავაზება გაზარდა, წერენ ესპანურ პრესაში.

დღეს, 17:15

ბაიერნში რენატო სანჩესის წასვლის მთავარი მიზეზი დაასახელეს

"ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ახსნა, თუ რატომ გაუშვა კლუბმა რენატო სანჩესი.

დღეს, 17:12

"შედარებას აზრი არ აქვს", - მილანის პრეზიდენტმა იუვენტუსს წაკბინა

"მილანის" პრეზიდენტი, პაოლო სკარონი მიიჩნევს, რომ "როსონერის" "იუვენტუსთან" შედარებას აზრი არ აქვს.

დღეს, 17:06

იუნაიტედის ფეხბურთელები უკმაყოფილოები არიან

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები უკმაყოფილოები არიან.

დღეს, 16:12

ვან დეიკმა ყველაზე რთული მეტოქე, ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელები და ფეხბურთელი დაასახელა

„ლივერპულის“ მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა, პრემიერ ლიგის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა.

დღეს, 16:07

კლოპი: "ობამეიანგს სუსტი მხარე არ აქვს, მხოლოდ ჩაცმის სტილი"

„არსენალთან“ მატჩის წინ, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ყოფილ შეგირდზე გაიხუმრა.

დღეს, 16:00

რეგილონი ტვინის შერყევას გადაურჩა

მადრიდის „რეალიდან“ განათხოვრებულმა მცველმა, სერხიო რეგილონმა, ლა ლიგის მეორე ტურში დაზიანება მიიღო.

დღეს, 15:53

აბიდალი: "დემბელეს საქციელით ძალიან იმედგაცრუებულები ვართ"

„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა, უსმან დემბელეზე ისაუბრა.

დღეს, 15:49

რა ბედი ელის დიბალას და როდის დაბრუნდება სარი? ნედვედი პრესას ესაუბრა

„იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა, პაულო დიბალასა და მაურიციო სარიზე ისაუბრა.

დღეს, 15:46

რეალი 37 წლის ცნობილ მეკარეს დაიმატებს?

გამოცდილმა ჰოლანდიელმა კარიერის მიწურულს შესაძლოა თავი „რეალში“ ამოჰყოს.

დღეს, 15:42

ითამაშებს თუ არა ნეიმარი ტულუზასთან? ტუხელის განცხადება

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, ნეიმარის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 15:37

ბაიერნმა ლევანდოვსკისთან მოლაპარაკებები წამოიწყო

პოლონელმა შესაძლოა „ბაიერნთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმოს.

დღეს, 14:45

ლივერპული ვან დეიკს ხელფასს ორჯერ გაუზრდის

„ლივერპული“ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ხელფასს გაუზრდის.

დღეს, 14:39

ფლამენგოს ფორვარდმა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უმაღლესი სიჩქარე განავითარა

„ფლამენგოს“ შემტევმა, ბრუნო ენრიკემ, ლიბერტადორესის თასის ¼-ფინალში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სისწრაფე დააფიქსირა.

დღეს, 14:35

ბუნდესლიგამ კობიაშვილის მიერ კანის კარში გატანილი გოლი ისტორიაში საუკეთესოდ დაასახელა [VIDEO]

დღეს, გერმანიის ბუნდესლიგაში გაიმართება ტურის ცენტრალური მატჩი "შალკესა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის.

დღეს, 14:34

ჯადონ სანჩო ბუნდესლიგის რეკორდსმენი გახდა

ბუნდესლიგის მეორე ტურის შეხვედრაში „კიოლნმა“ დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლა და 1:3 წააგო.

დღეს, 14:33

ნეიმარი და პსჟ შერიგების გზას დაადგნენ? - L'Equipe

ფრანგული პრესა ნეიმარის „პსჟ-ში“ შესაძლო დარჩენაზე ალაპარაკდა.

დღეს, 12:50

აპირებს თუ არა იუნაიტედი სანჩესის ჩანაცვლებას? სოლსკიაერის კომენტარი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა, ალექსის სანჩესის გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 12:44

ლივერპული - არსენალი: ლონდონელთა პირველი რთული გამოცდა მიმდინარე სეზონში

დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება პრემიერ ლიგის მესამე ტურის ცენტრალური შეხვედრა - "ლივერპული"-"არსენალი".

დღეს, 12:40

ყველა სიახლე