» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

შესაძლებლობების მაქსიმუმი - რატომ არის პოჩეტინოს სხვა გუნდში გადასვლა აუცილებელი?


შესაძლებლობების მაქსიმუმი - რატომ არის პოჩეტინოს სხვა გუნდში გადასვლა აუცილებელი?

უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა იმის თაობაზე, რომ სანახაობრივი თვალსაზრისით ჩემპიონთა ლიგის ფინალმა არ გაამართლა. იურგენ კლოპის ქება-დიდებაც არ წარმოადგენს სიახლეს და "ლივერპულის" წაგების შემთხვევაშიც კი მის შედეგებს არავინ დააკნინებდა.

"წითლებმა" დამსახურებულად მოიპოვეს ტიტული და არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ პროგრესი მერსისაიდში გაგრძელდება. რა ხდება "ტოტენჰემის" გარშემო? სამწუხაროდ, "ჰოტსპურმა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი უკვე აჩვენა. მადლობა "დეზებს" ყველაფრისთვის.

შესაძლებლობების მაქსიმუმი - რატომ არის პოჩეტინოს სხვა გუნდში გადასვლა აუცილებელი?

ის, ვინც მომავალ სეზონში ლონდონელებისგან ელის იგივეს განმეორებას ან კიდევ უფრო მეტს, იმედგაცრუების წინაშე აღმოჩნდება. ისმის კითხვა - რატომ ვფუთავთ ლამაზი პერსპექტივის სხივებში "სკაუზერებს" და იგივეს არ ვაკეთებთ "სპურსის" მიმართებაში?

"ენფილდზე" შეიქმნა პროექტი, რომელიც წლიდან წლამდე იხვეწებოდა და ვითარდებოდა. იურგენ კლოპის გუნდში სიახლეები ამ ზაფხულსაც იქნება. რაც შეეხებათ "მამლებს", დანიელ ლევიმ და მაურისიო პოჩეტინომ დაავიწყეს "ტოტენჰემის" ქომაგებს, თუ რა არის ინოვაცია, ახალი სისხლი და ა.შ.

შესაძლებლობების მაქსიმუმი - რატომ არის პოჩეტინოს სხვა გუნდში გადასვლა აუცილებელი?

დიახ, "ჰოტსპური" "ლივერპულზე" ადრე წამოდგა ფეხზე, მაგრამ "წითლები" უფრო სწრაფად განვითარდნენ. მიზეზი ბანალურია - ტრანსფერები. თავად განსაჯეთ, 2017 წლის ზაფხულში სალაჰი-მანე-ფირმინოს ტრიო ჯერ კიდევ არ არსებობდა, ვან დეიკი თამაშობდა "საუთჰემპტონში", ალისონი კი მორიგი ბრაზილიელი ნოუნეიმი იყო.

დაფიქრდით, 21-ე საუკუნის საუკეთესო მერსისაიდი ცოტა ხნის წინ შეიკვრა. ახლა კი გაიხსენეთ "დეზები", რამდენი ხანია ვუყურებთ კეინის, ერიქსენის, ალისა და დანარჩენების ერთობლივ კონცერტს. ვინ იყო ლონდონელთა უკანასკნელი ხმაურიანი შენაძენი? ლუკას მოურა? "სპურსში" ის რეზერვისტია, ახლაც კი.

შესაძლებლობების მაქსიმუმი - რატომ არის პოჩეტინოს სხვა გუნდში გადასვლა აუცილებელი?

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი არა მხოლოდ უკანასკნელი ხმაურიანი შენაძენი, არამედ ზოგადადაც უკანასკნელია. "პარი სენ-ჟერმენის" შემტევი "მამლებში" 15 თვის წინ მოვიდა. ლევი მთელ ფულს ხარჯავდა არა ტრანსფერებზე, არამედ ახალ სტადიონზე. პოჩეტინოს გუნდი ბაზარს სწორედ ამიტომ ჩამოშორდა.

იმის გათვალისწინებით, რომ "ტოტენჰემი" ახერხებდა ლიდერების შენარჩუნებას, ახალი სისხლი "ჰოტსპურს" დიდად არც დასჭირდა. "დეზები" არნახულად შეთამაშებულები არიან, ეს არის ერთდროულად კარგიც და ცუდიც. დადებითზე საუბარი ბანალურია, უბრალოდ გადახედეთ ლონდონელთა შედეგებს.

შესაძლებლობების მაქსიმუმი - რატომ არის პოჩეტინოს სხვა გუნდში გადასვლა აუცილებელი?

რაც შეეხება უარყოფითს, კეინი და დანარჩენები ზედმეტად არიან ერთმანეთზე დამოკიდებულები. ადრე თუ გვიან, "სპურსს" რომელიმე ლიდერი მაინც დატოვებს, პოჩეტინოს თავიდან მოუწევს გუნდის შენება. რამდენად მართებულია ამის კიდევ ერთხელ გაკეთება?

არგენტინელი "მამლებში" 2014 წლიდან მოღვაწეობს და ამ დროის განმავლობაში მაურისიომ ყველა დროის საუკეთესო "ტოტენჰემი" შექმნა. სამხრეთ ამერიკელამდე "ჰოტსპური" ჩემპიონთა ლიგის ფინალს სიზმარშიც კი ვერ ხედავდა. "დეზების" ისტორიისა და შესაძლებლობების გათვალისიწინებით, ეს მართლაც მაქსიმუმია.

შესაძლებლობების მაქსიმუმი - რატომ არის პოჩეტინოს სხვა გუნდში გადასვლა აუცილებელი?

მადლობა პოჩეტინოს ყველაფრისთვის, მაგრამ ახლა წინსვლის დროა, პირველ რიგში თავად არგენტინელის. მაურისიო ჩემპიონობისთვის მომწიფდა, ლონდონი კი ცვლილებებისთვის. კონტრა-არგუმენტად შეგვიძლია გავიხსენოთ დიეგო სიმეონე და მადრიდის "ატლეტიკო".

ფინალი ხომ "ელ ჩოლომაც" წააგო, თანაც არაერთი, მაგრამ ამ შემთხვევაში გვავიწყდება ერთი ფაქტი - "როხიბლანკომ" არგენტინელის ხელში შიდა ჩემპიონატში იპირველა, "სპურსმა" კი ვერა. "ლივერპულისა" და "სიტის" ფორმის გათვალისწინებით, ეს ისედაც ნაკლებად სავარაუდოა.

შესაძლებლობების მაქსიმუმი - რატომ არის პოჩეტინოს სხვა გუნდში გადასვლა აუცილებელი?

რაც შეეხებათ კონკურენტებს, "ინდიელებს" ჰყავთ მაქსიმუმ ორი პრინციპული მოწინააღმდეგე, იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი კრიზისშია, მაშინ საერთოდ ერთი. "მამლებს" მინიმუმ 5, მათი კრიზისული პერიოდის გათვალისწინებითაც.

პოჩეტინოს გარშემო მუდამ ტრიალებს ოთხეულიდან ამოვარდნის საშიშროება, გამონაკლისი არც მიმდინარე სეზონი აღმოჩნდა. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ არგენტინელი უკვე გაცილებით მეტს იმსახურებს.

მაურისიო მოუხდება "იუვენტუსს", ძველი დიდების დაბრუნებაზე მეოცნებე "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბარსელონასაც" კი, თუმცა კატალონიელებს მწვრთნელის არჩევის სპეციფიური კრიტერიუმები აქვთ. მოკლედ, სამხრეთ ამერიკელს ახალ გარემოში ველოდებით.

შესაძლებლობების მაქსიმუმი - რატომ არის პოჩეტინოს სხვა გუნდში გადასვლა აუცილებელი?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ინტერის ლეგენდა: "იკარდი ნერაძურიზე ნაკლებად პრესტიჟულ გუნდში გადავიდა"

მილანის "ინტერის" ლეგენდარულმა კაპიტანმა, ჯუზეპე ბერგომიმ მაურო იკარდის "პარი სენ-ჟერმენში" ტრანსფერი შეაფასა:

დღეს, 13:09

არსენალი ობამეიანგის შენარჩუნებაზე ამუშავდა

L’Équipe-ის თანახმად, ლონდონის "არსენალი" ამუშავდა თავისი ფორვარდის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის შენარჩუნებაზე.

დღეს, 13:00

კარიერა, რომელიც დიდი ხნის წინ დაინგრა - რატომ არის იკარდი მსხვერპლი და არა დამნაშავე?

2013-2018 წლები, ბნელი პერიოდი მილანის "ინტერის" ისტორიაში. გაურკვეველი ცვლილებები კლუბის პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე,

დღეს, 12:16

კოუტინიოსთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი გამოკვეთილია

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ კარიერა შესაძლოა "ჩელსიში" გააგრძელოს.

დღეს, 10:53

რონალდუს გარეშე - 5 ფეხბურთელი, რომლის თამაშსაც რონალდო თვალყურს ადევნებს

ბრაზილიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, რონალდომ დაასახელა ფეხბურთელები, რომელთა თამაშისთვის თვალყურის დევნება მოსწონს.

დღეს, 10:50

ისკოს მეუღლემ მათ სექსუალურ ცხოვრებაზე ისაუბრა

"რეალის" ნახევარმცველის, ისკოს მეუღლე, სარა სალამო ტელეშოუ La Resistencia-ს ესტუმრა და მათ სექსუალურ ცხოვრებაზე ისაუბრა.

დღეს, 10:40

MARCA: ზაფხულში ჰავერცის რეალში ტრანსფერი გამოირიცხა

აქამდე არსებული ცნობით, "რეალს" "ლევერკუზენის" ნახევარმცველის, კაი ჰავერცის შეძენა უნდა.

დღეს, 10:25

"სასწაული გუნდია" - შვაინშტაიგერს სჯერა, რომ მისი ყოფილი გუნდი ტრიპლეტს მოიგებს

მიმდინარე სეზონში, მიუნხენის "ბაიერნი" ბრწყინვალე ფორმაშია და სეზონს მინიმუმ ერთი ტიტულით დაასრულებს.

დღეს, 03:42

ლაიფციგის მწვრთნელი: "ვერნერის ჩვენგან წასვლა იგივეა, ბაიერნმა ლევანდოვსკი რომ დაკარგოს"

დიდია იმის ალბათობა, რომ გერმანელი თავდამსხმელი ტიბო ვერნერი "ლივერპულში" გადავიდეს.

დღეს, 03:39

შეხვედრა მომდევნო კვირას შედგება: მილანს ახალი მწვრთნელი ეყოლება

უკვე რამდენიმე კვირაა მიდის საუბრები იმაზე, რომ "მილანს" რალფ რანგნიკი ჩაიბარებს.

დღეს, 03:35

შირერმა მბაპეს რჩევა მისცა: "მისთვის ეს იდეალური იქნება"

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფორვარდმა ალან შირერმა კილიან მბაპეს საინტერესო რჩევა მისცა.

დღეს, 03:22

დორტმუნდის მწვრთნელი სანჩოს ჟესტს გამოეხმაურა

ჯეიდონ სანჩომ პირველი გოლი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას მიუძღვნა.

დღეს, 03:19

კლოპმა დაასახელა მეტოქე, ვისთანაც ლივერპული ითამაშებს: "100%-ით მზად უნდა ვიყოთ"

გასულ კვირას, ცნობილი გახდა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგა 17 ივნისს განახლდება.

დღეს, 01:46

ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელები ევროპაში - მესი მე-4 ადგილზეა

ბრიტანული გამოცემა გვთავაზობს ტოპ 5 ჩემპიონატის გამორჩეულ მოთამაშეებს ამ სეზონში.

დღეს, 01:34

ვისთან ითამაშებენ რეალი და ბარსელონა ლა ლიგის პირველ მატჩს?

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატი 11 ივნისს განახლდება, საუბარია ლა ლიგაზე.

დღეს, 01:18

ოფიციალურად: რუბინი 2-მა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ყაზანის "რუბინი" ორმა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა.

დღეს, 01:08

ვარჯიშები ეროვნული ლიგის კიდევ ერთმა კლუბმა განაახლა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება.

დღეს, 01:04

რატომ ჩაიშალა დევისის ტრანსფერი ბარსელონაში 2017 წელს?

Mundo Deportivo-მ მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველის, ალფონსო დევისის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გააავრცელა.

დღეს, 00:43

კოშტას ლა ლიგაში მსურველი გამოუჩნდა

Сalciomercato-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" შემტევს, დუგლას კოშტას ლა ლიგაში საკმაოდ სერიოზული მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 00:29

"ლა ლიგას თუ მოვიგებ, კანარის კუნძულებზე დავისვენებ", - სეტიენი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა თავისი შვებულების შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:19

6 ფეხბურთელი, რომლის ხელში ჩაგდებას იუვენტუსი ცდილობს

Calciomercato-მ ტურინის "იუვენტუსის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეები დაასახელა.

დღეს, 00:02

ლინგარდმა კარიერის საუკეთესო მომენტი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ნახევარმცველმა, ჯესი ლინგარდმა თავისი კარიერის საუკეთესო მომენტი დაასახელა:

გუშინ, 23:54

პაიე: "ხელფასის შემცირების წინააღმდეგი ვარ, რადგან ოჯახის წინაშე ვალდებულებები მაქვს"

მარსელის "ოლიმპიკის" ლიდერი, დიმიტრი პაიე ხელფასის შემცირების წინააღმდეგია.

გუშინ, 23:42

"ლივერპულის გამოვარდნის შემდეგ, ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი გაუჩნდა", - შვაინშტაიგერი

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:28

"მიზანი - ტრებლია", - პავარი

მიუნხენის "ბაიერნის" მარჯვენა მცველმა, ბენჟამინ პავარმა თავისი გუნდის ამბიციებისა და მიზნების შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 23:16

სანჩომ გატანილი გოლი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას მიუძღვნა

"დორტმუნდის" გარემარბმა, ჯეიდონ სანჩომ ბუნდესლიგის 29-ე ტურში "პადერბორნს" (6:1) ჰეთ-თრიქი შეუსრულა.

გუშინ, 22:27

სანჩოს ჰეთ-თრიქი - დორტმუნდმა სტუმრად პადერბორნს გადაუარა [VIDEO]

გერმანიის ჩემპიონატის 29-ე ტურის ეგიდით, "დორტმუნდმა" "პადერბორნი" სტუმრად ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

გუშინ, 21:56

ნაგელსმანი: "ვერნერის ლაიფციგიდან წასვლა ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლის ტოლფასი იქნება"

"ლაიფციგის" მთავარმა მწვრთნელმა თავდამსხმელ ტიმო ვერნერის შესაძლო გაყიდვაზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 21:24

MARCA: მოურინიომ კოუტინიოს ტრანსფერს ვეტო დაადო

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო ლონდონის "ტოტენჰემში" არ გადავა.

გუშინ, 20:32

მილანი პსჟ-ს ფეხბურთელის დამატებასთან ახლოსაა

"პარი სენ ჟერმენის" ახალგაზრდა ცენტრალური შესაძლოა ზაფხულში "მილანის" ფეხბურთელი გახდეს.

გუშინ, 20:27
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10