» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

სხვაობა სიმულაციასა და რეალურ პრობლემას შორის - ნეიმარის კოშმარებით სავსე ერთი წელი


სხვაობა სიმულაციასა და რეალურ პრობლემას შორის - ნეიმარის კოშმარებით სავსე ერთი წელი

ბრაზილია - ყატარის ამხანაგური შეხვედრის მე-20 წუთზე ნეიმარმა მორიგი ტრავმა მიიღო. "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავმა ბევრი იტირა, რის შემდეგაც მან სტადიონი სამედიცინო პერსონალისა და ყავარჯნების დახმარებით დატოვა.

ექიმების დიაგნოზი ასეთია - კოჭის მყესების გაწყვეტა და მინიმუმ ოთხი კვირა ფეხბურთის გარეშე ყოფნა. დიახ, "სელესაოს" ათიანი საშინაო კოპა ამერიკას გამოტოვებს. კონტინენტის პირველობა 27 წლის შემტევისთვის კოშმარული სეზონის გამოსწორების ბოლო შანსი იყო, მაგრამ მას ისევ არ გაუმართლა.

სხვაობა სიმულაციასა და რეალურ პრობლემას შორის - ნეიმარის კოშმარებით სავსე ერთი წელი

გავიხსენოთ ნეიმარის ჯოჯოხეთში გატარებული ერთი წელი. ბრაზილიელის პრობლემები განვლილ მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყო, როდესაც "პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა მოედანზე წოლის გარდა, თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა.

სამხრეთ ამერიკელმა საერთო ჯამში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში 14 წუთი გაატარა. მუნდიალის დასრულების შემდეგ, "პენტაკამპეონთა" ათიანმა კრიტიკოსებს უპასუხა: "თქვენ გგონიათ მე მინდა მოედანზე წოლა? იცით რა მტკივნეულია ფეხებში დარტყმა?! თამაშის დასრულების შემდეგ, 4-5 საათი ყინულით ჯდომა მიწევს."

სხვაობა სიმულაციასა და რეალურ პრობლემას შორის - ნეიმარის კოშმარებით სავსე ერთი წელი

ნეიმარის წინააღმდეგ სტატისტიკაა - ბრაზილიელს განვლილ მსოფლიო ჩემპიონატზე 26-ჯერ ეუხეშნენ, ეს არც ისე ბევრია. ცნობისთვის, დიეგო მარადონაზე 1982 წლის მუნდიალის ერთ მატჩში წესები 23-ჯერ დაარღვიეს. როგორც ვნახეთ, "სელესაო" რუსეთში 1/4 ფინალში გააჩერეს, "პსჟ"-ს შემტევი კი კრიტიკის ობიექტად იქცა.

საკლუბო სეზონის დაწყებასთან ერთად, სამხრეთ ამერიკელი ახალი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. Football Leaks-ი ამტკიცებდა, რომ "პარი სენ-ჟერმენი" თავის ათიანს ხელფასთან ერთად უხდიდა დამატებით კიდევ 4.5 მილიონს იმისთვის, რომ მას კლუბის იმიჯი არ შეელახა.

სხვაობა სიმულაციასა და რეალურ პრობლემას შორის - ნეიმარის კოშმარებით სავსე ერთი წელი

ნეიმარის კომპეტენციაში შედიოდა გულშემატკივრებთან დადებითი ურთიერთობის დამყარება, ვარჯიშებზე დროულად მოსვლა, გასახდელში კარგი ატმოსფეროს შექმნა და სხვადასხვა ინტერვიუებში "პარიზის" ქება-დიდება. აღნიშნულ ინფორმაციას მოგვიანებით სხვა წყაროებიც ამტკიცებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიელმა კრიტიკოსები თითქოს დაადუმა. "ლურჯ-წითლებმა" თავიანთი ათიანის უშუალო მონაწილეობით გადალახეს სიკვდილის ჯგუფი, თანაც ისე, რომ "ლივერპულთან", "ნაპოლისა" და "ცრვენა ზვეზდასთან" კვარტეტში "პსჟ"-მ პირველი ადგილი დაიკავა.

სხვაობა სიმულაციასა და რეალურ პრობლემას შორის - ნეიმარის კოშმარებით სავსე ერთი წელი

სამხრეთ ამერიკელმა შეაგდო ხუთი გოლი, მათ შორის ერთი სწორედ მომავალი ტრიუმფატორის კარში. ამის მიუხედავად, ნეიმარს მაინც აკრიტიკებდნენ, მიზეზი - ისევ და ისევ ძირს წოლა. იგივე "წითლებთან" მატჩის შემდეგ, ბრაზილიელის პერფომანსი ყველაზე ლაკონურად იურგენ კლოპმა აღწერა:

"ჩვენ პრემიერ ლიგის ყველაზე სუფთად მოთამაშე გუნდი ვართ, მაგრამ "პარი სენ-ჟერმენთან" ყასაბებს ვგავდით. არა იმიტომ რომ ვუხეშობდით, უბრალოდ ნეიმარი ყოველ ჯერზე ვარდებოდა მინდორზე ისე, თითქოს კვდებობა."

სხვაობა სიმულაციასა და რეალურ პრობლემას შორის - ნეიმარის კოშმარებით სავსე ერთი წელი

უსიამოვნებების ციკლი გაგრძელდა და ცოტა ხანში პარიზელმა რეალურად სერიოზული ტრავმა მიიღო. ეს მოხდა სათასო შეხვედრაში "სტრასბურგის" წინააღმდეგ. სამხრეთ ამერიკელმა კოჭი იტკინა და ის მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა.

აღსანიშნავია, რომ მომხდარში გულშემატკივრები ადანაშაულებდნენ არა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს, არამედ თავად "ლურჯ-წითლების" ათიანს. ქომაგების უმეტესობა თვლის, რომ ნეიმარი ბურთს ზედმეტად დიდი ხნით იჩერებს, რის გამოც მას ფეხებში ხშირად ხვდება.

სხვაობა სიმულაციასა და რეალურ პრობლემას შორის - ნეიმარის კოშმარებით სავსე ერთი წელი

ბრაზილიელის ლაზარეთში ყოფნის პერიოდში იფეთქა მორიგმა და ბანალურმა ფინანსურმა სკანდალმა. მოკლე აღწერა - მამამისი, ფულის გათეთრება, კიდევ უფრო მეტი ფული და ა.შ. საეჭვოა, რომ "პსჟ"-ს შემტევის მშობლის ანგარებიანი თავგადასავალი ვინმეს აინტერესებდეს, ამიტომ შემდეგი პუნქტისკენ მივდივართ.

საკლუბო სეზონის მთავარი ტრაგედია მოხდა მარტში, როდესაც "პარი სენ-ჟერმენი" "მანჩესტერ იუნაიტედთან" შერცხვა. ალბათ გახსოვთ - "წითელი ეშმაკების" ქამბექი, ძალიან საეჭვო პენალტი ბოლო წუთებზე და შედეგად: "პარიზის" მორიგი ფიასკო.

სხვაობა სიმულაციასა და რეალურ პრობლემას შორის - ნეიმარის კოშმარებით სავსე ერთი წელი

სამხრეთ ამერიკელი ამ ყველაფერს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს და "მანიუს" 11-მეტრიანის მომენტში მან ემოციები ვერ შეიკავა. "ლურჯ-წითლების" ათიანს მსაჯთა ოთახში შეჭრის მცდელობა ჰქონდა, რის შედეგადაც ის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ცალკე აღნიშნვის ღირსია ნეიმარის გარშემო წარმოქმნილი ახალი მემი - კილიან მბაპეს ჩრდილში ყოფნა. ეს არის რეფერენსი "ბარსელონადან" წასვლის მიზეზისკენ. სეზონის მიწურულს ბრაზილიელმა მოახერხა მოედანზე დაბრუნება, თუმცა ისევ წარუმატებლად.

სხვაობა სიმულაციასა და რეალურ პრობლემას შორის - ნეიმარის კოშმარებით სავსე ერთი წელი

"პარი სენ-ჟერმენი" საფრანგეთის თასის ფინალში სენსაციურად "რენთან" დამარცხდა, განრისხებულმა სამხრეთ ამერიკელმა კი ერთ-ერთ გულშემატკივარს ხელი გაარტყა. შედეგად: კიდევ ერთი ბანი. გავაგრძელოთ - კონფლიქტი მბაპესთან, "რეალის" უარი, ალვეშისთვის გადასული "სელესაოს" კაპიტნის სამკლაური და ფინალური: სექს-სკანდალი.

გაუპატიურების საქმის გამო "პსჟ"-ს ათიანის რეიტინგი კიდევ უფრო დაეცა. სასამართლოში სიარულთან ერთად, ნეიმარს დიდი ალბათობით ახალი სპონსორების ძებნა მოუწევს. Mastercard-მა მასთან თანამშრომლობა უკვე შეწყვიტა, კონტრაქტის გაუქმებისკენ Nike-ც იხრება. გაანალიზეთ, ეს ყველაფერი სულ რაღაც ერთ წელში მოხდა.

სხვაობა სიმულაციასა და რეალურ პრობლემას შორის - ნეიმარის კოშმარებით სავსე ერთი წელი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კარიერა, რომელიც დიდი ხნის წინ დაინგრა - რატომ არის იკარდი მსხვერპლი და არა დამნაშავე?

2013-2018 წლები, ბნელი პერიოდი მილანის "ინტერის" ისტორიაში. გაურკვეველი ცვლილებები კლუბის პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე,

დღეს, 12:16

კოუტინიოსთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი გამოკვეთილია

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ კარიერა შესაძლოა "ჩელსიში" გააგრძელოს.

დღეს, 10:53

რონალდუს გარეშე - 5 ფეხბურთელი, რომლის თამაშსაც რონალდო თვალყურს ადევნებს

ბრაზილიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, რონალდომ დაასახელა ფეხბურთელები, რომელთა თამაშისთვის თვალყურის დევნება მოსწონს.

დღეს, 10:50

ისკოს მეუღლემ მათ სექსუალურ ცხოვრებაზე ისაუბრა

"რეალის" ნახევარმცველის, ისკოს მეუღლე, სარა სალამო ტელეშოუ La Resistencia-ს ესტუმრა და მათ სექსუალურ ცხოვრებაზე ისაუბრა.

დღეს, 10:40

MARCA: ზაფხულში ჰავერცის რეალში ტრანსფერი გამოირიცხა

აქამდე არსებული ცნობით, "რეალს" "ლევერკუზენის" ნახევარმცველის, კაი ჰავერცის შეძენა უნდა.

დღეს, 10:25

"სასწაული გუნდია" - შვაინშტაიგერს სჯერა, რომ მისი ყოფილი გუნდი ტრიპლეტს მოიგებს

მიმდინარე სეზონში, მიუნხენის "ბაიერნი" ბრწყინვალე ფორმაშია და სეზონს მინიმუმ ერთი ტიტულით დაასრულებს.

დღეს, 03:42

ლაიფციგის მწვრთნელი: "ვერნერის ჩვენგან წასვლა იგივეა, ბაიერნმა ლევანდოვსკი რომ დაკარგოს"

დიდია იმის ალბათობა, რომ გერმანელი თავდამსხმელი ტიბო ვერნერი "ლივერპულში" გადავიდეს.

დღეს, 03:39

შეხვედრა მომდევნო კვირას შედგება: მილანს ახალი მწვრთნელი ეყოლება

უკვე რამდენიმე კვირაა მიდის საუბრები იმაზე, რომ "მილანს" რალფ რანგნიკი ჩაიბარებს.

დღეს, 03:35

შირერმა მბაპეს რჩევა მისცა: "მისთვის ეს იდეალური იქნება"

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფორვარდმა ალან შირერმა კილიან მბაპეს საინტერესო რჩევა მისცა.

დღეს, 03:22

დორტმუნდის მწვრთნელი სანჩოს ჟესტს გამოეხმაურა

ჯეიდონ სანჩომ პირველი გოლი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას მიუძღვნა.

დღეს, 03:19

კლოპმა დაასახელა მეტოქე, ვისთანაც ლივერპული ითამაშებს: "100%-ით მზად უნდა ვიყოთ"

გასულ კვირას, ცნობილი გახდა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგა 17 ივნისს განახლდება.

დღეს, 01:46

ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელები ევროპაში - მესი მე-4 ადგილზეა

ბრიტანული გამოცემა გვთავაზობს ტოპ 5 ჩემპიონატის გამორჩეულ მოთამაშეებს ამ სეზონში.

დღეს, 01:34

ვისთან ითამაშებენ რეალი და ბარსელონა ლა ლიგის პირველ მატჩს?

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატი 11 ივნისს განახლდება, საუბარია ლა ლიგაზე.

დღეს, 01:18

ოფიციალურად: რუბინი 2-მა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ყაზანის "რუბინი" ორმა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა.

დღეს, 01:08

ვარჯიშები ეროვნული ლიგის კიდევ ერთმა კლუბმა განაახლა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება.

დღეს, 01:04

რატომ ჩაიშალა დევისის ტრანსფერი ბარსელონაში 2017 წელს?

Mundo Deportivo-მ მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველის, ალფონსო დევისის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გააავრცელა.

დღეს, 00:43

კოშტას ლა ლიგაში მსურველი გამოუჩნდა

Сalciomercato-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" შემტევს, დუგლას კოშტას ლა ლიგაში საკმაოდ სერიოზული მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 00:29

"ლა ლიგას თუ მოვიგებ, კანარის კუნძულებზე დავისვენებ", - სეტიენი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა თავისი შვებულების შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:19

6 ფეხბურთელი, რომლის ხელში ჩაგდებას იუვენტუსი ცდილობს

Calciomercato-მ ტურინის "იუვენტუსის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეები დაასახელა.

დღეს, 00:02

ლინგარდმა კარიერის საუკეთესო მომენტი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ნახევარმცველმა, ჯესი ლინგარდმა თავისი კარიერის საუკეთესო მომენტი დაასახელა:

გუშინ, 23:54

პაიე: "ხელფასის შემცირების წინააღმდეგი ვარ, რადგან ოჯახის წინაშე ვალდებულებები მაქვს"

მარსელის "ოლიმპიკის" ლიდერი, დიმიტრი პაიე ხელფასის შემცირების წინააღმდეგია.

გუშინ, 23:42

"ლივერპულის გამოვარდნის შემდეგ, ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი გაუჩნდა", - შვაინშტაიგერი

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:28

"მიზანი - ტრებლია", - პავარი

მიუნხენის "ბაიერნის" მარჯვენა მცველმა, ბენჟამინ პავარმა თავისი გუნდის ამბიციებისა და მიზნების შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 23:16

სანჩომ გატანილი გოლი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას მიუძღვნა

"დორტმუნდის" გარემარბმა, ჯეიდონ სანჩომ ბუნდესლიგის 29-ე ტურში "პადერბორნს" (6:1) ჰეთ-თრიქი შეუსრულა.

გუშინ, 22:27

სანჩოს ჰეთ-თრიქი - დორტმუნდმა სტუმრად პადერბორნს გადაუარა [VIDEO]

გერმანიის ჩემპიონატის 29-ე ტურის ეგიდით, "დორტმუნდმა" "პადერბორნი" სტუმრად ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

გუშინ, 21:56

ნაგელსმანი: "ვერნერის ლაიფციგიდან წასვლა ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლის ტოლფასი იქნება"

"ლაიფციგის" მთავარმა მწვრთნელმა თავდამსხმელ ტიმო ვერნერის შესაძლო გაყიდვაზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 21:24

MARCA: მოურინიომ კოუტინიოს ტრანსფერს ვეტო დაადო

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო ლონდონის "ტოტენჰემში" არ გადავა.

გუშინ, 20:32

მილანი პსჟ-ს ფეხბურთელის დამატებასთან ახლოსაა

"პარი სენ ჟერმენის" ახალგაზრდა ცენტრალური შესაძლოა ზაფხულში "მილანის" ფეხბურთელი გახდეს.

გუშინ, 20:27

იუვენტუსი მზადაა კიეზას სანაცვლოდ 4 ფეხბურთელი დათმოს

"ფიორენტინას" ნახევარმცველმა, ფედერიკო კიეზამ კარიერა შესაძლოა "იუვენტუსში" გააგრძელოს.

გუშინ, 20:16

"ბაიერნში ახალი ერა იწყება", - ჰიონესი სანეს შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება

მოგეხსენებათ, "ბაიერნს" "მანჩესტერ სიტის" გარემარბის, ლეროი სანეს ხელში ჩაგდება უნდა.

გუშინ, 20:13
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10