ავტორიზაცია

ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მცველები - რომელ ადგილზეა ვან ბისაკა?

ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მცველები - რომელ ადგილზეა ვან ბისაკა?
თარიღი 29 Jun 2019, 16:14
„მანჩესტერ იუნაიტედს“ ინგლისელი მცველის გადაბირებაში სოლიდური თანხის გადახდა მოუწია.

მანკუნიანელებმა ვან-ბისაკას ტრანსფერში 45+5 მილიონი ფუნტი გადაიხადეს, რაც 21 წლის ფეხბურთელს ისტორიაში მეექვსე ყველაზე ძვირადღირებულ მცველად აქცევს.

პირველ ადგილს „ლივერპულის“ დაცვის ბურჯი, ვირჯილ ვან დეიკი იკავებს, რომელშიც მერსისაიდელებმა 75 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

მეორე „ბაიერნის“ ახალწვეული, ლუკას ერნანდესია, რომელიც მიუნხენელებმა 70 მილიონად გადაიბირეს.

მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილი კი „მანჩესტერ სიტის“ მცველებს უკავიათ.

3) აიმერიკ ლაპორტი - 57 მილიონი ფუნტი
4) ბენჟამინ მენდი - 52 მილიონი ფუნტი
5) კაილ უოკერი - 50 მილიონი ფუნტი.

შედეგად, აარონ ვან-ბისაკა მეექვსე ადგილს იკავებს. კაილ უოკერი მასზე მაღლა მხოლოდ იმიტომ დგას, რომ მასში 50 მილიონი პირდაპირ გადაიხადეს, ვან-ბისაკას შემთხვევაში კი 45 მილიონს ეხება, 5 მლნ კი ბონუსებითაა გათვალისწინებული.