Goal.Ge

10 წლის წინ ჩაფიქრებული ტრანსფერი - როგორ იკვეთებოდა და იყრებოდა ზიდანისა და აზარის გზები?


10 წლის წინ ჩაფიქრებული ტრანსფერი - როგორ იკვეთებოდა და იყრებოდა ზიდანისა და აზარის გზები?

"რეალის მწვრთნელი რომ ვიყო, აზარს თვალდახუჭული გავიფორმებდი." - ზინედინ ზიდანი, 2009 წლის 29 მაისი. ზიზუ იმ დროს მადრიდულ კლუბში დაბრუნებული ფლორენტინო პერესის მრჩეველობისთვის ემზადებოდა.

საფეხბურთო სამყაროში მესი-რონალდუს ეპოქა მწიფდებოდა, ფრანგ მენეჯერს კი თავის ფავორიტი ჰყავდა. ზიდანი ყველანაირი ხერხით ცდილობდა ფლოს დარწმუნებას ბელგიელის გაფორმების თაობაზე, მაგრამ "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი "ელ გალაქტიკო 2.0"-ს იდეით იყო შეპყრობილი.

10 წლის წინ ჩაფიქრებული ტრანსფერი - როგორ იკვეთებოდა და იყრებოდა ზიდანისა და აზარის გზები?

"ბლანკოსში" მოვიდა კრიშტიანუ, კაკა, ალონსო, ბენზემა და კიდევ რამდენიმე ვარსკვლავი, რის შედეგადაც პატარა ედენისთვის "თეთრებში" აღარავის ეცალა. ზიზუ იყო ერთადერთი, ვინც იმ დროს აზარზე ჯერ კიდევ ფიქრობდა. შეიძლება ითქვას, რომ ზინედინის პირველი აღმოჩენა მრჩეველის რანგში სწორედ ბელგიელი გახდა.

როგორც ავღნიშნეთ, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვარსკვლავების მოზიდვის პროცესი მიმდინარეობდა, ედენისთვის ბრძოლაში კი პრემიერ ლიგისა და ლიგა 1-ის გუნდები ჩაებმენ. აზარმა საფეხბურთო ევროპის ყურადღების მიქცევა ჯერ კიდევ ადრეულ მოზარდობაში შეძლო.

10 წლის წინ ჩაფიქრებული ტრანსფერი - როგორ იკვეთებოდა და იყრებოდა ზიდანისა და აზარის გზები?

ბელგიელი იყო სულ რაღაც 16 წლის, როდესაც ის "ლილის" ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. საფრანგეთის ჩემპიონატის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელმა რამდენიმე ინდივიდუალური ჯილდოც მიიღო. ზიდანი აკვირდებოდა ედენის პროგრესს, მაგრამ მას არავინ უსმენდა.

"აზარი - მომავლის ვარსკვლავია. ის ერთ-ერთი საუკეთესო გახდება." - აცხადებდა ზიზუ. აღსანიშნავია, რომ ბელგიელის კუმირი ბავშვობაში სწორედ ფრანგი 10-იანი იყო. ინტერნეტში წააწყდებით ფოტოს, რომელზეც პატარა ედენი თავის ძმებთან ერთად სწორედ ზინედინის მაისურში პოზირებს.

10 წლის წინ ჩაფიქრებული ტრანსფერი - როგორ იკვეთებოდა და იყრებოდა ზიდანისა და აზარის გზები?

ეს არის საკმაოდ ლამაზი ისტორია, რომელიც ერთ მომენტში შეწყდა და ათი წლის შემდეგ გაგრძელდა. ცხადია, კომპლიმენტებს არც აზარი იშურებდა - "ზიდანი არის ჩემი კუმირი, რომელმაც ფეხბურთი შემაყვარა. მის გამო საფრანგეთის თამაშებს უფრო ხშირად ვუყურებდი, ვიდრე ბელგიის."

ზიზუსა და ედენის "ფლირტი" წლების განმავლობაში გრძელდებოდა და არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ადრე თუ გვიან, ზინედინი თავის მთავარ აღმოჩენას "რეალში" წაიყვანდა. მადრიდელთა მწვრთნელს ლონდონის "ჩელსის" ლიდერის გაფორმება აქამდეც შეეძლო, უბრალოდ ამის საჭიროება დადგა მხოლოდ ახლა.

10 წლის წინ ჩაფიქრებული ტრანსფერი - როგორ იკვეთებოდა და იყრებოდა ზიდანისა და აზარის გზები?

თავად განსაჯეთ - აზარი არის ფეხბურთელი, რომლის გარშემო გუნდი შენდება, ერთგვარი ალფა. "სამეფო კლუბში" კი ასეთი რონალდუ იყო და უნდა ითქვას, რომ პორტუგალიელის "ბლანკოსს" კორექტირებები ნამდვილად არ სჭირდებოდა. ჩემპიონთა ლიგის თასები და ოქროს ბურთები ამას ნათლად ამტკიცებს.

ერთი წლის წინ, კრიშტიანუმ "გალაქტიკო" დატოვა, მის გზას ზიდანიც გაჰყვა. "თეთრებში" ვაკანტური გახდა ლიდერის პოზიცია, რომელიც სამწუხაროდ, გარეტ ბეილმა ვერ მოირგო. კოშმარული სეზონის შემდეგ, ნათელი გახდა, "ბერნაბეუზე" ახალი ალფა იყო საჭირო.

10 წლის წინ ჩაფიქრებული ტრანსფერი - როგორ იკვეთებოდა და იყრებოდა ზიდანისა და აზარის გზები?

არსებობს მოსაზრება, რომ პერესისა და ზიზუს კონსესუსში გადამწყვეტი როლი სწორედ აზარის დაანონსებულმა ტრანსფერმა ითამაშა. ანუ ფლორენტინო ფრანგს სანატრელ ედენს შეჰპირდა, ზინედინმა უარი ვერ თქვა. აღსანიშნავია, რომ ბელგიელს "რეალი" ზიდანის გარეშეც იზიდავდა. ამის შესახებ კრისტიან ბენტეკე საუბრობს:

"აზარმა ჯერ კიდევ ათი წლის წინ მითხრა, რომ ის მადრიდში თამაშზე ოცნებობდა." - ცნობისთვის, ედენი და კრისტიანი დიდი ხნის მეგობრები არიან. ამის გარდა, გამოსარჩევია აზარის რამდენიმე თვის წინ გაჟღერებული ფრაზა, რომელიც ზიზუს ეპლ-ში შესაძლო გადმოსვლას ეხებოდა:

"თუ ზიდანი მანჩესტერ იუნაიტედში დაინიშნება, მე მას არ გავყვები, რადგან ინგლისში მხოლოდ "ჩელსის" ერთგული ვარ." - აქედან გამომდინარეობს დასკვნა, ედენი "სამეფო კლუბში" ფრანგის გაშვების შემთხვევაშიც მოტივირებული დარჩება.

10 წლის წინ ჩაფიქრებული ტრანსფერი - როგორ იკვეთებოდა და იყრებოდა ზიდანისა და აზარის გზები?

ერთი სიტყვით, ბოლო დროის ყველაზე გაწელილი სატრანსფერო საგა როგორც იქნა დასრულდა. აზარი "ბლანკოსის" ფეხბურთელია და ამით დაისვენა აბსოლიტურად ყველამ: თავად ბელგიელმა, ზინედინმა, "თეთრებისა" და "ჩელსის" ქომაგებმაც.

10 წლის წინ ჩაფიქრებული ტრანსფერი - როგორ იკვეთებოდა და იყრებოდა ზიდანისა და აზარის გზები?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

იკარდი ნაპოლიში ცოლის გამო ვერ გადადის

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მაურო იკარდის ნეაპოლური ვარიანტი აქტუალურობას კარგავს.

დღეს, 17:24

დემბელეს ყოფილი მზარეული: "ოსმანი ცუდ წრეში მოხვდა"

ოსმან დემბელეს ყოფილმა პირადმა მზარეულმა მიკაელ ნაიამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 17:12

პსჟ-ს ზღაპრული შემოთავაზება - დიბალას პოზიცია ცნობილია

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენმა" პაულო დიბალას წინადადებით მიმართა.

დღეს, 16:57

რონალდუმ მესი სადილზე დაპატიჟა

ტურინის "იუვენტუსის" ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მოულოდნელი განცხადება გააკეთა:

დღეს, 16:45

მანჯუკიჩს მოულოდნელი და სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

Goal.com-ის ცნობით, მარიო მანჯუკიჩს მოულოდნელი და საკმაოდ სერიოზული მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 16:01

ნავასი წასვლას ითხოვს

Marca-ს ცნობით, კეილორ ნავასმა მადრიდის "რეალიდან" წასვლა გადაწყვიტა.

დღეს, 15:51

რუბინში ქართველებმა სანაძლეო წააგეს და მეკარის მანქანა გარეცხეს [VIDEO]

ყაზანის "რუბინის" ოფიციალური გვერდი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.

დღეს, 15:48

მოურინიოს მიმდინარე სეზონში პირველი მსურველი გამოუჩნდა

Goal.com-ის ჟურნალისტის, რობინ ბეინერის ტვიტერს თუ დავუჯერებთ, ჟოზე მოურინიოს მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 15:36

9:0 ლიეტუვასთან - 16-წლამდელებმა უეფას განვითარების თასი მოიგეს

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა (2004 წელს დაბადებულები) ლიეტუვაში დასრულებული უეფას განვითარების ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა..

დღეს, 15:35

რივალდომ კოუტინიოს კრახის მიზეზი დაასახელა

"ბარსელონას" ლეგენდამ რივალდომ ფელიპე კოუტინიოს კატალონიაში კრახის მიზეზებზე ისაუბრა:

დღეს, 15:17

ცნობილია თანხა, რომელსაც მანჩესტერი სანჩესს წასვლის შემთხვევაში გადაუხდის

Daily Mail-ის ცნობით, ალექსის სანჩესი მილანის "ინტერში" გადასვლაზე თანახმაა.

დღეს, 15:02

ნეიმარის ტრანსფერი, რომელ გამოცემებს ვენდოთ? - ჭორი და რეალობა ბრაზილიელის გარშემო

ნეიმარის "პარი სენ-ჟერმენიდან" აბარგება - მიმდინარე ზაფხულის მთავარი სატრანსფერო საგა.

დღეს, 14:18

3 ფეხბურთელი + 100 მილიონი - რეალის შეთავაზება პსჟ-ს

Le Parisien-ის ცნობით, მადრიდის "რეალმა" "პარი სენ-ჟერმენს" სუპერ-შემოთავაზება მოუმზადა.

დღეს, 13:41

ზიდანი ხამესით კმაყოფილია, მაგრამ...

As-ის ცნობით, ზინედინ ზიდანმა ხამეს როდრიგესის თაობაზე დამოკიდებულება შეიცვალა.

დღეს, 11:55

სუარესი თავის შემდეგ გუნდზე დაფიქრდა

El Mundo Deportivo-ს ცნობით, ლუის სუარესი "ბარსელონადან" წასვლაზე დაფიქრდა.

დღეს, 11:45

მაკგრეგორი დიასს: "შენ რომ გიყურებ, დაბრუნება მინდება"

UFC-ის მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა თავის კოლეგასა და მოწინააღმდეგეს, ნეიტ დიასს მიმართა:

დღეს, 11:35

მოურინიომ სიტის წაკბინა

Sky Sports-ის ექსპერტმა ჟოზე მოურინიომ პრემიერ ლიგაში VAR-ის დანერგვის თაობაზე კომენტარი გააკეთა:

დღეს, 11:25

პსჟ მეკარეს ეძებს

RMC Sport-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენი" მეკარეს ეძებს.

დღეს, 11:11

კუბოს ახალი გუნდი ცნობილია

El Chiringuito-ს თუ დავუჯერებთ, მადრიდის "რეალმა" ტაკეფუსა კუბოს იჯარით გაშვება გადაწყვიტა.

დღეს, 10:55

მიზეზი, რის გამოც ჯეკომ რომა არ დატოვა

როგორც მოგეხსენებათ, ედინ ჯეკო მილანის "ინტერში" არ გადავა და მალე ის "რომასთან" ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

დღეს, 10:46

ნეიმარი ლიგა 1-ის მესამე ტურში ითამაშებს

UOL-ს თუ დავუჯერებთ, "პარი სენ-ჟერმენის" გულშემატკივრები ნეიმარს მოედანზე მინიმუმ ერთხელ კიდევ იხილავენ.

დღეს, 10:37

დიბალა პსჟ-ში? - იტალიელი ჟურნალისტის კომენტარი

როგორც მოგეხსენებათ, პაულო დიბალას სახელს "პარი სენ-ჟერმენს" უკავშირებენ.

დღეს, 10:28

იკარდის ახალი გუნდი ცნობილია?!

Corriere dello Sport-ს თუ დავუჯერებთ, მაურო იკარდის ახალი გუნდი ცნობილია.

დღეს, 10:20

ფაქტები, როცა დინამომ ლიდერის გაშვება ინანა - რატომ იქნება შენგელიას წასვლა წამგებიანი?

დიდია იმის ალბათობა, რომ "დინამო თბილისის" ლიდერმა ლევან შენგელიამ კარიერა თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

დღეს, 04:22

ლაშა შინდაგორიძე ბელარუსის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდა

ბელარუსის ჩემპიონატის მე-18 ტურში სოლიგორსკის "შახტიორი" "სლუცკის" დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა.

დღეს, 03:45

სალაჰი VAR-ზე: "ფეხბურთი უფრო საინტერესოა, როცა მსაჯები შეცდომას უშვებენ"

"ლივერპულის" ლიდერი მოჰამედ სალაჰი პრემიერ ლიგაში ვიდეო-რეფერის (VAR-ის) დანერგვას გამოეხმაურა.

დღეს, 03:22

შემდეგ ტურში, რეალში დაბრუნებული ხამესის დებიუტი შედგება?

ლა ლიგის მეორე ტურში ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "ვალიადოლიდი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 03:17

ნეიმარის შეურაცხყოფის გამო, პსჟ დასაჯეს

ნეიმარის გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ბევრი იწერება. მის მომავალს "ბარსელონას" და "რეალს" უკავშირებენ.

დღეს, 03:13

ტიერი ანრი: "შემიძლია, წარმატებული მწვრთნელი ვიყო"

გასულ წელს, ცუდი შედეგების გამო, "მონაკოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტიერი ანრი გაათავისუფლეს.

დღეს, 03:09

ვან პერსიმ სანჩესი შეაქო: "ის დიდი ფეხბურთელია"

ბოლო პერიოდში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩილელ თავდამსხმელს ალექსის სანჩესს ბევრი აკრიტიკებს.

დღეს, 03:05

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10