Goal.Ge

ათამაშდება თუ არა აზარი რეალში? ფეხბურთელის თამაშის განხილვა და საბოლოო პროგნოზი


ათამაშდება თუ არა აზარი რეალში? ფეხბურთელის თამაშის განხილვა და საბოლოო პროგნოზი

ეს მოვლენა შეიძლებოდა შარშან, 2 ან სულაც 3 წლის წინ მომხდარიყო, მაგრამ, პარასკევს, 7 ივნისს მოხდა.

სწორედ ამ დღეს დადასტურდა ოფიციალურად, რომ ედენ აზარმა "ჩელსი" დატოვა და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდა. 28 წლის ვინგერმა მადრიდელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"რეალზე ბავშვობიდან ვოცნებობდი." - თქვა აზარმა ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში. თუმცა, მისი ამ სურვილის შესახებ საკმაოდ დიდი ხანია ცნობილია. ახლა კი მისი ოცნება ასრულდა და ის თავისი ოცნების გუნდში, თავისივე კუმირის, ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით იასპარეზებს, რომლისგანაც ბევრი რამ ისწავლა. თავად ფრანგიც არასდროს მალავდა ბელგიელით აღტაცებას და "რეალში" ხილვის სურვილს.

ათამაშდება თუ არა აზარი რეალში? ფეხბურთელის თამაშის განხილვა და საბოლოო პროგნოზი

ედენმა თქვა, რომ "ჩელსიდან" წასვლა მისი კარიერის ყველაზე რთული და დიდი გადაწყვეტილებაა სადღეისოდ. ეს ნამდვილად ასეა, რადგან აზარი შვიდივე წლის მანძილზე "ჩელსის" უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. ლილიდან გადმობარგებული ბელგიელი თითქმის ყოველთვის ხარისხიან ფეხბურთს აჩვენებდა და "ჩელსის" რიგებში ყველაზე მეტი ხიფათი სწორედ მისგან მოდიოდა. წლიდან წლამდე, "ჩელსის" დამოკიდებულება ედენზე უფრო და უფრო დიდი იყო.

გამონაკლისად შეიძლება მივიჩნიოთ 2015/16-წლების სეზონი, რომელიც 28 წლის ფეხბურთელის კარიერაში, შეიძლება, ყველაზე ცუდიც კი იყო. აზარმა 43 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ექვსი გოლი გაიტანა. ასეთი ცუდი შედეგიანობა ედენს მას შემდეგ აღარ ჰქონია.

მაგრამ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ, მთელი გუნდი საშინელ მდგომარეობაში იყო და ცუდ ფეხბურთს თამაშობდა, გარდა ვილიანისა. შედეგად, "ჩელსიმ" პრემიერ ლიგაში მე-10 ადგილი დაიკავა.

ზოგჯერ, სტატისტიკა აზარის თამაშს სრულიად ვერ გადმოსცემს. გარდა გოლებისა და საგოლე გადაცემებისა, ედენი ასევე მცველთა ყურადღებას იქცევს, რითაც ვილიანს, პედროს და სხვა შემტევ ფეხბურთელებს თავისუფალ სივრცეებს უტოვებს. აზარი - ამჟამინდელი "ჩელსის" მთავარი დამრტყმელი ძალა იყო.

ედენ აზარი არის როგორც ლეო მესი "ბარსელონასთვის" ან კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის "რეალისთვის". შეგვიძლია, ეჭვიც არ გვეპარებოდეს, რომ "ჩელსის" მომდევნო სეზონში ჩავარდნა ელის. ასეთი ლიდერის გამოკლება გუნდის თამაშზე უეჭველად აისახება. ლონდონელებმა გასულ სეზონში პრემიერ ლიგაში 63 გოლი გაიტანეს და აქედან ნახევარი (31) აზარის მონაწილეობით, რომელიც ან გოლს იტანდა, ან გადაცემას აკეთებდა.

ვილიანი და პედრო წლიდან წლამდე უფრო და უფრო ნაკლებად პროდუქტიულები არიან (განსაკუთრებით ბრაზილიელი), კალუმ ჰადსონ ოდოი და კრისტიან პულიშიჩი კი კარგია, მაგრამ უფრო პერსპექტივისთვის არის გათვლილი, ვიდრე აწმყოსთვის. სულ რომ გუნდს სატრანსფერო ბანი მოუხსნან ან შეუჩერონ, "ლურჯები" მაინც უდიდეს პრობლემას წააწყდებიან - აზარის შეცვლა პრაქტიკულად არარეალურია.

გაუგებენ თუ არა აზარი და ზიდანი ერთმანეთს?

ალბათ, კი. როგორც უკვე ვთქვით, ზიდანი - აზარის კუმირია, ფრანგს კი ბელგიელთან მუშაობა დიდი ხნის წინაც უნდოდა. ახლა მთავარია, ზიზუმ არაფერი მოიგონოს და ედენს თავისი საყვარელი, მარცხენა ვინგერის პოზიცია დაუთმოს.

გარდა ამისა, ზიდანმა აზარს დაცვაში ხშირად ჩამოსვლა უნდა ასწავლოს. იმაზე ხშირად, ვიდრე ის ამას "ჩელსიში" აკეთებდა. ბელგიელმა უნდა წარმოაჩინოს, რომ მთავარ მწვრთნელს უსმენს და მზადაა, მისი მოვალეობები შეასრულოს.

საერთო ჯამში, აზარსა და ზიდანს შორის ურთიერთგაგება უნდა ჩამოყალიბდეს.

ოქროს ბურთი

აზარს ამ ჯილდოს მოგებას ადრეც უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, ბელგიელს ამის შესასრულებლად 2-3 სეზონი აქვს დარჩენილი, იმის გათვალისწინებით, რომ ის უკვე 28 წლისაა. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად წარმატებული სეზონი ექნება "რეალს" და რამდენად სწრაფად გაივლის ადაპტაციას თავად აზარი.

ბოლოს და ბოლოს, თუ "რეალში" არა, აბა სად? აზარი ამ გუნდში თამაშზე ბავშვობიდან ოცნებობდა და "სამეფო კლუბში" ჯილდოს მოგების ყველაზე დიდი შანსია. მითუმეტეს, რომ რონალდუს და მესის წლები ემატებათ. ლუკა მოდრიჩის მაგალითზე კი აზარი დარწმუნდებოდა - "რეალში" ოქროს ბურთის მოგება საკმაოდ რეალისტური ამოცანაა.

ათამაშდება თუ არა აზარი რეალში? ფეხბურთელის თამაშის განხილვა და საბოლოო პროგნოზი

პროგნოზი

ედენ აზარი - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. შეიძლება, კრიშტიანუ რონალდუს და ლეო მესის შემდეგ, საუკეთესოც კი. თუმცა, ამაზე ბევრ გულშემატკივარს სხვაგვარი მოსაზრება ექნება. აზარმა "რეალი" უნდა გააძლიეროს და "ბარსელონასთან" ის დიდი სხვაობა შეამციროს, რომელიც 2018/19-წლებში იყო. დიდი ალბათობით, ბელგიელს ესპანური ფეხბურთი კიდევ უფრო მეტად მოუხდება, ვიდრე ინგლისური. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პირველივე სეზონს, ბელგიელი უტიტულოდ ნამდვილად არ დაასრულებს და გუნდის ლიდერი გახდება. ყოველ შემთხვევაში, მას ამისთვის ყველანაირი წინაპირობა გააჩნია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლიდერები განაცხადს მიღმა - საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასისთვის ცნობილია

ლიდერები განაცხადს მიღმა - საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასისთვის ცნობილია

დღეს, 02:59

ეროვნული ლიგა - მე-18 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 02:14

კახა ჩხეტიანი: "ვინც არ უნდა შეგვხვედროდა, ყველასთან საბრძოლველი გვექნებოდა"

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედო" "ორდაბასს" დაუპირისპირდება.

დღეს, 01:34

ჭიაბრიშვილი: "სურვილი მქონდა, სელტიკს შევხვედროდით"

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "შერიფს" დაუპირისპირდება.

დღეს, 01:32

ევროპა ლიგაზე ტორპედოს და ჩიხურას საშინაო მატჩები ერთ დღეს აქვთ - სად ითამაშებენ გუნდები?

დღეს გაიმართა ევროპა ლიგის წილისყრა, სადაც ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.

დღეს, 00:58

“იაპონიის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებთ“ - ფილ ნევილი

19 ივნისს ქალთა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტური გაიმართება.

დღეს, 00:50

მაკელელე ჩელსიში ბრუნდება

46 წლის კლოდ მაკელელე, სავარაუდოდ, ძველ გუნდს დაუბრუნდება.

დღეს, 00:33

ფერგიუსონი მანჩესტერის ბოსებს მიმართავს

ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერის ბოსებს მიმართავს და გუნდში სტივ უელშის მოყვანას ითხოვს.

დღეს, 00:20

მხოლოდ 5 ათასი ბილეთი სუპერ თასისთვის

სუპერ თასისთვის „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ ქომაგებს მხოლოდ 5 ათასი ბილეთი გამოუყვეს.

დღეს, 00:12

ახალი დონარუმა? - ბარსა ვენესუელელს უმიზნებს

„ბარსელონა“ 21 წლის მეკარეზე ნადირობს.

გუშინ, 23:59

ვან ბომელი რობენს ეპატიჟება

ყოფილი თანაგუნდელი რობენს „პსვ-ში“ ეპატიჟება.

გუშინ, 23:47

მოურინიოს ნაკრების გაწვრთნა სურს

ჟოზე მოურინიო ახალი გამოწვევებისთვის მზად არის.

გუშინ, 23:39

“გრიზმანთან არასდროს გვილაპარაკია!“ - ბართომეუ

ბართომეუმ გრიზმანთან კავშირი უარყო.

გუშინ, 23:24

ბენიტესს ჩინეთში იწვევენ

ესპანელი მწვრთნელი, შესაძლოა, ჩინურ სუპერ ლიგაში გადაბარგდეს.

გუშინ, 23:12

ტორეირა მილანთან ახლოსაა

ლუკას ტორეირას „არსენალის“ დატოვება სურს.

გუშინ, 22:58

ფეკირმა, შესაძლოა, ლიონი დატოვოს

„ლიონის“ ხელმძღვანელობამ ფეკირის წასვლა არ გამორიცხა.

გუშინ, 22:48

რა უნდა მოხდეს, რომ ბეილმა რეალი დატოვოს?-აგენტის განცხადება

გარეთ ბეილი მადრიდის „რეალიდან“ იჯარის წესით არ წავა.

გუშინ, 22:35

ხამესს მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"რეალს" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის ფასის თაობაზე უკვე დაუკავშირდნენ.

გუშინ, 20:41

რეალმა ნეიმარის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო - GOAL.COM

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

გუშინ, 20:31

ატლეტიკომ როდრის შემცვლელს პრემიერ ლიგაში მიაგნო

მოგეხსენებათ, "ატლეტიკოს" ნახევარმცველი, როდრი "მანჩესტერ სიტიში" გადადის.

გუშინ, 19:31

კლოპმა ლივერპულის ბოსებს სასურველი ფეხბურთელი დაუსახელა

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს.

გუშინ, 19:21

ფელიში ატლეტიკოში? - ბენფიკას ოფიციალური განცხადება

"ბენფიკამ" ჟოაო ფელიშის "ატლეტიკოში" შესაძლო ტრანსფერზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:17

მიულერმა ზღაპრული წინადადება იუარა, მიზეზები ცნობილია

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა კლუბიდან წასვლა არ ისურვა.

გუშინ, 19:12

ორი კლუბი, სადაც შესაძლოა ტოტი ვიხილოთ

მოგეხსენებათ, ფრანჩესკო ტოტიმ "რომას" ტექნიკური დირექტორის პოსტი დატოვა.

გუშინ, 19:09

ვინ იქნება რეალის მეორე მეკარე? - გადაწყვეტილება მიღებულია

ცნობილია გოლკიპერი, რომელიც მომდევნო სეზონში "რეალში" ტიბო კურტუას შემცვლელი იქნება.

გუშინ, 19:03

ოფიციალურად: ნესტა იტალიური გუნდის მწვრთნელი გახდა

"მილანის" ექს-ფეხბურთელმა, ალესანდრო ნესტამ იტალიური გუნდი ჩაიბარა.

გუშინ, 18:47

ოფიციალურად: აიაქსი მორიგმა ფეხბურთელმა დატოვა

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "აიაქსმა" მორიგი ფეხბურთელი გაყიდა.

გუშინ, 18:44

საქართველო - ერთადერთი გუნდი, რომელიც ზედიზედ მეხუთე წელი გრანდების გვერდით იქნება

საქართველო - ერთადერთი გუნდი, რომელიც ზედიზედ მეხუთე წელი გრანდების გვერდით იქნება

გუშინ, 17:59

ევროპა ლიგაზე დინამოს, ტორპედოს და ჩიხურას მეტოქეები ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დასრულდა.

გუშინ, 17:51

რეალმა როდრიგო წარადგინა და კიდევ ერთი პრეზენტაცია დააანონსა

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ბრაზილიელი ახალგაზრდა ფეხბურთელის პრეზენტაცია შედგა.

გუშინ, 17:32

ყველა სიახლე