რატომ უნდა წავიდეს რონალდუ ნაკრებიდან ახლა? უკეთესი მომენტი შეიძლება აღარ იყოს


რატომ უნდა წავიდეს რონალდუ ნაკრებიდან ახლა? უკეთესი მომენტი შეიძლება აღარ იყოს

კრიშტიანუ რონალდუს ეპოქა - საუკეთესო პერიოდი პორტუგალიის ნაკრების ისტორიაში. დიახ, "ევროპელი ბრაზილიელები" ეუსებიოს დროსაც ბრწყინავდნენ, მაგრამ პირენეელთა ამჟამინდელმა თაობამ წინამორბედების მიღწევები გადაფარა.

თავად განსაჯეთ - ლეგენდარული "პანტერას" დროს "წითელ-მწვანეები" მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილამდე მივიდნენ. ეს დასაფასებელია, მაგრამ როგორც ასეთი ტიტული, "შავ მარგალიტს" არ მოუგია. რონიმ კი თავის მხრივ ეროვნულ გუნდს ორი ჯილდო მოუტანა.

რატომ უნდა წავიდეს რონალდუ ნაკრებიდან ახლა? უკეთესი მომენტი შეიძლება აღარ იყოს

ევროპის ჩემპიონობა, ტრიუმფი ისტორიაში პირველ ერთა ლიგაზე, ევროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონობაც და კონფედერაციის თასის მესამე ადგილი - ასეთია შვიდიანის მონაგარი ნაკრებში. პორტუგალიას ბევრი ვარსკვლავი ჰყოლია, მაგრამ ეროვნული გუნდი ტიტულოვანად მხოლოდ რონალდუმ აქცია.

საფეხბურთო სამყაროში დაისადგურა კითხვამ - საერთაშორისო კარიერის დასრულების დრო ხომ არ მოვიდა? კრიშტიანუს უყვარს ლამაზად წასვლა და ახლა სწორედ ასეთი მომენტია. განვიხილოთ რამდენიმე გარემოება.

რატომ უნდა წავიდეს რონალდუ ნაკრებიდან ახლა? უკეთესი მომენტი შეიძლება აღარ იყოს

პირენეელი ლიონელ მესის უკვე ორი სანაკრებო ჯილდოთი უსწრებს. არგენტინელს წინ კოპა ამერიკა ელის და არაა გამორიცხული, რომ ლეომ ტიტულს ახლა მაინც გამოკრას ხელი. ამ შემთხვევაში ანგარიში 2:1 გახდება და დაპირისპირება მათ შორის კვლავ გაგრძელდება.

წასვლით რონის აღარ მოუწევს ახალი გამოწვევების მიღება. ის თავაწეული იქნება, რადგან მისი ნაკრებში თამაშის პერიოდში უტიტულო პორტუგალიამ ორი თასი მოიგო, "ალბისელესტემ" კი 0. ამის გარდა, ლეგენდარული 7-იანი ხომ ერთა ლიგის პირველი გამარჯვებულია და შემდეგ ტურნირამდე დიდი დროა.

რატომ უნდა წავიდეს რონალდუ ნაკრებიდან ახლა? უკეთესი მომენტი შეიძლება აღარ იყოს

რონალდუს პირობით კილიან მბაპეზე დროის ფორა ექნება. "ევროპელი ბრაზილიელების" შემდეგი მარათონი 2020 წლის კონტინენტის პირველობაზე შედგება. საფრანგეთის, ჰოლანდიისა და კიდევ რამდენიმე პერსპექტიული ნაკრების ფორმის გათვალისწინებით, პირენეელთა კიდევ ერთი ტრიუმფი ნაკლებად სავარაუდოა.

დიახ, "წითელ-მწვანეებმა" დაამარცხეს როგორც მსოფლიო ჩემპიონები, ისე ნიდერლანდელებიც, მაგრამ რაც დრო გადის, აღნიშნული გუნდები უფრო ძლიერდებიან. სამწუხაროდ, პორტუგალიაზე იგივეს ვერ ვიტყვით. "მამლებისა" და "ნარინჯისფერების" უპირატესობა თაობაშია.

რატომ უნდა წავიდეს რონალდუ ნაკრებიდან ახლა? უკეთესი მომენტი შეიძლება აღარ იყოს

ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, იბადება ლოგიკური კითხვა - სჭირდება თუ არა რონალდუს თავის ატკივება? ის ევროპის ჩემპიონი ხომ უკვე არის. მივადექით კრიშტიანუს ყველაზე საყვარელ სტატისტიკას: გოლებს. პირენეელი თავის კონტინეტზე საუკეთესოა და მსოფლიოს მასშტაბით: მეორე.

დიახ, ცოტა ხნის წინ რონიმ ფერენც პუშკაშს გადაასწრო და საერთაშორისო არენაზე 85-ე ბურთი ჩაიწერა. ლეგენდარული შვიდიანის ერთადერთი კონკურენტი ირანელი ალი დაეი არის, რომელსაც 109 გოლო აქვს. სპარსისთვის რონალდუ მეტოქე პრინციპში არც არის, რადგან სხვაობა მათ შორის 24 ბურთს შეადგენს.

რატომ უნდა წავიდეს რონალდუ ნაკრებიდან ახლა? უკეთესი მომენტი შეიძლება აღარ იყოს

იმის გათვალისწინებით, რომ პორტუგალიელი უკვე 34 წლის არის, საეჭვოა, მის 25 გოლს მოვესწროთ. კრიშტიანუსთვის ერთადერთ აუღებელ ციხესიმაგრედ მუნდიალი რჩება, მაგრამ ობიექტურად, მსოფლიოზე ტრიუმფს "ევროპელი ბრაზილიელებისგან" არასდროს ელოდნენ, იგივე არგენტინისგან განსხვავებით.

ცნობისთვის, პირენეელმა მესის ამ კომპონენტშიც აჯობა - რონალდუს 17 შეხვედრაში გატანილი 7 ბურთი ლეოს 19 მატჩში 6 გოლის წინააღმდეგ. ერთი სიტყვით, პორტუგალიელმა თავისი ნაკრების რესურსის გათვალისწინებით, მაქსიმუმი უკვე გააკეთა.

რატომ უნდა წავიდეს რონალდუ ნაკრებიდან ახლა? უკეთესი მომენტი შეიძლება აღარ იყოს

რონალდუს ნაკრებიდან წასვლის დრო დადგა?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რეალს 70-მილიონიანი ტრანსფერის განხორციელება შესთავაზეს - AS

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS საკმაოდ საინტერესო და ხმაურიან ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 00:43

რეალის წარმომადგენლები პარიზში არიან - რა ბედი ელის ნეიმარს?

"რეალის" წარმომადგენლები უკვე რამდენიმე საათია პარიზში არიან, თავდამსხმელ ნეიმარის ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად.

დღეს, 00:24

მანჩესტერის ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან, მიზეზი ცნობილია

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები კლუბის პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან, იუწყება ბრიტანული გამოცემაThe Sun.

დღეს, 00:24

რაკიტიჩის მომავალი საბოლოოდ გადაწყდა - MARCA

როგორც ჩანს, "ბარსელონას" ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

გუშინ, 23:07

ნეიმარმა ბარსელონას მოთხოვნა წაუყენა

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Sport.es საკმაოდ ხმაურიან და საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 23:07

რიბერიმ ახსნა, თუ რატომ აირჩია ფიორენტინა

"ფიორენტინას" ფრანგმა ახალწვეულმა, ფრანკ რიბერიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ გადავიდა იტალიურ კლუბში.

გუშინ, 22:28

ნაპოლიმ იკარდის ულტიმატუმი წაუყენა

"ნაპოლიმ" "ინტერის" თავდამსხმელს, მაურო იკარდის ულტიმატუმი წაუყენა, წერს იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport.

გუშინ, 22:23

ნავასის შემცვლელი ნაპოვნია - მეკარე, რომლის დამატებაც რეალს სურს

"რეალმა" იმ გოლკიპერის ძიება დაიწყო, რომელიც კეილორ ნავასს ჩაანაცვლებს, ამ უკანასკნელს, მოგეხსენებათ, წასვლა უნდა.

გუშინ, 22:18

134 წლის კლუბმა 24 საათის განმავლობაში შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს

უახლოესი 24 საათის განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთმა უძველესმა კლუბმა შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს.

გუშინ, 22:11

"რეალში გადასვლა შემეძლო", - მიზეზი, რის გამოც ვიტსელის ტრანსფერი ჩაიშალა

"დორტმუნდის" ბელგიელმა ნახევარმცველმა, აქსელ ვიტსელმა განაცხადა, რომ 2012 წელს "რეალში" გადასვლა შეეძლო.

გუშინ, 22:04

ალექსის სანჩესის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა, მიზეზი გარკვეულია

"ინტერი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" თავდამსხმელ ალექსის სანჩესის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან, წერს გავლენიანი გამოცემა BBC.

გუშინ, 21:28

სუარესმა ახალი კლუბი უკვე შეარჩია - რას გეგმავს ურუგვაელი?

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 21:22

უარი პოგბას - მანჩესტერ იუნაიტედს ახალი პენალტისტი ჰყავს

"მანჩესტერ იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბმა პრემიერ ლიგის მე-2 ტურის შემდეგ პენალტების შემსრულებელი შეცვალა.

გუშინ, 21:17

კლოპი კოუტინიოს ბაიერნში გადასვლას გამოეხმაურა

"ლივერპულის" თავკაცი, იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ ფილიპე კოუტინიოს დამატებით, "ბაიერნმა" ძლიერი ფეხბურთელი ჩაიგდო ხელში.

გუშინ, 21:11

საბურთალოს შემდეგ, არარატმა ფლეი ოფში დუდელანჟი დაამარცხა

ახლახანს დასრულდა ევროპა ლიგის ფლეი ოფის შეხვედრა სომხურ "არარატ არმენიასა" და ლუქსემბურგულ "დუდელანჟს" შორის.

გუშინ, 21:05

სანჩესი ბაიერნს დატოვებს? - კლუბი, რომელიც პორტუგალიელს ეპატიჟება

როგორც ჩანს, არ არის გამორიცხული, "ბაიერნის" ნახევარმცველმა, რენატო სანჩესმა ამ ზაფხულს კლუბი დატოვოს.

გუშინ, 20:34

ნავასმა ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა - რა ბედი ელის კოსტარიკელს?

აქამდე დაიწერა, რომ მადრიდის "რეალის" გოლკიპერს, კეილორ ნავასს მადრიდული გრანდის დატოვება სურს.

გუშინ, 20:29

გრიზმანი ნეიმარის ტრანსფერის წინააღმდეგია? - ფრანგის განცხადება

ოთხშაბათს დაიწერა, რომ ანტუან გრიზმანი "ბარსელონაში" "პსჟ"-ს ფორვარდ ნეიმარის დაბრუნების წინააღმდეგია.

გუშინ, 20:25

ბარსელონამ შესაძლოა დემბელე მკაცრად დასაჯოს, მიზეზი ცნობილია

"ბარსელონამ" თავდამსხმელ უსმან დემბელეს შესაძლოა სანქციები დააკისროს, იტყობინება გავლენიანი გამოცემა Sport.es.

გუშინ, 20:19

დიბალამ საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

როგორც იტალიურ პრესაში იწერება, "იუვენტუსის" თავდამსხმელ პაულო დიბალას მომავალი გადაწყვეტილია.

გუშინ, 20:10

ოფიციალურად: კუბომ რეალი დატოვა

მადრიდის "რეალმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტაკეფუსა კუბომ გუნდი დატოვა.

გუშინ, 18:17

ბარსელონამ რაფინიას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Marca-ს ცნობით, "ბარსელონამ" რაფინიას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

გუშინ, 17:39

იკარდი ნაპოლიში ცოლის გამო ვერ გადადის

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მაურო იკარდის ნეაპოლური ვარიანტი აქტუალურობას კარგავს.

გუშინ, 17:24

დემბელეს ყოფილი მზარეული: "ოსმანი ცუდ წრეში მოხვდა"

ოსმან დემბელეს ყოფილმა პირადმა მზარეულმა მიკაელ ნაიამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 17:12

პსჟ-ს ზღაპრული შემოთავაზება - დიბალას პოზიცია ცნობილია

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენმა" პაულო დიბალას წინადადებით მიმართა.

გუშინ, 16:57

რონალდუმ მესი სადილზე დაპატიჟა

ტურინის "იუვენტუსის" ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მოულოდნელი განცხადება გააკეთა:

გუშინ, 16:45

მანჯუკიჩს მოულოდნელი და სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

Goal.com-ის ცნობით, მარიო მანჯუკიჩს მოულოდნელი და საკმაოდ სერიოზული მსურველი გამოუჩნდა.

გუშინ, 16:01

ნავასი წასვლას ითხოვს

Marca-ს ცნობით, კეილორ ნავასმა მადრიდის "რეალიდან" წასვლა გადაწყვიტა.

გუშინ, 15:51

რუბინში ქართველებმა სანაძლეო წააგეს და მეკარის მანქანა გარეცხეს [VIDEO]

ყაზანის "რუბინის" ოფიციალური გვერდი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.

გუშინ, 15:48

მოურინიოს მიმდინარე სეზონში პირველი მსურველი გამოუჩნდა

Goal.com-ის ჟურნალისტის, რობინ ბეინერის ტვიტერს თუ დავუჯერებთ, ჟოზე მოურინიოს მსურველი გამოუჩნდა.

გუშინ, 15:36

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10