Goal.Ge

ზუსტად ამ დღეს, 10 წლის წინ, კრიშტიანუს ულამაზესი, განუმეორებელი ისტორია დაიწყო


ზუსტად ამ დღეს, 10 წლის წინ, კრიშტიანუს ულამაზესი, განუმეორებელი ისტორია დაიწყო

ზუსტად ამ დღეს, 10 წლის წინ, 2009 წლის 11 ივნისს, მადრიდის "რეალმა" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი გაჩარხა.

21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის მეორე ნახევარი მადრიდელთათვის არც თუ ისე წარმატებული გამოდგა. პეპ გვარდიოლას "ბარსელონა" აღზევებას იწყებდა, მადრიდელთა სათავეში კი პრეზიდენტი, რამონ კალდერონი იდგა, რომელმაც გუნდში არც მეტი არც ნაკლები, ექვსი ჰოლანდიელი მოიყვანა, მწვრთნელებს ხშირად იცვლიდა და, ფაბიო კაპელო საერთოდ მოგებული ლა ლიგის შემდეგ გაუშვა.

სწორედ ამ დროს, მადრიდელ ინჩადას ერთგვარ მხსნელად მოევლინა ფლორენტინო პერესი, რომელიც გუნდს 3-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩაუდგა სათავეში. "ფლორო" თავიდანვე არ მალავდა, რომ მისი ამოცანა "გალაქტიკოსის" დაბრუნება იყო, რომელზეც 21-ე საუკუნის დასაწყისში მხოლოდ ზარმაცი არ ლაპარაკობდა.

ზუსტად ამ დღეს, 10 წლის წინ, კრიშტიანუს ულამაზესი, განუმეორებელი ისტორია დაიწყო

1 ივნისს, პერესის დაბრუნების შესახებ ოფიციალურად გამოცხადდა და პრეზიდენტი დროის წელვას არ აპირებდა, სასტარტო რამდენიმე დღეში "რეალმა" ორი ვარსკვლავის, კაკას და კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერების შესახებ გამოაცხადა.

მაშინ, ბევრი კამათი იყო, თუ ვინ იქნებოდა უფრო წარმატებული "სამეფო კლუბის" მაისურით - ბრაზილიელი თუ პორტუგალიელი. ისინი ხომ იმ დროისთვის უკანასკნელი ორი ოქროს ბურთის მფლობელები იყვნენ. თუმცა, ქომაგები აღტაცებაში გაცილებით მეტად რონალდუს ტრანსფერმა მოიყვანა, რაც ტრიბუნებზეც აისახა - პირველად ისტორიაში, "სანტიაგო ბერნაბეუ" ფეხბურთელის პრეზენტაციაზე ბოლომდე გაიჭედა. არც ერთი თავისუფალი ადგილი და 80 ათასი გულშემატკივარი მხოლოდ ერთი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს სანახავად, რომელიც იმდროისთვის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იყო.

80 მილიონი გირვანქა ან 94 მილიონი ევრო - ვის იყიდი დღეს ამ ფასად? ფორმალურად, უსმან დემბელეს, რომელიც "ბარსელონას" 105 მილიონი დაუჯდა, ფილიპე კოუტინიო კი საერთოდ 135 უჯდება. არც ერთი ფეხბურთელის საწყენად არ ითქმის, მაგრამ შესადარებლად სასაცილოა, ვისი შეძენა შეიძლებოდა მაშინ, ხოლო ვისი - დღეს, როდესაც ნეიმარიც კი 222 მილიონ ევროდ ფასობს.

ზუსტად ამ დღეს, 10 წლის წინ, კრიშტიანუს ულამაზესი, განუმეორებელი ისტორია დაიწყო

მაშინ რონალდუში გადახდილი თანხა ხალხისთვის წარმოუდგენელი იყო - იქმნებოდა ბლოგის ტიპის სტატიები, სადაც საინტერესო ჩამონათვალი ხდებოდა, თუ რისი ყიდვა შეიძლებოდა იმ თანხად, რა თანხაც "რეალმა" მხოლოდ ერთ ფეხბურთელში გადაიხადა. ბევრი 94 მილიონი ევროსგან შემდგარ გუნდსაც კი აწყობდა და ამტკიცებდა, რომ "სამეფო კლუბს" ფულის გაცილებით გონივრულად დახარჯვაც შეეძლო.

ალბათ, ის ადამიანები, ვინც ამას ამბობდა, ასე არასდროს შემცდარან, როგორც მაშინ. პორტუგალიელი ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" ისტორიის განუყოფელი და ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი გახდა, რომელიც დღევანდელი თაობის ადამიანებს ყოველთვის ემახსოვრებათ, მომავალი კი მის ვიდეოებსა და სტატისტიკას როგორც მწვერვალს შეხედავენ. როგორც რაღაც მიუღწეველს, განუმეორებელს და უბრალოდ, დიდებულს. ასეთად აქამდე ალფრედო დი სტეფანო ითვლებოდა. ჩვენ არ გვქონია მისი თამაშის ცქერის საშუალება, მაგრამ სტატისტიკა, ტიტულები და გოლების რაოდენობა ყველაფერს უსვამდა ხაზს.

438 მატჩი, 450 გატანილი გოლი, 4 ჩემპიონთა ლიგა, 2 ლა ლიგა, 2 ესპანეთის თასი, 2 სუპერთასი, 2 ევროპის სუპერთასი, 3 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და ბოლოს, 4 ოქროს ბურთი. ეს ყველაფერი არა მთლიანად "რეალის", არამედ კრიშტიანუ რონალდუს ინდივიდუალური სტატისტიკაა, რომელმაც "სამეფო კლუბის" ისტორიაში საკუთარი სახელი არა უბრალოდ ოქროს, არამედ ბრილიანტის ასოებით ჩაიწერა.

მაგრამ, პორტუგალიელის მადრიდული გზა ია-ვარდით მოფენილი ნამდვილად არ ყოფილა. პირველი რამდენიმე წელი მას წარუმატებელი გამოუვიდა. ხალხი აკრიტიკებდა, "უკან გაკეთებული პასების შემსრულებელი ვიყიდეთო" და "ამ ფასად ხომ რიბერის ყიდვა სჯობდა", - კრიშტიანუ საკუთარი თავის მიმართ უამრავ კრიტიკას ისმენდა, მაგრამ ყველას მოედანზე, საქმით უმტკიცებდა.

როდესაც 30 წელს გადაცდა, ყველამ ჩამოწერა და მიიჩნია, რომ პორტუგალიელის მზე ჩაესვენა, მაგრამ მან უფრო მეტი შეძლო და ჩემპიონთა ლიგა გუნდთან ერთად 5 წელიწადში 4-ჯერ და ზედიზედ სამჯერ მოიგო. რა საკვირველია, თქმაც არ უნდა იმას, რომ ყველა ამ წლის მანძილზე, გუნდის და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც სწორედ კრიშტიანუ ხდებოდა, რომელიც მეხუთე გადაცემას ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვან დროს რთავდა.

მაგრამ, დასასრული ყველაფერს აქვს და მის მადრიდულ კარიერასაც დაესვა წერტილი. დაესვა წერტილი ისე, როგორც მხოლოდ კრიშტიანუს შეეფერებოდა - ჩემპიონთა ლიგის თასი და მორიგი ბომბარდირობა. კი, პორტუგალიელი არაერთხელ აღნიშნავდა, რომ კარიერის დასრულებას სწორედ თეთრი მაისურით ისურვებდა, მაგრამ, არ აეწყო, მისი ურთიერთობა გუნდის პრეზიდენტთან უკიდურესად დაიძაბა და რონალდუმ ახალი გამოწვევის მიღება გადაწყვიტა, შედეგად კი "იუვენტუსში" გადაბარგდა.

ზუსტად ამ დღეს, 10 წლის წინ, კრიშტიანუს ულამაზესი, განუმეორებელი ისტორია დაიწყო

პორტუგალიელი არც ტურინულ გრანდში უკლებს და თავის გუნდთან მორიგი სკუდეტო მოიგო, სეზონის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი კი თავის ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე ჰქონდა, როდესაც მან "ატლეტიკოსთან" 0-2 წაგების შემდეგ, საკუთარი ძალებით მოახერხა და მადრიდელებს საპასუხო შეხვედრაში 3 უპასუხო გოლი გაუტანა.

რა თქმა უნდა, რონალდუს სტატიაში შეუძლებელია არ ახსენო ლეო მესიც - ჩვენ ყველანი დიდებული დაპირისპირების მომსწრენი გავხდით. ეს ორი მონსტრი ერთმანეთს უკეთესობისკენ უბიძგებდა და ამის ხარჯზე, შეიძლება, ყველა დროის ორი საუკეთესო ფეხბურთელის ჩამოყალიბებასაც მოვესწარით. ამას ხაზი მომავალში უფრო გაესმევა, ეს ეჭვგარეშეა.

დღეს რონალდუ ტურინელია, მაგრამ კარიერის უდიდესი და ყველაზე წარმატებული ნაბიჯები მან სწორედ მადრიდის "რეალში" გადადგა, რომელთანაც იდეალური ტანდემი ჰქონდა შექმნილი. "რეალს" სჭირდებოდა კრიშტიანუ, კრიშტიანუს კი სჭირდებოდა "რეალი". არ ეწყინოს "იუვენტუსის" ქომაგებს, მაგრამ საფეხბურთო სამყაროსთვის კრიშტიანუ რონალდუ ყოველთვის მადრიდის "რეალთან" იქნება ასოცირებული. გუნდთან, რომელთან ერთადაც მან განუმეორებელი, დიდებული ისტორია დაწერა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რეალს 70-მილიონიანი ტრანსფერის განხორციელება შესთავაზეს - AS

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS საკმაოდ საინტერესო და ხმაურიან ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 00:43

რეალის წარმომადგენლები პარიზში არიან - რა ბედი ელის ნეიმარს?

"რეალის" წარმომადგენლები უკვე რამდენიმე საათია პარიზში არიან, თავდამსხმელ ნეიმარის ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად.

დღეს, 00:24

მანჩესტერის ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან, მიზეზი ცნობილია

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები კლუბის პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან, იუწყება ბრიტანული გამოცემაThe Sun.

დღეს, 00:24

რაკიტიჩის მომავალი საბოლოოდ გადაწყდა - MARCA

როგორც ჩანს, "ბარსელონას" ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

გუშინ, 23:07

ნეიმარმა ბარსელონას მოთხოვნა წაუყენა

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Sport.es საკმაოდ ხმაურიან და საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 23:07

რიბერიმ ახსნა, თუ რატომ აირჩია ფიორენტინა

"ფიორენტინას" ფრანგმა ახალწვეულმა, ფრანკ რიბერიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ გადავიდა იტალიურ კლუბში.

გუშინ, 22:28

ნაპოლიმ იკარდის ულტიმატუმი წაუყენა

"ნაპოლიმ" "ინტერის" თავდამსხმელს, მაურო იკარდის ულტიმატუმი წაუყენა, წერს იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport.

გუშინ, 22:23

ნავასის შემცვლელი ნაპოვნია - მეკარე, რომლის დამატებაც რეალს სურს

"რეალმა" იმ გოლკიპერის ძიება დაიწყო, რომელიც კეილორ ნავასს ჩაანაცვლებს, ამ უკანასკნელს, მოგეხსენებათ, წასვლა უნდა.

გუშინ, 22:18

134 წლის კლუბმა 24 საათის განმავლობაში შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს

უახლოესი 24 საათის განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთმა უძველესმა კლუბმა შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს.

გუშინ, 22:11

"რეალში გადასვლა შემეძლო", - მიზეზი, რის გამოც ვიტსელის ტრანსფერი ჩაიშალა

"დორტმუნდის" ბელგიელმა ნახევარმცველმა, აქსელ ვიტსელმა განაცხადა, რომ 2012 წელს "რეალში" გადასვლა შეეძლო.

გუშინ, 22:04

ალექსის სანჩესის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა, მიზეზი გარკვეულია

"ინტერი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" თავდამსხმელ ალექსის სანჩესის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან, წერს გავლენიანი გამოცემა BBC.

გუშინ, 21:28

სუარესმა ახალი კლუბი უკვე შეარჩია - რას გეგმავს ურუგვაელი?

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 21:22

უარი პოგბას - მანჩესტერ იუნაიტედს ახალი პენალტისტი ჰყავს

"მანჩესტერ იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბმა პრემიერ ლიგის მე-2 ტურის შემდეგ პენალტების შემსრულებელი შეცვალა.

გუშინ, 21:17

კლოპი კოუტინიოს ბაიერნში გადასვლას გამოეხმაურა

"ლივერპულის" თავკაცი, იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ ფილიპე კოუტინიოს დამატებით, "ბაიერნმა" ძლიერი ფეხბურთელი ჩაიგდო ხელში.

გუშინ, 21:11

საბურთალოს შემდეგ, არარატმა ფლეი ოფში დუდელანჟი დაამარცხა

ახლახანს დასრულდა ევროპა ლიგის ფლეი ოფის შეხვედრა სომხურ "არარატ არმენიასა" და ლუქსემბურგულ "დუდელანჟს" შორის.

გუშინ, 21:05

სანჩესი ბაიერნს დატოვებს? - კლუბი, რომელიც პორტუგალიელს ეპატიჟება

როგორც ჩანს, არ არის გამორიცხული, "ბაიერნის" ნახევარმცველმა, რენატო სანჩესმა ამ ზაფხულს კლუბი დატოვოს.

გუშინ, 20:34

ნავასმა ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა - რა ბედი ელის კოსტარიკელს?

აქამდე დაიწერა, რომ მადრიდის "რეალის" გოლკიპერს, კეილორ ნავასს მადრიდული გრანდის დატოვება სურს.

გუშინ, 20:29

გრიზმანი ნეიმარის ტრანსფერის წინააღმდეგია? - ფრანგის განცხადება

ოთხშაბათს დაიწერა, რომ ანტუან გრიზმანი "ბარსელონაში" "პსჟ"-ს ფორვარდ ნეიმარის დაბრუნების წინააღმდეგია.

გუშინ, 20:25

ბარსელონამ შესაძლოა დემბელე მკაცრად დასაჯოს, მიზეზი ცნობილია

"ბარსელონამ" თავდამსხმელ უსმან დემბელეს შესაძლოა სანქციები დააკისროს, იტყობინება გავლენიანი გამოცემა Sport.es.

გუშინ, 20:19

დიბალამ საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

როგორც იტალიურ პრესაში იწერება, "იუვენტუსის" თავდამსხმელ პაულო დიბალას მომავალი გადაწყვეტილია.

გუშინ, 20:10

ოფიციალურად: კუბომ რეალი დატოვა

მადრიდის "რეალმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტაკეფუსა კუბომ გუნდი დატოვა.

გუშინ, 18:17

ბარსელონამ რაფინიას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Marca-ს ცნობით, "ბარსელონამ" რაფინიას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

გუშინ, 17:39

იკარდი ნაპოლიში ცოლის გამო ვერ გადადის

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მაურო იკარდის ნეაპოლური ვარიანტი აქტუალურობას კარგავს.

გუშინ, 17:24

დემბელეს ყოფილი მზარეული: "ოსმანი ცუდ წრეში მოხვდა"

ოსმან დემბელეს ყოფილმა პირადმა მზარეულმა მიკაელ ნაიამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 17:12

პსჟ-ს ზღაპრული შემოთავაზება - დიბალას პოზიცია ცნობილია

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენმა" პაულო დიბალას წინადადებით მიმართა.

გუშინ, 16:57

რონალდუმ მესი სადილზე დაპატიჟა

ტურინის "იუვენტუსის" ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მოულოდნელი განცხადება გააკეთა:

გუშინ, 16:45

მანჯუკიჩს მოულოდნელი და სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

Goal.com-ის ცნობით, მარიო მანჯუკიჩს მოულოდნელი და საკმაოდ სერიოზული მსურველი გამოუჩნდა.

გუშინ, 16:01

ნავასი წასვლას ითხოვს

Marca-ს ცნობით, კეილორ ნავასმა მადრიდის "რეალიდან" წასვლა გადაწყვიტა.

გუშინ, 15:51

რუბინში ქართველებმა სანაძლეო წააგეს და მეკარის მანქანა გარეცხეს [VIDEO]

ყაზანის "რუბინის" ოფიციალური გვერდი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.

გუშინ, 15:48

მოურინიოს მიმდინარე სეზონში პირველი მსურველი გამოუჩნდა

Goal.com-ის ჟურნალისტის, რობინ ბეინერის ტვიტერს თუ დავუჯერებთ, ჟოზე მოურინიოს მსურველი გამოუჩნდა.

გუშინ, 15:36

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10