Goal.Ge

ფსკერიდან მწვერვალზე და პირიქით - ჰოლანდიის 50 წელი ორ უკიდურესობაში


ფსკერიდან მწვერვალზე და პირიქით - ჰოლანდიის 50 წელი ორ უკიდურესობაში

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილის შემდეგ, ჰოლანდიის ნაკრები ევრო 2016-ისა და რუსეთის მუნდიალის მიღმა დარჩა. ამ დროის განმავლობაში "ნარინჯისფერებმა" 4 მწვრთნელი გამოიცვალეს. ვან გაალი შეცვალა ჰიდინკმა, რომელმაც თანამედროვეობას ალღო ვერ აუღო.

იგივე გზა გაიმეორა გუსის თანაშემწემაც - დენი ბლინდმა. უსიამოვნო ტრადიცია არც დიკ ადვოკატმა დაარღვია, რომელმაც ნიდერლანდელები 2018 წლის მსოფლიოზე ვერ გაიყვანა. კრიზისი დასრულდა 15 თვის წინ, როდესაც "ფორთოხლები" რონალდ კუმანმა ჩაიბარა.

ფსკერიდან მწვერვალზე და პირიქით - ჰოლანდიის 50 წელი ორ უკიდურესობაში

"ევერტონის" ყოფილი მწვრთნელისგან უმაღლეს მწვერვალებს არავინ ელოდა, მაგრამ 56 წლის სპეციალისტის მუშაობის შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. კუმანის ხელში ჰოლანდიამ გაიხსენა წარმატების გემო: ერთა ლიგის ფინალი და გზად საფრანგეთის, გერმანიისა და ინგლისის დამარცხება.

ეს ყველაფერი ახალგაზრდა თაობის მონაწილეობითა და ულამაზესი, შემტევი ფეხბურთის თანხლებით. "ნარინჯისფერთა" შეჩერება მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიამ შეძლო. აღსანიშნავია, რომ პროგრესი ნიდერლანდთა კლუბებსაც შეეხოთ, კერძოდ: ამსტერდამის "აიაქსს".

ფსკერიდან მწვერვალზე და პირიქით - ჰოლანდიის 50 წელი ორ უკიდურესობაში

პირველად 1996 წლის შემდეგ, "მეომრები" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში აღმოჩნდნენ. "თეთრ-წითლებმა" შეწყვიტეს მადრიდის "რეალის" ჰეგემონია, რის შემდეგაც ტურინის "იუვენტუსიც" იმსხვერპლეს. "ებრაელებს" ფინალში გასასვლელად ერთი ნაბიჯი დააკლდათ.

ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ წლების წინ, "ღმერთის შვილები" საკვალიფიკაციო ეტაპსაც კი ვერ სცდებოდნენ. ერედივიზიამ დაკარგა გარანტირებული გამსვლელი ადგილი ლიგაზე, ეროვნული გუნდი კი 4 წლით დიდ ტურნირებს დაემშვიდობა. ახლა, ჰოლანდიაში სულ სხვა სიტუაცია სუფევს.

ფსკერიდან მწვერვალზე და პირიქით - ჰოლანდიის 50 წელი ორ უკიდურესობაში

ზოგადად, "ნარინჯისფერები" თავისი ისტორიით ფენომენალურები არიან. ისინი უკვე 50 წელია, რაც ორ უკიდურესობას შორის იმყოფებიან, სადაც ერთ მხარეს არის მწვერვალი, მეორეზე კი ფსკერი. ყველაფერი 70-იანებში დაიწყო, როდესაც "ფეიენორდი" გახდა პირველი ნიდერლანდური გუნდი ჩემპიონთა თასით კოლექციაში.

როტერდამელთა საქმე გააგრძელა "აიაქსმა", რომელიც სამი წლის განმავლობაში (1971-1973) ევროპაში უკონკურენტო იყო. დიახ, ეს არის რინუს მიხელსის ეპოქა, იოჰან კრუიფითა და ტოტალური ფეხბურთით. მსგავს მწვერვალებამდე ჰოლანდიელებს აღარ მიუღწევიათ.

ფსკერიდან მწვერვალზე და პირიქით - ჰოლანდიის 50 წელი ორ უკიდურესობაში

"ნარინჯისფერების" აღმასვლას მხოლოდ 21-ე საუკუნის ესპანეთის დომინირება თუ შეედრება თავისი "რეალი"/"ბარსელონათი". ნიდერლანდურ გუნდებთან ერთად, საერთაშორისო ასპარეზზე ხომ "ფორთოხლების" ეროვნული გუნდიც ბრწყინავდა.

1974-1978 წლების შუალედში ჰოლანდიამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ ორჯერ გააღწია. აღსანიშნავია, რომ "ნარინჯისფერები" იქამდე 16 წლის მანძილზე ვერ ახერხებდნენ ტურნირზე მოხვედრასაც კი. ნიდერლანდელების მზე 80-იანების სტარტზე ჩაესვენა. მიზეზი: მათ წინააღმდეგ თამაში სხვებმა ისწავლეს.

ფსკერიდან მწვერვალზე და პირიქით - ჰოლანდიის 50 წელი ორ უკიდურესობაში

შედეგად - "ფორთოხლებმა" გამოტოვეს ორი მუნდიალი და ევროპის პირველობა. შეიძლება ითქვას, რომ ჰოლანდიურ ფეხბურთში 10 წლიანმა კრიზისმა დაისადგურა. უკიდურესობებს შორის ყოფნის ციკლი გაგრძელდა და 80-იანების ბოლოს "ნარინჯისფერები" ასპარეზზე კვლავ შემოიჭრნენ.

ნიდერლანდელებმა ევრო 88-ზე ტრიუმფი მოახდინეს, იმავე წელს ჩემპიონთა თასი "პსვ ეინდჰოვენმა" ჩაიბარა. "ფორთოხლები" ტოპში თითქმის 10 წლის მანძილზე იმყოფებოდნენ და ამ დროის განმავლობაში "აიაქსმა" ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში, სადაც ერთ-ერთში გამარჯვება მოიპოვა.

ფსკერიდან მწვერვალზე და პირიქით - ჰოლანდიის 50 წელი ორ უკიდურესობაში

ეროვნულმა ნაკრებმა კი მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალს მიაღწია. მარკო ვან ბასტენის თაობა ეფექტურად ჩაანაცვლეს დენის ბერგკამპმა და მისმა თანატოლებმა. 21-ე საუკუნის დაწყებასთან ერთად, ჰოლანდიაში მორიგმა კრიზისმა იფეთქა.

"ნარინჯისფერები" კორეა/იაპონიის მუნდიალზე ვერ მოხვდნენ, ერედივიზია კი დიდი ქნით მოექცა ევროპის ტოპ-5 ლიგის ჩრდილში. ნიდერლანდელები მორიგ გამოღვიძებას 2010 წლამდე ელოდნენ: "ფორთოხლებმა" მსოფლიოს ფინალში გააღწიეს, მაგრამ მოედანი ისევ ვიცე-ჩემპიონების სტატუსით დატოვეს.

ფსკერიდან მწვერვალზე და პირიქით - ჰოლანდიის 50 წელი ორ უკიდურესობაში

ჰოლანდიამ თავი არც შემდეგ მუნდიალზე შეირცხვინა და მივიდა 1/2 ფინალამდე, სადაც პენალტების სერიაში დამარცხა. რობენი-სნეიდერი-ვან პერსის თაობის მაქსიმუმი სწორედ ეს იყო. რა მოხდა მოგვიანებით? ძნელი მისახვედრი არ არის, 4-წლიანი ჩავარდნის შემდეგ, "მექანიკური ფორთოხალი" ისევ დაიქოქა.

ფსკერიდან მწვერვალზე და პირიქით - ჰოლანდიის 50 წელი ორ უკიდურესობაში

შეძლებს თუ არა დღევანდელი ჰოლანდია მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის მოგებას?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

როდრიგო: "ბარსელონაც მეპატიჟებოდა, მაგრამ რეალი დამიკავშირდა და ტრანსფერი 20 წუთში შედგა"

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა, როდრიგო გოესმა, საკუთარი გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:56

რატომ იუარა დე ლიგტმა ბარსელონა? Marca-მ მიზეზი გაარკვია

"ბარსელონამ" ახალგაზრდა ჰოლანდიელისგან უარი მიიღო.

დღეს, 12:50

მანჩესტერ სიტი რეკორდულ ტრანსფერს უმიზნებს

იტალიური პრესის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

დღეს, 12:34

განაჩენი გამოტანილია - უეფამ მილანის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

მომდევნო სეზონს "როსონერი" ევროთასების გარეშე ჩაატარებს.

დღეს, 12:30

მოურინიო: "საკუთარ თავს ახლა ნაკრებში უფრო ვხედავ, ვიდრე კლუბში"

პორტუგალიელმა მწვრთნელმა მიანიშნა, რომ შეიძლება ნაკრები ჩაიბაროს.

დღეს, 12:25

ტიტე: "გარკვეული პრობლემები გვაქვს, ტაქტიკის შეცვლას აზრი არ ჰქონდა"

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვენესუელასთან ფრედ დასრულებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 12:17

რაბიოს მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

როგორც ჩანს, ფრანგი ნახევარმცველი კარიერას იტალიაში გააგრძელებს.

დღეს, 12:14

სილვა: "საკუთარი ქომაგების მხრიდან სტვენას არ ვიმსახურებდით"

ბრაზილიის ნაკრების მცველმა, ტიაგო სილვამ, ვენესუელასთან მატჩი (0:0) შეაფასა.

დღეს, 12:11

დი მარციო: "პოგბამ აირჩია იუვე და არა რეალი"

ავტორიტეტულმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ პოლ პოგბას ტრანსფერზე ისაუბრა:

დღეს, 11:53

"სახლში მინდა დაბრუნება, საიდანაც არც უნდა წავსულიყავი" - ნეიმარი პსჟ-ს

კატალონიური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 11:53

ფალკაო: "მესი თუ იტანს ერთ გოლს, ხალხი მეორესაც ითხოვს"

კოლუმბიის ნაკრების კაპიტანმა რადამელ ფალკაომ ლიონელ მესი დაიცვა:

დღეს, 11:46

სატრანსფერო სიგიჟე ბარსელონაში - ნეიმარი გრიზმანის ნაცვლად

El Mundo-ს ცნობით, "ბარსელონა" ნეიმარის დაბრუნებაზე მუშაობს, ეს პირადად ლიონელ მესის სურვილია.

დღეს, 11:29

ჩელსისა და ლამპარდს შორის შეთანხმება შედგა?!

ჟურნალისტ ნიკოლა სკირას თუ დავუჯერებთ, ლონდონის "ჩელსისა" და ფრენკ ლამპარდს შორის შეთანხმება შედგა.

დღეს, 11:19

ყოფილი ბრაზილიელი გოლეადორი: "ნარკოტიკებს ვიღებდი"

ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მარიო ჟარდელმა კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:51

დე ლიგტი ბარსელონაში? ფეხბურთელმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Cadena Ser-ის ცნობით, მატეის დე ლიგტმა "ბარსელონაში" გადასვლის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 10:38

როდის დაიხურება ფელიშის ტრანსფერი?

As-ის ცნობით, ჟოაო ფელიში მადრიდის "ატლეტიკოში" გადასვლასთან ერთ ნაბიჯში იმყოფება.

დღეს, 10:29

პორიე: "ხაბიბს სამუდამოდ შევაჩერებ"

UFC-ის მებრძოლმა დასტინ პორიემ ხაბიბ ნურმაგომედოვთან მოსალოდნელ ჩხუბზე ისაუბრა:

დღეს, 10:23

როგორ მიხვდნენ ჩელსის ფეხბურთელები, რომ აზარი რეალურად მიდიოდა?

ლონდონის "ჩელსის" მცველმა ემერსონ პალმიერიმ გაიხსენა, თუ რა გააკეთა ედენ აზარმა წასვლის წინ.

დღეს, 10:16

კოპა ამერიკა: სამი არჩათვლილი გოლი, ბრაზილიამ ვენესუელას ვერ მოუგო [VIDEO]

კოპა ამერიკას ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში ბრაზილიამ ვენესუელას უმასპინძლა.

დღეს, 08:40

ხამესის ახალ კლუბში გადასვლა უკვე გადაწყდა?

იტალიური პრესის ინფორმაციით, ხამეს როდრიგესის ახალ გუნდში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

დღეს, 03:41

პერესი: "ფეხბურთელი იმ ქვეყნიდან დავიმატეთ, სადაც ეს სპორტი ყველაზე მეტად უყვართ"

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი როდრიგოს ტრანსფერს გამოეხმაურა.

დღეს, 03:38

გულიტი: "ვან დეიკი უკეთესი უნდა იყოს"

ვეტერანმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა რუდ გულიტმა თავის თანამემამულეზე, ვირჯილ ვან დეიკზე ისაუბრა.

დღეს, 03:35

როდრიგო: "მამას ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ რეალში თამაში მინდოდა"

გუშინ, მადრიდის "რეალმა" კიდევ ერთი ფეხბურთელი წარადგინა. ბრაზილიელი როდრიგო სამეფო კლუბში 45 მილიონად გადავიდა.

დღეს, 03:31

ზე რობერტომ რეალს ტრანსფერი მოუწონა

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი ზე რობერტო როდრიგოს მადრიდის "რეალში" გადასვლას გამოეხმაურა.

დღეს, 03:28

ბრაზილიელი მართა, რომელმაც კლოზეს ისტორიული რეკორდი მოხსნა

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრები იტალიას დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 03:26

ოფიციალურად: ლუკა აზარიაშვილმა მონპელიესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად: ლუკა აზარიაშვილმა მონპელიესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

დღეს, 03:24

დაუფასებელი ტალანტი? - რეალი პირველ ფეხბურთელს უშვებს

ფეხბურთელების ყიდვასთან ერთად, მადრიდის "რეალი" ამ ზაფხულს მოთამაშეების გაშვებასაც იწყებს.

დღეს, 03:22

დიეგო სიმეონემ ჟოაო ფელიშის შესაძლო ყიდვაზე კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ პორტუგალიელი ტალანტი ჟოაო ფელიში კარიერას "ატლეტიკოში" გააგრძელებს.

დღეს, 03:18

ონანა: "ამ მეკრეებისგან ბევრი უნდა ვისწავლო"

ამსტერდამის "აიაქსის" მეკარემ, ანდრე ონანამ თანამედროვეობის გამორჩეული მეკარეები დაასახელა.

დღეს, 03:14

ოფიციალურად: გურამ გოგიჩაშვილმა პარიზულ გრანდთან კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა

ოფიციალურად: გურამ გოგიჩაშვილმა პარიზულ გრანდთან კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა

დღეს, 03:12

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10