» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

13 ცნობილი მწვრთნელი, რომელიც დღეს უმუშევარია


13 ცნობილი მწვრთნელი, რომელიც დღეს უმუშევარია

მწვრთნელები თავის შანსს ელიან.

ჟოზე მოურინიო

პორტუგალიელი 2018 წლის 18 დეკემბრის შემდეგ უმუშევარია. მისი უკანასკნელი სამუშაო ადგილი "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო, საიდანაც დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო გააავისუფლეს. განსაკუთრებულმა გუნდი პრემიერ ლიგაში მეექვსე ადგილზე დატოვა. თუმცა, ოლე-გუნარ სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ, "იუნაიტედმა" 1-2 თვე ოთხეულისთვის იბრძოლა და ჩემპიონატი მაინც მეექვსეზე დაამთავრა.

თავად ჟოზეს თქმით, ის მუშაობას მომავალი სეზონიდან შეუდგება. ევროპაში (და მის გარეთაც) რთულად თუ მოიძებნება გუნდი, რომელიც პორტუგალიელ მწვრთნელს არ დაუკავშირეს.

არსენ ვენგერი

13 ცნობილი მწვრთნელი, რომელიც დღეს უმუშევარია

ლეგენდარული ფრანგი წინა წლის მაისიდან უვადო შვებულებაშია. 23-წლიანი "არსენალური" კარიერის შემდეგ, 69 წლის ვენგერი ხშირად პრესაში ჩნდება და საკუთარ დაბრუნებასაც აანონსებს, მაგრამ, ჯერჯერობით, რეალურ საუბრებამდე საქმე არ მისულა.

ლუჩანო სპალეტი

13 ცნობილი მწვრთნელი, რომელიც დღეს უმუშევარია

იტალიელი სპეციალისტი "ინტერში" უამრავ სკანდალში გაეხვა და ლიდერებთანაც იკონფლიქტა, მაგრამ საბოლოოდ, სეზონი ოთხეულში დაასრულა და ჩემპიონთა ლიგაზეც გავიდა. თუმცა, ხელმძღვანელობისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მათ სეზონის დასრულებისთანავე სპალეტი ანტონიო კონტეთი შეცვალეს.

სლავენ ბილიჩი

13 ცნობილი მწვრთნელი, რომელიც დღეს უმუშევარია

ხორვატიის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი "ვესტ ჰემშიც" ნორმალურ შედეგებს აჩვენებდა, შემდეგ კი საუდის არაბეთში გადაბარგდა და გამართული 15 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო. შედეგად, გაათავისუფლეს და თებერვლის შემდეგ უმუშევარია. ამბობენ, ბილიჩი "ვესტ ბრომვიჩთან" აწარმოებს მოლაპარაკებებსო, რომელიც ჩემპიონშიპში ასპარეზობს.

ლორან ბლანი

13 ცნობილი მწვრთნელი, რომელიც დღეს უმუშევარია

უკანასკნელი სამუშაო ადგილი ფრანგისთვის "პსჟ" იყო, რომელიც მან აწ უკვე საკმაოდ შორეულ 2016 წელს დატოვა. ბლანმა გუნდთან ერთად ჩემპიონობა სამივე სეზონში მოიპოვა, მაგრამ ხელმძღვანელობამ ჩემპიონთა ლიგაზე კრახი არ აპატია. საინტერესოა, რომ არც ერთ ახალ მწვრთნელთან ერთად, პარიზული გუნდის შედეგები ჩემპიონთა ლიგაზე არ გაუმჯობესდა. ბლანი კი, თავის მხრივ, უკვე მესამე წელია, ახალ გამოწვევას ელის.

დევიდ მოიესი

13 ცნობილი მწვრთნელი, რომელიც დღეს უმუშევარია

სერ ალექს ფერგიუსონის წარუმატებელი შეცვლისა და "იუნაიტედში" განცდილი კრახის შემდეგ, შოტლანდიელმა "სოსიედადში", "სანდერლენდში" და "ვესტ ჰემში" იმუშავა, მაგრამ 1 წელზე დიდხანს ვერსად ვერ გაჩერდა. მისი სამწვრთნელო შესაძლებლობების ბევრს აღარც სჯერა - "ევერტონის" ხანას არც შეედრება. ზაფხულში დევიდით "ბირმინგემი" და "სტოკი" ინტერესდებოდნენ, მაგრამ, მას შემდეგ, მოიესის გარშემო სიჩუმე სუფევს.

ფილიპ კოკუ

13 ცნობილი მწვრთნელი, რომელიც დღეს უმუშევარია

ცნობილი ექს-ფეხბურთელი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მწვრთნელად ითვლებოდა. "პსვ-სთან" ერთად ჩემპიონობა სამჯერ მოიპოვა, მაგრამ "ფენერბაჰჩეს" შემოთავაზებაზე დათანხმება გადაწყვიტა, რაც საშინელი შეცდომა აღმოჩნდა. კოკუ ოთხთვიანი მუშაობის შემდეგ, ოქტომბერში გაუშვეს, მაგრამ, ჯერ მის სამწვრთნელო კარიერას წერტილი არ დაესვა. სულ ახლახანს, მის კანდიდატურას "ბეტისი" განიხილავდა.

ეუსებიო დი ფრანჩესკო

13 ცნობილი მწვრთნელი, რომელიც დღეს უმუშევარია

იტალიელის "რომაულ" მუშაობას წარუმატებელს ვერ დაარქმევ - მან დედაქალაქურ კლუბთან მრავალი წლის შემდეგ პირველად, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ითამაშა და "ბარსელონას" ის ცნობილი ქამბექიც შეუსრულა. თუმცა, წელს გასული სეზონი ძალიან ცუდად აეწყო და ის ჯერ კიდევ მის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე, კლაუდიო რანიერიზე შეცვალეს, რომელიც, ახლა "რომას" სათავეში ასევე არ დგას. გუნდმა რამდენიმე დღის წინ პორტუგალიელი პაულო ფონსეკა დანიშნა. ამბობენ, რომ დი ფრანჩესკო სულ მალე "სამპდორიას" ჩაიბარებს.

სემ ელერდაისი

13 ცნობილი მწვრთნელი, რომელიც დღეს უმუშევარია

დიდმა სემმა ინგლისის ნაკრებიდან სკანდალურმა გათავისუფლებამ ყურები არ ჩამოუყარა და მან ორ ადგილას მოასწრო მუშაობა - ჯერ "კრისტალ პალასში", შემდეგ კი "ევერტონში". ლონდონური კლუბი ის პრემიერ ლიგიდან გავარდნას გადაარჩინა, ლივერპულელებს კი რონალდ კუმანის დანატოვარი გაუსუფთავა. სამწუხაროდ, ხანგრძლივ პერსპექტივაში ელერდაისს არავინ განიხილავდა. ალბათ, დამსაქმებლებს მისი მოძველებული დაცვითი ტაქტიკა არ მოსწონთ. ალბათ, სემი სამუშაოს ახალი სეზონის ბოლოსკენ დაუბრუნდება, როდესაც ვინმეს გადარჩენა დასჭირდება.

ჯენარო გატუზო

13 ცნობილი მწვრთნელი, რომელიც დღეს უმუშევარია

მიუხედავად მისი "მილანთა" ორმხრივი სიყვარულისა, მშობლიურ გუნდში რინო მხოლოდ 18 თვით გაჩერდა და გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერა და ვერ მოუპოვა. ბოლოს, გატუსო ღირსეულად წავიდა და გუნდისგან კუთვნილი თანხის მიღებაც იუარა.

ტიერი ანრი

13 ცნობილი მწვრთნელი, რომელიც დღეს უმუშევარია

ლეგენდარულ ფეხბურთელს ბელგიის ნაკრების ასისტენტის რანგში ძალიან აქებდნენ და დიდ სამწვრთნელო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. როგორც ჩანს, სწორედ ამის ხარჯზე მოახერხა მან "მონაკოში" მთავარი მწვრთნელის თანამდებობის მოპოვება, როდესაც გუნდიდან ლეონარდო ჟარდიმი გაათავისუფლეს. თუმცა, ტიტიმ მხოლოდ რამდენიმე თვე გაქაჩა, გუნდს ვერაფერი უშველა და ადგილი კვლავ ჟარდიმს დაუთმო. მას შემდეგ, მისი მწვრთნელობის შესახებ კაი არაფერი თქმულა და ჯერჯერობით, ანრისთვის მეორე შანსის მიცემას ვერავინ რისკავს. არადა, საუბარი "ანდერლეხტზე" და მის ყოფილ გუნდზე, "ნიუ-იორკ რედ ბულზე" იყო, მაგრამ, ამერიკულმა კლუბმა გამოუცდელი მწვრთნელისადმი ინტერესი იუარა.

მირჩა ლუჩესკუ

13 ცნობილი მწვრთნელი, რომელიც დღეს უმუშევარია

"შახტარში" დიდებული მუშაობის შემდეგ, რუმინელი სპეციალისტი რუსულ "ზენიტში" და თურქეთის ნაკრებში ჩაფლავდა. მაგრამ, სოლიდური ასაკის (73 წლის) მიუხედავად, ის სამწვრთნელო კარიერის დასრულებას არ აპირებს და მისი აგენტი და მეგობრები აცხადებენ, რომ სულ მალე, ლუჩესკუს ახალ კლუბში ვიხილავთ.

მასიმო კარერა

13 ცნობილი მწვრთნელი, რომელიც დღეს უმუშევარია

"იუვენტუსში" ანტონიო კონტეს დამხმარე სპეციალისტმა მოსკოვის "სპარტაკი" ჩაიბარა და გუნდს 12-წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთის ჩემპიონობა მოუტანა. მაგრამ, შემდეგი სეზონი ჩაუვარდა და ხელმძღვანელობამ მას უმალვე კარისკენ მიანიშნა. მას შემდეგ, იტალიელი უმუშევარია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რივალდო: "VAR-ზე საუბრით, ბართომეუ ცდილობს, რეალური პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანოს"

წარსულში ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რივალდომ, ლა ლიგის მსაჯობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:33

ამ სეზონში პირველად - მოურინიოს ტოტენჰემი ვარდნას აგრძელებს

როგორც გითხარით, პრემიერ ლიგის 34-ე ტურში „ტოტენჰემი" სტუმრად „ბორნმუთს" დაუზავდა.

გუშინ, 23:28

"საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია? პასუხი აშკარაა", - ფაბრეგასი

„მონაკოს" ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა, დაახელა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც ოდესმე უთამაშია.

გუშინ, 23:18

დადასტურდა: მერვედფინალის საპასუხო მატჩებს გუნდები საკუთარ სტადიონებზე ჩაატარებენ

მოახლოვებული ევროთასების წინ, უეფა საბოლოო დეტალებს ამტკიცებს.

გუშინ, 23:14

მორიგი კრახის პირას - ტოტენჰემი მარცხს VAR-მა გადაარჩინა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 34-ე ტურში „ტოტენჰემი" „სტუმრად" „ვულვერჰემპტონს" დაუზავდა.

გუშინ, 23:00

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის კენჭისყრა: ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

2019/20-სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის 1/4, 1/2 და ფინალური ეტაპების კენჭისყრა ხვალ, 10 ივლისს, შვეიცარიულ ნიონში გაიმართება.

გუშინ, 22:48

ჯოვანი სიმეონე: "ატლეტიკო ჩემი ოცნებაა, სულ რომ მამაჩემი იქ აღარ იყოს"

„კალიარის" თავდამსხმელმა, ჯოვანი სიმეონემ, რომელიც „ფიორენტინას" ეკუთვნის, „ატლეტიკოში" თამაშზე ოცნებობს.

გუშინ, 22:37

მარსელო: "კლუბს ჩემი იჯარით გაშვება უნდოდა, მაგრამ მე ვთქვი, არა!"

როცა 2007 წლის იანვარში, მარსელოს 18 წლის ასაკში „რეალში" ჰქონდა დებიუტი, ბევრი მას ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებდა

გუშინ, 22:30

კორონავირუსზე ვინისიუსის განმეორებითი ტესტის პასუხი ცნობილია

"რეალის" თავდამსხმელმა, ვინისიუს ჟუნიორმა კორონავირუსზე განმეორებითი ტესტი ჩაიტარა.

გუშინ, 21:33

"ეს გუნდი მომენატრება", - დავიდ სილვა მანჩესტერ სიტის დაემშვიდობა

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ თანაგუნდელებს მიმართა.

გუშინ, 21:25

ზიდანი: "დავიღალე იმის გამეორებით, რომ რეალს ჯერ კიდევ არაფერი მოუგია"

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის მიწურულზე ისაუბრა.

გუშინ, 21:17

"ჩემი აზრით, ყველას დასცინის", - ვან დერ ვაარტმა მაგუაირი გააკრიტიკა

"ტოტენჰემის" ექს-ნახევარმცველმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა "მანჩესტერის" მცველი, ჰარი მაგუაირი გააკრიტიკა.

გუშინ, 21:09

არსენალმა ბარსელონას გენდუზის ფასი შეუთვალა

ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი, მატეო გენდუზი შესაძლოა "ბარსელონაში" გადავიდეს.

გუშინ, 21:01

მიზეზები, რომელთა გამოც რეალი მზადაა იოვიჩი გაყიდოს

"რეალის" თავდამსხმელმა, ლუკა იოვიჩმა შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს, წერს MARCA.

გუშინ, 20:40

შეხვედრა შედგა, მილანმა რებიჩის თაობაზე გადაწყვეტილება მიღო

მოგეხსენებათ, "აინტრახტის" თავდამსხმელი, ანტე რებიჩი "მილანის" ღირსებას იჯარის წესით იცავს.

გუშინ, 20:37

სოლსკიაერს მანჩესტერ იუნაიტედში სამი პოზიციის გაძლიერება უნდა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა კლუბის ვიცე-პრეზიდენტს მიმართა.

გუშინ, 20:32

იუვენტუსი 50-მილიონიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს

"რომას" ნახევარმცველი, ნიკოლო ძანიოლო შესაძლოა "იუვენტუსში" გადავიდეს, იტყობინება ჟურნალისტი, ალფრედო პედულა.

გუშინ, 20:27

მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, არსენალი ატლეტიკოს ვერ უთანხმდება

ლონდონის "არსენალი" მადრიდის "ატლეტიკოსთან" მიმდინარე მოლაპარაკებებში პრობლემებს წააწყდა.

გუშინ, 20:21

აგენტმა დე ბრუინის მომავალს ფარდა საბოლოოდ ახადა

პატრიკ დე კოსტერმა, "სიტის" ნახევარმცველ კევინ დე ბრუინის აგენტმა, თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 19:23

პოგბა: "მანჩესტერში ძალიან დამეხმარნენ, დაბრუნებით ბედნიერი ვარ"

"მანჩესტერის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ კოჭის მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებაზე ისაუბრა.

გუშინ, 19:19

ოზილი არსენალიდან მიდის და სასურველი სათამაშო ადგილიც შეარჩია

"არსენალის" ნახევარმცველს, მესუთ ოზილს კლუბის დატოვება უნდა, იტყობინება The Sun.

გუშინ, 19:14

მანჩესტერ იუნაიტედმა მუშაობა დაიწყო - რა ბედი ეწევა პოგბას?

"მანჩესტერ იუნაიტედს" ნახევარმცველ პოლ პოგბასთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა.

გუშინ, 19:11

ტრეზეგემ მბაპე მესისა და რონალდუს შეადარა

საფრანგეთის ნაკრების ექს-თავდამსხმელი, დავიდ ტრეზეგე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 19:08

ხამეს როდრიგესის უკმაყოფილების 5 მიზეზი

ხამეს როდრიგესის და მადრიდის „რეალის" ურთიერთობა უკვე დიდი ხანია მერყევია.

გუშინ, 17:30

ბირჰოფი: "ჰავერცი სარეალო ფეხბურთელია"

გერმანიის ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა, ოლივერ ბირჰოფმა, „ბაიერის" შემტევ კაი ჰავერცზე ისაუბრა.

გუშინ, 16:56

ბარსელონამ სანტოსს სასამართლო მოუგო

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) „სანტოსის" „ბარსელონას" წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე განაჩენი გამოიტანა.

გუშინ, 16:49

ოფიციალურად: მანუელ პელეგრინიმ ახალი გუნდი ჩაიბარა

ანდალუსიურმა „ბეტისმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდს მანუელ პელეგრინი ჩაიბარებს.

გუშინ, 15:55

ზიდანმა დაადასტურა - შესაძლოა, ვინისიუსს კორონავირუსი ჰქონდეს

მადრიდის „რეალის" შემტევს, ვინისიუს ჯუნიორს, შესაძლოა, კორონავირუსი ჰქონდეს.

გუშინ, 15:53

რეალის ხელმძღვანელობას მოთმენის ლიმიტი ამოეწურა - ლუკა იოვიჩი იყიდება

მადრიდის „რეალმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა ფორვარდი, ლუკა იოვიჩი გაყიდოს, იტყობინება Marca.

გუშინ, 15:40

"მესის ბარსელონაში აქვს წითელი ღილაკი, რომელსაც არ იყენებს"

გამოცემა The Athletic იტყობინება, რომ ლიონელ მესის შეუძლია, „ბარსელონაში" გაცილებით დიდი გავლენა ჰქონდეს.

გუშინ, 15:28
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10