Goal.Ge

მარკო როისი: გერმანიის ახალი თაობის ლიდერი


მარკო როისი: გერმანიის ახალი თაობის ლიდერი

ჩაგდებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გერმანიის ეროვნულ ნაკრებში რევოლუცია, ე.წ. "თაობათა ცვლა", დაიწყო. ეროვნული გუნდი დატოვა მესუთ იოზილმა, იოახიმ ლიოვმა კარი ჩაუკეტა მატს ჰუმელსს, ჟერომ ბოატენგსა და თომას მიულერს. იწყება ახალი ეპოქა, ახალი მოთამაშეებით, ტალანტებითა და რაც ყველაზე საინტერესოა, ახალი ლიდერებით.

განახლებულ "ბუნდესნაკრებში" გამოირჩევა ერთი ყველასათვის კარგად ნაცნობი, შედარებით გამოცდილი, უკვე 30 წლის, მოთამაშე, რომელსაც მუდმივი ტრავმიანობის გამო აქამდე შანსი არასოდეს მისცემია, მაგრამ ახლა მისი დრო მოვიდა - მარკო როისი გერმანიის ნაკრების ახალი თაობის ლიდერია!

ფეხბურთის გულშემატკივარს მარკოს უდიდეს ტალანტში ეჭვი არ ეპარება. თუმცა შთამბეჭდავია მისი სათამაშო ფორმა - დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანი გასულ სეზონში ბუნდესლიგაში ყოველ 92 წუთში ქმნიდა გოლს. პროფესიონალმა ფეხბურთელებმა კი მარკო სეზონის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. ესტონეთთან ბოლო მატჩში გერმანიამ მაინცში 8:0 იმარჯვა და როისმა დუბლი გაიფორმა. მეორე გოლი მარკომ ულამაზესი ჯარიმით გაიტანა.

მარკო როისი: გერმანიის ახალი თაობის ლიდერი

ესტონეთის ნარკებთან შეხვედრაში გერმანიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის საშუალო ასაკი 25 წელს შეადგენდა. გუნდში ახლა ყველაზე გამოცდილი კაპიტანი მანუელ ნოიერია, ხოლო მას შემდეგ მოდის მარკო როისი, რომლის ანგარიშზეც 41 მატჩია.

"ეს საჯარიმო დარტყმა სავარაუდოდ ჩემი საუკეთესო გოლი იყო ნაკრებში", - განაცხადა მატჩის შემდეგ მარკომ, რომლისთვისაც ეს "ბუნდესთიმის" მაისურით მე-13 ბურთი იყო. "ის ფეხბურთსა და საქმეს ამარტივებს", - აღნიშნა გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, მარკუს ზორგმა.

მარკო როისის კარიერა ტრაგიკული ისტორიებითა და იმედგაცრუებებით არის სავსე. მარკომ დორტმუნდის "ბორუსიასთან" ერთად პირველივე სეზონში გაიბრწყინა, მაგრამ დათმო ჩემპიონთა ლიგის ფინალი. მან კარიერაში მხოლოდ სამი ტიტული მოიგო, მაგრამ მარკოს ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს - შეიძლება ითქვას, რომ მან "ახალი სიცოცხლე" იპოვა.

მარკო როისი: გერმანიის ახალი თაობის ლიდერი

მარკოს ტალანტი მართლაც უდიდესია, მისი ტექნიკა, სისწრაფე, საფეხბურთო ინტელექტი და საშემსრულებლო ოსტატობა საკმაოდ დახვეწილია. მას ჰქონდა აბსოლუტურად ყველაფერი, რომ ყოფილიყო მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული, მაგრამ ძალიან არ გაუმართლა - მას ბედი დაუპირისპირდა და ტრავმას ტრავმაზე აცდევინებდა.

მარკომ ბარძაყის, მუხლის, ტერფისა და სხვა ტრავმების გამო ბოლო წლებში 400 დღე გამოტოვა. ყველაზე მძიმე კი მარკოსთვის 2014 წლის ივნისის ისტორიაა - მსოფლიო ჩემპიონატის წინ გამართულ ბოლო ტესტ-მატჩში გერმანიის ნაკრებმა მაინცში, "ოპელ არენაზე", სომხეთი 6:1 გაანადგურა და როისმა ტერფის მძიმე ტრავმა მიიღო. ამ დაზიანების გამო როისმა გამოტოვა ბრაზილიური მუნდიალი, რომელიც მისმა გუნდმა ტრიუმფით დაასრულა და ოქროს მედლები მოიპოვა.

მარკო როისი: გერმანიის ახალი თაობის ლიდერი

გერმანიის ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბრწყინვალედ იასპარეზა. 1/4 ფინალში საფრანგეთის ნაკრები 1:0 დაამარცხა, 1/2 ფინალში მასპინძელი ბრაზილია 7:1 გაანადგურა და ისტორიული სირცხვილი აჭამა. ფინალში კი იოახიმ ლიოვის გუნდმა არგენტინა დაძაბულ ბრძოლაში მარიო გიოტცეს დამატებით დროში გატანილი გოლით 1:0 მოუგო და დაეუფლა თასს, რომელიც წესით როისსაც უნდა აღემართა თავს ზემოთ რიოში...

"ჩემთვის მაშინ ოცნებები დაიმსხვრა. პირველი დღეები არანორმალურად რთული იყო. საბედნიეროდ, ჩემი ოჯახი და მეგობრები მედგნენ გვერდში. ბრაზილიაში გაფრენამდე ერთი დღით ადრე იგებ, რომ ვერ გაფრინდები - ეს საშინელება იყო, ძალიან მტკივნეული! ხოლო მსოფლიო თასის დასრულება ორმაგად მძიმე გამოდგა, რადგან იქ არ ვიყავი", - გაიხსენა მარკო როისმა 2014 წლის ტრაგიკული ტრავმა.

მარკო როისი: გერმანიის ახალი თაობის ლიდერი

თუმცა მას შემდეგ გავიდა 5 წელი, ისევ მაინცი, ისევ "ოპელ არენა", მაგრამ ამჯერად ბედნიერი დასასრული - მარკო როისის ფანტასტიკური თამაში ესტონეთთან და მორიგი დასტური იმისა, რომ "ბორუსიას" კაპიტანი ახალი თაობის ლიდერია. 2014 წლის მუნდიალის ფინალიდან მოედანზე მხოლოდ მანუელ ნოიერი, მატიას გინტერი და იულიან დრაქსლერი იმყოფებოდნენ. და აგრეთევ მარკო როისი, რომელიც მორიგი ხანგრძლივი ტრავმის გამო ეროვნულ გუნდს 2016 წლის სექტემბრიდან ორი წლით გამოაკლდა.

მარკომ ძალიან ბევრი ტკივილი გადაიტანა, გამოიარა უმძიმესი მომენტები, მაგრამ ახლა ის იქ არის, სადაც ყოფნას იმსახურებს - ქვეყნის საუკეთესო მოთამაშე და ეროვნული ნაკრების ლიდერი. როისს აქვს ყველაფერი, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის "ბუნდესთიმს" წინ გაუძღვეს და ახალ თაობას პირველი ტრიუმფისთვის ულიდეროს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

იკარდი ნაპოლიში ცოლის გამო ვერ გადადის

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მაურო იკარდის ნეაპოლური ვარიანტი აქტუალურობას კარგავს.

დღეს, 17:24

დემბელეს ყოფილი მზარეული: "ოსმანი ცუდ წრეში მოხვდა"

ოსმან დემბელეს ყოფილმა პირადმა მზარეულმა მიკაელ ნაიამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 17:12

პსჟ-ს ზღაპრული შემოთავაზება - დიბალას პოზიცია ცნობილია

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენმა" პაულო დიბალას წინადადებით მიმართა.

დღეს, 16:57

რონალდუმ მესი სადილზე დაპატიჟა

ტურინის "იუვენტუსის" ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მოულოდნელი განცხადება გააკეთა:

დღეს, 16:45

მანჯუკიჩს მოულოდნელი და სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

Goal.com-ის ცნობით, მარიო მანჯუკიჩს მოულოდნელი და საკმაოდ სერიოზული მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 16:01

ნავასი წასვლას ითხოვს

Marca-ს ცნობით, კეილორ ნავასმა მადრიდის "რეალიდან" წასვლა გადაწყვიტა.

დღეს, 15:51

რუბინში ქართველებმა სანაძლეო წააგეს და მეკარის მანქანა გარეცხეს [VIDEO]

ყაზანის "რუბინის" ოფიციალური გვერდი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.

დღეს, 15:48

მოურინიოს მიმდინარე სეზონში პირველი მსურველი გამოუჩნდა

Goal.com-ის ჟურნალისტის, რობინ ბეინერის ტვიტერს თუ დავუჯერებთ, ჟოზე მოურინიოს მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 15:36

9:0 ლიეტუვასთან - 16-წლამდელებმა უეფას განვითარების თასი მოიგეს

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა (2004 წელს დაბადებულები) ლიეტუვაში დასრულებული უეფას განვითარების ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა..

დღეს, 15:35

რივალდომ კოუტინიოს კრახის მიზეზი დაასახელა

"ბარსელონას" ლეგენდამ რივალდომ ფელიპე კოუტინიოს კატალონიაში კრახის მიზეზებზე ისაუბრა:

დღეს, 15:17

ცნობილია თანხა, რომელსაც მანჩესტერი სანჩესს წასვლის შემთხვევაში გადაუხდის

Daily Mail-ის ცნობით, ალექსის სანჩესი მილანის "ინტერში" გადასვლაზე თანახმაა.

დღეს, 15:02

ნეიმარის ტრანსფერი, რომელ გამოცემებს ვენდოთ? - ჭორი და რეალობა ბრაზილიელის გარშემო

ნეიმარის "პარი სენ-ჟერმენიდან" აბარგება - მიმდინარე ზაფხულის მთავარი სატრანსფერო საგა.

დღეს, 14:18

3 ფეხბურთელი + 100 მილიონი - რეალის შეთავაზება პსჟ-ს

Le Parisien-ის ცნობით, მადრიდის "რეალმა" "პარი სენ-ჟერმენს" სუპერ-შემოთავაზება მოუმზადა.

დღეს, 13:41

ზიდანი ხამესით კმაყოფილია, მაგრამ...

As-ის ცნობით, ზინედინ ზიდანმა ხამეს როდრიგესის თაობაზე დამოკიდებულება შეიცვალა.

დღეს, 11:55

სუარესი თავის შემდეგ გუნდზე დაფიქრდა

El Mundo Deportivo-ს ცნობით, ლუის სუარესი "ბარსელონადან" წასვლაზე დაფიქრდა.

დღეს, 11:45

მაკგრეგორი დიასს: "შენ რომ გიყურებ, დაბრუნება მინდება"

UFC-ის მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა თავის კოლეგასა და მოწინააღმდეგეს, ნეიტ დიასს მიმართა:

დღეს, 11:35

მოურინიომ სიტის წაკბინა

Sky Sports-ის ექსპერტმა ჟოზე მოურინიომ პრემიერ ლიგაში VAR-ის დანერგვის თაობაზე კომენტარი გააკეთა:

დღეს, 11:25

პსჟ მეკარეს ეძებს

RMC Sport-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენი" მეკარეს ეძებს.

დღეს, 11:11

კუბოს ახალი გუნდი ცნობილია

El Chiringuito-ს თუ დავუჯერებთ, მადრიდის "რეალმა" ტაკეფუსა კუბოს იჯარით გაშვება გადაწყვიტა.

დღეს, 10:55

მიზეზი, რის გამოც ჯეკომ რომა არ დატოვა

როგორც მოგეხსენებათ, ედინ ჯეკო მილანის "ინტერში" არ გადავა და მალე ის "რომასთან" ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

დღეს, 10:46

ნეიმარი ლიგა 1-ის მესამე ტურში ითამაშებს

UOL-ს თუ დავუჯერებთ, "პარი სენ-ჟერმენის" გულშემატკივრები ნეიმარს მოედანზე მინიმუმ ერთხელ კიდევ იხილავენ.

დღეს, 10:37

დიბალა პსჟ-ში? - იტალიელი ჟურნალისტის კომენტარი

როგორც მოგეხსენებათ, პაულო დიბალას სახელს "პარი სენ-ჟერმენს" უკავშირებენ.

დღეს, 10:28

იკარდის ახალი გუნდი ცნობილია?!

Corriere dello Sport-ს თუ დავუჯერებთ, მაურო იკარდის ახალი გუნდი ცნობილია.

დღეს, 10:20

ფაქტები, როცა დინამომ ლიდერის გაშვება ინანა - რატომ იქნება შენგელიას წასვლა წამგებიანი?

დიდია იმის ალბათობა, რომ "დინამო თბილისის" ლიდერმა ლევან შენგელიამ კარიერა თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

დღეს, 04:22

ლაშა შინდაგორიძე ბელარუსის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდა

ბელარუსის ჩემპიონატის მე-18 ტურში სოლიგორსკის "შახტიორი" "სლუცკის" დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა.

დღეს, 03:45

სალაჰი VAR-ზე: "ფეხბურთი უფრო საინტერესოა, როცა მსაჯები შეცდომას უშვებენ"

"ლივერპულის" ლიდერი მოჰამედ სალაჰი პრემიერ ლიგაში ვიდეო-რეფერის (VAR-ის) დანერგვას გამოეხმაურა.

დღეს, 03:22

შემდეგ ტურში, რეალში დაბრუნებული ხამესის დებიუტი შედგება?

ლა ლიგის მეორე ტურში ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "ვალიადოლიდი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 03:17

ნეიმარის შეურაცხყოფის გამო, პსჟ დასაჯეს

ნეიმარის გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ბევრი იწერება. მის მომავალს "ბარსელონას" და "რეალს" უკავშირებენ.

დღეს, 03:13

ტიერი ანრი: "შემიძლია, წარმატებული მწვრთნელი ვიყო"

გასულ წელს, ცუდი შედეგების გამო, "მონაკოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტიერი ანრი გაათავისუფლეს.

დღეს, 03:09

ვან პერსიმ სანჩესი შეაქო: "ის დიდი ფეხბურთელია"

ბოლო პერიოდში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩილელ თავდამსხმელს ალექსის სანჩესს ბევრი აკრიტიკებს.

დღეს, 03:05

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10