Goal.Ge

განსხვავებული ტაიმები, მწვრთნელთა ჭკვიანური გათვლა და ზედიზედ დამარცხებული შოტლანდია


განსხვავებული ტაიმები, მწვრთნელთა ჭკვიანური გათვლა და ზედიზედ დამარცხებული შოტლანდია

2019 წლის 12 ივნისი კიდევ ერთი ღირშესანიშნავი დღე გამოდგა ქართული რაგბის ისტორიაში.

უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" უდაძაბულეს ბრძოლაში შეძლეს და 6 ერის წარმომადგენელი, შოტლანდიის ნაკრები მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ დაამარცხეს.

გასული წლის მატჩში საქართველო ძალიან დამაჯერებელი იყო, შეხვედრის უდიდეს ნაწილში წინ იყო და ერთი პერიოდი დიდი ანგარიშითაც იგებდა, საბოლოო ჯამში კი 39:31 მოიგო. წელს თამაშის სურათი განსხვავებული გახლდათ, შოტლანდიელები ფაქტობრივად მთელი თამაში იგებდნენ, მაგრამ ბოლოსკენ ჩვენებმა მეტოქის შეცდომა შეირგეს და გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.

განსხვავებული ორი ტაიმი


გულშემატკივარმა საქართველოს ნაკრების შესრულებით ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმშიც ბურთს ვფლობდით და ვუტევდით, მეორე ნახევარში ბევრად უკეთ ვითამაშეთ და ეს ტაბლოზეც აისახა. საწყის 40 წუთში ჩვენ გუნდს ძალიან უჭირდა მეტოქის 22-ში შესვლა და ხშირ შემთხვევაში, მრავალი ფაზის მიუხედავად, 40-მეტრიან წყვეტილ ხაზსაც ვერ ვკვეთდით. სამაგიეროდ, მეტოქემ თავისი იშვიათი შანსი სათანადოთ გამოიყენა და ეშმენმა მეოთხე წუთზე მოლიდან დაგვალელოვა.

პირველ ტაიმში ძალიან გვიჭირდა შეტევების გაშლა, ხაზით სწრაფად შეტევა, ყველაზე სუსტი წერტილი კი დერეფანში თამაში გახლდათ, სადაც ჩვენი აუტების აბსოლუტური უმრავლესობა წავაგეთ.

მეორე ნახევარში უმცროსი "ბორჯღალოსნების" თამაში მკვეთრად გამოსწორდა, რაც იმაში აისახა, რომ თუ პირველი ნახევარი უქულოდ დავასრულეთ, მეორე ტაიმში ორი გარდასახული ლელო და ჯარიმა გავიტანეთ. გარდა ამისა, შეტევაში გაცილებით სწრაფად ვუტევდით, ხაზიც უკეთ თამაშობდა და ლელოს დადების შანსი კიდევ გვქონდა. მიხეილ ალანიას სულ ცოტა დააკლდა ლელომდე, მისი გარღვევა სტუმართა უკახაზაზელმა ლელოსთან სამი-ოთხი მეტრის მოშორებით შეაჩერა და კიდეზე გადაიყვანა.

შერკინებაში მეტოქე ძალიან დავჩაგრეთ და ჩვენი შერკინების გარდა, მათ შერკინებებშიც უდიდეს პრობლემებს ვუქმნიდით. 45-ე წუთზე მეტოქე სწორედ მის შერკინებაში დავაჯარიმეთ და თედო აბჟანდაძემ ჯარიმით პირველი ქულები მოგვიტანა.

52-ე წუთზე ჩვენს ლელოდან დაახლოებით ათ მეტრში მორიგი დერეფანი წავაგეთ, რასაც "ნარშავების" მწვავე იერიში მოჰყვა. მათ ჯარიმა გამოიმუშავეს, რომელიც მათმა ცხრა ნომერმა ფროსტუიქმა სწრაფად გაათამაშა და ეშმანმა მეორედ დაგვალელოვა, გარდასახვა ზუსტი არ იყო და ანგარიში 3:12 გახდა.

უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" პირველი ლელო 56-ე წუთზე გაიტანეს: მოედნის ცენტრთან მეტოქე შერკინებაში დავაჯარიმეთ და იაშაღაშვილმა უმალ ალანიას გაუტანა ბურთი, რომელმაც თითქმის 22-მდე ირბინა და შემდეგ ლაშხს უპასა, რომელიც მეტოქის ხუთიანში შევიდა, შემდეგ ალანიამ გუშარაშვილს გაუტანა ოვალი, შემდეგ კი თედო აბჟანდაძისკენ გაშალა, რომელმაც ბურთი დაიქნია, მოწინააღმდეგე მოატყუა და ბურთი ძელებს შუა დაამიწა, გარდასახვაც იოლად გაიტანა და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა იმ კომპონენტის წყალობით იმარჯვა, რაშიც ყველაზე მეტად უშვებდა შეცდომებს და ამის გამო, შეტევის ძალიან ბევრი შანსი დაკარგა. 74-ე წუთზე თედო აბჟანდაძემ შესანიშნავად ითამაშა და ფეხით პირდაპირ მეტოქის 5-იანში ჩააგდო ბურთი, იქიდან მოწოდებული აუტის შემდეგ კი, ბურთი ყველას გადაცდა და ლუკა ნიორაძეს ჩაუვარდა ხელში, რომელიც უმალ ლელოში შევარდა და ოვალი დაამიწა, თედომ გარდასახვა გაიტანა და საქართველოს ნაკრები წინ გავიდა.

ბოლო წუთებზე შოტლანდიელებმა ხაზი გაგვიჭრეს და პაატა ბურჭულაძემ მეტოქის შეჩერება ხუთიანშიღა მოახერხა, თორემ ლელო გარდაუვალი იყო, შემდეგ კი "ნარშავებს" ბურთი წინ გადაუვარდათ და საბოლოოდ 17:12 ვიმარჯვეთ.

მწვრთნელთა სწორი გათვლა

აუცილებლად უნდა შევაქოთ ჩვენი სამწვრთნელო შტაბი. ილია მაისურაძემ, ლადო კილასონიამ და ზურაბ ამონაშვილმა ახალ ზელანდიასთან და სამხრეთ აფრიკასთან წაგებული მატჩების შემდეგ, შემადგენლობა მკვეთრად გადაახალისეს და აქცენტი აშკარად მეოთხე მატჩზე გააკეთეს, რომელიც ჩვენი გუნდისთვის დიდი ალბათობით გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო, რადგან თუ ბონუსით არ მოვიგებდით, მაშინ ინგლისს ავსტრალიასთან ძალიან დიდი სხვაობით უნდა წაეგო, წინააღმდეგ შემთხვევაში მაინც 9-12 ადგილებისთვის მოგვიწევდა თამაში და ამიტომაც, ძირითადი შემადგენლობით თამაში აღარ გარისკეს.

სამხრეთ აფრიკასთან მატჩის შემდეგ, მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ოთხი მოთამაშე დატოვეს. მათ შეხედეს პირველ ტაიმს და დაინახეს, რომ ამ გუნდთან მოგება თავისუფლად შეიძლებოდა, თანაც ისე, რომ გუნდის ძალები ნახევარფინალური მატჩის სანახევროდ დაიხარჯებოდა. ამიტომაც, მეორე ნახევრის დასაწყისშივე მინდორზე გამოჩნდნენ ძირითადი ღერძის მოთამაშეები თედო აბჟანდაძე და მიხეილ ალანია, შეიცვალნენ ბურჯებიც, შემდეგ კი სხვებიც გამოჩნენ. ამ ყველაფერმა თამაშის სურათი შეცვალა, ჩვენი შეტევები ბევრად ეფექტური გახდა და საბოლოო ჯამში სწორედ ალანიას და აბჟანდაძის კარგი თამაში გამოდგა გადამწყვეტი.

ასე რომ, მწვრთნელთა გათვლა აბსოლუტურად სწორი გამოდგა.

ვის ვეთამაშებით ნახევარფინალში?


საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფებში 9-12 ადგილებისთვის იბრძოლებს. ჩვენი გუნდი 17 ივნისს ფიჯის ნაკრებს შეერკინება და მატჩი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტრანსლაციას რაგბი TV შემოგთავაზებთ.

ამავე ადგილებისთვის იბრძოლებენ იტალიის და შოტლანდიის ნაკრებები. ფიჯისთან მოგების შემთხვევაში, საქართველო ავტომატურად დარჩება ელიტაში და მომდევნო წლის მსოფლიოზეც ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ შემდეგი მსოფლიო დიდი ალბათობით იტალიაში ჩატარდება და თუ ასე მოხდა, "აძური" ელიტიდან ბოლო ადგილის შემთხვევაშიც არ გავარდება, ასე რომ, ფიჯისთან მატჩი აუცილებლად მოსაგებია.

ვიდეომიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დიდი საჩუქარი რაგბის გულშემატკივარს!

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

20-09-2019, 21:42

"ამაზე ვოცნებობ", - ხავი ბარსელონაში დაბრუნებაზე ალაპარაკდა

"ბარსელონას" ექს-ნახევარმცველი, ხავი ერნანდესი კატალონიურ გრანდში დაბრუნებაზე ალაპარაკდა.

დღეს, 22:23

ლუკა ზარანდიას საგოლე გადაცემა გენტის წინააღმდეგ [VIDEO]

ლუკა ზარანდიას საგოლე გადაცემა გენტის წინააღმდეგ [VIDEO]

დღეს, 22:16

ქულები კვლავ დაიკარგა - დორტმუნდმა აინტრახტს ვერ მოუგო [VIDEO]

ბუნდესლიგის მე-5 ტურის ეგიდით, "დორტმუნდი" ფრანკფურტის "აინტრახტს" ეწვია.

დღეს, 22:00

ვაკო გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატში გაიტანა [VIDEO]

პოლონეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში "ლეგია" "კრაკოვიას" ესტუმრა და მეტოქე 1:2 დაამარცხა.

დღეს, 21:46

გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრანპრი მოიგო

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრანპრი მოიგო.

დღეს, 21:38

კაცნაკლულმა არსენალმა ასტონ ვილასთან საოცარი მატჩი მოიგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-6 ტურის ეგიდით, "არსენალმა" "ემირეიტსზე" "ასტონ ვილას" უმასპინძლა.

დღეს, 21:32

ზედიზედ მე-6 გამარჯვება! - ლივერპულმა სტუმრად ჩელსის მოუგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-6 ტურის ეგიდით, "ჩელსიმ" "სტემფორდ ბრიჯზე" "ლივერპულს" უმასპინძლა.

დღეს, 21:25

ხავი: "მესის შეუძლია ფანტასტიკური მცველი იყოს"

"ბარსელონას" ექს-ნახევარმცველმა, ხავი ერნანდესმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:17

მოურინიო: "მანჩესტერისთვის ჩლ-ზე დაბრუნება დიდი მიღწევა იქნებოდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:12

ნოიერმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

"ბაიერნის" გოლკიპერმა, მანუელ ნოიერმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 21:06

იუვენტუსმა დიბალას გაყიდვა გადაწყვიტა, მიზეზი - რონალდუ

"იუვენტუსი" ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე თავდამსხმელ პაულო დიბალას გაყიდვას ეცდება.

დღეს, 20:32

ბარსელონაში ვალვერდეს დღეები დათვლილია

"ბარსელონას" არაერთმა ფეხბურთელმა მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდესადმი ნდობა დაკარგა.

დღეს, 20:27

ტალანტი, რომლის შეძენაც ექვს ევროპულ კლუბს სურს

"ბოკა ხუნიორსის" ნახევარმცველ აგუსტინ ალმენდრას შეძენა ერთდროულად რამდენიმე ტოპ-კლუბს სურს.

დღეს, 20:20

საქართველო მსოფლიო თასს უძლიერესი უელსის წინააღმდეგ იწყებს [პრევიუ]

მსოფლიო თასის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა "ტოიოტა სთედიუმზე" გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები უელსს დაუპირისპირდება.

დღეს, 20:17

ფატის არა ესპანეთის, არამედ პორტუგალიის ნაკრებში თამაში სურდა

ბორი ფატიმ, "ბარსელონას" 16 წლის თავდამსხმელ ანსუ ფატის მამამ, საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:15

გვარდიოლას მეუღლე ესპანეთში დაბრუნდა, მიზეზი ცნობილია

კრისტინა გვარდიოლა, "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მეუღლე, ესპანეთში დაბრუნდა.

დღეს, 20:04

ნაპოლიმ სტუმრად ლეჩე გაანადგურა [VIDEO]

სერია ა-ს მე-4 ტურში "ნაპოლიმ" "ლეჩე" 1:4 გაანადგურა.

დღეს, 19:00

მორიგი ფეხის დაცდენა - მანჩესტერი ვესტ ჰემთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-6 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად "ვესტ ჰემთან" დამარცხდა.

დღეს, 18:54

მხოლოდ მეოთხე ფეხბურთელი ისტორიაში - კოუტინიოს მიღწევა

„ბაიერნში“ განათხოვრებული „ბარსელონას“ შემტევი, ფილიპე კოუტინიო, „კიოლნთან“ მატჩში გატანილი გოლით ისტორიაში შევიდა.

დღეს, 17:16

ბექა ლომთაძემ ფინალში რუსი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა!

ყაზახეთში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში, სადაც ქართველები წარმატებით გამოდიან.

დღეს, 17:16

"რაღაც უცნაური ხდება", - ბარსელონაში სიტუაცია ირევა

ESPN იტყობინება, რომ „ბარსელონას“ არაერთი ფეხბურთელი ერნესტო ვალვერდესადმი ნდობას კარგავს.

დღეს, 16:30

ჩემბერლენი: "სალაჰი არ ღორობს? გაგიჟდით? სადიო მანეს მაინც ჰკითხეთ"

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა, მოჰამედ სალაჰზე იხუმრა.

დღეს, 14:57

სევილია - რეალი: ბუკმეიკერებმა მიზერული ფავორიტი დაასახელეს

დღეს, ლა ლიგის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს „სევილია“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდებიან.

დღეს, 14:51

კონტე: "ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობამ მილანური დერბი მოგვაგებინა"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა „დერბი დელა მადონინას“ მოგების შემდეგ, მატჩი შეაფასა.

დღეს, 14:46

სარი: "ბევრი ცვლილების გამო ბალანსი დავკარგეთ"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, „ვერონასთან“ გამარჯვება (2:1) შეაფასა.

დღეს, 13:50

ბალოტელი: "ასეთი წონა ბოლოს მანჩესტერ სიტიში მქონდა"

იტალიური „ბრეშიას“ თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ, აღნიშნა, რომ ძალიან კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება.

დღეს, 13:36

"წაგება ფეხბურთის ნაწილია", - გვარდიოლა 8:0-ს მოგების შემდეგ

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, „უოტფორდის“ 8:0 დამარცხება შეაფასა.

დღეს, 11:38

მარტიდან უმუშევარი სოლარი სამსახურს 2020-ში დაუბრუნდება?

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, სანტი სოლარიმ, შესაძლოა დევიდ ბექჰემის გუნდი „ჩაიბაროს.

დღეს, 11:34

"გრანადას გაცილებით მეტის გატანა შეეძლო", - ვალვერდემ მარცხი შეაფასა

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, „გრანადასთან“ წაგება შეაფასა.

დღეს, 10:44

ყველა სიახლე