» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

დინამოელთა საჩემპიონო ზეიმი გადაიდო



„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „დინამო“ თბილისი 3-2 გოლი: 14’ ჩისკო („დინამო“), 23’ რევაზ გეწაძე, 28’ ნიკა საბანაძე (ორივე „ზესტაფონი“), 34’ ოთარ მარცვალაძე („დინამო“), 81’ თორნიკე კაპანაძე („ზესტაფონი“) გაფრთხილება: 44’ გიორგი გურული, 88’ თედო გრიგალაშვილი (ორივე „ზესტაფონი“), 88’ მათე ცინცაძე („დინამო“) ტურის ცენტრალურმა დაპირისპირებამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და საოცრად სანახაბრივი გამოდგა. მატჩის პირველივე წუთებიდან გუნდებმა ერთმანეთს მაღალი ტემპი შესთავაზეს და როგორც უკვე მოგახსენეთ მაყურებელმა მშვენიერი სანახაობა იხილა. ანგარიში მალევე გაიხსნა, მე-14 წუთზე დინამოელთა კონტრშეტევისას კვირკველიამ ფლანგიდან ჩააწოდა სადაც უყურადღებოდ დარჩენილმა ჩისკომ მომენტით ისარგებლა და ერთი შეხებით ზესტაფონელთა კარში ულამაზესი გოლი გაიტანა. გატანილი გოლის შემდეგ თამაში კვლავ ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა და 23-ე წუთზე მარგეველებმა ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს, გრიგოლ დოლიძის ფლანგურ გადაცემას რევაზ გეწაძე გამოეხმაურა და თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. გოლიდან ზუსტად 5 წუთში „ზესტაფონმა“ ჯარიმა მოაწოდა რა დროსაც გიორგი ლორიამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა და გია გეგუჩაძის შეგირდებს წინ გასვლის საშუალება მისცა, გოლის ავტორად ნიკა საბანაძე მოგვევლინა. არასასიამოვნო 5 წუთიანი მონაკვეთის მიუხედავად თბილისლებმა მალევე მოახერხეს მობილიზება და 34-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს, თორნიკე გორგიაშვილის დარტყმის შემდეგ პავლოვიჩმა ბურთის მოგერიაბა მოახერხა, მაგრამ მცველებმა ბურთის გამოტანა ვერ მოახრხეს, რითაც ოთარ მარცვალაძემ ისარგებლა და გამოცდილ თავდამსხმელს გატანა აღარ გასჭირვებია. დარჩენილ დროში გუნდებმა რამდენიმე მომენტი გაცვალეს, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ტაიმი დედაქალაქელთა აქტიურობით დაიწყო, თუმცა ზესტაფონელებმა მალევე მოახერხეს მატჩის დაბალანსება და უპირატესობა ხელთ იგდეს. იმერლებმა რამდენიმე ძალიან რეალური მომენტი შექმნეს, მაგრამ გოლის გატანას ვერა და ვერ ახერხებდნენ. ერთ-ერთი მწვავე კონტრშეტევისას საჯარიმოში შეჭრილი გიორგი მერებაშვილი ზესტაფონელთა მცველებმა წესების დარღვევით გააჩერეს და მსაჯმაც 11 მეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა, სტანდარტი ესპანელმა ჩისკომ შეასრულა, მაგრამ ესპანელმა ლეგიონერმა პენალტი გააფუჭა და თბილისელი გულშემატკივრები ძალიან დაამწუხრა. ეჭვგარეშეა, რომ ეს მომენტი შეხვედრის გარდამტეხ ეპიზოდად იქცა, სწორედ ამ მომენტიდან ზუსტად 5 წუთში თორნიკე კაპანაძემ გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა და „ზესტაფონს“ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. მარცხის შედეგად „დინამოს“ სატურნირო პოზიციები შედარებით შეირყა და უახლოეს მდევარ „ზესტაფონთან“ ქულათა სხვაობა 6 ქულამდე შემცირდა. „ჩიხურა“ საჩხერე - „მეტალურგი“ რუსთავი 4-1 გოლი: 11’, 45’, 52’ გიორგი გაბედავა, 63’ ჯაბა ჯიღაური (ორივე „ჩიხურა“), 90’ გიორგი მიქაბერიძე („მეტალურგი“) გაფრთხილება: 26’ დავით ლომაია, 73’ დენის დობროვოლსკი (ორივე „მეტალურგი“), 78’ ვაჟა ლომაშვილი („ჩიხურა“), 85’ მიხეილ მახვილაძე („მეტალურგი“) მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა საჩხერის „ჩიხურამ“, ისინი დღეს „მეტალურგს“ მასპინძლობდნენ და გამანადგურებელი ანგარიშით, 4-1, დაამარცხეს მეტოქე. დასაწყისშივე აღნიშვნის ღირსია საჩხერელთა ფორვარდი, გიორგი გაბედავა, რომელმაც ჰეთრიკის შესრულება მოახერხა და ლომის წილი დაიდო „ჩიხურას“ გამარჯვებაში. ანგარიში მე-11 წუთზე ზემოთ ხსენებულმა, გიორგი გაბედავა, გახსნა, მან დუბლის გაფორმება შეხვედრის 45-ე წუთზე მოახერხა და გუნდებიც შესვენბაზე ამავე ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმის განახლებიდან ზუსტად 7 წუთში გაბედავამ კიდევ ერთხელ გაისროლა და საკუთარი გუნდის უპირატესობა სოლიდური გახადა. სოსო ფრუიძის შეგირდებმა მეოთხე გოლის გატანა 63-ე წუთზე მოახერხეს, გოლის ავტორად ახალგზარდა ნახევარმცველი, ჯაბა ჯიღაური, მოგვევლინა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი, 90-ე წუთზე რუსთაველთა შემტევმა, გიორგი მიქაბერიძემ, დააფიქსირა. ამ გამარჯვებით „ჩიხურამ“ მეოთხე ადგილი გაიმყარა და უშუალო კონკურნტ „მეტალურგს“ უკვე 6 ქულით გაასწრო. „სიონი“ ბოლნისი - „გურია“ ლანჩხუთი 2-0 გოლი: 16’ გიორგი კახელიშვილი, 90’ ჯაბა უგულავა (ორივე „სიონი“) გაფრთხილება: 41’ გიგა ჭეიშვილი („გურია“), 58’ ზვიად ლონჟანიძე, 70’ გიორგი ცხადაია (ორივე „სიონი“) ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმეს ლადო ბურდულის შეგირდებმა, ამჯერად მათ „გურიას“ უმასპინძლეს და დამაჯერებლად დაამარცხეს მეტოქე. თბილისში გამართული შეხვედრა ბოლნილსელთა სრული უპირატესობით წარიმართა და ლოგიკური შედეგითაც დასრულდა. ანგარიში მე-16 წუთზე მათმა გამოცდილმა ნახევარმცველმა, გიორგი კახელიშვილმა, გახსნა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. პირველ ტაიმში კიდევ იყო რამდენიმე სახიფათო მომენტი, მაგრამ ანაგარიში არ შეცვლილა და პირველი ნახევარი „სიონის“ გამარჯვებით დასრულდა. მეორე ტაიმში საინტერესო არაფერი მომხდარა და შედარებით საინტერესო მისი ბოლო 10 წუთეული გამოდგა, როდესაც ქვემო ქართლელებმა რამდენიმე რეალური მომენტის შექმნა მოახერხეს, ბოლნისელებს მონდომება დაუფასდათ და დამატებულ წუთებზე ჯაბა უგულავამ საბოლოო ანაგრიში დააფიქსირა. „სპარტაკი“ ცხინვალი - „მერანი“ მარტვილი 2-0 გოლი: 11’, 45’ ირაკლი ეხვაია („სპარტაკი“) გაფრთხილება: 28’ რაფაელ ჩუკურანი, 35’ გელა ხუბუა (ორივე „მერანი“), 86’ კონსტანტინე ხიზანეიშვილი („სპარტაკი“), 90’ გიორგი გეგია („მერანი“) აღნიშნული მარცხის შედეგად უკვე გადაწყდა, რომ მარტვილის „მერანი“ შემდეგ სეზონს პირველ ლიგაში დაიწყებს. მატჩი ცხინვალელთა სრული უპირატესობით წარიმართა და „მერანმა“ უშანსოდ დათმო შეხვედრა. ანგარიში სწრაფადვე გაიხსნა, მე-11 წუთზე გოლი ირაკლი ეხვაიამ გაიტანა. გოლის შემდეგ მატჩი დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და სახიფათო მომენტები იშვიათად იქმნებოდა. მიუხედავად მატჩის ასეთი მიმდინარეობისა, პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ირაკლი ეხვაიამ კიდევ ერთხელ შეძლო გოლის გატანა, დუბლი გაიფორმა და თან მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. მეორე ტაიმში რამდენიმ საინტერესო მომენტი შეიქმნა, მაგრამ ანაგარიში არ შეცვლილა და „სპარტაკმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. „ტორპედო“ ქუთაისი - „ზუგდიდი“ ზუგდიდი 3-1 გოლი: 6’ დავით კირკიტაძე („ზუგდიდი“), 57’ დავით ხურციძე, 71’, 90’ ბექა ტუღუში (ორივე „ტორპედო“) გაფრთხილება: 53’ ბაქარ მირცხულავა („ზუგდიდი“), 89’ ბექა ტუღუში („ტორპედო“) წარმატებულ სვლას განაგრძობს ქუთაისის „ტორპედო“, ქუთაისლებმა ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგეს და ქვედა ექვსეულის ლიდერთა შორის პოზიციებიც გაიმყარეს. ამჯერად რევაზ ძოძუაშვილის შეგირდებმა „ზუგდიდი“ დაამარცხეს. ანგარიში ზუგდიდელებმა გახსნეს, მათ ეს მატჩის სტარტზევე მოახერხეს, მე-6 წუთზე გოლის გატანა დავით კირკიტაძე მოახერხა. პირველი ტაიმი ზუგდიდელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ვერც მათ და ვერც მათმა მეტოქემ გოლის გატანა ვერ მოახრხეს. მეორე ტაიმი განსხვავებული სცენარით წარიმართა, ორივე გუნდი გააქტიურდა და საინტერესო თამაშიც გაჩაღდა. 57-ე წუთზე თენგიზ ჩიკვილაძემ კუთხური მოაწოდა, საჯარიმოში უყურადღებოდ მდგომმა დავით ხურციძემ კი, უძლიერესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ ტორპედოელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და 71-ე წუთზე ბექა ტუღუშმა უზუსტესი დარტყმით ქუთათურები წინ გაიყვანა. მატჩის საბოლოო ანგარიში დამატებულ წუთებზე დაფიქსირდა, ბექა ტუღუშმა ბურთი ცენტრის ხაზთან მიიღო, კარისკენ გაიხედა და წინ გამოსულ მაქსიმე ქვილითაიას ულამაზესი გოლი გაუტანა. „ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „დილა“ გორი 2-1 გოლი: 32’ გიორგი კორიფაძე („ვიტ-ჯორჯია“), 55’ ილია ლომიძე („დილა“), 86’ ელგუჯა ლობჟანიძე („ვიტ-ჯორჯია“) გაფრთხილება: 20’ ნიკოლოზ ჯიშკარიანი, 57’ გურამ გურეშიძე, 66’ სერგი ორბელაძე, 80’ თენგო წიქარიძე, 81’ კობა შალამბერიძე (ყველა „დილა“), 89’ გიორგი გეთიაშვილი („ვიტ-ჯორჯია“) ლიდერობის შენარჩუნება მოახერხა თბილისის „ვიტ-ჯორჯიამ“, თბილისლებმა „დილას“ უმასპინძლს და დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში 32-ე წუთზე გაიხსნა, საჯარიმოს მისადგომებთან დანიშნული ჯარიმა, გიორგი კორიფაძემ შეასრულა უზადოდ და მეტოქეს ეფექტური გოლი გაუტანა. ანგარიში 55-ე წუთზე გათანაბრდა, ვეტერინარების მსგავსად გორელებმაც საჯარიმო დარტყმიდან მოახერხეს თანაფარდობის აღდგენა, საჯარიმო ნიშნულიდან ილია ლომიძემ გაიტანა უძლიერესი დარტყმით. ვიტელებმა გამარჯვების გოლის გატანა 86-ე წუთზე მოახერხეს, კორიფაძის ფლანგურ გადაცემას ელგუჯა ლობჟანიძე გამოეხმაურა და თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. „ზესტაფონი“ ზესტაფონი - „დინამო“ თბილისი „ტორპედო“ ქუთაისი - „ზუგდიდი“ ზუგდიდი „ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „დილა“ გორი ფოტო/ვიდეო: ლაშა კუპრაშვილი, www.fcdinamo.ge, www.fczestafoni.ge, www.fctorpedo.ge, www.fcdila.ge სფფ-ის პრესსამსახური

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"ზენიტს ჩემი მესიში გაცვლა უნდოდა", - არშავინი ბარსელონაში არშემდგარ ტრანსფერს იხსენებს

"არსენალის" ექს-თავდამსხმელმა, ანდრეი არშავინმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 16:12

Mundo Deportivo: ტიაგო ალკანტარას ბარსელონაში დაბრუნება უნდა

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ შესაძლოა კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვას.

დღეს, 15:10

ინტერს ლანგლე სურს, ბარსელონასა და თავად ფეხბურთელის პოზიცია ცნობილია

აქამდე არსებული ინფორმაციით, "ინტერის" ხელმძღვანელობას "ბარსელონას" მცველი, კლემან ლანგლე სურს.

დღეს, 15:07

"რონალდუს გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მესი ისტორიაში საუკეთესოა", - ლინეკერი

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა, გარი ლინეკერმა გუნდის კაპიტანი, ლიონელ მესი შეაქო.

დღეს, 15:03

ბარსელონა ცდილობს არტური გუნდიდან წასვლაზე დაითანხმოს

"ბარსელონა" ცდილობს გუნდის ნახევარმცველ არტურ მელოსთან შეთანხმებას მიაღწიოს.

დღეს, 14:45

შეთავაზება მზადაა, ზიდანმა არსენალში სასურველ ტალანტს მიაგნო

"რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ლონდონის "არსენალის" 18 წლის ვუნდერკინდით დაინტერესდა.

დღეს, 14:36

ფეხბურთელი, რომელიც ცდილობს ვერნერი ჩელსიში გადასვლაში დაარწმუნოს

არ არის გამორიცხული, "ლაიფციგის" ლიდერმა, ტიმო ვერნერმა კარიერა "ჩელსიში" გააგრძელოს.

დღეს, 14:26

25 წლის ფეხბურთელი, მისი მამა და ბაბუა კორონავირუსს ემსხვერპლნენ

დეიბერტ ფრანს რომან გუზმანი 25 წლის ასაკში კორონავირუსული ინფექციისგან გარდაიცვალა.

დღეს, 14:22

მოლაპარაკება დაწყებულია: ლევან კუტალია შესაძლოა ეროვნული ლიგის კლუბში დაბრუნდეს

როგორც მოგეხსენებათ, ყაზახური "ირტიში" გაკოტრდა და წელს ყაზახეთის ჩემპიონატში 12-ის ნაცვლად 11 გუნდი ითამაშებს.

დღეს, 14:14

ყაზახეთში ქართველი ფეხბურთელის გუნდი გაკოტრდა და დაიშალა

კორონავირუსის პანდემიამ ყაზახური კლუბიც დააზარალა და გააკოტრა.

დღეს, 14:03

"ალექსანდერ-არნოლდი სათამაშო პოზიციას შეიცვლის", - ლივერპულის ექს-მცველი

"ლივერპულის" ექს-მცველმა, ჯონ ფლენაგანმა ამ სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი შეაქო.

დღეს, 13:27

"უბრალოდ კვდება ამ კლუბში თამაშის სურვილით", - ვიდალის თანამემამულე

ჩილეს ნაკრებისა და "ბოლონიას" ნახევარმცველმა, გარი მედელმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 13:23

კლუბი, რომელსაც ბარსელონამ კოუტინიოს იჯარით დამატება შესთავაზა

"ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოსთან განშორება უნდა.

დღეს, 13:16

დორტმუნდმა სანჩოს საბოლოო ფასი დაასახელა

"დორტმუნდის" ხელმძღვანელობა ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის თაობაზე დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

დღეს, 12:33

Playboy-ს ყოფილი მოდელი საფეხბურთო კლუბის ყიდვას აპირებს

ჟურნალ Playboy-ს ყოფილმა მოდელმა, ანამარია პროდანმა შესაძლოა საფეხბურთო კლუბი იყიდოს.

დღეს, 12:26

პსჟ-მ 60 მილიონ ევროიანი შეთავაზება გააკეთა - GOAL.COM

"პსჟ"-მ "ლაციოს" ნახევარმცველ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერის თაობაზე შეთავაზება გაუკეთა.

დღეს, 11:54

მარსელო: "სულმოუთქმელად ველოდებით პირველ მატჩს"

"რეალის" მცველი, მარსელო ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონის განახლებაზე დადასტურებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

დღეს, 11:29

ბაიერნი მანჩესტერ სიტის ხმაურიან გაცვლას სთავაზობს

მოგეხსენებათ, "ბაიერნს" "მანჩესტერ სიტის" გარემარბის, ლეროი სანეს გადაბირება უნდა.

დღეს, 11:15

კურტუა: "შვილებს ვესაუბრები, მაგრამ უკვე ერთი თვეა არ მინახავს"

ტიბო კურტუამ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, შვილები ერთი თვეა არ უნახავს.

დღეს, 11:12

"მესისა და მარადონას წინააღმდეგ მითამაშია, მესი უფრო მაგარია", - კოსტაკურტა

"მილანის" ექს-მცველმა გაიხსენა დღე, როცა ახალგაზრდა ლიონელ მესის წინააღმდეგ ითამაშა.

დღეს, 10:58

შეთანხმება მიღწეულია, იკარდის მომავალი გადაწყდა

"ინტერის" საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი გადაწყვეტილია.

დღეს, 10:43

ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა ხსნილია - ბაიერნი საკუთარ კედლებში აუთსაიდერს უმასპინძლებს

კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ფეხბურთი ნელ-ნელა ბრუნდება.

დღეს, 10:26

"ბრეიტუეიტის ყიდვით, ბარსელონამ გაგვანადგურა", - ლეგანესის დირექტორი

"ლეგანესის" სპორტულმა დირექტორმა, ჩემა ინდიასმა მარტინ ბრეიტუეიტის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 09:03

მანჩესტერი კეინზე 4-ჯერ უფრო იაფ ფორვარდზე გადაერთო

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ "ტოტენჰემის" ლიდერის,

დღეს, 08:50

"ფურცელზე დაწერილითა და დაზეპირებული მეთოდებით ლივერპული არ თამაშობს", - კლოპი

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა თავისი გუნდის ფორმაციის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 08:38

გიგსმა თანამედროვეობის 3 ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშე დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა,

დღეს, 08:24

"იუვენტუსს პიანიჩი აღარ სჭირდება", - ტურინელთა ყოფილი სელექციონერი

ტურინის "იუვენტუსის" ახალგაზრდული სექტორის ყოფილმა უფროსმა,

დღეს, 08:13

რეინიერი ლა ლიგის ორ გუნდს სურს

Marca-ს ცნობით, მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი, რეინიერ ჟეზუსი ლა ლიგის ორ გუნდს სურს.

დღეს, 08:02

კიკე სეტიენი: "5 ცვლილება ჩემს გუნდს დააზარალებს"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი სეზონის განახლებას და ცვლილებების შეტანას გამოეხმაურა.

დღეს, 03:20

დიეგო კოშტას პატიმრობა ემუქრება

ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელს დიეგო კოშტას პატიმრობა ემუქრება.

დღეს, 03:16
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10