ავტორიზაცია

500 ათასი ბონუსი და 3 მილიონი აგენტს - რუბინში კვარაცხელიას კონტრაქტის დეტალები ცნობილია

500 ათასი ბონუსი და 3 მილიონი აგენტს - რუბინში კვარაცხელიას კონტრაქტის დეტალები ცნობილია
თარიღი 04 Jul 2019, 14:35
ცოტა ხნის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ მომავალი სეზონიდან ხვიჩა კვარაცხელია "რუბინში" ითამაშებს.

რუსული პრესა ქართველი ტალანტის კონტრაქტის დეტალებსაც ასაჯაროებს.

ცნობილია, რომ "რუბინმა" კვარაცხელიას ბონუსის სახით 500 ათასი ევრო გადაუხადა. 18 წლის ფეხბურთელი ხელფასი თვეში 30 ათასი ევრო იქნება, თუმცა შესაძლოა, მომავალში მისი ანაზღაურება 50 ათასამდე გაიზარდოს.

ფაქტია, ფეხბურთელის აგენტმა ბევრად მეტი გამოიმუშავა. მამუკა ჯუღელმა ამ ტრანსფერიდან 3 მილიონი მიიღო. ზუსტად იგივე პირობები "ლოკომოტივსაც" შესთავაზეს, თუმცა მოსკოველებმა ჩათვალეს, რომ ფასი გადამეტებული იყო.

შეგახსენებთ, "რუბინში" კვარაცხელიას გარდა, დავითაშვილი და მიქელთაძეც ითამაშებენ.