Goal.Ge

ახალი გუნდი, ძველი შედეგი - არგენტინის კოშმარული დებიუტის მიზეზები


ახალი გუნდი, ძველი შედეგი - არგენტინის კოშმარული დებიუტის მიზეზები

არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკას გათამაშება დაიწყო წარუმატებლად - 0:2 კოლუმბიასთან, წინ ყატარი და პარაგვაია. შეიძლება ითქვას, რომ 2018 წლის მუნდიალის შემდეგ, "ალბისელესტე" განახლდა, რუსეთის მოედნებზე დაცემულთაგან, დარჩნენ მხოლოდ რვანი: აგუერო, დი მარია, დიბალა, ოტამენდი, ტალიაფიკო, ლო ჩელსო, აკუნია, არმანი.

2019 წლის მარტში მათ რიცხვს მისი უდიდებულესობა, ლიონელ მესიც შეუერთდა. სამწუხაროდ, ახალი სახეების, მთავარი მწვრთნელისა და ლეოს ფენომენალური ფორმის მიუხედავად, სამხრეთ ამერიკელებმა ქომაგებს იმედები ისევ გაუცრუეს. განვიხილოთ "თეთრ-ლურჯების" კრახის მიზეზები.

არგენტინა - კოლუმბია 0:2



დავიწყოთ დამრიგებლით, ვინ არის ლიონელ სკალონი? წარსულში არც ისე წარმატებული ფეხბურთელი, რომლის კარიერის პიკი ლა კორუნიის "დეპორტივოში" იყო. რაც შეეხება მის სანაკრებო მოღვაწეობას, ლეო მუდამ ხავიერ ძანეტის ჩრდილში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარეობს დასკვნა: არგენტინელს გავლენა არ გააჩნია.

მივადექით მის მწვრთნელობას - ხორხე სამპაოლის თანაშემწე "სევილიასა" და "ალბისელესტეში", ახლა კი თავისი მენტორის საქმის გამგრძელებელი. სამპაოლიმ "თეთრ-ლურჯებში" უკვე ჩაისვარა და რატომ ჰგონია ვინმეს, რომ მის შეგირდს განსხვავებული ხედვა ექნება? მითუმეტეს ეს ისევ ის ძველი, ტანჯული არგენტინაა.

ახალი გუნდი, ძველი შედეგი - არგენტინის კოშმარული დებიუტის მიზეზები

სკალონიმ არაფერი იცის ტაქტიკისა და ვარსკვლავების მორჯულების შესახებ. არაა გამორიცხული, რომ ის მესის თქვენობით მიმართავდეს. "ალბისელესტეს" გარდაქმნა საჩვენებელი იყო, რადგან ცვლილელები მხოლოდ ამხანაგური მატჩების დროს ხდებოდა.

პირველი სერიოზული ტურნირის მოახლოებასთან ერთად კი ლიონელმა წინამორბედების შეცდომები გაიმეორა. სამხრეთ ამერიკელთა ათიანს შეტევაში პარტნიორობას ისევ აგუერო და დი მარია უწევენ. დიბალა სკამზეა, იკარდი კი სახლში. მადლობა, იგუაინის არ დაბრუნებისთვის მაინც.

ახალი გუნდი, ძველი შედეგი - არგენტინის კოშმარული დებიუტის მიზეზები

ეს არის გეგმა, რომელიც უკვე წლებია, რაც კრახით სრულდება. ლეო, კუნი და ანხელი ინდივიდუალურად შეუდარებელნი არიან, ერთად - არა. პაულო იჩრდილება ეგიდით "ის მესის პოზიციაზე თამაშობს", მაურო კი უბრალოდ ათვალწუნების სინონიმად იქცა.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, "თეთრ-ლურჯების" თავდამსხმაში ახალი სახე მაინც გაჩნდა - მილანის "ინტერის" კიდევ ერთი ფორვარდი, ლაუტარო მარტინესი. ახალგაზრდა არგენტინელი იკარდისგან განსხვავებით, პირადი ცხოვრებისგან სერიალს არ იღებს და ზოგადადაც, სკანდალებს სიმშვიდეს ამჯობინებს.

ახალი გუნდი, ძველი შედეგი - არგენტინის კოშმარული დებიუტის მიზეზები

ამასთან ერთად, ლაუტარო "ალბისელესტეს" გულშემატკივრებისთვის ბევრად უფრო ახლო და შინაურულია, რადგან მარტინესი 20 წლამდე სამშობლოში იმყოფებოდა და მისი შესაძლებლობების შესახებ კარგად იციან.

ბოლოს კი მთავარი - სამხრეთ ამერიკელი თავდამსხმის მთელ არეალზე მომუშავე ათიანია, როგორც მესი ან მარადონა. ლაუტარომ ქომაგთა მოლოდინი გაამართლა - 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ, მის ანგარიშზე უკვე 4 გოლია. ამ ყველაფრის მიუხედავად, არგენტინელი კოპაზე რეზერვისტის როლშია.

ახალი გუნდი, ძველი შედეგი - არგენტინის კოშმარული დებიუტის მიზეზები

კოლუმბიასთან შეხვედრაში სკალონიმ მას ნიუნეიმი მატიას სუარესიც კი არჩია. მარტინესს დიდი ალბათობით ყატარსა და პარაგვაისთან ვიხილავთ, საერთო ჯამში კი "ალბისელესტე" და მისი ფეხბურთის ღმერთი ისევ კოჭლობენ. ვნახოთ, ეშველებათ თუ არა "თეთრ-ლურჯებს".

ახალი გუნდი, ძველი შედეგი - არგენტინის კოშმარული დებიუტის მიზეზები

არგენტინის მაქსიმუმი კოპა ამერიკაზე:


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"დაე, ჩემზე სხვებმა ისაუბრონ", - მესი ტოპ ფეხბურთელებთან შედარებაზე

"ოქროს ბუცის" დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, "ბარსელონას" კაპიტანმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.

დღეს, 19:31

"მშიერი ვიყავი, სკოლაში ვერ დავდიოდი...", - მანეს ემოციური განცხადება

"ლივერპულის" თავდამსხმელმა, სადიო მანემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას ფიქრობს მდიდრულ ცხოვრებაზე.

დღეს, 19:23

"თითქმის იდეალურია", - ფეხბურთელი, რომელიც ტიაგო სილვამ გამოარჩია

"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალური მცველი, ტიაგო სილვა საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 19:16

"ეს შენთვისაა", - ვის მიუძღვნა რამოსმა ევრო 2020-ზე გასვლა?

მოგეხსენებათ, ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა.

დღეს, 18:40

შეხვედრა შედგა - რაზე ისაუბრეს ინსინიემ და ანჩელოტიმ?

"ნაპოლის" თავდამსხმელი, ლორენცო ინსინიე გუნდის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის შეხვდა.

დღეს, 18:33

არსენალმა ემერის პოტენციური შემცვლელი უკვე შეარჩია

არ არის გამორიცხული, "არსენალის" ხელმძღვანელობამ გუნდის თავკაცის, უნაი ემერის გაშვება გადაწყვიტოს.

დღეს, 18:25

მილანი საშინელ დღეშია - რამდენი მლნ დაკარგა კლუბმა გასულ სეზონში?

"მილანმა" დაადასტურა, რომ 2018/19 წლების სეზონში რეკორდული ოდენობის თანხა დაკარგა.

დღეს, 18:17

შეთავაზება გაიზარდა - მერტენსმა ზღაპრული წინადადება მიიღო

არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში თავდამსხმელმა, დრის მერტენსმა "ნაპოლი" დატოვოს.

დღეს, 18:10

ირლანდიამ "ოლ ბლექსთან" მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯო შმიდტმა "ოლ ბლექსთან" გასამართი მეოთხედფინალური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

დღეს, 17:40

სამხრეთ აფრიკელებმა იაპონიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელეს

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რასი ერაზმუსმა იაპონიის წინააღმდეგ, მსოფლიო თასის მეოთხედფინალური მატჩის ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.

დღეს, 17:37

ოზილი არსენალს ტოვებს? - ფეხბურთელის პოზიცია ცნობილია

ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა, მესუტ ოზილმა თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 16:46

ავსტრალია და ინგლისი მეოთხედფინალისთვის დაირაზმნენ

მსოფლიო თასის მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს ინგლისის და ავსტრალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

დღეს, 16:44

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები 19 და 21 ოქტომბერს თბილისში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს უკრაინასთან.

დღეს, 16:41

მილანმა დონარუმას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "მილანმა" ჯანლუიჯი დონარუმას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 16:38

სოლსკიაერი: "საკუთარი მომავლის თაობაზე არ ვღელავ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 16:28

ბაიერნის ლეგენდა ერიქსენზე: "კრისტიანი მიუნხენში? ის ტოტენჰემსაც კი ვეღარ ადგება"

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა, კრისტიან ერიქსენის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 16:20

ახალი ზელანდია ირლანდიასთან უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს

ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა მსოფლიო თასის მეოთხედფინალურ მატჩში ირლანდიის წინააღმდეგ სათამაშო შემადგენლობა დაასახელა.

დღეს, 16:16

როდის დაბრუნდება ლაკაზეტი?

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალი" უკვე თვე-ნახევარია, რაც ალეკსანდრ ლაკაზეტის გარეშე იმყოფება.

დღეს, 16:11

რონალდინიო რეალის მოთამაშეზე: "მსოფლიოში ნომერ პირველი გახდება"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა "ჯადოქარმა", რონალდინიომ,

დღეს, 16:03

ალეგრის ხელფასი მანჩესტერის შესაძლო ჩაბარების შემთხვევაში ცნობილია

Tuttosport-ის ცნობით, მასიმილიანო ალეგრი "მანჩესტერ იუნაიტედს" უახლოვდება.

დღეს, 15:51

სანჩესის დაბრუნებამდე ინტერს იბრა შეუერთდება?

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანის "ინტერი" ალექსის სანჩესის შემცვლელის ძიებაშია.

დღეს, 15:41

მანჯუკიჩმა მანჩესტერი უარით გაისტუმრა და კონტრაქტი სხვა გუნდთან შეათანხმა

Il Giornale-მ მარიო მანჯუკიჩის თაობაზე მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა.

დღეს, 15:28

ვასკესს პრემიერ ლიგაში მსურველი გამოუჩნდა

El Desmarque-ს ცნობით, ლუკას ვასკესს პრემიერ ლიგაში მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 15:21

რაკიტიჩი მანჩესტერში? ხორვატის პოზიცია ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, ივან რაკიტიჩი "ბარსელონას" დატოვებასთან ძალიან ახლოს არის.

დღეს, 15:15

მანჩესტერი 6 ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს

Daily Mail-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერების განხორციელებისთვის ემზადება.

დღეს, 15:06

სოლსკიაერი: "ლივერპულის მსგავსად, მანჩესტერსაც ძლიერი მოთამაშეები ჰყავს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა "ლივერპულთან" მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა:

დღეს, 14:56

მესი: "როდის დავასრულებ კარიერას?"

"ბარსელონას" ლიდერმა და კაპიტანმა, ლიონელ მესიმ თავისი კარიერის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:48

ბარსელონას ფეხბურთელობიდან უკლუბობამდე - სად არის გიორგი ჭანტურია?

ძალიან ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ახალგაზრდულ ასაკში გამორჩეული იყო, ხალხს თავი დაამახსოვრა, შემდეგ კი დაიკარგა.

დღეს, 14:08

სევილიას ყოფილი მწვრთნელი: "რამოსი რეალისა და ესპანეთის ყველა რეკორდს დაამხობს"

"სევილიას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხოაკინ კაპაროსმა, სერხიო რამოსზე ისაუბრა:

დღეს, 12:19

დიბალამ მიმდინარე სეზონში პირველი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო

ტურინის "იუვენტუსის" შემტევმა, პაულო დიბალამ მიმდინარე სეზონში პირველი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო.

დღეს, 12:12

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10