Goal.Ge

სარი იუვენტუსში - უდიდესი შეცდომაა: სამი მიზეზი


სარი იუვენტუსში - უდიდესი შეცდომაა: სამი მიზეზი

"ბებერი ქალბატონი" მაურიციოს საერთოდ არ უხდება.

სარისთან კონტრაქტის გაწყვეტა - "ჩელსის" მხრიდან არც ისე ლოგიკური გადაწყვეტილება იყო: ლურჯებს სატრანსფერო ბანი აქვთ. მსოფლიოს არც ერთი თავმოყვარე მწვრთნელი არ მოაწერდა ხელს მისვლას ისეთ გუნდში, რომელიც სულ ახლახანს ბოლო წლების უპირობო ლიდერმა დატოვა, რომელშიც ვერავის შეიძენ და თანაც, ხელმძღვანელობა შედეგს ახლავე და დღესვე ითხოვს. სარიმ გუნდში პირველივე სეზონში მეტნაკლებად კარგი შედეგი დადო.

იყო "სიტისთან" 6:0 და "ბორნმუთთან" 4:0, მაგრამ მიუხედავად ამისა, გუნდმა პრემიერ ლიგაში საპატიო მესამე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგა მოიგო.

კი, თავად მაურიციო "ჩელსიში" ბოლომდე ბედნიერი არ იყო: დაძაბული ურთიერთობა ფეხბურთელებთან, მუდმივი ზეწოლა, ხელმძღვანელობა კი მუდმივად ფიქრობს, გაათავისუფლოს თუ არა და აზრს მოთამაშეებსაც კი ეკითხება. იტალიელი ლონდონში მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფება (მას მოწევის საშუალებასაც კი არ აძლევენ). მაგრამ, არის თუ არა ინგლისიდან გაქცევის და "იუვენტუსის" ჩაბარების გადაწყვეტილება - სარის მხრიდან ჭკვიანური? როგორც ჩანს არა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

ისე ჩანს, თითქოს, "ბებერი ქალბატონი", ამჟამინდელ ვითარებაში, სერია ა-ს ნებისმიერ ცოტაოდენ კომპეტენტურ მწვრთნელთან ერთადაც მოიგებს - ალბათ, სულ, სკუდეტოს იმედი ექნება სარისაც, რომელმაც პირველ სამწვრთნელო ტიტულს გემო სულ ახლახანს გაუსინჯა. მაგრამ, საქმე ასე მარტივად არ არის: ჯერ ერთი, იტალიის ჩემპიონატში კონკურენცია საგრძნობლად გაიზარდა: დღითიდღე ძლიერდება "ინტერი", რომელმაც ანტონიო კონტე დანიშნა (სხვათაშორის, "იუვეს" ექს-დამრიგებელი გუნდს თავის თამაშს გაცილებით სწრაფად ათვისებინებს, ვიდრე სარი), კვლავ ძლიერია "ნაპოლი", პროგრესირებს "ატალანტაც". მერე მეორე - უკანასკნელი ორი წელია, "იუვენტუსს" ჩავარდნა აქვს. შეიძლება, ვერც კი შენიშნეთ, მაგრამ სტატისტიკურად, ბოლო წლებში ტურინელებმა იმაზე გაცილებით მეტი ქულა დააგროვეს, ვიდრე ამა თუ იმ შეხვედრაში იმსახურებდნენ. ეს ყველაფერი სტატისტიკაა, რომელიც მოედანზე ბევრს არაფერს წყვეტს, მაგრამ ფაქტი, რომ "იუვენტუსი" ბოლო ორი წლის მანძილზე ისეთი დომინანტი აღარ არის - აშკარაა. საქმე უკვე ან ზედმეტ იღბალშია, ან კიდევ გუნდის სახელში - დიდწილად, მეტოქეები მატჩზე უკვე წაგებულები გადიან. მოდის მწვრთნელი, რომელსაც საკუთარი თამაშის დასალაგებლად და გუნდის გადასაწყობად დრო სჭირდება. შედეგად, "იუვენტუსმა" შესაძლოა სკუდეტოც კი წააგოს, თუ საკმარისად არ გაუმართლებს.

იტალიაში სარის სტილი ყველასთვის კარგად ნაცნობია. ალბათ, მაურიციოს "იუვენტუსის" საწინააღმდეგო გასაღებს იმაზე ადრე მოძებნიან, სანამ ის გუნდის თამაშს დაალაგებს. სარის პროგნოზირებადობა არამარტო იტალიური გუნდებისთვის, არამედ ჩვენთვისაც სასიკეთოა. ახლავე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თავისი სისტემის დასამკვირდებლად, ის ამისათვის გამოუსადეგარ ფეხბურთელებსაც კი ჯიუტად გამოიყენებს. სწორედ ისე, როგორც ამას "ჩელსიში", სეზონის სტარტზე ცდილობდა.

"იუვენტუსში" საჭირო ფეხბურთელები ძალიან ბევრია. ზოგ პოზიციაზე, უძლიერესებიც კი. მაგალითად, ალანის/კანტეს როლისთვის შეიძლება ემრე ჯანის და ბლეზ მატუიდის გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში - ბენტანკურის. კალიეხონის როლს კარგად მოერგება ბერნარდესკი და რაღაც მხრივ, დუგლას კოშტა.

სარი იუვენტუსში - უდიდესი შეცდომაა: სამი მიზეზი

მაგრამ, არის სამი მთავარი პრობლემა. პირველი - ჰამშიკის ტიპის ფეხბურთელის არყოლა. "ჩელსიში" სარი პირველ რიგში იმიტომ იტანჯებოდა, რომ არც ბარკლის და არც კოვაჩიჩს არ შეეძლო იმის ნახევრის გაკეთება, რასაც სლოვაკი "ნაპოლიში" აკეთებდა. "იუვენტუსში" ჰამშიკთან მაქსიმალურად დაახლოვებული მოთამაშე - აარონ რემსია. თუმცა, ტრავმატული უელსელი მარეკის როლს ბოლომდე ვერ ერგება. რემსი - ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელიც სივრცეს დიდებულად გრძნობს და საჯარიმოში ფეთქდება, მაგრამ სარის სისტემაში მარცხენა ცენტრალური ნახევარმცველის ფუნქციების შესთავსებლად, დრიბლინგი, პასი და კარგი შორეული დარტყმა უფრო მნიშვნელოვანია. რაშიც, უელსელი ჰამშიკთან შედარებით საგრძნობლად მოიკოჭლებს.

სარი იუვენტუსში - უდიდესი შეცდომაა: სამი მიზეზი

მეორე პრობლემა - ვინ უნდა დადგეს კრეატილ ფეხბურთელად მარცხენა ფლანგზე. თავში მხოლოდ პაულო დიბალას ვარიანტი ტივტივებს, მაგრამ ის ვერ ათრევს ბურთს ისე, როგორც ინსინიე და აზარი და ვერც საჯარიმოში ფეთქდება ისე, როგორც იტალიელი. თანაც, არგენტინელი - ცაციაა, მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეწევა და დარტყმა კი, მისთვის, ძალიან მოუხერხებელია. შეიძლება, სარიმ სისტემა დიბალას შეუწყოს და მარცხენა და მარჯვენა მხარეები გადააადგილოს, მაგრამ ასეთი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა.

სარი იუვენტუსში - უდიდესი შეცდომაა: სამი მიზეზი

მესამე პრობლემა - კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელი ჯერ კიდევ ძალიან კარგია, მაგრამ მისი ჩართვა პოზიციურ სტრუქტურაში, რომელიც ხშირ მოკლე გადაცემას გულისხმობს - ძალიან რთული, უფრო არარეალური ამოცანაა. რონალდუ დიდი ხანია საჯარიმოს ფორვარდად გადაიქცა - ზიდანმა სათამაშო სქემა პორტუგალიელს ისე შეუწყო, რომ მან ჩემპიონთა ლიგაზე ყველა ტოპ-გუნდი გაანადგურა. ალბათ, სარი არ იქნება მზად, რონალდუს თავურის იმედად გუნდს ჩაწოდებები აკეთებინოს, სხვა ნებისმიერ სტრუქტურაში კი რონალდუ უბრალოდ ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება - ის არ დაბრუნდება სიღრმეში ისე, როგორც ამას სარის სხვა ცენტრფორვარდები აკეთებდნენ. პორტუგალიელი ვერც ბურთს ართმევს და კომბინირებს ისე, როგორც ინსინიე და აზარი და ალბათ, ნაკლებად მზად იქნება ისეთი გარბენების გასაკეთებლად, თანაც მარჯვენა ფლანგზე, როგორც კალეხონი. მეტიც, პორტუგალიელი მარჯვნიდან თამაშზე უარსაც კი იტყვის. უბურთო კრიშტიანუ - უსარგებლოა, რომლის გამოც სარის პრესინგ-გეგმის შემუშავება მოუწევს.

ამ ყველაფერთან ერთად, კრიშტიანუს "იუვენტუსში" უდიდესი გავლენა გააჩნია. სარის ნამდვილად არ ეყოფა ავტორიტეტი, რომ კრიშტიანუზე მაღლა დადგეს. მაურიციო ურთიერთობას ვერც ხელმძღვანელობასთან დაალაგებს, რადგან გარკვეულ ტრანსფერებს გუნდის გენერალური დირექტორი არა მწვრთნელის თხოვნით, არამედ თავისი გემოვნებით აკეთებს, რასაც რონალდუს ტრანსფერიც კი მოწმობს. ამასთანავე, "იუვეს" ტრანსფერებზე გავლენის მოხდენას რონალდუც ცდილობს, ეს კი სარის არ მოეწონება.

სარის არ მოსწონდა ზეწოლა ინგლისში? "იუვენტუსში" ის უფრო ძლიერი იქნება. თუ "ჩელსისგან" ოთხეულში მოხვედრას ითხოვდნენ ("მანჩესტერ იუნაიტედის" და "არსენალის" კრიზისის ფონზე ეს ამოცანა ზედმეტად ადვილიც კი აღმოჩნდა), "ბებერი ქალბატონისგან" მინიმუმ სერია ა-ს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს ითხოვენ. ასეთი ზეწოლის ქვეშ, სარის ნერვები არა ბოლო მატჩში, არამედ შუა სეზონში უმტყუნებს.

ბოლოს და ბოლოს, თუ მაურიციოს არ გაანადგურებს პრესა, ამას "ნაპოლის" ქომაგები გააკეთებენ. არა, სარის კლუბის ლეგენდის სტატუსი არ ჰქონია, მაგრამ ნეაპოლში მას დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ. უკვე ცნობილია, რომ ამ ქალაქში სარის საპატივცემულოდ გამოფენილი აბრა ჩამოხსნეს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. "იუვენტუსში" გადასვლის გამო, ნეაპოლიტანელურმა რესტორნებმა იგუაინის ყველა ტრავმაზე უფასო პიცების დარიგებაც კი დააწესეს. რთული წარმოსადგენია, რა მოუვა შეშლი ქომაგებს თავში ამჯერად, როდესაც ისინი სარის "იუვენტუსისთვის" უარის თქმას საჯაროდ სთხოვდნენ.

ერთი სიტყვით, "იუვენტუსში" გადასვლით, სარი თავისი კარიერით, რეპუტაციით, ნერვებით და ჯანმრთელობით რისკავს. კლუბი კი ჩემპიონატის წაგებით, გასახდელში სიტუაციის არევის და გუნდის კრიზისში მოქცევით. "იუვენტუსის" მხრიდან ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის დაპატიჟება - უცნაურია, სარის დათანხმება კი სრულფასოვანი შეცდომაა. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პსჟ დიბალას დაუკავშირდა, არგენტინელის პოზიცია ცნობილია

"პსჟ" "იუვენტუსის" თავდამსხმელ პაულო დიბალათია დაინტერესებული.

დღეს, 15:24

ტოტენჰემმა შეთავაზება გაზარდა - რა ბედი ელის ერიქსენს?

"ტოტენჰემი" ცდილობს კრისტიან ერიქსენი გუნდში დარჩენაში დაარწმუნოს.

დღეს, 15:19

ნეიმარი ბარსელონაში? - მესის პოზიცია ცნობილია

გავლენიანი გამოცემა Sky Sports საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 15:14

ტოტენჰემი 68-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ტოტენჰემი" აქტიურობს.

დღეს, 15:07

ოზილმა საკუთარ მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"არსენალის" გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ ოზილი ალაპარაკდა.

დღეს, 14:31

სიმეონემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ატლეტიკოს" მწვრთნელი, დიეგო სიმეონე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 14:27

ინტერის მორიგი შეთავაზება, მანჩესტერის პასუხი ცნობილია

"ინტერი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ რომელუ ლუკაკუს შეძენას კვლავ ცდილობს.

დღეს, 14:18

ბაიერნის მორიგი სამიზნე - საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში

ამ ზაფხულს "ბაიერნი" მორიგი საინტერესო ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

დღეს, 14:13

აზარმა რეალში თავისი მთავარი მიზანი დაასახელა

"რეალის" ახალწვეულმა, ედენ აზარმა ახალ კლუბში თავის მთავარ მიზანზე ისაუბრა.

დღეს, 14:08

ფრენკი: "ნეიმარის დაბრუნება დიდებული იქნებოდა"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ფრენკი დე იონგმა გუნდში ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 13:13

სიმეონე: "გრიზმანი ძალიან მიყვარს და მასზე ნაწყენი არ ვარ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი ანტუან გრიზმანზე „ბარსელონაში“ გადასვლის გამო ნაწყენი არ არის.

დღეს, 13:09

დე იონგი: "კროიფთან შედარება მეამაყება, მაგრამ ამის გაკეთება დაუშვებელია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ლეგენდარულ იოჰან კროიფთან შედარებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:34

ზიდანი: "პოგბას ტრანსფერი? რეალს გეგმა აქვს შემუშავებული"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, პოლ პოგბას შესაძლო შეძენაზე ისაუბრა.

დღეს, 12:31

კონტე: "უარყოფას აზრი არ აქვს, სერიოზულ პრობლემებს წავაწყდით"

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, აღნიშნა, რომ გუნდს სატრანსფერო ბაზარზე პრობლემები აქვს.

დღეს, 12:27

იბრა: "იმისთვის არ მიშრომია, რომ კარლოს ველას მადარებდეთ"

ზლატან იბრაჰიმოვიჩს კარლოს ველასთან შედარება ძალიან ეწყინა.

დღეს, 10:30

ზლატანმა კარლოს ველასთან შედარებას პასუხი მის გუნდთან ჰეთ-ტრიკით გასცა [VIDEO]

გამთენიისას MLS-ში ლოს ანჯელესური დერბი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და კარლოს ველას გუნდები დაუპირისპირდნენ.

დღეს, 10:25

მარსელომ ნეიმარსა და აზარს შორის საუკეთესო დაასახელა

მადრიდის „რეალის“ ვიცე-კაპიტანმა თავის თანამემამულე ნეიმარზე და თანაგუნდელ ედენ აზარზე ისაუბრა.

დღეს, 10:14

სამი ფეხბურთელი, რომელსაც იუვენტუსი იუნაიტედს პოგბას სანაცვლოდ შესთავაზებს

იტალიური პრესა გვარწმუნებს, რომ „იუვენტუსს“ პოლ პოგბას გადაბირების იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.

დღეს, 10:07

შოთა არველაძე თვის საუკეთესო მწვრთნელია

ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს.

დღეს, 02:52

ოფიციალურად: ქართველი ფეხბურთელი ლევანტეში ჩაირიცხა

"ლევანტეს" ოფიციალური საიტი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე განცხადებას აკეთებს.

დღეს, 02:47

იუვენტუსი მატუიდის ყიდის?

იტალიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ "იუვენტუსი" მატუიდის გასაყიდად ემზადება.

დღეს, 02:41

იოზილი: "როგორი ურთიერთობა მაქვს ემერისთან?"

ლონდონის "არსენალის" გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა ამ გუნდის მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა.

დღეს, 02:37

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა

B დივიზიონში გაიმართა ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალური მატჩი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის.

დღეს, 02:32

დაასვენეთ მაჰრეზი - ალჟირელი შემტევის საოცარი სერია ამ სეზონში

ალჟირელი ფეხბურთელი რიად მაჰრეზი ნაკრებთან ერთად აფრიკის ჩემპიონი გახდა.

დღეს, 02:27

დადასტურდა: რეალი ახალ ფეხბურთელს უახლოეს საათებში გაიფორმებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალი" კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს.

დღეს, 02:13

ლამპარდმა თავისი ფეხბურთელი შეაქო: "მისი თამაში ყველა ქომაგს მოეწონება"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ამავე გუნდის ახალწვეული შეაქო.

დღეს, 02:10

40 წლის პიზარო კარიერას ასრულებს: "ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება"

40 წლის ფეხბურთელმა კლაუდიო პიზარომ დაადასტურა, რომ ეს მისთვის ბოლო სეზონი იქნება.

დღეს, 02:07

აიაქსმა 17-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ამსტერდამის "აიაქსმა" 17-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა.

დღეს, 02:05

ბერბატოვმა ლუკაკუს მომავალზე ისაუბრა

აქტიურად იწერება, რომ სულ მალე რომელუ ლუკაკუ კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

დღეს, 02:02

უცნაური გადაწყვეტილება: იუვენტუსმა იგუაინი განაცხადში შეიყვანა

ტურინის "იუვენტუსი" ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და გუნდი რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

დღეს, 02:00

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10