Goal.Ge

საქართველო - ერთადერთი გუნდი, რომელიც ზედიზედ მეხუთე წელი გრანდების გვერდით იქნება


საქართველო - ერთადერთი გუნდი, რომელიც ზედიზედ მეხუთე წელი გრანდების გვერდით იქნება

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე, 9-12 ადგილებისთვის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა ფიჯი გაწითლებულ დროში დადებული ლელოთი 12:8 დაამარცხა და ელიტაში დარჩენა გაინაღდა.

რაგბიში შედარებით ნაკლებად ჩახედულმა, მაგრამ ქართული სპორტის მოყვარულმა ადამიანმა შეიძლება ჯეროვნად ვერ შეაფასოს ამ მოვლენის მნიშვნელობა და სწორედ მათ განვუმართავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ელიტაში თამაში ამ დონეზე სპორტული და არასპორტული მიზეზების გამო.

რაგბი გახლავთ სპორტის ერთ-ერთი გამორჩეული სახეობა, მაგრამ ბევრ ქვეყანაში მის შესახებ ბევრი არაფერი იციან. ამის მიზეზი კი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ რაგბის მამებს უბრალოდ არ სურთ, რომ თამაში გლობალური გახდეს და ბევრ ქვეყანაში ითამაშონ მაღალ დონეზე. რაგბის მმართველობა, ძირითადად ანგლო-საქსურ კარჩაკეტილ სისტემას მოიცავს და რთულად რომ, რაიმე პროგრესულს დადებითად შეხვდნენ. ისინი ყველანაირად აფერხებენ მეორე და მესამე ეშელონის ქვეყნების პროგრესს და იმის ნაცვლად, რომ ეცადონ, რომელიმე დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანაში რაგბის მიმართ ინტერესი გააღვივონ, პირიქით აკეთებენ. ზემოდან უყურებენ სხვა ერებს და უმეტესად მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე და ფულზე ფიქრობენ.

ასეთ პირობებში უწევს პროგრესისთვის ბრძოლა საქართველოს ნაკრებს, რომლის 6 ერში შესვლაზე ან მინიმუმ გადასასვლელ პლეი-ოფში თამაშზე უცხოურ პრესაში და გულშემატკივრებში წლებია ლაპარაკი მიდის, მაგრამ 6 ერის მმართველებს ამის გაგონებაც არ სურთ.

6 ერის ქვეყნებს აშკარად არ სურთ საქართველოს პროგრესი და რბილად რომ ვთქვათ წინსვლაში ხელს არ უწყობენ, ხოლო თუ უფრო პირდაპირები ვიქნებით, შეიძლება ვთქვათ, რომ ხელს უშლიან კიდეც. ამის ნათელი დასტურია ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი.

ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი 2004 წელს შეიქმნა და ამ ტურნირზე 6 ერის ყველა ქვეყანა თამაშობდა. ყველაფერი 2015 წელს შეიცვალა და რატომ? იმიტომ, რომ საქართველომ ჯერ ირლანდიას, შემდეგ კი იტალიას მოუგო. ამაზე გულაცრუებულმა პირველი დონის გუნდებმა, ცხვირი აბზიკეს და საფრანგეთის გამოკლებით, ყველამ ტურნირი დატოვა. 2018 წელს კი, როდესაც საქართველომ ფინალში საფრანგეთს 8:3 მოუგო, "ლე ბლემაც" ელიტის სხვა ქვეყნებს მიბაძა და ტურნირიდან გაიქცა. შესაბამისად, საქართველო ძლიერი მეტოქის გარეშე დარჩა და განვითარების შანსები მნიშვნელოვნად შეუმცირდა, რადგან ჭაბუკ "ბორჯღალოსნებს" ინგლისის, საფრანგეთის, იტალიის, უელსის და ირლანდიის ნაცვლად, მეტოქეებად ესპანეთი, რუმინეთი, რუსეთი და გერმანია შერჩათ და მივიღეთ ის მდგომარეობა, როგორიც კაცთა რაგბიში გვაქვს. ელიტამ თავისთვის 18-წლამდელთა 6 ერის ფესტივალი შექმნა და ტურნირი რა თქმა უნდა ჩაკეტა.

2018 წელს, ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში, საქართველომ საფრანგეთს მოუგო, რასაც ფრანგების ტურნირიდან გასვლა მოჰყვა




შესავალი დიდი გამოგვივიდა, მაგრამ საჭირო, რადგან კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი, თუ რამხელა საქმეს აკეთებენ 20-წლამდელები ქართული რაგბისთვის. მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი ყველა ასაკობრივ დონეზე რომ ავიღოთ, არის ერთადერთი ტურნირი, სადაც არსებობს იმის საშუალება, რომ ყოველწლიურად ეთამაშო მსოფლიოს ტოპ გუნდებს, მაგრამ იმისთვის, რომ ეს მოახერხო, საჭიროა ადგილი შეინარჩუნო 12 გუნდს შორის, რომელთაგან ათი პირველი დონის ქვეყანაა და დარჩენილი ერთ გუნდიც, ყოველთვის ძალიან ძლიერია (იაპონია, სამოა, ფიჯი).

ქართული რაგბისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად ამ ტურნირზე ვითამაშოთ. ეს არის განვითარების მთავარი შანსი, იმის შანსი, რომ ქართველმა მორაგბეებმა ადრეულ ასაკშივე გაუგონ გემო პირველი დონის ქვეყნის დამარცხებას და შემდგომ, ეროვნულ ნაკრებშიც თავდაჯერებულებმა ეთამაშონ, ასევე იმის შანსი, რომ ქართველმა ტალანტებმა გზა გაიკაფონ ევროპულ კლუბებში და მაქსიმალურად ავალაპარაკოთ მსოფლიო ჩვენი პროგრესით.

რა კონკურენციაც არის 20-წლამდელთა პირველობაზე უკვე ვისაუბრეთ და ახლა ვთქვათ, რა გზა გამოიარეს უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" იმისთვის, რომ 2020 წელსაც ტურნირზე ყოფილიყვნენ. ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როდესაც საქართველომ ალაფაზე იპირველა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

წლევანდელი მსოფლიო საქართველოსთვის ზედიზედ მეოთხეა და ძალიან სასიხარულოა იმის თქმა, რომ ჩვენ გუნდს არასდროს უთამაშია დარჩენისთვის მატჩში, ანუ არასდროს მოხვედრილა ორ ყველაზე სუსტ გუნდს შორის. უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ამჯერადაც ნახევარფინალშივე მოახერხეს ელიტაში ადგილის განაღდება: ფიჯი სასწაულ ბრძოლაში, გაწითლებულ დროში დაამარცხეს და დრამატული გამარჯვება იზეიმეს. შესაბამისად, ბოლო მატჩში 9-10 ადგილებისთვის მატჩში იტალიას შევერკინებით.

იტალიას სწორედ მაშინ ვეთამაშეთ, როდესაც ელიტაში აღვზევდით, 2016 წელს ნახევარფინალში შევხვდით და 18:17 მოვუგეთ, რითაც დარჩენა გავინაღდეთ, მე-9 ადგილისთვის საფრანგეთთან ბრძოლაში დავმარცხით. 2017 წელს მსოფლიო საქართველოში ჩატარდა და გულშემატკივარს დიდი სიხარული ხვდა წილად: "მიხეილ მესხზე" არგენტინას 26:25 ვძლიეთ და ეს იყო ყველა ასაკობრივ დონეზე "პუმებთან" პირველი მოგება. მერე იყო ირლანდიასთან საოცრად დაძაბული მატჩი მე-9 ადგილისთვის, დასანანი მარცხი და გელა აფრასიძის ბრწყინვალე ლელო, რომელიც 2017 წლის ხუთ საუკეთესო ლელოს შორის მოხვდა.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ისტორიული გამარჯვება არგენტინასთან



2018 წელი კი ისტორიული გამოდგა: ჯერ ჯგუფში მოვიგეთ პირველად, თანაც ისეთ გუნდს ვძლიეთ, როგორიც ირლანდიაა და ეს შესანიშნავ სტილში მოვახერხეთ, ამის შემდგომ კი იყო მატჩი, რომელიც ისეთივე დაძაბული გამოდგა, როგორიც გუშინდელი შეხვედრა ფიჯისთან: ძალიან ძლიერი იაპონიას ბოლო ათ წუთში შემოვუტრიალეთ თამაში 24:22 მოვიგეთ და ელიტაში დავრჩით, ხოლო ბოლოს შოტლანდიას მოვუგეთ 39:31 და ჩვენთვის საუკეთესო მაჩვენებელი მე-9 ადგილი დავაფიქსირეთ. გარდა ამისა, ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან მხოლოდ 6 ქულით წავაგეთ და ბონუსი ავიღეთ, ასევე მაგარი ბრძოლა გავუმართეთ მასპინძელს და მომავალ ჩემპიონატს საფრანგეთს, რომელსაც ბონუსი არ ავაღებინეთ.

წელს ორი უძლიერესი სამხრეთული გრანდი გვყავდა ჯგუფში. ახალ ზელანდიასთან საბოლოოდ სოლიდური სხვაობით წავაგეთ, მაგრამ ბრძოლაში! 60 წუთის განმავლობაში ჩვენი გუნდი თამაშში იყო და ბოლოს უბრალოდ ფიზიკურად და კლასით გვაჯობეს. სამხრეთ აფრიკასთანაც არ გვქონია მოგების შანსი, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ სამაგიეროდ ჯგუფის ბოლო მატჩში ზედიზედ მეორედ მოვუგეთ შოტლანდიის ნაკრებს, თანაც 0:12 ვაგებდით და საბოლოოდ 17:12 ვძლიეთ. გუშინდელ თამაშზე კი ყველგან მთელი დღეა იწერება და მოკლედ ვიტყვით მთავარ სათქმელს.

პირველ რიგში უნდა შევეხოთ ამინდს, საშინელი ამინდი იყო და სანამ ჩვენების თამაში დაიწყებოდა, იტალიის და შოტლანდიის მატჩი დაახლოებით ნახევარი საათით ძლიერი წვიმის და მეხის საშიშროები გამო, საერთოდ შეწყდა. მოედანი საშინლად ტალახიანი იყო და ამან თამაშს დაღი რა თქმა უნდა დასვა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ფიჯისთან მატჩში ეს ჩვენ უფრო გვაძლევდა ხელს, ვიდრე წყნარი ოკეანის წარმომადგენელს, რადგან ფიჯელებს ღია, გაშლილი და ლაღი თამაში უყვართ და იციან, რაც ხსენებულ ამინდში ძალიან ჭირს.

მოკლედ, პირველ ტაიმში მეტოქემ აშკარად გვაჯობა, ბურთი მეტად ეჭირა და ლელოც დაგვიდო, გაგვიმართლა კიდეც რომ მეორე ლელოც არ გავუშვით, მაგრამ შანსი ჩვენც გვქონდა, როდესაც ჩვენმა მესამეხაზელმა კიდის ხაზს დააბიჯა ფეხი და ამიტომაც არ ჩაითვალა ლელო. ფიჯელთა მთავარი ნაკლი მაინც სტატიკაში თამაში იყო: აუტებს საშინლად აგდებდნენ და შერკინებაში რომ ვჩაგრავდით, ბუნებრივია. სამაგიეროდ, მათ ჰქონდათ ძალიან კარგი დაცვა, როდესაც ჩვენ ვუტევდით მოლიდან და არაერთხელ ჩაგვიშალეს შეტევა. საბოლოოდ კი, მაინც ხასიათით მოვუგეთ და ალბათ იმითაც, რომ მეტოქე ჩვენზე მეტად დაიღალა. თამაშის დასრულებამდე ოცი წუთით ადრე 0:8 ვაგებდით და დიდწილად სწორედ ჟინით და უდიდესი მონდომებით მოახერხეს ამ გმირობის ჩადენა და ელიტაში დარჩენა. 62-ე წუთზე იოანე იაშაღაშვილმა, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია ჩვენს გუნდში, პირველი ლელო დადო, გაწითლებულ დროში კი, 23-ფაზიანი შეტევა ვანო კარკაძემ დააგვირგვინა ლელოთი და ქართველ ქომაგს უდიდესი სიხარული მოუტანა!

ჩინებული მატჩი ჩაატარეს ხსენებულმა იაშაღაშვილმა და მიხეილ ალანიამ, რომელმაც მოკლე დროში ძალიან მოუმატა, დახვეწა პასის კულტურა და დაცვაში თამაში, სადაც თავისზე გაცილებით დიდი გაბარიტების მქონე ფიჯელებს უმკლავდებოდა. მაღალ დონეზე ითამაშეს გამოცდილმა მოთამაშეებმა, დემე თაფლაძემ, ლაშა ლომიძემ, ლუკა აზარიაშვილმა და თედო აბჟანდაძემ, მთლიანადაც ფაქტობრივად ყველაზე მორაგბემ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და სწორედ ამიტომ, საბოლოო ჯამში უფრო ძლიერი გამოვდექით, ვიდრე ფიჯი.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ მწვრთნელმა ღვაწლი, რომლებიც წლებია ბევრს შრომობენ და მათი უდიდესი დამსახურებაა, რომ გაისადაც ელიტაში ვიქნებით. გავიხსენოთ შარშანდელი იაპონიასთან მატჩი, შემდეგ კი, წლევანდელი შოტლანდიასთან და ფიჯისთან მოგებული შეხვედრები. სამივე ეს მატჩი მეორე ტაიმში მოვიგეთ და ძლიერი მწვრთნელები რომ არა, ამის გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა. სწორ ტაქტიკას და შემადგენლობას რომ თავი დავანებოთ, საჭიროა, მენტალიტეტი, ძლიერი ფსიქოლოგია და დისციპლინა, რაც ჩვენს გუნდში აშკარად სათანადო დონეზეა. შეიძლება, წლევანდელი ნაკრები შემადგენლობის მხრივ ცოტათი სუსტია და ისევე სანახაობრივად ვერ თამაშობს, როგორც შარშან, მაგრამ სამაგიეროდ, ბევრად დახვეწილია გამოსწორებულია დისციპლინა, აღარაა არასაჭირო ბარათები და შემცირებულია ჯარიმებიც, რაც სწორედ ილია მაისურაძის, ლადო კილასონიას და ზურაბ ამონაშვილის დამსახურებაა. დისციპლინის მხრივ, კარგად მომზადებაში საკუთარი წვლილი ნიკა ამაშუკელსაც მიუძღვის, რომელიც ასევე არგენტინაშია და მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯობს. ახალგაზრდა ქართველმა რეფერიმ ბევრი საინტერესო დეტალი და ხრიკი ასწავლა უმცროს "ბორჯღალოსნებს", რაც ჩვენს ბიჭებს ძალიან ადგებათ.

ამ დროისთვის, უმცროს "ბორჯღალოსნებს" მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 19 შეხვედრა აქვთ ჩატარებული, საიდანაც 6 შეხვედრაში იმარჯვეს და 13-ჯერ წააგეს, რაც მშვენიერი მაჩვენებელია, რადგან ისეთ გუნდებს მოვუგეთ, როგორებიც არიან: ფიჯი, იაპონია, არგენტინა, ირლანდია და შოტლანდია (ორჯერ). ანუ, 6 ერის სამი ქვეყნისთვის მოგებული გვაქვს, ხოლო 2016 წელს უელსთან ჯგუფში მხოლოდ 9:10 წავაგეთ.

სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე, უელსთან მხოლოდ 1 ქულით წავაგეთ



2016 წლიდან მოყოლებული, გასავარდნი ფინალი ანუ 11-12 ადგილებისთვის მატჩში ითამაშეს პირველი დონის ქვეყნებმა: იტალიამ, არგენტინამ და ირლანდიამ, ხოლო გავარდნენ იაპონია (ორჯერ) და სამოა, ახლა კი ფიჯი და შოტლანდიას შორის გაირკვევა ქვედა დივიზიონში ჩამსვლელი. საქართველო კი ამ დროს ელიტაშია მყარად და ამ ოთხი წლის განმავლობაში, არასდროს ყოფილა უსუსტესებს შორის. ისიც უნდა ითქვას, რომ წლევანდელი მსოფლიო ერთგვარად გარდამავალი იყო, რადგან ძალიან ბევრ გამოუცდელ მოთამაშეს მოუწია თამაში, ანუ პირველი მსოფლიო იყო მათთვის, ხოლო შემდეგ წელს, თითქმის ნახევარ გუნდს კვლავ 20-წლამდელთა პირველობაზე უწევს თამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი ბევრად გაზრდილი, შეთამაშებული და გამოცდილი იქნება, ვიდრე წელს, თანაც ჯგუფში გვეყოლებიან სამხრეთ აფრიკა, არგენტინა და იტალია. უკანასკნელი ორი გუნდისთვის მოგებული გვაქვს, ხოლო აფრიკელებთან შარშან მხოლოდ 6 ქულით წავაგეთ და თუ სათანადო ფორმაში ვიქნებით, ბრძოლა შეგვეძლება. მოკლედ, წლევანდელზე უფრო მარტივი გუნდი რომ გახლავთ, ეს ცხადია. მომავალ მსოფლიოდე კი ვეცდებით, რომ შარშანდელი მიღწევა გავიმეოროთ.

შეგახსენებთ, რომ 9-10 ადგილებისთვის მატჩში საქართველო იტალიას შეხვდება. შეხვედრა 22 ივნისს, თბილისის დროით 20 საათზე გაიმართება და რაგბი TV-ის პირდაპირ ეთერში იხილავთ.

ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი/Guille Buelga

ავტორი: ირაკლი ალიმბარაშვილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პოჩეტინო: "ლორისს ჰარი კეინი შეცვლის"

"ტოტენჰემის" მეკარემ და კაპიტანმა უგო ლორისმა ხელი მოიტეხა და ამ წლს ვერ ითამაშებს.

დღეს, 03:14

გვარდიოლამ ლივერპულთან პრემიერ ლიგის მოგების შანსები შეაფასა

პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის, "მანჩესტერ სიტის" თავკაცი პეპ გვარდიოლა ჩემპიონატში მისი გუნდის შანსებს აფასებს.

დღეს, 03:11

ლამპარდი: "იანვარში ჩემი ფეხბურთელის გაშვებას არ ვაპირებ"

ლონდონის "ჩელსის" თავკაცი ფრენკ ლამპარდი აცხადებს, რომ ის იანვარში ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.

დღეს, 03:08

ვალვერდე: "მესი ტოპ ფორმაში ჯერ არ არის"

მიმდინარე სეზონში ლეო მესის თავის გამოჩენის საშუალება კარგად არ მისცემია და მიზეზი ტრავმაა.

დღეს, 03:06

ანჩელოტიმ ნაპოლიდან შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალე კარლო ანჩელოტი "ნაპოლის" დატოვებს.

დღეს, 03:02

ირლანდია ისტორიის დაწერას შეეცდება, ინგლისი - შურისძიებას [პრევიუ]

ექვსდღიანი შესვენების შემდეგ, დღეს მსოფლიო თასი განახლდება და ტურნირის დასკვნითი ფაზა აიღებს სტარტს.

დღეს, 03:00

სიმეონემ კოშტასა და მორატას ცუდ ფორმაზე ისაუბრა

მიმდინარე სეზონში "ატლეტიკოს" ფორვარდები დიეგო კოშტა და ალვარო მორატა ცუდ ფორმაში არიან, რის გამოც დიდი კრიტიკა დაიმსახურეს.

დღეს, 03:00

დი მარიას ბრწყინვალე თამაში - პსჟ-მ ნიცა გაანადგურა [VIDEO]

საფრანგეთის ჩემპიონატში გაიმართა უხვგოლიანი დაპირისპირება "ნიცასა" და "პსჟ"-ს შორის.

დღეს, 02:35

მსოფლიო თასი: იაპონიამ სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის მხოლოდ ერთი მოთამაშე შეცვალა

იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯეიმი ჯოზეფმა მსოფლიო თასის მეოთხედფინალური მატჩისთვის სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ, შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა.

დღეს, 01:52

საოცარი გაბარიტების 18 წლის ბურჯი სამხრეთ აფრიკიდან [VIDEO]

სამხრეთ აფრიკის სარაგბო სკოლაში საოცარი გაბარიტების ბურჯი გამოჩნდა.

დღეს, 01:50

გიორგი ნემსაძე მცირე ხნით რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების აწ ყოფილი მორაგბე გიორგი ნემსაძე, რომელმაც "ბორჯღალოსნების" რიგებში უკანასკნელი მატჩი 11 ოქტომბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა, მცირე ხნით რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს.

დღეს, 01:49

ზურაბ ჟვანია პრემიერშიპის ახალ სეზონს ძირითად შემადგენლობაში იწყებს

პარასკევს პრემიერშიპის 2019/2020 წლების სეზონი დაიწყო.

დღეს, 01:42

მესი: "ბარსაში არიან ადამიანები, რომლებსაც ნეიმარის დაბრუნება არ სურთ"

"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ გუნდში "პსჟ"-ს თავდამსხმელ ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:55

მაქსი ლოპესი: "მადლობა იკარდის იმის გამო, რომ ცოლი წამართვა"

"კროტონეს" თავდამსხმელმა, მაქსი ლოპესმა მორიგი საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:50

არგენტინაში საპასუხო ვიზიტს ითხოვენ - კლასიკო ბუენოს-აირესში ჩატარდება?

ლა ლიგის მე-10 ტურის ეგიდით გასამართი კლასიკო კატალონიის ქუჩებში არსებული საპროტესტო აქციების გამო გადაიდო.

გუშინ, 23:45

რუსებმა მსოფლიო თასის განსხვავებული სიმბოლური შეადგინეს და ქართველები ამოშალეს

რუსებმა "მსოფლიო რაგბის" მიერ შედგენილი სიმბოლური შეცვალეს

გუშინ, 23:41

გვარდიოლამ ავარიის შემდეგ აგუეროს მდგობარეობაზე ისაუბრა

"სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ თავდამსხმელ სერხიო აგუეროს მდგომარეობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:40

რეალის ვუნდერკინდი: "ფეხბურთში ჩემი კუმირი ყოველთვის მესი იყო"

"მალიორკას" ნახევარმცველმა, ტაკეფუსა კუბომ "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესის თავისი კუმირი უწოდა.

გუშინ, 23:35

ოფიციალურად: მატიპის მომავალი გარკვეულია

"ლივერპულის" ოფიციალური საიტის ცნობით, ცენტრალური მცველის, ჟოელ მატიპის მომავალი გადაწყდა.

გუშინ, 22:30

ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება?

მოგეხსენებათ, "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის მე-9 ტურის ეგიდით დაუპირისპირდება.

გუშინ, 22:21

რონალდუ ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტურ რეკორდს უახლოვდება

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ მორიგ საკმაოდ ხმაურიან რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 22:13

კვლავ გაურკვევლობა - როდის სურს ლა ლიგას ელ კლასიკოს ჩატარება?

მოგეხსენებათ, "ბარსელონასა" და "რეალს" შორის 26 ოქტომბერს გასამართი დაპირისპირება გადაიდო.

გუშინ, 22:05

ლამპარდი: "კარგია, რომ ჩემ დროს სოცქსელები ასეთი განვითარებული არ იყო"

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:59

პირველი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში ლივერპულს დატოვებს

უკვე ცნობილია ის პირველი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში "ლივერპულის" რიგებს დატოვებს.

გუშინ, 21:29

სოლსკიაერი დუბაიში პოგბასა და ზიდანის შეხვედრას ეხმაურება

მოგეხსენებათ, დღეს დაიწერა, რომ პოლ პოგბა და ზინედინ ზიდანი დუბაიში ერთმანეთს შეხვდნენ.

გუშინ, 21:20

"ახალ გამოწვევებს ველოდები", - კლუბი, რომლის გაწვრთნაც ეტო'ოს სურს

ყოფილ კამერუნელ ფეხბურთელს, სამუელ ეტო'ოს სურს, რომ მომავალში მწვრთნელი გახდეს.

გუშინ, 21:12

"რატომაც არა?", - იგუაინის ნაპოლიში დაბრუნება გამორიცხული არ არის

"ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 21:04

ერიქსენი იანვარში ტოტენჰემს დატოვებს? - პოჩეტინოს პოზიცია ცნობილია

აქამდე არსებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ზამთარში კრისტიან ერიქსენმა "ტოტენჰემი" დატოვოს.

გუშინ, 20:58

ლამპარდი: "კრიტიკა მოურინიოს მხრიდან? მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს"

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოსთან კავშირს ინარჩუნებს.

გუშინ, 20:29

სოლსკიაერი: "იანვარში ერთი ან ორი ფეხბურთელის დამატებას ვაპირებთ"

"მანჩესტერის" მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა ზამთრისთვის კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

გუშინ, 20:21

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10