Goal.Ge

ჩაშლილი ტრანსფერი მანჩესტერში, შემდეგ ჩელსი და რეალი - აზარი რობენის გზას გადის


ჩაშლილი ტრანსფერი მანჩესტერში, შემდეგ ჩელსი და რეალი - აზარი რობენის გზას გადის

2012 წლის აპრილში სერ ალექს ფერგიუსონი ედენ აზარის თამაშის შესაფასებლად საფრანგეთში ჩაფრინდა. ბელგიელი როგორც "ლილისთვის", ისე მთლიანი ლიგა 1-ისთვის ნამდვილი მოვლენა იყო. "ძაღლებმა" პირველად 1954 წლის შემდეგ, თავისი ნიჭიერი შემტევის უშუალო დამსახურებით ჩემპიონობა გაიფორმეს.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალგაზრდა ტალანტები ყოველთვის იზიდავდა. შოტლანდიელმა მწვრთნელმა აზარში დაინახა ახალი კრიშტიანუ რონალდუ და მის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო. "წითელი ეშმაკები" მოგვიანებით დააფრთხო თანხამ, რომელიც "ლილმა" თავის ვარსკვლავს დაადო.

ჩაშლილი ტრანსფერი მანჩესტერში, შემდეგ ჩელსი და რეალი - აზარი რობენის გზას გადის

ბელგიელი ღირდა 35 მილიონი ევრო - ლონდონის "ჩელსისგან" განსხვავებით, "მანიუმ" ამხელა ფული ვერ გაიმეტა. შედეგად, ედენი "არისტოკრატებში" გადავიდა და "მანკუნიანელებს" შინჯი კაგავა შერჩათ. აღსანიშნავია, რომ 2004 წელს ფერგიმ ანალოგიური შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც "ემიუში" არიენ რობენი მოდიოდა.

ჰოლანდიელი უკვე "ოლდ ტრაფორდზეც" იყო ჩასული და ბრიტანელ მწვრთნელთან ერთად სამომავლო გეგმებს აწყობდა, მაგრამ თვე-ნახევრის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნის" მომავალი ლეგენდა აზარის მსგავსად "ლურჯებში" აღმოჩნდა.

ჩაშლილი ტრანსფერი მანჩესტერში, შემდეგ ჩელსი და რეალი - აზარი რობენის გზას გადის

რატომ ჩაიშალა ნიდერლანდელის ტრანსფერი "მანჩესტერში"? რომან აბრამოვიჩმა ბანალურად მეტი გადაიხადა. არადა იაპ სტამისა და რუდ ვან ნისტელროის გადმობირების შემდეგ, "იუნაიტედსა" და "პსვ"-ს შორის თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, მაგრამ "ჩელსის" 18-მა მილიონმა ყველაფერი გადაწონა.

დიახ, რობენსა და აზარს შორის მსგავსება ნამდვილად არსებობს, მაგრამ მათი პრემიერ ლიგაში გატარებული პერიოდი განსხვავებულია. ბელგიელი ლონდონელთა ლიდერად მალევე იქცა, მაშინ, როდესაც ჰოლანდიელი სისტემატურად ტრავმებს ებრძოდა.

ჩაშლილი ტრანსფერი მანჩესტერში, შემდეგ ჩელსი და რეალი - აზარი რობენის გზას გადის

მათი "არისტოკრატებიდან" წასვლაც სხვადასხვა მიზეზის გამო მოხდა. არიენის დროს "ლურჯებმა" იყიდეს ანდრეი შევჩენკო და ჟოზე მოურინიო ორ-თავდამსხმელიან ტაქტიკაზე გადასასვლელად ემზადებოდა. შევასა და დროგბას დუეტის მახლობლად ნიდერლანდელის ადგილი აღარ იყო.

რაც შეეხება ედენს, მან უბრალოდ ამოწურა თავი "სტემფორდ ბრიჯზე". კიდევ ერთი პარალელი ორ ფეხბურთელს შორის, ამჯერად ფინალური და მთავარი - ორივე მათგანი "ჩელსიდან" მადრიდის "რეალში" გადავიდა. რა თქმა უნდა, მსგავსება ზედაპირულია და ორივე ტრანსფერი სხვადასხვა გარემოებაში განხორციელდა.

ჩაშლილი ტრანსფერი მანჩესტერში, შემდეგ ჩელსი და რეალი - აზარი რობენის გზას გადის

რობენი, აზარისგან განსხვავებით "სამეფო კლუბში" მოდიოდა როგორც ერთ-ერთი ვარსკვლავი და არა მთავარი. ის ცვალებადი წარმატებით ასპარეზობდა, რის შემდეგაც, ჰოლანდიელის კარიერაში გარდამტეხი მომენტი მოხდა.

"ბლანკოსის" პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდა ფლორენტინო პერესი, რომელმაც "თეთრების" ნიდერლანდური ფილიალი დახურა. "სანტიაგო ბერნაბეუ" დაემშვიდობა სნეიდერსა და ჰუნტელაარს, მოგვიანებით კი ნისტელროის, ვან დერ ვაარტსა და დრენტეს. უესლისთან და კლასთან ერთად, "რეალი" არიენმაც დატოვა.

ჩაშლილი ტრანსფერი მანჩესტერში, შემდეგ ჩელსი და რეალი - აზარი რობენის გზას გადის

რობენმა იპოვა თავისი ცხოვრების მთავარი გუნდი - "ბაიერნი", სადაც მან ცხრა სეზონი გაატარა. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელს აზართან მიმართებაში ჰქონდა ერთი უპირატესობა: ასაკი. მადრიდიდან წასვლის მომენტში არიენი იყო მხოლოდ 25 წლის, იდეალური პერიოდი კარიერის რეანიმირებისთვის.

ბელგიელი უკვე 28 წლის არის და "სამეფო კლუბში" რაიმე გაუთვალისწინებელი ფეილის შემთხვევაში, მას მეორე შანსი აღარ ექნება. სწორედ "ბლანკოსია" ედენისთვის ის, რაც ნიდერლანდელისთვის მიუნხენი აღმოჩნდა. ასე რომ აზარმა საუკეთესო თამაში უნდა აჩვენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში "ჩელსის" ყოფილი 10-იანი განწირულია.

ჩაშლილი ტრანსფერი მანჩესტერში, შემდეგ ჩელსი და რეალი - აზარი რობენის გზას გადის

იქნება თუ არა აზარი რეალში რობენზე წარმატებული?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პსჟ დიბალას დაუკავშირდა, არგენტინელის პოზიცია ცნობილია

"პსჟ" "იუვენტუსის" თავდამსხმელ პაულო დიბალათია დაინტერესებული.

დღეს, 15:24

ტოტენჰემმა შეთავაზება გაზარდა - რა ბედი ელის ერიქსენს?

"ტოტენჰემი" ცდილობს კრისტიან ერიქსენი გუნდში დარჩენაში დაარწმუნოს.

დღეს, 15:19

ნეიმარი ბარსელონაში? - მესის პოზიცია ცნობილია

გავლენიანი გამოცემა Sky Sports საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 15:14

ტოტენჰემი 68-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ტოტენჰემი" აქტიურობს.

დღეს, 15:07

ოზილმა საკუთარ მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"არსენალის" გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ ოზილი ალაპარაკდა.

დღეს, 14:31

სიმეონემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ატლეტიკოს" მწვრთნელი, დიეგო სიმეონე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 14:27

ინტერის მორიგი შეთავაზება, მანჩესტერის პასუხი ცნობილია

"ინტერი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ რომელუ ლუკაკუს შეძენას კვლავ ცდილობს.

დღეს, 14:18

ბაიერნის მორიგი სამიზნე - საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში

ამ ზაფხულს "ბაიერნი" მორიგი საინტერესო ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

დღეს, 14:13

აზარმა რეალში თავისი მთავარი მიზანი დაასახელა

"რეალის" ახალწვეულმა, ედენ აზარმა ახალ კლუბში თავის მთავარ მიზანზე ისაუბრა.

დღეს, 14:08

ფრენკი: "ნეიმარის დაბრუნება დიდებული იქნებოდა"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ფრენკი დე იონგმა გუნდში ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 13:13

სიმეონე: "გრიზმანი ძალიან მიყვარს და მასზე ნაწყენი არ ვარ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი ანტუან გრიზმანზე „ბარსელონაში“ გადასვლის გამო ნაწყენი არ არის.

დღეს, 13:09

დე იონგი: "კროიფთან შედარება მეამაყება, მაგრამ ამის გაკეთება დაუშვებელია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ლეგენდარულ იოჰან კროიფთან შედარებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:34

ზიდანი: "პოგბას ტრანსფერი? რეალს გეგმა აქვს შემუშავებული"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, პოლ პოგბას შესაძლო შეძენაზე ისაუბრა.

დღეს, 12:31

კონტე: "უარყოფას აზრი არ აქვს, სერიოზულ პრობლემებს წავაწყდით"

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, აღნიშნა, რომ გუნდს სატრანსფერო ბაზარზე პრობლემები აქვს.

დღეს, 12:27

იბრა: "იმისთვის არ მიშრომია, რომ კარლოს ველას მადარებდეთ"

ზლატან იბრაჰიმოვიჩს კარლოს ველასთან შედარება ძალიან ეწყინა.

დღეს, 10:30

ზლატანმა კარლოს ველასთან შედარებას პასუხი მის გუნდთან ჰეთ-ტრიკით გასცა [VIDEO]

გამთენიისას MLS-ში ლოს ანჯელესური დერბი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და კარლოს ველას გუნდები დაუპირისპირდნენ.

დღეს, 10:25

მარსელომ ნეიმარსა და აზარს შორის საუკეთესო დაასახელა

მადრიდის „რეალის“ ვიცე-კაპიტანმა თავის თანამემამულე ნეიმარზე და თანაგუნდელ ედენ აზარზე ისაუბრა.

დღეს, 10:14

სამი ფეხბურთელი, რომელსაც იუვენტუსი იუნაიტედს პოგბას სანაცვლოდ შესთავაზებს

იტალიური პრესა გვარწმუნებს, რომ „იუვენტუსს“ პოლ პოგბას გადაბირების იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.

დღეს, 10:07

შოთა არველაძე თვის საუკეთესო მწვრთნელია

ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს.

დღეს, 02:52

ოფიციალურად: ქართველი ფეხბურთელი ლევანტეში ჩაირიცხა

"ლევანტეს" ოფიციალური საიტი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე განცხადებას აკეთებს.

დღეს, 02:47

იუვენტუსი მატუიდის ყიდის?

იტალიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ "იუვენტუსი" მატუიდის გასაყიდად ემზადება.

დღეს, 02:41

იოზილი: "როგორი ურთიერთობა მაქვს ემერისთან?"

ლონდონის "არსენალის" გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა ამ გუნდის მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა.

დღეს, 02:37

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა

B დივიზიონში გაიმართა ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალური მატჩი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის.

დღეს, 02:32

დაასვენეთ მაჰრეზი - ალჟირელი შემტევის საოცარი სერია ამ სეზონში

ალჟირელი ფეხბურთელი რიად მაჰრეზი ნაკრებთან ერთად აფრიკის ჩემპიონი გახდა.

დღეს, 02:27

დადასტურდა: რეალი ახალ ფეხბურთელს უახლოეს საათებში გაიფორმებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალი" კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს.

დღეს, 02:13

ლამპარდმა თავისი ფეხბურთელი შეაქო: "მისი თამაში ყველა ქომაგს მოეწონება"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ამავე გუნდის ახალწვეული შეაქო.

დღეს, 02:10

40 წლის პიზარო კარიერას ასრულებს: "ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება"

40 წლის ფეხბურთელმა კლაუდიო პიზარომ დაადასტურა, რომ ეს მისთვის ბოლო სეზონი იქნება.

დღეს, 02:07

აიაქსმა 17-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ამსტერდამის "აიაქსმა" 17-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა.

დღეს, 02:05

ბერბატოვმა ლუკაკუს მომავალზე ისაუბრა

აქტიურად იწერება, რომ სულ მალე რომელუ ლუკაკუ კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

დღეს, 02:02

უცნაური გადაწყვეტილება: იუვენტუსმა იგუაინი განაცხადში შეიყვანა

ტურინის "იუვენტუსი" ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და გუნდი რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

დღეს, 02:00

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10