Goal.Ge

ჩერნობილი და ფეხბურთი - განადგურებული გუნდი, დასხივებული სელტიკის ლეგენდა და ხსოვნა


ჩერნობილი და ფეხბურთი - განადგურებული გუნდი, დასხივებული სელტიკის ლეგენდა და ხსოვნა

2019 წლის გაზაფხულის დასასრულმა და ზაფხულის დასაწყისმა გვაჩუქა კულტურული შედევრი - სერიალი "ჩერნობილი". HBO-ს პროექტში დაწვრილებით არის აღწერილი კაცობრიობის მთავარი რადიაციული კატასტროფა.

ამის მიუხედავად, იოჰან რენკსა და კრეიგ მაზინს თავიანთ ნამუშევარში გამორჩათ ერთი დეტალი, კერძოდ - სერიალში ნაჩვენებ ყველა უბედურებასთან ერთად, ჩერნობილის აეს-მა საფეხბურთო კლუბიც იმსხვერპლა.

ჩერნობილი და ფეხბურთი - განადგურებული გუნდი, დასხივებული სელტიკის ლეგენდა და ხსოვნა

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან სამ კილომეტრში მდებარეობდა პატარა საბჭოთა ქალაქი პრიპიატი. ცნობისთვის, აღნიშნული ქალაქი სსრკ-ში ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მოდერნიზებულ და ახალგაზრდულად, სადაც გახსნილი იყო სპორტული ცენტრები, აუზები, კაფეები და ა.შ.

ქალაქში ცხოვრება დუღდა, მაგრამ პრიპიატელებს აკლდათ ერთი რამ - ფეხბურთი. ეს პრობლემა 70-იანების შუა პერიოდში მოგვარდა, როდესაც ჩერნობილის აეს-ის მშენებლობის უფროსმა ვასილი კიზიმამ კლუბი ჩამოაყალიბა. გუნდი შედგებოდა პრიპიატისა და მეზობელი ქალაქების მაცხოვრებლებისგან.

ჩერნობილი და ფეხბურთი - განადგურებული გუნდი, დასხივებული სელტიკის ლეგენდა და ხსოვნა

კიზიმას ქმნილებას "სტროიტელი" დაერქვა და ცხადია ის სამოყვარულო იყო. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის იმ დროინდელი იერარქია შედგებოდა სამი დივიზიონისგან (უმაღლესი, პირველი, მეორე) და აღნიშნულ საფეხურზე მოსახვედრად საჭირო იყო რეგიონალურ პირველობაში გამარჯვების მოპოვება.

პრიპიატელები კიევის ოლქის რეგიონალურ ჩემპიონატში იბრძოდნენ და პროფესიონალებში გასარევად მათ მუდამ ცოტა აკლდათ, ასე იყო 1986 წელსაც. ცნობისთვის, "მშენებლების" შემადგენლობას ჩერნობილის აეს-ის თანამშრომლებიც წარმოადგენდნენ.

ჩერნობილი და ფეხბურთი - განადგურებული გუნდი, დასხივებული სელტიკის ლეგენდა და ხსოვნა

"სტროიტელს" თავისი სტადიონიც ჰქონდა - ხუთი ათას კაციანი არენა სახელწოდებით "ავანგარდი". კიზიმა იძახდა, რომ აღნიშნული სტადიონი პრიპიატისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ატომური რეაქტორი. რა ხდებოდა "მშენებლებში" კატასტროფის მომენტში?

27 აპრილს უნდა შემდგარიყო კიევის ოლქის ჩემპიონატის 1/2 ფინალი, რომელშიც "სტროიტელი" ბოროდიანკის "მაშინოსტროიტელს" ეთამაშებოდა. მატჩამდე ერთი დღით ადრე, სწორედ ის კატასტროფული აფეთქება მოხდა, რომელმაც საფეხბურთო გუნდის მოღვაწეობა დაასრულა.

ჩერნობილი და ფეხბურთი - განადგურებული გუნდი, დასხივებული სელტიკის ლეგენდა და ხსოვნა

პრიპიატელები ფინალურ ვარჯიშს გადიოდნენ, როდესაც მოედანზე დაეშვა ვერტმფრენი, საიდანაც გადმოვიდა ორი პიროვნება სიტყვებით: "ბიჭებო, სახლში წადით, ხვალ ფეხბურთი არ იქნება."

"მშენებლების" შემადგენლობის ნახევარი ჩერნობილში დარჩა და კატასტროფის ლიკვიდირებას ემსახურა, მეორე ნახევარმა კი მოგვიანებით ქალაქ სლავუტიჩში ახალი გუნდი დაარსა. "სტროიტელის" ერთ-ერთი ფეხბურთელი ალექსანდრ ვიშნევსკი იხსენებს:

"ავიღეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები და წავედით. ქალაქში დავტოვე ბევრი ძვირფასი რამ, მაგალითად - მოტოციკლეტი, ადიდასის ფორმა და პოლ ბრაიტნერის ბუცები."

ჩერნობილი და ფეხბურთი - განადგურებული გუნდი, დასხივებული სელტიკის ლეგენდა და ხსოვნა

პრიპიატის საფეხბურთო გუნდმა გასაგები მიზეზების გამო არსებობა შეწყვიტა, ხანგრძლივი პერსპექტივა არც "სლავუტიჩს" ელოდა. ჩერნობილის კატასტროფა საფეხბურთო სამყაროში უყურადღებოდ არასდროს დარჩენილა.

მაგალითად - 2012-2013 წლის სეზონში ევროპა ლიგის შესარჩევი ეტაპის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში "ლივერპული" ბელორუსიაში "გომელს" ხვდებოდა. "წითლებმა" პრიპიატის მახლობლად მცხოვრები ბავშვები სტადიონზე უფასოდ შეუშვეს, შემდეგ კი ექსკურსიაზე "ენფილდზე" წაიყვანეს.

ჩერნობილი და ფეხბურთი - განადგურებული გუნდი, დასხივებული სელტიკის ლეგენდა და ხსოვნა

უკრაინელი ბავშვები ევრო 2012-ის სტუმრებიც აღმოჩნდნენ, საფრანგეთი - შვედეთის მატჩს 125-მდე მოზარდი დაესწრო. რაც შეეხება უშუალოდ უკრაინას, კიევის "დინამო" წელიწადში ორჯერ საქველმოქმედო საღამოებს მართავს.

ალბათ ყველას გვახსოვს ასეთი ფეხბურთელი სტილიან პეტროვი - ბულგარელი ნახევარმცველი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები "სელტიკსა" და "ასტონ ვილაში" გაატარა. ცნობისთვის, სლავს საქართველოს წინააღმდეგაც აქვს ნათამაშები. ეს მოხდა თბილისში, 2010 წლის მუნდიალის შესარჩევზე, მატჩი 0:0 დასრულდა.

ჩერნობილი და ფეხბურთი - განადგურებული გუნდი, დასხივებული სელტიკის ლეგენდა და ხსოვნა

ისიც გემახსოვრებათ, რომ 2012 წელს პეტროვი ლეიკემიით დაავადდა და საფეხბურთო მოღვაწეობა შეაჩერა. რა შუაშია ამ ყველაფერთან ჩერნობილის ტრაგედია? გთავაზობთ ბულგარელის ექიმის, მიხაილ ილიევის დასკვნას:

"აფეთქების დროს სტილიანი ექვსი წლის იყო და დასხივება მისთვის გარდაუვალი აღმოჩნდა. პეტროვის მდგომარეობაში ჩრდილოეთ ბულგარეთის მაცხოვრებელთა უმეტესობა დღემდე იმყოფება, რადგან ისინი წლების მანძილზე იკვებებოდნენ რადიაქტიული რძის პროდუქტებითა და ხილ-ბოსტნეულით.

ამის გარდა, ლეიკემია პეტროვის გენში აფეთქებამდე არ შეინიშნებოდა." - განაცხადა ილიევმა. საბედნიეროდ, სტილიანმა საშინელი სენი დაამარცხა და ახლა ის ცხოვრებით ტკბება. რაც შეეხება ჩერნობილის კატასტროფას, ყველაფერი ის, რაც აფეთქებამ მოსპო, სამუდამოდ ხსოვნას დარჩა.

ჩერნობილი და ფეხბურთი - განადგურებული გუნდი, დასხივებული სელტიკის ლეგენდა და ხსოვნა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სოლსკიაერი: "იანვარში ერთი ან ორი ფეხბურთელის დამატებას ვაპირებთ"

"მანჩესტერის" მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა ზამთრისთვის კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

დღეს, 20:21

ფინალში დამარცხებული რუსი მეტოქე, ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონია!

ქართველი ძიუდოისტი, ვლადიმერ ახალკაცი მაროკოში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.

დღეს, 20:14

"დამნაშავე ყოველთვის მე ვარ", - ოზილი გულშემატკივრებს გაუბრაზდა

"არსენალის" ნახევარმცველმა, მესუთ ოზილმა გულშემატკივრების მხრიდან მისდამი კრიტიკაზე ისაუბრა.

დღეს, 20:03

"რონალდუ თუ მესი?", - ვიდალმა ისტორიაში საუკეთესო დაასახელა

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:57

ფიფამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჩატარების ზუსტი რიცხვები დაასახელა

ყველა კონფედერაციის უძლიერესი გუნდების მონაწილეობით გასამართი ტურნირი დეკემბერში, ყატარში გაიმართება.

დღეს, 18:33

მანჩესტერმა ზამთრის პირველ ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზამთარში „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, ემრე ჯანის დამატებას აპირებს.

დღეს, 18:25

კლოპი: "გუშინ შანსი არ იყო, დღეს შესაძლებელია, ხვალ 100%-ით იქნება"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ინგლისში ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ილაპარაკა.

დღეს, 18:05

რეალმა ბარსელონას იდეა მოიწონა

მადრიდის „რეალი“ „ბარსელონასთან“ მატჩის 18 დეკემბერს ჩატარების იდეას დათანხმდა.

დღეს, 17:59

"უნდა მიხვდეს, რა სურს ამ ცხოვრებისგან", - ვიდალმა თანაგუნდელზე ორაზროვნად ილაპარაკა

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, თანაგუნდელზე, უსმან დემბელეზე ისაუბრა.

დღეს, 17:49

"ეს ბიჭი ვინ არის?", - რიბერი FIFA-ს გაუბრაზდა, PES-მა კომენტარებშივე უპასუხა

ლეგენდარული ფრანგი ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი, საფეხბურთო სიმულატორში თავისი სახით უკმაყოფილო დარჩა.

დღეს, 17:39

ბარსელონამ კლასიკოს ჩატარების სასურველი რიცხვი დაასახელა

„ბარსელონამ“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ლა ლიგის მეათე ტურის გადადების თაობაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 17:10

"ეს უკვე პირადულია", - ზიდანს პოგბასთან შეხვედრაზე ჰკითხეს

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველთან, პოლ პოგბასთან შეხვედრაზე ისაუბრა.

დღეს, 17:05

ქაოსის თეორია - ჩაშლილი კლასიკოს გამართვის სავარაუდო თარიღი და კიდევ რამდენიმე დეტალი

საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" - კატალონიის პოლიტიკური ცხოვრების მუდმივი აქტიური მონაწილე.

დღეს, 16:29

იუვენტუსმა შესნის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსმა" ვოიცეხ შესნის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 15:25

ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი რამოსის სურვილს გამოეხმაურა

როგორც მოგეხსენებათ, სერხიო რამოსმა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა.

დღეს, 15:11

ვან დეიკი: "არ ვთვლი, რომ იუნაიტედთან მატჩი განსაკუთრებული მოვლენაა"

"ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა:

დღეს, 15:00

კუბომ ბარსელონაში ფატისთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა

"მალიორკას" ახალგაზრდა შემტევმა, ტაკეფუსა კუბომ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა:

დღეს, 14:47

დიდი გზის დასაწყისი: იაპონელთა უდიდესი სენსაცია გასულ მსოფლიო თასზე [VIDEO]

კვირას მსოფლიო თასის მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს მასპინძელი იაპონია და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდებიან.

დღეს, 14:45

მანჩესტერის ექს-მოთამაშე: "კლოპს ლივერპულში დრო სჭირდებოდა, აცადეთ სოლსკიაერსაც"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ, მარკ ბოსნიჩმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერზე ისაუბრა:

დღეს, 14:34

იუვენტუსი და ტოტენჰემი ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსი" და "ტოტენჰემი" გაცვლას გეგმავენ.

დღეს, 14:25

ვან დეიკი: "სიტის თამაშებს არ ვუყურებ"

"ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლა შეაფასა:

დღეს, 14:14

ლეგენდარულ ალექს ფერგიუსონს მატჩის ჩაწყობაში ადანაშაულებენ

საფეხბურთო აგენტის, ჯუზეპე პალიარის სკანდალური აღიარება.

დღეს, 13:33

ვუდვორდი: "ოლეს ხედვა ჩვენს მიზნებს სრულიად შეესაბამება"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ედ ვუდვორდმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერს თანადგომა გამოუცხადა.

დღეს, 13:25

როდის გაიმართება კლასიკო? ორი სავარაუდო თარიღი ცნობილია

ლა ლიგის მე-10 ტურის მატჩის გადადებაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

დღეს, 13:20

პოჩეტინო: "ფეხბურთელებს სადილზე დაპაჟებით შესაძლოა დამშვიდობება სურდეთ"

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, გუნდის ფეხბურთელების მხრიდან მხარდაჭერაზე ისაუბრა.

დღეს, 13:10

ნაპოლის პრეზიდენტმა განმარტა, თუ რატომ არ გაყიდა კულიბალი 105 მილიონად

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, ახსნა, თუ რატომ არ მოისურვა კალიდუ კულიბალის 105 მილიონად გაყიდვა.

დღეს, 13:04

"ნოიერის გუნდის თამაშებს არ ვუყურებ", - მესიმ მანუს და ტერ შტეგენს ერთი დონის მეკარეები უწოდა

„ბარსელონას“ შემტევმა, ლეო მესიმ, ერთმანეთს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და მანუელ ნოიერი შეადარა.

დღეს, 13:01

იუვენტუსმა ბერნარდესკის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსმა" ფედერიკო ბერნარდესკის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 11:48

დიბალას მომავალი გაირკვა - არგენტინელმა თანხმობა განაცხადა

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსი" პაულო დიბალას ასპარეზობით კმაყოფილი დარჩა.

დღეს, 11:41

მოლაპარაკებები დაიწყო - მატიჩი სერია ა-ში

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნემანია მატიჩი სერია ა-ში გადასვლასთან არის ახლოს.

დღეს, 11:33

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10