Goal.Ge

მშვიდობით, ლეგენდა! ფერნანდო ტორესის კარიერის საუკეთესო მომენტები


მშვიდობით, ლეგენდა! ფერნანდო ტორესის კარიერის საუკეთესო მომენტები

ცნობილმა ესპანელმა თავდამსხმელმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

უფრო სწორედ, მისი გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია კვირას, 23 ივნისს, ტოკიოში ჩატარდება, სადაც ის ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შესახებ გამოაცხადებს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სეზონებში 35 წლის ფორვარდი სათანადო ფორმაში არ იყო, მის 18-წლიან კარიერას უამრავი წარმატებული და დასამახსოვრებელი მომენტი ჰქონდა.

ფერნანდო ტორესი "ატლეტიკოს" აღზრილია, გუნდს ის სულ რაღაც 11 წლის ასაკში შეუერთდა. მადრიდელთა პირველ გუნდში მისი დებიუტი 2001 წელს, 17 წლის ასაკში შედგა. გუნდთან ერთად ლა ლიგაში დაბრუნების შემდეგ, ფეხბურთელი "მელეიბეების" ერთ-ერთ ლიდერად იქცა და კაპიტნის სამკლავურიც გადაიბარა.

2007 წელს, ტორესი "ლივერპულში" მერსისაიდელთათვის იმდროინდელი სარეკორდო თანხის სანაცვლოდ გადაბარგდა და კარიერის საუკეთესო ფეხბურთიც ითამაშა. 2010 წლის იანვარში ესპანელი "ჩელსიში" გადავიდა და ინდივიდუალურ დონეზე თავი თითქმის ვერაფრით გამოიჩინა. მაგრამ, ევროპის ორი მთავარი ტურნირი მოიგო კარიერის ამ ეტაპს წარუმატებელს მაინც ვერანაირად ვერ ვუწოდებთ.

ალბათ, მაქსიმალურ წარმატებებს ტორესმა ნაკრებთან ერთად მიაღწია, სადაც მან ორჯერ მოიპოვა ევროპის და ერთხელ, მსოფლიო ჩემპიონობა.

მშვიდობით, ლეგენდა! ფერნანდო ტორესის კარიერის საუკეთესო მომენტები

საუკეთესო წლებში ტორესი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე ფორვარდი იყო და მატჩის ბედის გადაწყვეტა პირადად შეეძლო. თავდამსხმელს კარგი სისწრაფე გააჩნდა, რომლის ხარჯზეც მცველებს მარტივად გაურბოდა, მაგრამ ამასთანავე, დიდებულ საგოლე ალღოს ფლობდა.

პირველი გოლი

თავისი პირველი პროფესიონალური გოლი ფერნანდო ტორესმა 17 წლის ასაკში გაიტანა, როდესაც "ატლეტიკო" ჯერ კიდევ სეგუნდაში ასპარეზობდა. "ალბასეტესთან" შეხვედრაში, მცირეწლოვანმა ფორვარდმა პოზიცია კარგად შეარჩია და ჩაწოდების შემდეგ, ბურთი კარში თავით გადაგზავნა.



მთლიანობაში, "ატლეტიკოში" ყოფნის პირველ პერიოდში ესპანელმა 244 მატჩში ითამაშა და 91-ჯერ აიღო მეტოქის კარი.

ტრანსფერი "ლივერპულში"

მშვიდობით, ლეგენდა! ფერნანდო ტორესის კარიერის საუკეთესო მომენტები

2007 წლის ზაფხულში "ლივერპულის" მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა თანამემამულე "ენფილდზე" 20 მილიონ ფუნტად გადაიბირა. პირველივე სეზონში ტორესმა პრემიერ ლიგაში 24 გოლი გაიტანა და რობი ფაულერის 10+ წლიანი რეკორდი გაიმეორა. გარდა ამისა, თავდამსხმელმა "ლივერპულის" ისტორიაში ყველაზე სწრაფად მოახერხა ჩემპიონატში 50 გოლის გატანა.

ლივერპულელთა რიგებში ტორესმა ჯამში 142 მატჩი ჩაატარა და 81 გოლი გაიტანა, მაგრამ ვერც ერთი ტიტული ვერ მოიგო.



2008 წლის ევროპის ჩემპიონატი

მშვიდობით, ლეგენდა! ფერნანდო ტორესის კარიერის საუკეთესო მომენტები

ეს ტურნირი ტორესმა დავიდ ვილიასთან წყვილში, ესპანეთის ნაკრების ძირითადი ფორვარდის როლში ჩაატარა. ტურნირზე ნანდომ 2 გოლი გაიტანა, რომლიდანაც ერთი - ფინალში, გერმანიის წინააღმდეგ (1:0). ტურნირის შედეგად "ელ-ნინიო" ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შევიდა.



"ჩელსისთან" ერთად ევროპა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგება

2010 წლის იანვარში "ჩელსიმ" ტორესი 50 მილიონ ფუნტად შეიძინა, რაც იმდროისთვის პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იყო. ლონდონურ გუნდში გადასვლა სრულიად წარუმატებელი იქნებოდა, რომ არა რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი ლურჯების რიგებში. ჩემპიონთა ლიგის მომგებ 2011/12-წლების სეზონში თავდამსხმელმა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ერთ-ერთი, უკანასკნელ წუთებზე, "ბარსელონას" კარში.

მშვიდობით, ლეგენდა! ფერნანდო ტორესის კარიერის საუკეთესო მომენტები

უკვე შემდეგ სეზონში, თავისთვის კარგად ნაცნობი ბენიტესის ხელმძღვანელობით, ტორესმა ევროპა ლიგაზე 6 გოლი გაიტანა, ერთ-ერთი, ფინალში "ბენფიკასთან" (2:1).



მსოფლიო ჩემპიონის და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მფლობელის ტიტული

2010 წლის მუნდიალს ტორესი არც ისე კარგ ფორმაში ხვდებოდა და დიდი დრო ტრავმის გამო გაუცდა. თუმცა, ნანდომ ნაკრების შვიდივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. გოლის გატანა კი ვერ მოახერხა.

მშვიდობით, ლეგენდა! ფერნანდო ტორესის კარიერის საუკეთესო მომენტები

უკრაინასა და პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტორესი თავისი ნაკრებისთვის როტაციის წევრი უფრო იყო. მატჩებში ძირითადად ცვლილებებზე შედიოდა, თუმცა, ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიასთან დუბლი გაიფორმა, ფინალში კი იტალიასთან შეცვლაზე შეცვლის შემდეგ გოლი და ასისტი მიითვალა. მისთვის საბედნიეროდ, ეს მას საუკეთესო ბომბარდირის წოდებისთვისაც კი ეყო.



"მილანში" წარუმატებელი იჯარის შემდეგ, "ელ-ნინიო" მშობლიურ "ატლეტიკოში" დაბრუნდა, სადაც კიდევ ოთხი სეზონი ჩაატარა და დიეგო სიმეონეს ევროპა ლიგის მოგებასა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში დაეხმარა. ფორვარდი კარიერას იაპონიაში ასრულებს, სადაც "საგან ტოსუს" რიგებში 38 მატჩში 4 გოლი შეაგდო.

ახლა ფერნანდო ტორესის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, რომელიც შეიძლება ან ფეხბურთს უკავშირდებოდეს, ან სრულიად სხვა საქმიანობას. მაგრამ, მისი დიდებული თამაში და ულამაზესი გოლები გულშემატკივრებს კიდევ მრავალი წლის მანძილზე ემახსოვრებათ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პსჟ დიბალას დაუკავშირდა, არგენტინელის პოზიცია ცნობილია

"პსჟ" "იუვენტუსის" თავდამსხმელ პაულო დიბალათია დაინტერესებული.

დღეს, 15:24

ტოტენჰემმა შეთავაზება გაზარდა - რა ბედი ელის ერიქსენს?

"ტოტენჰემი" ცდილობს კრისტიან ერიქსენი გუნდში დარჩენაში დაარწმუნოს.

დღეს, 15:19

ნეიმარი ბარსელონაში? - მესის პოზიცია ცნობილია

გავლენიანი გამოცემა Sky Sports საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 15:14

ტოტენჰემი 68-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ტოტენჰემი" აქტიურობს.

დღეს, 15:07

ოზილმა საკუთარ მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"არსენალის" გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ ოზილი ალაპარაკდა.

დღეს, 14:31

სიმეონემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ატლეტიკოს" მწვრთნელი, დიეგო სიმეონე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 14:27

ინტერის მორიგი შეთავაზება, მანჩესტერის პასუხი ცნობილია

"ინტერი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ რომელუ ლუკაკუს შეძენას კვლავ ცდილობს.

დღეს, 14:18

ბაიერნის მორიგი სამიზნე - საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში

ამ ზაფხულს "ბაიერნი" მორიგი საინტერესო ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

დღეს, 14:13

აზარმა რეალში თავისი მთავარი მიზანი დაასახელა

"რეალის" ახალწვეულმა, ედენ აზარმა ახალ კლუბში თავის მთავარ მიზანზე ისაუბრა.

დღეს, 14:08

ფრენკი: "ნეიმარის დაბრუნება დიდებული იქნებოდა"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ფრენკი დე იონგმა გუნდში ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 13:13

სიმეონე: "გრიზმანი ძალიან მიყვარს და მასზე ნაწყენი არ ვარ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი ანტუან გრიზმანზე „ბარსელონაში“ გადასვლის გამო ნაწყენი არ არის.

დღეს, 13:09

დე იონგი: "კროიფთან შედარება მეამაყება, მაგრამ ამის გაკეთება დაუშვებელია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ლეგენდარულ იოჰან კროიფთან შედარებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:34

ზიდანი: "პოგბას ტრანსფერი? რეალს გეგმა აქვს შემუშავებული"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, პოლ პოგბას შესაძლო შეძენაზე ისაუბრა.

დღეს, 12:31

კონტე: "უარყოფას აზრი არ აქვს, სერიოზულ პრობლემებს წავაწყდით"

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, აღნიშნა, რომ გუნდს სატრანსფერო ბაზარზე პრობლემები აქვს.

დღეს, 12:27

იბრა: "იმისთვის არ მიშრომია, რომ კარლოს ველას მადარებდეთ"

ზლატან იბრაჰიმოვიჩს კარლოს ველასთან შედარება ძალიან ეწყინა.

დღეს, 10:30

ზლატანმა კარლოს ველასთან შედარებას პასუხი მის გუნდთან ჰეთ-ტრიკით გასცა [VIDEO]

გამთენიისას MLS-ში ლოს ანჯელესური დერბი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და კარლოს ველას გუნდები დაუპირისპირდნენ.

დღეს, 10:25

მარსელომ ნეიმარსა და აზარს შორის საუკეთესო დაასახელა

მადრიდის „რეალის“ ვიცე-კაპიტანმა თავის თანამემამულე ნეიმარზე და თანაგუნდელ ედენ აზარზე ისაუბრა.

დღეს, 10:14

სამი ფეხბურთელი, რომელსაც იუვენტუსი იუნაიტედს პოგბას სანაცვლოდ შესთავაზებს

იტალიური პრესა გვარწმუნებს, რომ „იუვენტუსს“ პოლ პოგბას გადაბირების იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.

დღეს, 10:07

შოთა არველაძე თვის საუკეთესო მწვრთნელია

ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს.

დღეს, 02:52

ოფიციალურად: ქართველი ფეხბურთელი ლევანტეში ჩაირიცხა

"ლევანტეს" ოფიციალური საიტი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე განცხადებას აკეთებს.

დღეს, 02:47

იუვენტუსი მატუიდის ყიდის?

იტალიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ "იუვენტუსი" მატუიდის გასაყიდად ემზადება.

დღეს, 02:41

იოზილი: "როგორი ურთიერთობა მაქვს ემერისთან?"

ლონდონის "არსენალის" გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა ამ გუნდის მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა.

დღეს, 02:37

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა

B დივიზიონში გაიმართა ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალური მატჩი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის.

დღეს, 02:32

დაასვენეთ მაჰრეზი - ალჟირელი შემტევის საოცარი სერია ამ სეზონში

ალჟირელი ფეხბურთელი რიად მაჰრეზი ნაკრებთან ერთად აფრიკის ჩემპიონი გახდა.

დღეს, 02:27

დადასტურდა: რეალი ახალ ფეხბურთელს უახლოეს საათებში გაიფორმებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალი" კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს.

დღეს, 02:13

ლამპარდმა თავისი ფეხბურთელი შეაქო: "მისი თამაში ყველა ქომაგს მოეწონება"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ამავე გუნდის ახალწვეული შეაქო.

დღეს, 02:10

40 წლის პიზარო კარიერას ასრულებს: "ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება"

40 წლის ფეხბურთელმა კლაუდიო პიზარომ დაადასტურა, რომ ეს მისთვის ბოლო სეზონი იქნება.

დღეს, 02:07

აიაქსმა 17-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ამსტერდამის "აიაქსმა" 17-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა.

დღეს, 02:05

ბერბატოვმა ლუკაკუს მომავალზე ისაუბრა

აქტიურად იწერება, რომ სულ მალე რომელუ ლუკაკუ კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

დღეს, 02:02

უცნაური გადაწყვეტილება: იუვენტუსმა იგუაინი განაცხადში შეიყვანა

ტურინის "იუვენტუსი" ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და გუნდი რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

დღეს, 02:00

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10