ის ჩხუბობდა, ქრებოდა და ფეხბურთელებს ზრდიდა - ვინ არის მარკო ჯამპაოლო?


ის ჩხუბობდა, ქრებოდა და ფეხბურთელებს ზრდიდა - ვინ არის მარკო ჯამპაოლო?

მარკო ჯამპაოლო - "მილანის" ახალი მთავარი მწვრთნელია. გავეცნოთ ამ ბევრისთვის უცნობ სპეციალისტს უფრო ახლოდან.

მისი კანდიდატურა "როსონერისთვის" პირველ პლანზე დასრულებული სეზონის ბოლოდანვე წამოიწია, მას შემდეც, რაც გაირკვა, რომ ანტონიო კონტე "ინტერს" ჩაიბარებდა, დი ფრანჩესკოსთან კი შეთანხმება არ შედგა. "სამპდორიას" მწვრთნელი - ყველაზე ცალსახა ვარიანტი ნამდვილად არ არის. ის არც ისე ცნობილია იმ ადამიანებისთვის, ვინც სერია ა-ს ზედმიწევნით არ აკვირდება. თუმცა, "როსონერიმ" აიყვანა პერსპექტიული სპეციალისტი, რომელსაც საკუთარი იდეები გააჩნია და დიდ გუნდში დაპატიჟება ნამდვილად დაიმსახურა. რით არის საინტერესო ეს ადამიანი, გარდა კევინ სპეისისთან გარეგნული მსგავსებისა?

ხუთი გათავისუფლება

ჯამპაოლოს კარიერა რთულად ვითარდებოდა და რაღაც მომენტში წარუმატებლობაც თან სდევდა. პირველად მთავარი მწვრთნელის თანამდებობა მან "კალიარიში", 2006/07-წლებში მიიღო. კუნძულელთა პრეზიდენტი, მასიმო ჩელინო, მწვრთნელების ხშირი შეცვლით იყო ცნობილი და იგივე ბედი გაიზიარა დამწყებმა სპეციალისტმაც: ჯამპაოლო სერია ა-ს მე-16 ტურის შემდეგ გაათავისუფლეს. თუმცა, გუნდის შედეგები არ გაუმჯობესდა და ჩელინომ მწვრთნელი სეზონის ბოლოსთვის დააბრუნა, რათა უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეენარჩუნებინა. სამწუხაროდ, ამან მათ სამომავლო თანამშრომლობა მაინც არ მოუტანა და 2007/08-წლების სეზონის სტარტზე, მარკომ სარდინია უკვე საბოლოოდ დატოვა.

2008/09-წლების სეზონი ჯამპაოლომ საკმაოდ კარგად ჩაატარა და "სიენასთან" ერთად მე-14 ადგილი დაიკავა. პერსპექტიული მწვრთნელით "იუვენტუსიც" კი დაინტერედა, მაგრამ "თავის" ჩირო ფერარაზე შეაჩერა არჩევანი, ჯამპაოლოს კი ხანგრძლივი შავი სერია დაეწყო. "სიენა" (2009/10) - ერთი გამარჯვება ცხრა სასტარტო შეხვედრაში და ლოგიკური გათავისუფლება. "კატანია" - გაქაჩა მე-20 ტურამდე, მაგრამ წარუმატებელი შედეგების გამო იქიდანაც გაუშვეს. "ჩეზენა" - აშკარა ჩავარდნა: არც ერთი გამარჯვება ჩემპიონატში, 9 ტურის შემდეგ მოპოვებული 3 ქულა და გათავისუფლება. წარუმაეტბელი წლების შედეგად კი ის იქცა, რომ ჯამპაოლომ სერია ა დიდი ხნით დაივიწყა.

ის ჩხუბობდა, ქრებოდა და ფეხბურთელებს ზრდიდა - ვინ არის მარკო ჯამპაოლო?

სამუშაოს ის მხოლოდ ორი წლის შემდეგ, 2013 წლის ზაფხულში დაუბრუნდა, როდესაც სერია ბ-ს გუნდი, "ბრეშია" ჩაიბარა, მაგრამ ეს კავშირი სულ რაღაც ხუთი მატჩის შემდეგ დაიშალა (ამაზე ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ). ჯამპაოლო იძულებული გახდა სერია ც-მდე ჩასულიყო. იქ, "კრემონეზეში" დაიწყო მისი, თითქოს უკვე წყალწაღებული კარიერის აღდგენა. მწვრთნელით "ემპოლი" დაინტერესდა, რომელიც მაურიციო სარის შემცვლელს ეძებდა. ჯამპაოლოს დანიშვნის მოლოდინი არ ყოფილა ოპტიმისტური, მაგრამ მან თავის საქმეს თავი წინამორბედზე არანაკლებად გაართვა და "სამპდორიაში" დაპატიჯებაც დაიმსახურა, სადაც უკვე ბოლომდე გაიხსნა.

ჯამპაოლოს და სარის ბიოგრაფიები საკმაოდ მსგავსია. ორივე არ იყო ცნობილი როგორც ფეხბურთელი (მარკოს კარიერული პიკი - ერთი სეზონი სერია ბ-ში მოთამაშე "ანდრიას" რიგებში), მწვრთნელობისას კი წარმატებას უკვე საკმაოდ ასაკოვან პერიოდში მიაღწიეს. მათი წარმატებისაკენ მიმავალი გზა ვერტიკალური კიბე არ ყოფილა. ორივე დიდი ხნის მანძილზე და როგორც წესი, წარუმატებლად წვრთნიდა პატარა კლუბებს - სარი საერთოდ ქვედა ლიგებში ხეტიალობდა, გარდამტეხი მომენტი კი "ემპოლიში" დანიშვნა გამოდგა.

რთული ხასიათი

არცაა გასაკვირი, რომ ჯამპაოლოს თაფლის ხასიათი ნამდვილად არ აქვს. ხმაურიანი გამოდგა მისი განშორება "კალიარისთან". ჩელინო მარკოს მესამედაც ეძახდა და ამჯერად, შემოთავაზება სარფიანიც იყო, მაგრამ მან კატეგორიული უარი განაცხადა და შემდეგი ფრაზაც დაურთო: "სიამაყე და ღირსება შეუფასებელია."

გაცილებით ჩახლართულია ჯამპაოლოს ხანმოკლე ვოიაჟი ბრეშიაში. შედეგები თავიდანვე საშუალო იყო: სამი ფრე, შემდეგ მოგება "ტერნანასთან". გადამწყვეტი აღმოჩნდა მეხუთე ტურის შეხვედრა, როდესაც "ბრეშია" "კროტონესთან" შინ, 1:2 დამარცხდა. ტიფოზი გუნდს სტვენით შეეგება - გუნდისგან იმ სეზონში დაწინაურებასაც კი ელოდნენ. ყველას გამო პასუხის გაცემა ჯამპაოლოს აიძულეს, რომელიც ულტრასების წარმომადგენლებს შეხვდა და საუბარი ვერ დაალაგა. მარკო ქომაგების მხრიდან კრიტიკისგან შოკში იყო, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ ყველა მის ტაქტიკას და წამოწყებას. ხელმძღვანელობა კი არაფერს მოიმოქმედებდა. საკუთარი თავის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჯამპაოლომ ვერ აიტანა და... რამდენიმე დღით გაუჩინარდა და მობილური ტელეფონიც გათიშა. რა თქმა უნდა, ამ გუნდში მუშაობის გაგრძელებაზე საუბარი აღარც ყოფილა.

მარკო არც "სამპდორიაში" მუშაობის დროს იყო ზედმეტად დიპლომატიური. ასე, "პარმასთან" მეორე ტურში ნათამაშები ფრის შემდეგ, მან რამდენიმე მკაცრი ფრაზა წარმოთქვა: "არ ვმალავ ხელძღვანელობისგან, რომ ამ სეზონმა დამღალა. კლუბი ერთ ადგილას დგას და ლიდერებს ყიდის. თუ გუნდის წინაშე წინსვლის ამოცანა არ დადგება და ამისათვის ყველანაირი წინაპირობა არ შეიქმნება, "სამპდორიაში" დარჩენის მიზეზს ვერ ვხედავ."

ის ჩხუბობდა, ქრებოდა და ფეხბურთელებს ზრდიდა - ვინ არის მარკო ჯამპაოლო?

"სამპდორიას" მაქსიმუმი

მწვრთნელის მხრიდან ეს კრიტიკა დიდწილად სამართლიანი იყო. "სამპდორია" 9-10 ადგილს ზედიზედ 3 სეზონის მანძილზე ინარჩუნებდა. ეს არ არის ცუდი შედეგი გუნდისთვის, სადაც სერია ბ-ს გემო ჯერ ბოლომდე დავიწყებული არ არის, მაგრამ სამომავლო პროგრესზე საუბარი რთულია, როდესაც სელექციური პოლიტიკა ახალგაზრდების მოძიებასა და შემდგომ სარფიანად გაყიდვაში მდგომარეობს.

ამ სეზონის სტარტზე "ბლუჩერკიატის" ერთბაშად გუნდის ორი ლიდერი გამოაკლდა: ლუკას ტორეირა "არსენალში" გაყიდეს, დუვან საპატა კი "ატალანტამ" ინათხოვა. 2017 წლის ზაფხულში დანაკარგი უფრო სერიოზული იყო: მილან შკრინიარი, პატრიკ შიკი, ლუის მურიელი და ბრუნუ ფერნანდეში, რომელიც იმდროისთვის ამ დონის ვარსკვლავი არ ყოფილა. შეგვიძლია კიდევ ერთი წლით უკან გავიხედოთ, როდესაც გუნდი კორეამ, ფერნანდომ, სორიანომ და ედერმა დატოვეს.

ყოველწლიურად, ჯამპაოლო ლიდერების შეცვლის საჭიროებას აწყდებოდა. ეს საინტერესო მხოლოდ დასაწყისშია, როდესაც თავად მწვრთნელიც თავისთვის ახალ დონეზე ადაპტაციას გადის. თუმცა, სამი წლის შემდეგ, მარკოს სხვა, უფრო მასშტაბური ამოცანების გადაწყვეტა სურს და ხვდება, რომ "სამპდორიაში" მეტს ვერ მიაღწევს.

ის ჩხუბობდა, ქრებოდა და ფეხბურთელებს ზრდიდა - ვინ არის მარკო ჯამპაოლო?

ფეხბურთელთა პროგრესი

ჯამპაოლის საუკეთესო თვისება - ფეხბურთელებთან მუშაობის ცოდნაა, როგორც ახალგაზრდებთან, ისე ასაკოვნებთან. მასთან ერთად ფეხბურთელები იზრდებოდნენ, რაც "სამპდორიას" ცხრილში ზედა ნაწილის დაკავების უფლებას აძლევდა.

მაგალითი - უამრავია. თუმცა, ჯერ კიდევ ცხელია ფაბიო კუალიარელას შემთხვევა, რომელმაც ჯამპაოლოს ხელმძღვანელობით ორი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და 36 წლის ასაკში სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ახალგაზრდებიდან ამ სეზონში პროგრესი განიცადეს მეკარემ, ემილ აუდერომ და ცენტრალურმა მცველმა, იოჰან ანდერსენმა. სამწლიანი მუშაობა რომ შევაფასოთ, გენუეზური კლუბი ტალანტების ნამდვილ ფაბრიკად იქცა. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ შკრინიარი, რომელიც ტოპ-მცველად ჩამოყალიბდა და ტორეირა - სამწუხაროდ, იტალიელმა გრანდებმა ურუგვაელი საყრდენისთვის ბრძოლა დათმეს.

ჯამპაოლოს სამუშაო "ემპოლიშიც" პროდუქტიული იყო. ყველაზე კარგი შთაბეჭდილება მაშინ ახალგაზრდა რიკარდო საპონარამ დატოვა, რომელმაც ბრწყინვალე 2015/16-წლების სეზონი ჩაატარა. მასთან ერთად თავი წამოწიეს ზიელინსკიმ, პარედესმა და მარიო რუიმ, რომლებიც ამჟამად ტოპ-გუნდებში თამაშობენ. სახასიათოა, რომ ჯამპაოლოს დაძაბული ურთიერთობა ხელძძღვანელებთან ფეხბურთელებზე საერთოდ არ ისახება - ისინი საკუთარ მწვრთნელს ვარჯიშებზე საკმარისი ყურადღებისთვის და პირად საუბრებში სრული თავისუფლების გამო, პატივს სცემენ.

ის ჩხუბობდა, ქრებოდა და ფეხბურთელებს ზრდიდა - ვინ არის მარკო ჯამპაოლო?

ორიგინალური სქემა

მწვრთნელი-ჯამპაოლის განსაკუთრებულობა 4-3-1-2 სქემაში მდგომარეობს. ის მას ასე თუ ისე ყველა გუნდში იყენებდა, "სამპდორიაში" კი შეუცვლელად აქცია. რომბი მოედნის ცენტრალურ ზომაში ინტენსივობას უზრუნველჰყოფს, მისი მწვერვალი, გამოკვეთილი "ტრეკვარტისტა" (რაც თანამედროვე ფეხბურთში დიდი იშვიათობაა), შექმნის დროს საკვანძო ფიგურაა. ჯამპაოლოსთან ერთად "სამპდორია" ყოველთვის პირველ ნომრად თამაშს ცდილობდა და მაღალ პრესინგს იყენებდა. თუ გუნდი ფორმაში იყო, ამის გაკეთება "იუვენტუსთანაც" კი ხერხდებოდა. შედეგად - "ბლუჩერკიატი" ბურთის ფლობისა და გოლების მაჩვენებლით სერია ა-ს საუკეთესო ხუთეულში შევიდა.

ასეთი ფილოსოფია ალბათ უფრო ტოპ-კლუბს შეეფერება ვიდრე საშუალო დონის გუნდს, სადაც მწვრთნელის შესაძლებლობები შეზღუდულია. ჯამპაოლოს სამწვრთნელო თვისებებს სათანადოდ აფასებს არიკო საკი, რომელმაც ის ფილმის რეჟისორს ან ორკესტრის დირიჟორს შეადარა და განსაკუთრებით აღნიშნა, რომ დღეს, ასეთი მწვრთნელი იშვიათობაა. ჯამპაოლოს კანდიდატურა ნაკრებშიც განიხილებოდა, როგორც კი ჯამპიერო ვენტურა გაათავისუფლეს - მარკოში ახალი იდეების მატარებელს ხედავდნენ, რომელსაც "სკუადრა აძურას" გადაკეთება შეეძლო. და ბოლოს, ჯამპაოლო პაულო მალდინის პირველი არჩევანი იყო, რომელიც ლეონარდოს წასვლის შემდეგ "მილანში" ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი გახდა.

"როსონერის" შემადგენლობას ჯამპაოლოს ტიპიური სქემა რომ მოვარგოთ, დავინახავთ როგორც შეუსაბამობას, ისე კარგ შესაძლებლობებს. მაგალითად, რთულია პოზიციის მოძიება სუსოსთვის, რომელიც მხოლოდ ფლანგის შემტევის როლშია ძალიან კარგი. შეიძლება, საქმე ფეხბურთელის გაყიდვამდეც მივიდეს (ნებისმიერ შემთხვევაში, "მილანი" იძულებულია, რომ ერთ-ერთი ლიდერი გაყიდოს). ანალოგიური პრობლემა აქვს კასტილიეხოსაც, მაგრამ ის უფრო მეტად უნივერსალურია და ცენტრშიც შეუძლია თამაში. სამაგიეროდ, კოზირი ხელში უკავია ჩალჰანოღლუს, რომელიც 4-3-3-ს დროს თავს ვიწროდ გრძნობდა - თურქის ყველა თვისება სწორედ "ტრეკვარტისტას" როლის შესრულებაზე მიანიშნებს. თუმცა, ამ პოზიციაზე კიდევ ერთი ვარიანტი - არასტანდარტული და ძალიან ტექნიკური პაკეტაა. ორი ფორვარდით თამაში შანსს აძლევს პატრიკ კუტრონეს, რომელმაც პიონტეკის მოსვლის შემდეგ საბოლოოდ მოიწყინა.

ის ჩხუბობდა, ქრებოდა და ფეხბურთელებს ზრდიდა - ვინ არის მარკო ჯამპაოლო?

დასკვნა

მარკო ჯამპაოლო არ არის ის ადამიანი, ვის მოსვლასაც გუნდი დიდი ენთუზიაზმით შეხვდება. ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრის გამო, "მილანი" ფინანსურადაც შეზღუდულია და იძულებულია, ეკონომ-ვარიანტებისკენ გაიხედოს. ჯამპაოლოს არ აქვს ტოპ-გუნდებში ყოფნის გამოცდილება (და საერთოდაც, 2-3 წელზე მეტი ის არსად გაჩერებულა), მისი ავტორიტეტი კალჩოს ისტორიული გრანდების მასშტაბებს ჯერ არ შეეფერება. გარდა ამისა, მარკოს იდეები შესაძლოა ზედმეტად ორიგინალური გამოდგეს, თავად მწვრთნელმა კი ხელძღვანელობას ვერ გაუგოს.

მეორე მხრივ, "მილანის" არჩევანი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად სურს ხელმძღვანელობას გუნდი უკეთესობისკენ წაიყვანოს. "როსონერის" კლუბის ლეგენდების დაპატიჟება ზედმეტი მოუვიდა, თანაც ეს მუდმივად წარუმატებლობით სრულდებოდა. ახლა კი გუნდს ნამდვილად საინტერესო სპეციალისტი ჩაიბარებს, რომელსაც თავისი ფილოსოფია გააჩნია. დიახ, ეს სარისკოა, მაგრამ რისკავდა "ნაპოლიც", როდესაც სარის ნიშნავდა, სამაგიეროდ ნეაპოლიტანელებმა მრავალი წლის შემდეგ საუკეთესო პერიოდი იხილეს და თითქმის "სკუდეტოც" მოიგეს. არის იმედი, რომ ჯენარო გატუზოს ნევრული ეპოქის შემდეგ, "მილანი" როგორც იქნა ფეხბურთს ითამაშებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ანჩელოტი: "ზაფხულის ბოლომდე ნაპოლიმ შეიძლება ორი დიდი ფეხბურთელი დაიმატოს"

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ სატრანსფერო ბაზარზე ისაუბრა.

დღეს, 15:28

პსჟ დიბალას დაუკავშირდა, არგენტინელის პოზიცია ცნობილია

"პსჟ" "იუვენტუსის" თავდამსხმელ პაულო დიბალათია დაინტერესებული.

დღეს, 15:24

ტოტენჰემმა შეთავაზება გაზარდა - რა ბედი ელის ერიქსენს?

"ტოტენჰემი" ცდილობს კრისტიან ერიქსენი გუნდში დარჩენაში დაარწმუნოს.

დღეს, 15:19

ნეიმარი ბარსელონაში? - მესის პოზიცია ცნობილია

გავლენიანი გამოცემა Sky Sports საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 15:14

ტოტენჰემი 68-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ტოტენჰემი" აქტიურობს.

დღეს, 15:07

ოზილმა საკუთარ მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"არსენალის" გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ ოზილი ალაპარაკდა.

დღეს, 14:31

სიმეონემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ატლეტიკოს" მწვრთნელი, დიეგო სიმეონე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 14:27

ინტერის მორიგი შეთავაზება, მანჩესტერის პასუხი ცნობილია

"ინტერი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ რომელუ ლუკაკუს შეძენას კვლავ ცდილობს.

დღეს, 14:18

ბაიერნის მორიგი სამიზნე - საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში

ამ ზაფხულს "ბაიერნი" მორიგი საინტერესო ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

დღეს, 14:13

აზარმა რეალში თავისი მთავარი მიზანი დაასახელა

"რეალის" ახალწვეულმა, ედენ აზარმა ახალ კლუბში თავის მთავარ მიზანზე ისაუბრა.

დღეს, 14:08

ფრენკი: "ნეიმარის დაბრუნება დიდებული იქნებოდა"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ფრენკი დე იონგმა გუნდში ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 13:13

სიმეონე: "გრიზმანი ძალიან მიყვარს და მასზე ნაწყენი არ ვარ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი ანტუან გრიზმანზე „ბარსელონაში“ გადასვლის გამო ნაწყენი არ არის.

დღეს, 13:09

დე იონგი: "კროიფთან შედარება მეამაყება, მაგრამ ამის გაკეთება დაუშვებელია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ლეგენდარულ იოჰან კროიფთან შედარებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:34

ზიდანი: "პოგბას ტრანსფერი? რეალს გეგმა აქვს შემუშავებული"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, პოლ პოგბას შესაძლო შეძენაზე ისაუბრა.

დღეს, 12:31

კონტე: "უარყოფას აზრი არ აქვს, სერიოზულ პრობლემებს წავაწყდით"

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, აღნიშნა, რომ გუნდს სატრანსფერო ბაზარზე პრობლემები აქვს.

დღეს, 12:27

იბრა: "იმისთვის არ მიშრომია, რომ კარლოს ველას მადარებდეთ"

ზლატან იბრაჰიმოვიჩს კარლოს ველასთან შედარება ძალიან ეწყინა.

დღეს, 10:30

ზლატანმა კარლოს ველასთან შედარებას პასუხი მის გუნდთან ჰეთ-ტრიკით გასცა [VIDEO]

გამთენიისას MLS-ში ლოს ანჯელესური დერბი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და კარლოს ველას გუნდები დაუპირისპირდნენ.

დღეს, 10:25

მარსელომ ნეიმარსა და აზარს შორის საუკეთესო დაასახელა

მადრიდის „რეალის“ ვიცე-კაპიტანმა თავის თანამემამულე ნეიმარზე და თანაგუნდელ ედენ აზარზე ისაუბრა.

დღეს, 10:14

სამი ფეხბურთელი, რომელსაც იუვენტუსი იუნაიტედს პოგბას სანაცვლოდ შესთავაზებს

იტალიური პრესა გვარწმუნებს, რომ „იუვენტუსს“ პოლ პოგბას გადაბირების იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.

დღეს, 10:07

შოთა არველაძე თვის საუკეთესო მწვრთნელია

ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს.

დღეს, 02:52

ოფიციალურად: ქართველი ფეხბურთელი ლევანტეში ჩაირიცხა

"ლევანტეს" ოფიციალური საიტი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე განცხადებას აკეთებს.

დღეს, 02:47

იუვენტუსი მატუიდის ყიდის?

იტალიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ "იუვენტუსი" მატუიდის გასაყიდად ემზადება.

დღეს, 02:41

იოზილი: "როგორი ურთიერთობა მაქვს ემერისთან?"

ლონდონის "არსენალის" გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა ამ გუნდის მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა.

დღეს, 02:37

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა

B დივიზიონში გაიმართა ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალური მატჩი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის.

დღეს, 02:32

დაასვენეთ მაჰრეზი - ალჟირელი შემტევის საოცარი სერია ამ სეზონში

ალჟირელი ფეხბურთელი რიად მაჰრეზი ნაკრებთან ერთად აფრიკის ჩემპიონი გახდა.

დღეს, 02:27

დადასტურდა: რეალი ახალ ფეხბურთელს უახლოეს საათებში გაიფორმებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალი" კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს.

დღეს, 02:13

ლამპარდმა თავისი ფეხბურთელი შეაქო: "მისი თამაში ყველა ქომაგს მოეწონება"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ამავე გუნდის ახალწვეული შეაქო.

დღეს, 02:10

40 წლის პიზარო კარიერას ასრულებს: "ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება"

40 წლის ფეხბურთელმა კლაუდიო პიზარომ დაადასტურა, რომ ეს მისთვის ბოლო სეზონი იქნება.

დღეს, 02:07

აიაქსმა 17-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ამსტერდამის "აიაქსმა" 17-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა.

დღეს, 02:05

ბერბატოვმა ლუკაკუს მომავალზე ისაუბრა

აქტიურად იწერება, რომ სულ მალე რომელუ ლუკაკუ კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

დღეს, 02:02

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10