Goal.Ge

რატომ არ იბრძოლა ჩელსიმ სარის შენარჩუნებისთვის? დეტალური განხილვა და მიზეზები


რატომ არ იბრძოლა ჩელსიმ სარის შენარჩუნებისთვის? დეტალური განხილვა და მიზეზები

მაურიციო სარიმ "იუვენტუსთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პრესის ვარაუდით, "ჩელსი" იტალიელი სპეციალისტის სანაცვლოდ დაახლოებით 5 მილიონ გირვანქას მიიღებს. ჩვენ კი, გავაანალიზოთ, თუ რატომ არ აისახება "არისტოკრატებზე" სარის წასვლა გლობალურად. ის არ მოენატრება არც ქომაგებს, არც ხელმძღვანელობას და ალბათ, არც ფეხბურთელებს.

"ჩელსიმ" გაუშვა მწვრთნელი, რომელმაც პრემიერ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა, ევროპა ლიგა მოიგო და გავიდა თასის ფინალში, სადაც ინგლისის ჩემპიონ "მანჩესტერ სიტისთან" მხოლოდ პენალტების სერიაში წააგო. შეიძლება დარწმუნებით თქმა, რომ მაურიციომ ყველა რეალისტური ამოცანა შეასრულა. მაშ, რატომ არ მოისურვა კლუბმა მენეჯერის დატოვებისთვის ბრძოლა? მიუხედავად საბოლოო შედეგისა, რთული სათქმელია, რომ ყველა ზემოთხსენებული მიღწევა - სარის დამსახურებაა.

რატომ არ იბრძოლა ჩელსიმ სარის შენარჩუნებისთვის? დეტალური განხილვა და მიზეზები

სეზონის დასკვნით ეტაპზე, კონკურენტების მიერ ფეხის დაცდენა

"არსენალი", "ტოტენჰემი" და "მანჩესტერ იუნაიტედი", - სწორედ ამ გუნდებთან იბრძოდა "ჩელსი" ოთხეულში მოხვედრისთვის და ყველა ეს გუნდი ბოლო ტურებში ან სინქრონულად აგებდა, ან ფრეს თამაშობდა. რაღა უნდა ითქვას, როდესაც "ჩელსის", მესამე ადგილის დაკავებისთვის ბოლო 5 ტურში ერთი გამარჯვებაც ეყო? ამას სარის დამსახურებას ვერ უწოდებ, უბრალოდ, მოვლენები ასე განვითარდა და კონკურენტებმაც შეუწყო ხელი.

სეზონის ფინიში აშკარად არ გამოუვიდა "ტოტენჰემს", რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით ბოლო ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო - ისიც გავარდნილ და უიმედოდ მყოფ "ჰადერსფილდთან".

ოთხეულში მოხვედრის ყველანაირი შანსი ექნებოდა "მანჩესტერ იუნაიტედსაც", სეზონის დასკვნითი ეტაპი უფრო კარგად რომ ჩაეტარებინა. უბრალოდ, "წითელ ეშმაკებს" თავადაც აღარ სჯეროდათ, რომ მოვლენების ასე განვითარება რეალური იყო. სხვაგვარად როგორ უნდა ახსნა ის, რომ პრემიერ ლიგიდან გავარდნილი გუნდების წინააღმდეგ, "იუნაიტედმა" ორ მატჩში 1 ქულა აიღო?

ყველაზე კარგი შანსი ჰქონდა "არსენალს", რომელსაც ბოლოსწინა ტურში "ბრაიტონი" რომ დაემარცხებინათ (1:1), ჩემპიონთა ლიგაზეც გავიდოდა.

"ჩელსიმ" 72 ქულა დააგროვა, მანამდე ერთი სეზონით ადრე, კონტესთან ერთად კი - 70. პროგრესზე საუბარი ზედმეტია. მაგალითად, შარშან 72 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე გასავლელად საკმარისი არ იქნებოდა. წელს კი, კონკურენტების დახმარებით, "ჩელსი" არამარტო ოთხეულში მოხვდა, არამედ საპატიო მესამე ადგილიც კი დაიკავა. "არისტოკრატები" კონკურენტებზე ცოტა მეტად იღბლიანები გამოდგნენ.

აზარის ეფექტი

"ჩელსის" მიერ სეზონის წარმატებული დასასრულის მთავარი მიზეზი - ედენ აზარია. ლურჯებმა სეზონში 63 გოლი გაიტანეს და 31 მათგანში ბელგიელმა უშუალო მონაწილეობა მიიღო. ანუ, გოლების თითქმის ნახევარი გუნდმა 28 წლის ბელგიელის დახმარებით გაიტანა, რომელმაც რამდენჯერმე აშკარად მკვდარი მატჩი შემოატრიალა და მომენტებს თითქოს არაფრისგან ქმნიდა, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე პარტნიორებისთვისაც. შედეგად, აზარი პრემიერ ლიგის საუკეთესო ასისტენტიც გახდა.

რატომ არ იბრძოლა ჩელსიმ სარის შენარჩუნებისთვის? დეტალური განხილვა და მიზეზები

სტილი, რომელიც მეტოქეებმა ადვილად გაშიფრეს

სარი პრემიერ ლიგაში სიტუაციის აშკარა ხედვით მივიდა: მას სურდა, რომ "ჩელსის" "სარიბოლი" ეთამაშა. მაღალი პრესინგი, დაცვის ხაზის მაღლა გამწესება, თამაში ერთი შეხებით და კრეატიული ნახევარმცველი საყრდენის პოზიციაზე. თუ სეზონის სტარტზე ეს შედეგს იძლეოდა, შემდეგ - მეტოქეებმა "ჩელსის" ტაქტიკური მონახაზი და სათამაშო სქემა მარტივად გაშიფრეს.

რატომ არ იბრძოლა ჩელსიმ სარის შენარჩუნებისთვის? დეტალური განხილვა და მიზეზები

დაახლოებით 2.5 თვე დასჭირდა სხვა გუნდებს, რომ "ჩელსის" ნეიტრალიზებისთვის საჭირო ინფორმაცია მოეძიათ. პირველმა, ეს "ვესტ ჰემმა", სექტემბრის ბოლოს მოახერხა. მანუელ პელეგრინის შეგირდებს არამხოლოდ უფრო მეტი საგოლე მომენტი ჰქონდათ, არამედ კარის მშრალად შენახვაც მოახერხეს და ისინი გახდნენ პირველი გუნდი, რომელმაც 2018/19-წლების სეზონში "ჩელსის" ქულები წაართვა.

რატომ არ იბრძოლა ჩელსიმ სარის შენარჩუნებისთვის? დეტალური განხილვა და მიზეზები

სიჯიუტე

სარი დიდი ხნის მანძილზე არ იცვლებოდა და თავისი ფეხბურთის დაყენების მცდელობას აგრძელებდა, მაშინაც კი, როდესაც ეს უადგილო იყო. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ 60 წლის სპეციალისტისთვის პირადი ინტერესები გუნდურზე მაღლა დგას: მისთვის საჭიროა, მთელ მსოფლიოს დაუმტკიცოს "სარიბოლის" ეფექტურობა. "იმისთვის, რომ გეგმა B შევიმუშავო, ჯერ გეგმა A უნდა მუშაობდეს იდეალურად." - ჯიუტად იმეორებდა იტალიელი.

მეტოქეებმა "ჩელსი" ბოლომდე შეისწავლეს, მაგრამ სარი არ იცვლებოდა და თავისას აგრძელებდა, იქამდე, სანამ რეალურად არ ჩამოდგა გათავისუფლების სურნელი. მაშინ შედგა პირველი ცვლილებებიც. "ჩელსის" ხელმძღვანელობა სარის გაშვების საჭიროებას სერიოზულად განიხილავდა, შედეგები კი გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც სარიმ თავის კლასიკურ სტილს გადაუხვია. დაცვის ხაზი უფრო ქვემოთ ჩაიწია, ნახევარდაცვამ კი ასეთ მაღალ პრესინგზე უარი თქვა და ასევე ქვემოთ ჩამოიწია.

ალბათ, ყველაზე კარგი მაგალითი გამოვიდა "მანჩესტერ სიტისთან" სათასო ფინალში (0:0). "ჩელსიმ" კონტრშემტევი ფეხბურთი ითამაშა და დაცვაში ყველანაირი სივრცე გადაკეტა. შედეგად, სარის შეგირდებს ედერსონის კარში ბურთის გადაგზავნის შანსი არაერთხელ ჰქონდათ.

ნ'გოლო კანტესთვის უცნაურად შერჩეული პოზიცია და უსაზღვრო ნდობა ჟორჟინიოს მიმართ

ბევრ შეკითხვას იწვევს სარის ნდობა ჟორჟინიოსადმი. 28 წლის ბრაზილიური წარმოშობის იტალიელი პრემიერ ლიგის მატჩებში უბრალოდ იკარგებოდა და საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებდა. მაგრამ, სარი მას ჯიუტად ძირითადში აყენებდა. გასაგებია სარის სურვილი, რომელსაც საყრდენის პოზიციაზე კრეატიული ნახევარმცველის ყოლა სურდა, მაგრამ, არა იმ გუნდში, რომელშიც ნ'გოლო კანტე ირიცხება - ალბათ, მსოფლიოს საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი, მსოფლიო ჩემპიონი და არაერთგზის პრემიერ ლიგის მფლობელი.

საბედნიეროდ, კანტე ბოქს-თუ-ბოქსის პოზიციასაც მოერგო და თავისი შედეგიანობის რეკორდები დაამხო, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომელია ფრანგის ნამდვილი პოზიცია. თითქმის დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ კანტეს საყრდენ ნახევარმცველად რომ ეთამაშა, "ჩელსი" გაცილებით ნაკლებ გოლს გაუშვებდა. ჟორჟინიო დაცვაში ხშირად პოზიციას კარგავდა, მას ადვილად უვლიდნენ გვერდს მეტოქეები, კონტრშეტევების დროს კი "ჩელსი" აშკარად სუსტი იყო.

პირველი ორი თვის გარდა, "ჩელსი" მოსაწყენ, სწორხაზოვან და პროგნოზირებად ფეხბურთს თამაშობდა. სარის მეთოდები "ჩელსიში" ვერ დამკვიდრდა - მან ვერ მისცა გუნდს ის, რასაც მისგან ელოდნენ. თუ იტალიაში მას "სარიბოლის" უფლება ჰქონდა, ინგლისისთვის ეს ზედმეტად დიდი ფუფუნება აღმოჩნდა.

უნდობლობა ჰადსონ-ოდოისა და ლოფტუს-ჩიკის მიმართ

სარი არ აძლევდა თავის გამოჩენის საშუალებას იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დიდი ხანია ძირითადის კარზე "აკაკუნებენ". მხოლოდ წარუმატებელი შედეგების შემდეგ, 60 წლის სპეციალისტმა წამოწია რუბენ ლოფტუს-ჩიკი და შედარებით მეტი სათამაშო დრო მისცა, რომელიც მოგვიანებით ძირითადის უცვლელი წევრიც გახდა. კალუმ ჰადსონ-ოდოის შესახებ ალბათ პრემიერ ლიგა ვერც გაიგებდა, რომ არა გიჟური ინტერესი "ბაიერნის" მხრიდან. ალბათ, სარი ასეც გააგრძელებდა თავისი ვინგერებისადმი ნდობას. როგორც პრაქტიკამ აჩვენა - ლოფტუს ჩიკი და ჰადსონ-ოდოი ამ გუნდის მომავალია.

არასათანადო ყურადღება გულშემატკივრების მიმართ

გულშემატკივრებთან საჭირო კავშირის არქონა. მაურიციო სარი ქომაგებს აიგნორებდა, რომლებიც გუნდის გასვლით მატჩებზე ჩადიოდნენ. ის პრაქტიკულად არასდროს არ იცლიდა ორი წუთით მაინც, რომ მისულიყო და მადლობა გადაეხადა. ამის გამო, "სტემფორდ ბრიჯზე" მან არაერთხელ მოისმინდა შემდეგი ფრაზა: "მაურიციო, გვინდა, რომ წახვიდე." თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ფრაზის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა.

რატომ არ იბრძოლა ჩელსიმ სარის შენარჩუნებისთვის? დეტალური განხილვა და მიზეზები

საუკეთესო ფეხბურთელების კრიტიკა

სარი თავს უფლებას აძლევდა და გუნდის ცალსახად საუკეთესო ფეხბურთლს, ედენ აზარს, საჯაროდ აკრიტიკებდა. თანაც, იმ მომენტში, როდესაც ბელგიელი მუდმივად მადრიდის "რეალზე" ფიქრობდა და ყოველდღიურად "ჩელსიში" დარჩენის სულ უფრო და უფრო მცირე შანსი რჩებოდა. იტალიელმა იმდენი ქნა, რომ ლონდონში დარჩენას აზარი აღარც განიხილავდა. სარის მხრიდან ეს საუკეთესო გადაწყვეტილება ნამდვილად არყოფილა.

ბევრი იტყოდა: ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება, პრემიერ ლიგის მესამე ადგილი, ევროპა ლიგის მოგება და თასის ფინალი. როგორ შეიძლება არ სცადო ასეთი შედეგების მქონე მწვრთნელის შენარჩუნება? პრობლემა ისაა, რომ ამ ეს შედეგები მოვლენათა საჭირო განვითარებითა და ედენ აზარის თამაშით მოვიდა და არა სარის სამწვრთნელო გადაწყვეტილებებით.

მიუხედავად ზემოთხსენებული კრიტიკისა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სარი - ცუდი სპეციალისტია. საქმე ისაა, რომ იტალიელი აღმოჩნდა გუნდში, რომელიც სატრანსფერო ბაზარზე დახარჯვას არ აპირებდა, გუნდის მფლობელს კი საერთოდ არ ეფეხბურთებოდა. სარის უნდა ემუშავა იმასთან, რაც უკვე გუნდში ჰქონდა, მაგრამ პრინციპები მისთვის გაცილებით მაღალ დონეზე აღმოჩნდა.

"ჩელსისა" და სარის რომანს შეგივძლია "ჰეფი ენდიც" ვუწოდოთ - მხარეები საჭირო დროს დაშორდნენ და ყველა კმაყოფილი დარჩა.

სწორედ ყველა ზემოთხსენებული მიზეზის გამო, "ჩელსიმ" სარის შენარჩუნებისთვის არც კი იბრძოლა...

სწორი გადაწყვეტილება მიიღო ჩელსიმ სარის გაშვებით?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პსჟ დიბალას დაუკავშირდა, არგენტინელის პოზიცია ცნობილია

"პსჟ" "იუვენტუსის" თავდამსხმელ პაულო დიბალათია დაინტერესებული.

დღეს, 15:24

ტოტენჰემმა შეთავაზება გაზარდა - რა ბედი ელის ერიქსენს?

"ტოტენჰემი" ცდილობს კრისტიან ერიქსენი გუნდში დარჩენაში დაარწმუნოს.

დღეს, 15:19

ნეიმარი ბარსელონაში? - მესის პოზიცია ცნობილია

გავლენიანი გამოცემა Sky Sports საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 15:14

ტოტენჰემი 68-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ტოტენჰემი" აქტიურობს.

დღეს, 15:07

ოზილმა საკუთარ მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"არსენალის" გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ ოზილი ალაპარაკდა.

დღეს, 14:31

სიმეონემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ატლეტიკოს" მწვრთნელი, დიეგო სიმეონე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 14:27

ინტერის მორიგი შეთავაზება, მანჩესტერის პასუხი ცნობილია

"ინტერი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ რომელუ ლუკაკუს შეძენას კვლავ ცდილობს.

დღეს, 14:18

ბაიერნის მორიგი სამიზნე - საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში

ამ ზაფხულს "ბაიერნი" მორიგი საინტერესო ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

დღეს, 14:13

აზარმა რეალში თავისი მთავარი მიზანი დაასახელა

"რეალის" ახალწვეულმა, ედენ აზარმა ახალ კლუბში თავის მთავარ მიზანზე ისაუბრა.

დღეს, 14:08

ფრენკი: "ნეიმარის დაბრუნება დიდებული იქნებოდა"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ფრენკი დე იონგმა გუნდში ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 13:13

სიმეონე: "გრიზმანი ძალიან მიყვარს და მასზე ნაწყენი არ ვარ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი ანტუან გრიზმანზე „ბარსელონაში“ გადასვლის გამო ნაწყენი არ არის.

დღეს, 13:09

დე იონგი: "კროიფთან შედარება მეამაყება, მაგრამ ამის გაკეთება დაუშვებელია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ლეგენდარულ იოჰან კროიფთან შედარებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:34

ზიდანი: "პოგბას ტრანსფერი? რეალს გეგმა აქვს შემუშავებული"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, პოლ პოგბას შესაძლო შეძენაზე ისაუბრა.

დღეს, 12:31

კონტე: "უარყოფას აზრი არ აქვს, სერიოზულ პრობლემებს წავაწყდით"

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, აღნიშნა, რომ გუნდს სატრანსფერო ბაზარზე პრობლემები აქვს.

დღეს, 12:27

იბრა: "იმისთვის არ მიშრომია, რომ კარლოს ველას მადარებდეთ"

ზლატან იბრაჰიმოვიჩს კარლოს ველასთან შედარება ძალიან ეწყინა.

დღეს, 10:30

ზლატანმა კარლოს ველასთან შედარებას პასუხი მის გუნდთან ჰეთ-ტრიკით გასცა [VIDEO]

გამთენიისას MLS-ში ლოს ანჯელესური დერბი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და კარლოს ველას გუნდები დაუპირისპირდნენ.

დღეს, 10:25

მარსელომ ნეიმარსა და აზარს შორის საუკეთესო დაასახელა

მადრიდის „რეალის“ ვიცე-კაპიტანმა თავის თანამემამულე ნეიმარზე და თანაგუნდელ ედენ აზარზე ისაუბრა.

დღეს, 10:14

სამი ფეხბურთელი, რომელსაც იუვენტუსი იუნაიტედს პოგბას სანაცვლოდ შესთავაზებს

იტალიური პრესა გვარწმუნებს, რომ „იუვენტუსს“ პოლ პოგბას გადაბირების იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.

დღეს, 10:07

შოთა არველაძე თვის საუკეთესო მწვრთნელია

ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს.

დღეს, 02:52

ოფიციალურად: ქართველი ფეხბურთელი ლევანტეში ჩაირიცხა

"ლევანტეს" ოფიციალური საიტი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე განცხადებას აკეთებს.

დღეს, 02:47

იუვენტუსი მატუიდის ყიდის?

იტალიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ "იუვენტუსი" მატუიდის გასაყიდად ემზადება.

დღეს, 02:41

იოზილი: "როგორი ურთიერთობა მაქვს ემერისთან?"

ლონდონის "არსენალის" გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა ამ გუნდის მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა.

დღეს, 02:37

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა

B დივიზიონში გაიმართა ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალური მატჩი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის.

დღეს, 02:32

დაასვენეთ მაჰრეზი - ალჟირელი შემტევის საოცარი სერია ამ სეზონში

ალჟირელი ფეხბურთელი რიად მაჰრეზი ნაკრებთან ერთად აფრიკის ჩემპიონი გახდა.

დღეს, 02:27

დადასტურდა: რეალი ახალ ფეხბურთელს უახლოეს საათებში გაიფორმებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალი" კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს.

დღეს, 02:13

ლამპარდმა თავისი ფეხბურთელი შეაქო: "მისი თამაში ყველა ქომაგს მოეწონება"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ამავე გუნდის ახალწვეული შეაქო.

დღეს, 02:10

40 წლის პიზარო კარიერას ასრულებს: "ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება"

40 წლის ფეხბურთელმა კლაუდიო პიზარომ დაადასტურა, რომ ეს მისთვის ბოლო სეზონი იქნება.

დღეს, 02:07

აიაქსმა 17-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ამსტერდამის "აიაქსმა" 17-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა.

დღეს, 02:05

ბერბატოვმა ლუკაკუს მომავალზე ისაუბრა

აქტიურად იწერება, რომ სულ მალე რომელუ ლუკაკუ კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

დღეს, 02:02

უცნაური გადაწყვეტილება: იუვენტუსმა იგუაინი განაცხადში შეიყვანა

ტურინის "იუვენტუსი" ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და გუნდი რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

დღეს, 02:00

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10