Goal.Ge

"მას აღზრდა აკლია" - რონალდუ და მწვრთნელებთან კონფლიქტი, რა იქნება სარისთან?



მაურიციო სარის პრეზენტაცია ტურინის "იუვენტუსში" უკვე შედგა. იტალიელმა ლონდონის "ჩელსი" თავაწეულმა დატოვა და ახლა მის კარიერაში ახალი, უფრო მასშტაბური ეტაპი დგება. ზოგადად, "ბებერი ქალბატონის" თავკაცობა ნიშნავს ორ რამეს: პირველი - გარანტირებული სკუდეტო; მეორე - ჩემპიონთა ლიგის მოგების მარადიული მცდელობა.

ექს-"არისტოკრატი" "ბიანკონერიში" სწორედ იმისთვის არის, რომ უკანასკნელ წინადადებაში ბოლო ორმა სიტყვამ თავისი ძალა დაკარგოს. აპენინელს "შავ-თეთრებში" ადაპტირებისთვის პირველ რიგში სჭირდება კრიშტიანუ რონალუსთან ურთიერთგაგების დამყარება, ანუ ყველანაირი კონფლიქტის თავიდან აცილება.

"მას აღზრდა აკლია" - რონალდუ და მწვრთნელებთან კონფლიქტი, რა იქნება სარისთან?

პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ თუ არ ხარ გენიალური სპეციალისტი (ფერგიუსონი, ანჩელოტი, ზიდანი) - პორტუგალიელი ადრე თუ გვიან აუცილებლად აგიჯანყდება. გავიხსენოთ რამდენიმე ყველაზე ცნობილი შემთხვევა, დავიწყოთ ეროვნული გუნდით.

2010 წელს "ევროპელი ბრაზილიელები" პაულუ ბენტუმ ჩაიბარა და თავდაპირველად, შეიძლება ითქვას, რომ პირენეელთა ლიდერი ახალ მწვრთნელს უგებდა. აფეთქება მოხდა ევრო 2012-ზე, როდესაც "წითელ-მწვანეები" გერმანიასთან დამარცხდნენ.

"მას აღზრდა აკლია" - რონალდუ და მწვრთნელებთან კონფლიქტი, რა იქნება სარისთან?

რონი წაგებაში თავის დამრიგებელს ადანაშულებდა და ხმამაღალი ტონით მას შეცდომებზე მიუთითებდა. საბოლოოდ, მხარეები შერიგდნენ, პორტუგალია კი 1/2 ფინალში გაძვრა. ორი წლის შემდეგ, ბენტუმ 7-იანის პროვოცირება გადაწყვიტა და განაცხადა, რომ მის გუნდში საუკეთესო კაპიტანი იყო ჟოაო მოუტინიო და არა კრიში.

რონალდუს კარიერის შემდეგი ანტაგონისტი - ჟოზე მოურინიო. თანამემამულეებს ურთიერთობა ჯერ კიდევ პრემიერ ლიგაში ყოფნის პერიოდში გაუფუჭდათ, როდესაც კრიშტიანუ "მანჩესტერში" თამაშობდა, "განსაკუთრებული" კი "ჩელსის" წვრთნიდა.

"მას აღზრდა აკლია" - რონალდუ და მწვრთნელებთან კონფლიქტი, რა იქნება სარისთან?

ერთ-ერთი საჩემპიონო დუელის შემდეგ, "იუნაიტედის" შემტევმა განაცხადა, რომ მოუ არის ადამიანი, რომელიც თავის შეცდომებს არასდროს აღიარებს. ლონდონელთა თავკაცის პასუხმა არ დააყოვნა: "მას აღზრდა და გამოცდილება აკლია, ალბათ ეს მძიმე ბავშვობის ბრალია."

თანამემამულეების შერიგება მოახერხა სხვა პორტუგალიელმა, ორივე მათგანის აგენტმა - ჟორჟე მენდეშმა. პირენეელის უშუალო დამსახურებით რონისა და მოურინიოს გზები მადრიდის "რეალში" გადაიყარა. "სამეფო კლუბში" იმოქმედა პრინციპმა: "ერთ სამზარეულოში ორი შეფი ვერ იქნება".

"მას აღზრდა აკლია" - რონალდუ და მწვრთნელებთან კონფლიქტი, რა იქნება სარისთან?

მაშინ, როდესაც ჟოზე დაცვით ფეხბურთს ქადაგებდა, "ბლანკოსის" შვიდიანი ირჩევდა შეტევას, ყველაზე უხერხული მეტოქეების წინააღმდეგაც კი. თანამემამულეები კატა-თაგვობანას წლების მანძილზე თამაშობდნენ და საბოლოოდ გამარჯვებული კრიში გამოვიდა.

"განსაკუთრებული" 2013 წელს გაუშვეს, რონალდუმ კი ხუთი წლით მეტი დაჰყო. საინტერესო ფაქტი კრიშტიანუსა და მოუს მეგობრობიდან - ერთხელ "ელ გალაქტიკოს" ლიდერი რუი ფარიას (ჟოზეს ასისტენტი) შეპირდა "ლევანტეს" კარში 3 გოლის გატანას.

"მას აღზრდა აკლია" - რონალდუ და მწვრთნელებთან კონფლიქტი, რა იქნება სარისთან?

რონიმ სიტყვა შეასრულა და ჰეტ-ტრიკის აღნიშნვის მომენტში "თეთრების" შვიდიანი სწორედ თანაშემწისკენ გაეშურა ჩასახუტებლად, მაგრამ გზად მას გადაეღობა ბედნიერი მოურინიო და შედეგად, კრიშის მკლავებში აღმოჩნდა სწორედ "განსაკუთრებული" და არა ფარია.

რონალდუს მე-3 გოლი ლევანტეს კარში და დაუგეგმავი ჩახუტება მოურინიოსთან



ალბათ ეს არის ერთადერთი დადებითი მომენტი მათი თანამშრომლობიდან. "სანტიაგო ბერნაბეუდან" წასვლის შემდეგ, მოუ იტყვის: "30 წლის ასაკში უკვე ნამდვილ რონალდოსთან ვმუშაობდი, ბრაზილიელთან."

კრიშტიანუს კარიერაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ანჩელოტის, ამიტომ პორტუგალიელისთვის იყო შოკი, როდესაც ფლორენტინო პერესმა იტალიელი გაუშვა. ვადაგასული რაფაელ ბენიტესის დანიშნვით კი რონალდუ კიდევ უფრო განრისხდა.

"მას აღზრდა აკლია" - რონალდუ და მწვრთნელებთან კონფლიქტი, რა იქნება სარისთან?

"რეალის" ლიდერის პირველი აფეთქება წინასასეზონო შეკრებაზე მოხდა, როდესაც პირენეელმა ვარჯიშზე უარი თქვა და გასახდელს მიაშურა. ახალი ამბავი არ არის, რომ ესპანელის ხელში მადრიდი ჩაფლავდა. რონის განტევების ვაცი ყველგან და ყოველთვის სწორედ რაფა იყო.

"ბარსელონასთან" განადგურების შემდეგ, "სამეფო კლუბის" შვიდიანმა პერესს წაუყენა ულტიმატუმი - "ან მე წავალ, ან ის". რთული მისახვედრი არაა, თუ ვისი მხარე დაიჭირა ფლორენტინომ. 2019 წლის ზაფხული: საინტერესოა, რა ბედი ელის სარის, მოყვება თუ არა ის კრიშის სამეფოს ფუნდამენტის ქვეშ?

"მას აღზრდა აკლია" - რონალდუ და მწვრთნელებთან კონფლიქტი, რა იქნება სარისთან?

გაუგებენ თუ არა ერთმანეთს რონალდუ და სარი?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მანჩესტერ იუნაიტედი ხმაურიან ტრანსფერზე ამუშავდა

"მანჩესტერ იუნაიტედი" ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

დღეს, 21:19

ფალკაოს ახალი კლუბი პრაქტიკულად ცნობილია

"მონაკოს" თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო კლუბიდან მიდის.

დღეს, 21:12

პსჟ იუვენტუსს სუპერ გაცვლას სთავაზობს

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, ნეიმარი ამ ზაფხულს შესაძლოა "იუვენტუსში" გადაბარგდეს.

დღეს, 20:30

ატლეტიკოში ტრიპიერის სათამაშო ნომერი ცნობილია

მოგეხსენებათ, კირან ტრიპიერი "ატლეტიკოში" "ტოტენჰემიდან" გადავიდა.

დღეს, 20:26

როუზისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი გამოიკვეთა

დიდი ალბათობით, დენი როუზი ამ ზაფხულს "ტოტენჰემს" დატოვებს.

დღეს, 20:23

ბარსელონამ მალკომს ფასი დაადო - MARCA

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.

დღეს, 20:16

ბაიერნმა ლევანდოვსკის დუბლიორი იპოვნა

"ბაიერნის" ხელმძღვანელობა საინტერესო ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

დღეს, 20:12

არგენტინამ მსოფლიო თასისთვის ახალი კვართი წარადგინა [ფოტო]

არგენტინამ მსოფლიო თასისთვის ახალი კვართი წარადგინა [ფოტო]

დღეს, 19:59

პერესი ბეილისთვის შანსის მიცემას ითხოვს?

როგორც მოგეხსენებათ, მონრეალში შედგა შეხვედრა ფლორენტინო პერესსა და ზინედინ ზიდანს შორის.

დღეს, 17:51

პრო 14-ის 2019/2020 წლების სეზონის კალენდარი

პრო 14-ის 2019/2020 წლების სეზონის კალენდარი

დღეს, 17:48

არსენალის ახალი კაპიტნის ვინაობა ცნობილია?!

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალს" ლორან კოშელნი ტოვებს.

დღეს, 17:34

ზიდანმა და პერესმა პოგბას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს

ESPN-ის ცნობით, ფლორენტინო პერესი ზინედინ ზიდანს შეხვდა.

დღეს, 17:17

ბასტარო ამერიკას ლიონის გავლით მიაშურებს

ბასტარო ამერიკას ლიონის გავლით მიაშურებს

დღეს, 17:02

სანჩესის დაბრუნების თარიღი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედი" წინასასეზონო შეკრებას ალექსის სანჩესის გარეშე გადის.

დღეს, 16:53

ოფიციალურად: ჯეიმს ო'კონორი რედსის მორაგბეა და ავსტრალიის ნაკრებში თამაშის უფლება მიიღო

ოფიციალურად: ჯეიმს ო'კონორი რედსის მორაგბეა და ავსტრალიის ნაკრებში თამაშის უფლება მიიღო

დღეს, 16:52

ატლეტიკომ რეალის მორიგი აღზრდილი იყიდა

მადრიდის "ატლეტიკომ" მარიო ერმოსოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 16:37

U20 ალაფა: პორტუგალიამ ტონგა გაანადგურა და ფინალში იაპონიას დაუპირისპირდება

U20 ალაფა: პორტუგალიამ ტონგა გაანადგურა და ფინალში იაპონიას დაუპირისპირდება

დღეს, 16:26

"აჭარაბეთის“ ამბასადორი რივალდო საქართველოში ჩამოდის

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდა რივალდო „აჭარაბეთის“ სპორტის ამბასადორი გახდა და საქართველოში ჩამოდის.

დღეს, 16:24

ოფიციალურად: სტარიჯი დისკვალიფიცირებულია

"ლივერპულის" ყოფილი თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი დისკვალიფიცირებულია.

დღეს, 16:18

მალკომისთვის ბრძოლაში პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გრანდი ჩაერთო

Marca-ს ცნობით, "არსენალის" შემდეგ, მალკომისთვის ბრძოლაში "ტოტენჰემიც" ჩაერთო.

დღეს, 16:04

ტოჩინოშინმა საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასზე წარმატებები უსურვა

ტოჩინოშინმა საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასზე წარმატებები უსურვა

დღეს, 15:55

ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი: "კლოპის გუნდი გაისად უფრო სუსტი იქნება"

"ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა ელ-ჰაჯი დიუფმა "წითლების" შანსები შეაფასა:

დღეს, 15:46

AS: ხამესი თუ ისკო? - რეალმა არჩევანი გააკეთა

AS-ის ცნობით, მადრიდის "რეალმა" ხამეს როდრიგესისა და ისკო ალარკონის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 15:36

ლორენტეს სერია ა-ში მსურველი გამოუჩნდა

როგორც მოგეხსენებათ, ფერნანდო ლორენტე ამჟამად უგუნდოდ იმყოფება.

დღეს, 15:21

რა საჭიროა ლუკაკუ, როცა შეიძლება კავანი? - ინტერის ახალი ვარიანტი

როგორც მოგეხსენებათ, მაურო იკარდი მილანის "ინტერის" დატოვებასთან ახლოს იმყოფება.

დღეს, 15:12

ფეკირი ლა ლიგის მე-10 ადგილოსან გუნდში გადადის?!

Daily Express-ისა და კიდევ რამდენიმე წყაროს ცნობით, ნაბილ ფეკირის ახალი გუნდი ცნობილია.

დღეს, 15:01

10 ვარსკვლავი, რომელიც აიაქსმა ტოპ კლუბებს აჩუქა 21-ე საუკუნეში

ამსტერდამის "აიაქსმა" 2019 წელს ევროპის ტოპ კლუბებს მორიგი სოლიდური საჩუქარი გაუკეთა.

დღეს, 14:41

ხაბიბის აგენტი: "მეიუეზერი ნურმაგომედოვთან ბრძოლაზე ოცნებობს"

ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერმა ალი აბდელ-აზიზმა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა:

დღეს, 13:53

პსჟ ნკუნკუმ დატოვა

"პარი სენ-ჟერმენი" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა.

დღეს, 13:33

ალვეში არსენალში გადასვლაზე თანახმაა, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით

Sun-ის ცნობით, დანი ალვეშის მსურველებს შორის ლონდონის "არსენალიც" ფიგურირებს.

დღეს, 13:27

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10