ბერნანდი: "არსენალს ჩემი ყიდვისთვის ფული არ ეყო"

დონეცკის "შახტარის" შემტევმა ბერნანდმა განაცხადა, რომ გასულ წელს ლონდონის "არსენალს" ბრაზილიელის გასაფორმებლად ფული არ ეყო.
"როდესაც მე ბრაზილიაში ვთამაშობდი, ჩემით ლონდონის "ტოტენჰემი" და "არსენალი" ინტერესდებოდნენ. "მეთოფეები" ჩემს ყიდვასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა მათ ამ ტრანსფერის განსახორციელებლად ფული არ ეყოთ."
"ევროპაში ფინანსური კრიზისი საკამოდ ბევრ ტოპ-კლუბს აწუხებს. ჩემი ტრანსფერის განხორციელება "შახტარს" ძალიან გაუადვილდა, რადგან უკრაინელებს ფინანსური კრიზისი საერთოდ არ ეხებათ.", - დაასრულა ბერნანდმა.
ფოტო: Goal.Com
ინფორმაციის წყარო: Goal.Com