Goal.Ge

ტოპ მოთამაშეები, ტოპ მწვრთნელი, ყველა ტიტული და ქართული ფეხბურთის იმედი - ისტორია დასრულდა


ტოპ მოთამაშეები, ტოპ მწვრთნელი, ყველა ტიტული და ქართული ფეხბურთის იმედი - ისტორია დასრულდა

საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული კლუბი იშლება - მაღალი დონის გუნდი, რომელსაც პრეტენზია ბევრ რამეზე ჰქონდა, მათ შორის ევროტურნირებზე გასვლაზე, ამიერიდან ერთ ჩვეულებრივ კლუბად იქცევა.

ყველაფერი 2016 წლიდან დაიწყო, როდესაც "ტორპედო" ამავე გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა კახა ჩხეტიანმა ჩაიბარა.

მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს გუნდი ამდენს მიაღწევდა და ქართული ფეხბურთის იმედად მოგვევლინებოდა.

დიახ, ბოლო წლებში "ტორპედო" ქართული ფეხბურთის მთავარი იმედია, რადგან სწორი მიდგომითა და კარგი მწვრთნელით, ყველაზე სტაბილური გუნდი იყო საქართველოში.

პირველი გამარჯვება, პირველი დიდი ტიტული, პირველი ემოცია

2017 წლის 26 ნოემბერი, "დინამო" - "ტორპედო." - მატჩამდე 4 დღით ადრე, თბილისელებმა "საბურთალოსთან" ქულები დაკარგეს და ქუთაისელებს იმედი ჩაუსახეს. ამ შეხვედრამდე, კახა ჩხეტიანს მხოლოდ საქართველოს თასი ჰქონდა მოგებული. "ტორპედო" რომ ჩემპიონი გამხდარიყო, მხოლოდ ერთი, რთული მისია ჰქონდა - მოეგო "დინამო არენაზე." ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ "დინამოს" საკუთარ არენაზე ჩემპიონობა მშვიდად უნდა ეზეიმა, თუმცა 75-ე წუთზე, თორნიკე კაპანაძემ ანგარიში გახსნა.

ტრიბუნაზე შეკრებილი არც თუ ისე ცოტა გულშემატკივარი დაიძაბა. მატჩამდე 15 წუთია დარჩენილი და ლაივ რეიტინგში "ტორპედო" უკვე ლიდერია. 94-ე წუთზე, კოვტალიუკის აქტიურობას, "ტორპედოს" კარში პენალტი მოჰყვა და რაც შემდეგ მოხდა, ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგმა კარგად იცის...

"ტორპედო" 15 წლის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონია, კვასხვაძე კლუბის, ქალაქის გმირი. რამდენიმე თვეში, "ტორპედომ" სუპერთასზე "ჩიხურა" დაამარცხა და მეორე ტიტულიც მოიგო.



ახლოს ევროპა ლიგასთან

2018 წლის გაზაფხული - ევროტურნირებამდე რამდენიმე კვირით ადრე, "ტორპედო" საკმაოდ გაძლიერდა, დაიმატა ლეგიონერები და ეროვნული ლიგის გამორჩეული მოთამაშეები. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ "შერიფს" შინ მოუგეს, თუმცა სტუმრად დამარცხდნენ და ევროპა ლიგაზე გადაერთნენ.

"ვიკინგურის" და "კუკეშის" ბარიერი "ტორპედომ" მარტივად დაძლია და ევროპა ლიგის ფლეი-ოფში გავიდა, სადაც "ლუდოგორეცთან" დამარცხდა და ჯგუფში შესვლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ალბათ, იმ ფორმაციის "ტორპედოს" ფეხბურთელებს ერთად უფრო დიდი ხანი რომ ეთამაშათ და შეთამაშებული ყოფილიყვნენ, "ლუდოგორეცის" ბარიერსაც დაძლევდნენ.

ქამბექის ოსტატები

ევროტურნირებიდან გამოვარდნილი "ტორპედო" მთლიანად შიდა ჩემპიონატზე გადაერთო.აშკარა იყო, რომ ეს გუნდი ყველა დანარჩენზე მაღლა იდგა და აბსოლუტურად ყველას უგებდა. უბრალოდ, ჩემპიონობამდე სეზონის პირველ ნახევარში დაკარგული ქულები დააკლდათ და მხოლოდ საქართველოს თასი მოიგეს. აღსანიშნავია, რომ "ტორპედომ" წინა სეზონში 7 თამაში ისე მოიგო, რომ მატჩის სტარტზე აგებდა და ე.წ. ქამბექი შეასრულა.

კარგი და მეგობრული განწყობა გუნდში

გარდა წარმატებული თამაშისა და მოგებული ტიტულებისა, იგრძნობოდა, რომ შიგნით კარგი და მეგობრული განწყობა იყო. ეს კი ერთ–ერთი მთავარი განმაპირობებელი რამაა, რაც შედეგს და გუნდის წარმატებას ქმნის.



კონკურენციაში გაზრდილი ფეხბურთელები

"ტორპედოს" თავკაცმა კახა ჩხეტიანმა განაცხადა, რომ ფეხბურთელი კონკურენციაში იზრდებაო და მისი სიტყვები გამართლდა. მილოშ ლაჩნის და მარეკ ჰლინკას გუნდში მისვლის შემდეგ, თორნიკე კაპანაძემ და მერაბ გიგაურმა საგრძნობი პროგრესი განიცადეს და ის ორი ლეგიონერი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდეს. გიგაურის პროგრესი ამ სეზონშიც ნათელი იყო, რის შედეგადაც, ის კარიერას "გაბალაში" გააგრძელებს.

ახალი სეზონი და კიდევ უფრო გაძლიერებული გუნდი, თუმცა...

ამ სეზონის დაწყების წინ, "ტორპედომ" ტოპ მოთამაშეები კიდევ დაიმატა. ქვეყნის 2-გზის ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე და გამორჩეული ვინგერი ნოდარ ქავთარაძე გუნდის გამოკვეთილი ლიდერები იყვნენ და "დაფრინავდნენ", თუმცა პრობლემა, რომელიც თავიდან მოედანზე არ ჩანდა, დროთა განმავლობაში, გამოჩნდა. "ტორპედოში" კრიზისი დაიწყო და ეს გუნდის განწყობასა და შედეგებზეც აისახებოდა. 

ამჟამინდელი მონაცემებით კლუბში 4-თვის ხელფასები არ გაცემულა. ევროტურნირები ახლოვდება. ფეხბურთელებს შორის გუნდში იმდენად კარგი და მეგობრული განწყობაა, რომ მაინც ითმენენ, არ მიდიან და სიტუაციის გამოსწორებას ელიან, მაგრამ ბოლოს, როცა უკვე ყველანაირი იმედი გადაეწურათ, დაშლა დაიწყო.

ტოპ მოთამაშეები, ტოპ მწვრთნელი, ყველა ტიტული და ქართული ფეხბურთის იმედი - ისტორია დასრულდა

კახა ჩხეტიანის ღვაწლი ტორპედოსთვის

რაც არ უნდა მოხდეს, ჩხეტიანი "ტორპედოს" ისტორიაში აუცილებლად შევა. ის გახდა ადამიანი, რომელმაც ქუთაისელ გულშემატკივარს დიდხნიანი პაუზის შემდეგ, დიდი სიხარული და მოგებები აჩუქა. "ტორპედოსთან" ერთად ჩხეტიანმა ეროვნული ლიგა, 2 სუპერთასი და 2 საქართველოს თასი მოიგო.

რომ არა ჩხეტიანი, დარწმუნებულები ვიყოთ, ის სიტუაცია, რაც ახლა გუნდშია (ფეხბურთელების მასიური წასვლა) დიდი ხნით ადრე დაიწყებოდა. სწორედ ის არის ფიგურა, ვის გამოც ეს ფეხბურთელები მოთმინებას იჩენდნენ და პრობლემებს 90 წუთით ივიწყებდნენ.

ტოპ მოთამაშეები, ტოპ მწვრთნელი, ყველა ტიტული და ქართული ფეხბურთის იმედი - ისტორია დასრულდა

ისტორიის დასასრული

მიუხედავად ბევრი მცდელობისა, როგორც ჩანს, არაფერი გამოვიდა. "ტორპედო" რამდენიმე ტოპ მოთამაშემ დატოვა და ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კიდევ ბევრი წავა. ევროპა ლიგაზე გუნდი "ორდაბასს" უპირისპირდება, უპირისპირდება შესუსტებული შემადგენლობით, თუმცა იმედია, დიდი მოტივაციით. უნდა ვაღიაროთ, 2 წლის განმავლობაში, კახა ჩხეტიანის გუნდი ქართულ ფეხბურთში დომინანტი იყო. ევროტურნირების ფინალურ ეტაპზე გასვლამდე და მთელი საქართველოს გახარებამდე ბევრი არ აკლდათ, მაგრამ გუნდი დაიშალა. ამიერიდან იქნება საშუალო დონის "ტორპედო" და არა დიდი მიზნებისკენ სწრაფული გუნდი, რომელიც ყველასთვის უხერხული მეტოქეა - ისტორია დასრულდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ვალვერდე: "რაც ფატიმ გააკეთა, ნორმალური არ არის"

"ვალენსიასთან" მოგებული 5:2 მატჩის შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

დღეს, 02:58

აზარი: "ეს მხოლოდ დასაწყისია"

"ლეანტესთან" მატჩში მადრიდის "რეალის" ბელგიელი შემტევის, ედენ აზარის დებიუტი შედგა.

დღეს, 02:54

ზიდანმა ხამესი შეაქო

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ლევანტეს" დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.

დღეს, 02:51

დე იონგის ბრწყინვალე სტატისტიკა ბარსელონაში

კატალონიის "ბარსელონამ" "ვალენსიასთან" საოცრად ითამაშა და მეტოქე 5:2 დაამარცხა.

დღეს, 02:46

ფატიმ ისტორიული რეკორდი დაამყარა

ლა ლიგის გასულ ტურში "ბარსელონა" "ვალენსიას" დაუპირისპირდა და 5:2 გაანადგურა.

დღეს, 02:41

ფიორენტინას მფლობელი: "36 წლის რიბერიმ რონალდუზე უკეთ ითამაშა"

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ფიორენტინა" "იუვენტუსს" უმასპინძლა და ფრედ 0:0 ითამაშა.

დღეს, 02:37

აგუერომ რუნისა და რეიესის რეკორდი გაიმეორა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტი" "ნორვიჩს" დაუპირისპირდა და 3:2 დამარცხდა.

დღეს, 02:32

გვარდიოლა: "ყოველთვის 100 ქულას ვერ დავაგროვებთ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "ნორვიჩთან" მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

დღეს, 02:28

როდრი: "ჩვენი მიზანია, მოედანზე ყველას დაუნდობლად მოვუგოთ"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტი" "ნორვიჩთან" სენსაციურად დამარცხდა.

დღეს, 02:22

ვაკო ყაზაიშვილის საგოლე გადაცემა სან ხოსეში [VIDEO]

ამერიკის ჩემპიონატში სან ხოსე ნიუ იორკ სიტის დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა.

დღეს, 01:46

ბუდუ ზივზივაძის პირველი დუბლი უნგრეთში [VIDEO]

უნგრეთის ჩემპიონატში "მეჟოკოვეშდი" "კიშვარდას" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

დღეს, 01:33

16 წლის ფატის ბენეფისი - ბარსელონამ ვალენსია გაანადგურა [VIDEO]

ლა ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა "ბარსელონასა" და "ვალენსიას" შორის შედგა.

დღეს, 00:56

ზაფხულში მანჩესტერი კროოსში 75 მილიონ ევროს იხდიდა

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რეალის" ნახევარმცველ ტონი კროოსის შეძენა სცადა.

დღეს, 00:56

ერიქსენმა ახალ კონტრაქტზე უარი თქვა - სად სურს გადასვლა დანიელს?

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.

დღეს, 00:52

3-დან 3 მოგება! - ინტერმა უდინეზეც დაამარცხა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე–3 ტურში მილანის "ინტერი" შინ "უდინეზეს" დაუპირისპირდა.

დღეს, 00:46

მანჯუკიჩი იუვენტუსს ტოვებს - ხორვატის ახალი კლუბი ცნობილია?

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი, დიდი ალბათობით, ტურინს დატოვებს.

დღეს, 00:35

ნეიმარი: "ამიერიდან, თითოეული მატჩი ჩემთვის გასვლითი იქნება"

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ნეიმარმა გულშემატკივრების საქციელზე გააკეთა კომენტარი.

დღეს, 00:18

ატლეტიკომ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვია [VIDEO]

ლა ლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა, მადრიდის "ატლეტიკომ" მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვია.

გუშინ, 22:37

დაკარგული ქულები - ბაიერნმა სტუმრად ლაიფციგს ვერ მოუგო [VIDEO]

ბუნდესლიგის მე-4 ტურის ეგიდით, "ბაიერნი" "ლაიფციგს" ეწვია, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

გუშინ, 22:32

სიტი ნორვიჩთან დამარცხდა და ლივერპულს 5 ქულით ჩამორჩა [VIDEO]

"მანჩესტერ სიტიმ" მიმდინარე სეზონში პირველი სენსაციური მარცხი იწვია.

გუშინ, 22:28

ნაპოლიმ მერტენსის დუბლით იმარჯვა [VIDEO]

სერია ა-ს მესამე ტურში "ნაპოლი" გენუის "სამპდორიას" დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

გუშინ, 22:12

აბრაჰამი პრემიერ ლიგაში უნიკალური მიღწევით შევიდა

ლონდონის „ჩელსის“ ახალგაზრდა ფორვარდი, ტემი აბრაჰამი, პრემიერ ლიგის უნიკალური მიღწევის პატრონი გახდა.

გუშინ, 21:57

გინებების და შეურაცხყოფის მიუხედავად, პსჟ-ს ნეიმარმა ულამაზესი გოლით მოაგებინა [VIDEO]

ფრანგული ლიგა 1-ს მეხუთე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „სტრასბურგს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 1-0 მოუგო.

გუშინ, 21:37

საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დიდებული შედეგი დააფიქსირეს!

საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირა.

გუშინ, 20:41

"ნეიმარ, შე ბო*ის შვილო", - პსჟ-ს ქომაგებმა ბრაზილიელს სტადიონზე ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყვეს [VIDEO]

„პარი სენ-ჟერმენი“ ამ წუთებში საკუთარ მოედანზე „სტრასბურგს“ ეთამაშება და ამ სეზონში პირველად, მოედანზე ნეიმარი გამოჩნდა.

გუშინ, 20:31

რაშფორდის გამარჯვების პენალტი - იუნაიტედი გამარჯვების გზას დაუბრუნდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეხუთე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ საკუთარ მოედანზე „ლესტერი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

გუშინ, 19:58

აბრაჰამის სპექტაკლი, ჰეთ-ტრიკი და ავტოგოლი - ჩელსიმ ვულვზი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეხუთე ტურში „ჩელსი“ „ვულვერჰემპტონს“ ესტუმრა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

გუშინ, 19:57

ტოტენჰემმა კრისტალ პალასი პირველივე ტაიმში გაანადგურა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეხუთე ტურში „ტოტენჰემმა“ საკუთარ მოედანზე ლონდონურ დერბიში „კრისტალ პალასი“ 4-0 გაანადგურა.

გუშინ, 19:55

დორტმუნდმა ლევერკუზენი გაანადგურა [VIDEO]

ბუნდესლიგის ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში დორტმუნდის „ბორუსიამ“ ლევერკუზენის „ბაიერს“ უმასპინძლა.

გუშინ, 19:34

ზიდანი: "პირველი ტაიმი ფენომენალური იყო, მაგრამ..."

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა „ლევანტესთან“ მოპოვებული გამარჯვება (3:2) შეაფასა.

გუშინ, 19:30

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10